იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 22 May 2018, 10:15

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 12 posts ] 
Author Message
 Post subject: პირველი გასროლა
PostPosted: 01 May 2018, 01:26 
Offline
User avatar

Joined: 06 May 2015, 17:29
Posts: 197
ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში ვაწყდებით სხვადასხვა მსროლელების მიერ სხვადასხვა აგრეგატებით და კალიბრებით ზე მაღალ და რეკორდულ მანძილებზე სროლის იფიციალურ და არაოფიციალურ ამბებს, რომლებშიც გვიყვებიან ზოგ შემთხვევაში ახალი აგრეგატების ახალ შესაძლებლობებზე, ახალ დაპყრობილ მანძილებზე, კილომეტრებზე დადასტურებულ მკველობებზე და ასევე 4 კილომეტრის ზემოთ დაპყრობილ სხვადასხვა სამიზნეებზე. თუმცა ამ ამბებში ყოველთვის ნაკლები ყურადღებაა გამახვილებული მცდელობების რაოდენობაზე რაც ჩემი აზრით ცოტა უცნაურია, მითუმეტეს მაშინ როდესაც სამიზნეში 5-6 ან მეტი გასროლის შემდეგ შედიან.
აქვე დავამატებ რომ არავის რეკორდს არ ვაპროტესტებ :bow-yellow: :D უბრალოდ მაინტერესებს არსებობს თუ არა მხოლოდ პირველი გასროლების რეკორდები? ან თუ იცით დღეის მდგომარეობით შესაბამისი კალიბრის აგრეგატით საშუალოდ რა მანძილია პროფესიონალი მსროლელისთვის, რომელზეც უბრალოდ ცივი ლულიდან პირველივე ზუსტ გასროლას გააკეთებს სტაბილურად ვთქვათ 50X50 სანტიმეტრიან სილუეტში ?

თქვენი სტაბილური პირველი გასროლის მანძილებიც დაწერეთ.


მე ჯერ 100 მეტრიანი ჯგუფების წიკი მაქვს და ამის იქით იშვიათად ვისვრი და შესაბამისად რამე მანძილს თუ დავწერ ტყუილი გამომივა, თუმცა ვარაუდით მაინც დავწერ რომ ალბათ კარგ ამინდში 500 მეტრამდე არ უნდა გამიჭირდეს პირველივე ტყვიის მაგხელა სილუეტში მოქცევა.




Last edited by okela1984 on 13 May 2018, 12:04, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 01 May 2018, 09:03 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 193
არც მე არ მიზიდავს ერთი ქვეყნიდან მეორეში სროლა და ეგეთი რაღაცეები. პორნოა ერთი სიტყვით მარა არ აღმაგზნებს
უფრო პრაქტიკული სროლის შეჯიბრები მომწონს ხოლმე. სხვადასხვა მანძილებზე სხვადასხვა პოზიციიდან სროლა და რათქმაუნდა ტემპში
ესე უფრო რეალობასთან მიახლოებულია
NorCal Practical Precision Rifle Club ატარებს ხოლმე ძაან საინტერესო შეჯიბრებს მრავლობითი სამიზნეები მოძრავი სამიზნეები სხვადასხვა დისტანცია და პოზიცია. მოკლედ მაგარი ექშენია
სამუშაო მანძილი ჩემთვის ალბათ 0-300 მეტრი ტურაზე და ფურცელზე მეტი არაფერზე არ მისვრია :?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 01 May 2018, 11:53 
Offline
User avatar

Joined: 06 May 2015, 17:29
Posts: 197
შორ მანძილებს რას ერჩი ? მე უბრალოდ მცდელობების რაოდენობა ვიგულისხმე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 01 May 2018, 12:42 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7079
გარჩეული გვაქვს პირველი გასროლა, რომელ თემაშია აღარ მახსოვს.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 01 May 2018, 15:40 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10596
Location: თბილისი
http://www.accuracy-tech.com/the-cold-bore-shot/
http://www.accuracy-tech.com/5-little-k ... irst-shot/
კარგი რამეებია

ცივი გასროლა. ცივი ლულა, გასროლა გაწმენდილი და "გამოტენილი" ლულით.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 01 May 2018, 15:45 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 193
okela1984 wrote:
შორ მანძილებს რას ერჩი ? მე უბრალოდ მცდელობების რაოდენობა ვიგულისხმე


არაფერსაც არვერჩი პირიქით ძალიან მომწონს მაგრამ რეალური უნდა იყოს რა მანძილი
12 გასროლა რო დაგჭირდება სამიზნის დასაზიანებლად ეგ სროლაა?
რომელი ნადირი გაჩერდება და დაიცდის ამდენ

ეხლა ცუდად არმინდა გამომივიდეს ყველა მსროლელს დიდ პატივს ვცემ და ჩემიანებად მიმაჩნია
რისი თქმა მინდა 500 მეტრზე 22-ის სროლა სისულელე არარი? რომელ სტაბილურ შედეგებზეა ლაპარაკი
იგივე პონტია 2500 ზე 308 და 4500 ზე თუნდაც 50 ან 408


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 01 May 2018, 18:18 
Offline
User avatar

Joined: 06 May 2015, 17:29
Posts: 197
ბერო wrote:
http://www.accuracy-tech.com/the-cold-bore-shot/
http://www.accuracy-tech.com/5-little-k ... irst-shot/
კარგი რამეებია

ცივი გასროლა. ცივი ლულა, გასროლა გაწმენდილი და "გამოტენილი" ლულით.


პირველ ლინკში საუბარია ცივი ლულიდან სროლის მითებზე.

მეორეში კი დღის პირველი გასროლის თავისებურებზე, მე კი მინდოდა საუბარი წამომეწყო პირველ გასროლის მაქსიმალურ სიზუსტეზე. უბრალოდ მაინტერესებდა ბერო დღეის მდგომარეობით დაახლოებით რომელია ის მაქსიმალური მანძილი რომელზეც პროფესიონალი მსროლელი ამოღებს გაშლის იარაღს, ბალისტიკურ კალკულატორში შეიყვანს ყველა მონაცემს და პირველივე ზუსტ გასროლას გააკეთებს ზემოთ აღნიშნულ სილუეტში ?


ჩემთვის მაგალითად, როგორც დამწყები მოყვარულისთვის ეს მანძილია იქნება დაახლოებით 400-500 მეტრი ნორმალურ ამინდში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 01 May 2018, 18:25 
Offline
User avatar

Joined: 06 May 2015, 17:29
Posts: 197
assassin wrote:
okela1984 wrote:
შორ მანძილებს რას ერჩი ? მე უბრალოდ მცდელობების რაოდენობა ვიგულისხმე


არაფერსაც არვერჩი პირიქით ძალიან მომწონს მაგრამ რეალური უნდა იყოს რა მანძილი
12 გასროლა რო დაგჭირდება სამიზნის დასაზიანებლად ეგ სროლაა?


ჰო მეც ეგ ვიგულისხმე და მაგიტო გამიკვირდა.


ისე შორ მანძილებზე მგონი 375 ჩეიტაკია ყველაზე ზუსტი კალიბრი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 02 May 2018, 09:25 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10596
Location: თბილისი
okela1984
ბოლო შეჯიბრების წინა დღეს, გასწორების გარეშე ამოიღო გაისროლა - 700 მეტრზე ჯგუფი ეგრევე დასვა.

და ისე ვინც ვნახე 400-500 მეტრზე 25X25 ზე მგონი ყველა არტყავს თუ რამე კონკრეტულმა პრობლემამ არ იჩინა თავი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 02 May 2018, 20:31 
Offline
User avatar

Joined: 06 May 2015, 17:29
Posts: 197
ბერო wrote:
okela1984
ბოლო შეჯიბრების წინა დღეს, გასწორების გარეშე ამოიღო გაისროლა - 700 მეტრზე ჯგუფი ეგრევე დასვა.

და ისე ვინც ვნახე 400-500 მეტრზე 25X25 ზე მგონი ყველა არტყავს თუ რამე კონკრეტულმა პრობლემამ არ იჩინა თავი.


აი ზუსტად ეგ მაინტერესებდა და ნეტა პროფესიონალი სნაიპერების შემთხვევაში როგორაა საქმე ? :roll:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 03 May 2018, 15:42 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7079
მე ეგ ამბავი, სნაიპერის შემთხვევაში, ასე მესმის:
მივიდა სასროლეთზე, დააყენა სამიზნე რაღაც მანძილზე, ჩახედა კალკულატორს, ააწკაპუნა ბარაბნები, ისროლა ერთი - მოარტყა შუბლში :)
წამოვიდა სახლში, გაწმინდა თოფი.
მეორე დღე, მივიდა სასროლეთზე, დააყენა სამიზნე სხვა მანძილზე, ჩახედა კალკულატორს, ააწკაპუნა ბარაბნები, ისროლა ერთი - მოარტყა შუბლში :)
წამოვიდა სახლში, გაწმინდა თოფი.
და ა.შ.
ანუ მანძილი და პოზიცია უნდა ცვალო მარტო.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: პირველი გასროლა
PostPosted: 11 May 2018, 17:44 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3155
Location: Tbilisi
ბერო wrote:
okela1984
ბოლო შეჯიბრების წინა დღეს, გასწორების გარეშე ამოიღო გაისროლა - 700 მეტრზე ჯგუფი ეგრევე დასვა.

და ისე ვინც ვნახე 400-500 მეტრზე 25X25 ზე მგონი ყველა არტყავს თუ რამე კონკრეტულმა პრობლემამ არ იჩინა თავი.


გეთანხმები, ამ მანძილზე ნორმალური, გასწორებული შაშხანით პირველივე სროლაზე უნდა გაარტყა 25X25-ს. ვგულისხმობ .308 კალიბრს და ზევით.

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 12 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge