rezident wrote:
HUNTER
ყველაფერში გეთანხმები მაგრამ არის მანდ ერთი მაგრამ. სროლის შემდეგ საკმაოდ დაბინძურებული ლულის წმენდა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და დიდი რაოდენობის საწმენდ საშუალებას მოითხოვს. თვითონ წმენდის დროს როდესაც ჯერ კიდევ ბევრი ნაგავი გამოდის ლულიდან ტრანსფორმატორის ზეთი კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ იაფია და მაგ ეტაპზე კარგია. ძვირადღირებული საშუალებები ბოლო ეტაპზეა კარგი, მაშინ როცა საბოლოოდ იზეთება იარაღი.
გიო რაც არ უნდა ბევრი ვისროლოთ და ბევრი ვინადიროთ. განა წელიწადში 0.5 ლიტრზე მეტი ზეთი დაგეხარჯებაა??? ზუსტად მაგ რაოდენობის ბალისტოლი 40 ლარამდე დაჯდება, არ ღიირს?? სიიაფეზე თუ მივიდა საქმე ვდ-40 ყველაზე იაფი გამოდის, და დარწმუნებული ვარ საკერევის მანქანის ზეთით ხეხვას ჯობია. მასე მოტორიდან გამოშვებული ზეთითაც წმენდავენ იარაღს და დასაშვებია?
ჩემის აზრით ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება. ტრანსპორმატორის ზეთი - ტრანსფორმატორისათვის არის. საკერავი მანქანის - საკერავი მანქანისთვის, კახური მზესუმზირის ზეთი სალათას უხდება. თოფ-იარაღისთვის გამოგონილია ზეთები და ისინი გამოვიყენოთ საწმენდად.