საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 18 Oct 2021, 18:52

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 10 posts ] 
Author Message
 Post subject: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 18 Mar 2021, 03:48 
Offline

Joined: 16 Mar 2021, 17:45
Posts: 4
გამარჯობა მეგობრებო.
უპირველესად მოგესალმებით, ახალი ვარ ფორუმზე და ეს ჩემი პირველი წერილია.
მოკლედ ჩემ შესახებ - იარაღის მოყვარული, ვფლობ რამდენიმე იარაღს (პისტოლეტი, შაშხანა), თუმცა ამ ბოლო დროს დამაინტერესა შორ დისტანციაზე სპორტულმა სროლამ. ამ კუთხით სრულიად დამწყები ვარ, პრაქტიკულად მინიმალური გამოცდილებით. თუმცა სურვილი მაქვს, რომ კარგად გავერკვე და შესაბამის შედეგზეც გავიდე (საბოლოოდ მინიმუმ კილომტრზე დაშორებულ სამიზნეზე სროლა).
შესაბამისად, ჩემი აქ დარეგისტრირების მიზანია, გთხოვოთ დახმარება რომ შევივსო ამ კუთხით რაც დანაკლისი მაქვს თეორიულ ცოდნის და გამოცდილების თვალსაზრისით.

როგორც ვახსენე მიზანი შორ დისტანციებზე სპორტული სროლაა (ნუ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ჯერ მინიმალური მანძილებიდან დავიწყებ და ნელ-ნელა გავზრდი გამოცდიელბის/ცოდნის დაგროვების შესაბამისად). მონადირე არ ვარ, არ მინადირია არასდროს და პრინციპში არც ვგეგმავ რომ როდისმე ვინადირებ, მხოლოდ სპორტული სროლა. ამ მოცემულობით, პირველ რიგში შევიძინე შაშხანა - tikka t3x tac a1 - 308 კალიბრი (რატომ 308 ამაზე ბევრი ვიფიქრე და ნუ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მივედი, თუმცა ბევრი კვლევა და აწონ-დაწონვა დამჭირდა).

მივადექი ოპტიკას და აქ ასე ვთქვათ გავიჭედე და ვერ ჩამოვყალიბდი რა ვქნა. იმედია თქვენი დახმარებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივალ.

პირველი რაც უნდა აღინიშნოს ალბათ ბიუჯეტია. ამ კუთხით თავიდან ვიფიქრე, რომ ჯერ შედარებით დაბალფასიანს შევიძენდი და შემდეგ გავაუმჯობესებდი. მაგრამ როგორც მივხვდი ოპტიკა არის ზუსტად ის საკითხი, სადაც დაზოგვა არ ღირს. რამდენადაც გავერკვიე/მირჩიეს/მივხვდი აჯობებს ერთხელ დაიხარჯო ("იტირო") და მოაგვარო ოპტიკის საკითხი, ვიდრე სულ მუდმივად გაუმჯობესებაზე ფიქრობდე. აქედან გამომდინარე ვეძებე და საბოლოოდ თითქოს Vortex Razor HD Gen II 4.5-27X56-ზე ჩამოვყალიბდი. მაგრამ აღმოჩნდა რომ ქარავანს, რომელიც ვორტექსის შემომტანია აღარ აქვს და არც აპირებს შემოტანას. ერთადერთი შანსია, რომ შევუკვეთო. შეკვეთა სადღაც 3-4 თვის შემდეგ შეიძლება და ჩამოტანას კიდევ დაახლოებით მაგდენი დრო დაჭირდება. ანუ კარგ შემთხვევაში ოქტომბერ-ნოემბერში მექნება ადგილზე.
ყველაზე ცუდი რაც არის აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად არ არსებობს ლეგალური გზები, როგორ შეიძლება დამოუკიდებლად ვიყიდო და შემოვიტანო უცხოეთიდან. ჯერ ერთი, არც ერთ გადამზიდს არ ჩამოაქვს. მეორეც, ესეც რო არ იყოს და ვინმეს ჩამოვატანინო (კერძო პირს) ან მე თვითონ ჩამოვიტანო ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა - რამდენადაც გავარკვიე არსებული რეგულაციებით ჩვენ საბაჟოზე შეიძლება პრობლემები შეიქმნას. უფრო მეტიც, ასევე აღმოვაჩინე, რომ არც ამერიკიდან არის გამოტანა იოლად შესაძლებელი (იქაც რაღაც შეზღუდვებია ტაქტიკურ სამიზნეებზე). საბოლოოდ პრაქტიკული გზა ვერ ვიპოვე, როგორ შეიძლება დამოუკიდებლად ჩამოვიტანო ოპტიკა და ამიტომ ეს შესაძლებლობა საერთოდ გამოვრიცხე (თუ სხვა გამოცდილება გაქვთ იქნება მასწავლოთ როგორ შემიძლია მოვახერხო).

მოკლედ Razor-ზე ეს მდგომარეობაა. ამის სანაცვლოდ ქარავანშივე შემიძლია შევიძინო Nightforce nx8 4-32x50, რომელიც აქვე აქვთ და შესაბამისად არანაირი ლოდინი არ მომიწევს.

ამას გარდა მაღაზია "აპაჩს" აქვს Primary Arms plx 6-30x56 მოდელი, რომელიც ზემოთა ორთან შედარებით შედარებით დაბალფასიანია, თუმცა ხარისხით ჩამოუვარდება. კიდე ერთი მინუსი რაც უნდა აღინიშნოს - გარანტიაა. გარანტია კი მოქმედებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რამე გაუფუჭდა მე თვითონ უნდა გავაგზავნო მწარმოებელთან და შემდეგ ის დამიბრუნებს, "აპაჩი" ამ საქმეში უკვე აღარ ჩაერევა (ასე ამიხსნეს). გაგზავნა და უკან მიღება კიდე, როგორც აღვნიშნე პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარანტია რეალურად არ არსებობს. აი "ქარავან"-ის შემთხვევაში ცოტა სხვა მდგომარეობაა - მპირდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში დამეხმარებიან მწარმოებელთან ურთიერთობაში. იგივე მიპასუხეს Nightforce-დან რომლებსაც მივწერე გარანტიაზე - ამიხსნეს რომ ქარავანის საშუალებით უნდა გავაგზავნო თუ პრობლემა წარმოიშვა.

საბოლოოდ რომ შევაჯამო, მოცემულობაა ესეთი რომ ოპტიკა გამოყენებული იქნება მხოლოდ სპორტული სროლისთვის (შესაბამისად სანადირო მახასიათებლები უნდა გამოირიცხოს). ბიუჯეტი სადღაც $2000-3000. და სამი კანდიდატი:
1. Vortex Razor HD Gen II 4.5-27X56 - რომელსაც უნდა ველოდო სადღაც 7-8 თვე;
2. Nightforce nx8 4-32x50 რომელიც აქვეა (Razor-თან შედარებით ნაკლები დიამეტრის ობიექტივით).
3. Primary Arms - ეს ყველაზე მომხიბვლელია ფასის ამბავში (თუ ზედა ორი პრაქტიკულად არ განსხვავდება ამისგან, ცხადია მირჩევნია ზედმეტი არ გადავიხადო).

იქნებ დამეხმარეოთ არჩევანის გაკეთებაში და მირჩიოთ როგორ მოვიქცე? თითოეულს რა + და - აქვს და ჩემს შემთხვევაში რომელი იქნება ოპტიმალური? ან ხომ არ არის კიდევ რამე, ჩვენს სინამდვილეში ხელმისაწვდომი რომელიმე სხვა მოდელი, რომელიც მე უბრალოდ არ ვიცი.

კიდევ ერთი საკითხი - ბადის შერჩევა. იგივე Razor და Nightforce-იც შემიძლია ავიღო tremor3 ბადით. ამ ბადეზე ბევრი ინფორმაცია ვეძებე, დაახლოებით გავერკვიე რა უპირატესობაც აქვს. მაგრამ ასევე ბევრგან წერენ, რომ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ამ ბადის უპირატესობას პრაქტიკულად აღარ იყენებს მსროლელი და იგივე MIL-XT ბადეც იგივე ფუნქციას ასრულებსო. ამდენს უკვე ჩემი ცოდნა და გამოცდიელბა ვეღარ წვდება. შესაბამისად ამ კუთხითაც თუ მირჩევთ მადლობელი დაგრჩებით.

რაღაც ბევრი ნაწერი გამომივიდა (იმედია რომელიმე ფორუმის წესი არ დავარღვიე).
საბოლოოდ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვიმედოვნებ ფორუმის სხვა განყოფილებებშიც აქტიური ვიქნები გამოცდილების/ცოდნის დაგროვების კვალდაკვალ. განსაკუთრებით მაინტერესებს იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობა. როგორც თვალი გადავავალე პერიოდულად იკრიბებით და მსჯელობთ ამ მიმართულებით რომ რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ, შესაძლებელია მეც მოვახერხო ამ კუთხით ჩემი წვლილის შეტანა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 19 Mar 2021, 22:38 
Offline
User avatar

Joined: 30 Mar 2009, 09:19
Posts: 326
სალამი, კეთილი იყოს შენი ფეხი და წარმატებები :)
ამ ოპტიკებზე ბევრს ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ჩამოტანაზე რა პრობლემა გაქვს ვერ მივხვდი? ოპტიკური სამიზნის შემოტანა კანონმდებლობით აკრძალული არაა როგორც ვიცი, მე თვითონ არაერთი ოპტიკა მაქვს ჩამოტანილი და რა პრობლემას წააწყდი შენ კონკრეტულად? მე რა პრობლემაც მქონია ესაა რომ ყველა ონლაინ მაღაზიას არ გააქვს ქვეყნის გარეთ პროდუქტი და მეორე ყველა გადამზიდს არ ჩამოაქვს საქართველოში. გადამზიდი უნდა ნახო ვინც გეტყვის რომ ჩამოგიტანს უპრობლემოდ და ონლინ მაღაზიაში იყიდი, თუ არ გააქვს ქვეყნის გარეთ არ დაიშიპება უბრალოდ და თანხას დაგიბრუნებს...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 19 Mar 2021, 22:42 
Offline
User avatar

Joined: 30 Mar 2009, 09:19
Posts: 326
ისე ნაითფორსი უფრო უკეთესია ხარისხით ვორტექსთან შედარებით როგორც ვიცი და ყიდვას თუ გადაწყვიტავ აქ იყიდო ჯობია ისეა გაძვირებული საიტებზე რომ ჩამოტანა განბაჟებით თითქმის იგივე გამოდის... ეს პრიმერი საერთოდ ამ ორთან მოსატანი არაა :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 20 Mar 2021, 10:04 
Offline

Joined: 16 Mar 2021, 17:45
Posts: 4
livemen

მადლობა მეგობარო პასუხისთვის.
როგორც აღმოჩნდა ქარავანს რეალურად სულ ერთი ცალი Nightforce nx8 ქონდა დარჩენილი ტრემორის ბადით. ველაპარაკე და როდის შემოვიტანთ ახალ პარტიას არ ვიცითო (შეიძლება უბრალოდ მითხრეს, მარკეტინგის ამბავში, არ ვიცი). მოკლედ ისე გამოვიდა საბოლოოდ რომ დიდად არჩევანი აღარც მქონდა. ასე რომ Nightforce ვიყიდე. აი ეს მოდელია - Nightforce nx8 4-32x50 f1 (https://www.nightforceoptics.com/rifles ... 4-32x50-f1).
პრიმარი არმსი მე თვითონ გამოვრიცხე. razor რომ შემერჩია - საკითხი წლის ბოლომდე უნდა გადაწეულიყო და Nightforce-საც ისეთი პირი უჩანდა რომ შეიძლება აღარც ეგ ყოფილიყო და ამიტომ ავდექი და ვიყიდე.
მართალი ხართ, Nightforce-ის შემთხვევაში ნამდვილად აქ ყიდვა ჯობდა გამოწერას. საიტებზე რაც ვნახე იგივე მოდელი 2,400$ ღირს. აქ დღევანდელი კურსის გათვალისწინებით სადღაც 2,600$-ზე ოდნავ მეტი გამოვიდა. ასე რომ გამოწერა ნამდვილად უფრო ძვირი დაჯდებოდა (განბაჟება 450$-მდე დაჯდებოდა).
რაც შეეხება გამოწერის პრობლემებს - არ ვიცი, მე დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ რაც დავინახე -
1) ვერც ერთი გადამზიდი ვერ ვიპოვე, ვინც დათანხმდებოდა ჩამოტანას (რამდენიმესთან დავრეკე).
2) საბაჟოს და კანონმდებლობის ამბავი გავარკვიე და რეალურად აღმოვაჩინე, რომ შემოტანას სპეციალური ნებართვა ჭირდება. ნახეთ აქ - https://matsne.gov.ge/document/view/211 ... lication=1 მეხუთე მუხლი - იმპორტი. მიუთითებს იგივე კანონის მე-2 მუხლის ჟ) პუნქტზე და ამბობს რომ ამ პუნქტით განსაზღვრულ პორდუქციას ჭირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული იმპორტის ნებართვა (ეს შესაბამისი კანონმდებლობა უკვე აღარ მომიძებნია). მეორე მუხლის ჟ) პუნქტით უკვე ორმაგი პორდუქციის სპეციალური ჩამონათვალია განსაზღვრული (ნახეთ აქ - https://www.matsne.gov.ge/ka/document/v ... lication=0). ამ დოკუმენტის დანართის პირველივე ჯგუფში, მე-4 პუნქტი, ოპტიკური სამიზნე განსაზღვრულია, როგორც სამხედრო პროდუქცია. გარდა ისეთი სამიზნეებისა რომლებსაც: არ აქვთ გამოსახულების ელექტრონული დამუშავების ფუნქცია, სპეციალურად არ არიან შექმნილი ან/და მოდიფიცირებული სამხედრო გამოყენებისთვის, აქვთ გამოსახულების 9-ჯერ ან ნაკლები გადიდების ფუნქცია, შეიცავენ სპეციალურად სამხედრო გამოყენებისთვის შექმნილ ბადეს.
ანუ გამოდის რომ ჩემთვის საინტერესო ოპტიკა სამხედრო პროდუქციაა, რომლის შემოტანასაც სპეციალური ნებართვა ჭირდება. ამ ნებართვის მოპოვების პროცედურები სიმართლე გითხრათ აღარ გამირკვევია.
3) რამდენადაც გავარკვიე არც ამერიკიდან გამოტანა არის მთლად მარტივი. რამდენიმე ადგილას წავიკითხე, ასევე მითხრეს (მათ შორის ქარავანში), რომ ამერიკის საბაჟომ შეიძლება გააჩეროს საზღვარზე. ამის დეტალებში გარკვევა სიმართლე ვთქვა აღარ დამიწყია, ყველა მხრიდან იმდენი პრობლემა და ხელისშემშლელი გამოჩნდა, რომ საბოლოოდ აქ ყიდვა ვარჩიე.

ეს არის სულ. პრინციპში აქ მგონი პროცედურების შესახებ დისკუსიის ადგილი არ არის, მაგრამ სიტყვას მოყვა და რაც დავინახე ის სიტუაცია მოგიყევით.

მადლობა კიდევ ერთხელ პასუხისთვის. იმედი მაქვს საბოლოოდ კარგი არჩევანი გავაკეთე.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 20 Mar 2021, 15:14 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7286
ПУ თუ ПЕ
რომ გეკითხა, გირჩევდი
:mrgreen:




-რომელი ღვინო ჯობიაო, მუკუზაანი თუ ნაფარეულიო?
-გურჯაანი, გურჯაანი ! მააშ . . .

:))))

Vortex თუ Primary Arms ?

Nightforce Nightforce! მააშ . ..


:mrgreen: :)))

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 20 Mar 2021, 22:53 
Offline
User avatar

Joined: 30 Mar 2009, 09:19
Posts: 326
არჩევანი ნამდვილად კარგია და გილოცავ! მშვიდობაში და მიზანში მოხვედრაში :).
ეს გამოწერა მოკლედ სხვა თემაა და აღარ გავაგრძელოთ, გეთანხმები მანდაც მაგარი ბარდაგია...
მოკლედ იარაღი არის, ოპტიკა გაქვს, დაგრჩა რა? ბაზა, რგოლები, თარაზო, და ბიპოდი :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 21 Mar 2021, 00:11 
Offline

Joined: 16 Mar 2021, 17:45
Posts: 4
მადლობა მადლობა. :))
მოკლედ მართალია თქვენს რჩევამდე უკვე ვიყიდე, მაგრამ გამიხარდა რომ არჩევანი თქვენს მოსაზრებებსაც დაემთხვა. ერთადერთი აქამდე ffp-სთან შეხება არ მქონია და აშკარად მიჩვევა ჭირდება, თან ტრემორის ბადეს. მინიმალურ გადიდებაზე ოდნავ ჩანს ბადე.

საბოლოოდ კი ბატონო, იარაღი არის და ოპტიკაც. ასევე ბიპოდიც მაქვს, თუმცა shooting bag-იც მაქვს და კარგად ვიხერხებ.
ბაზაში თუ ის იგულისხმება რაზეც რგოლები დგება, მაშინ ეგ არ მჭირდება. ჩემი tikka t3x tac a1-ია და ამას პირდაპირ აქვს პიკატინი.
აი რგოლები მაკლია - რაც ვნახე თვითონ ქარავანში აქვთ Nightforce-ის რგოლები და ალბათ იმას ავიღებ. ოპტიკის ყიდვისას იარაღი არ მიმიტანია და შევთანხმდით, რომ რგოლებს უშუალოდ იარაღზე მოვარგებთ. დამპირდნენ რომ ე.წ. lapping-საც გაუკეთებენ. არ ვიცი რამდენად კარგად აკეთებენ აქ. სამომავლოდ ალბათ თვითო გამოვიწერ ნაკრებს და მე თვითონ გავაკეთებ - ინტერნეტში უამრავი სახელმძღვანელო ვიდეოა.
თარაზოს ალბათ უფრო გამოვიწერ. კიდე რაც მგონია რომ აუციელბლად მჭირდება - მაანძილმზომია. დანარჩენ აღჭურვილობას ნელ-ნელა შევავსებ...
ერთადერთი ვერ ჩამოვყალიბდი სამაგრ რგოლებზე - ორი დამოუკიდებელი რგოლი ჯობია თუ ერთ ბაზად გაერთიანებული რგოლები? ინტერნეტში ბევრი განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ვნახე.
ოპტიკას როცა დავაყენებ პრაქტიკულად აღარ მოვხსნი, ანუ სწრაფმოხსნადი რგოლები არ მჭირდება. დავაყენებ და აღარ შევეხები.
აქედან გამომდინარე რას მირჩევთ, როგორი სამაგრი შევარჩიო ორი ცალკე რგოლი თუ გაერთიანებული?
მადლობა წინასწარ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 21 Mar 2021, 14:32 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2319
გაერთიანებული, ერთიანი ბლოკი წესით უფრო მყარი კონსტრუქციაა . მე ამას ავირჩევდი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 22 Mar 2021, 00:49 
Offline
User avatar

Joined: 30 Mar 2009, 09:19
Posts: 326
ცალცალკე იქნება თუ ერთიანი კონსტრუქციის რგოლები მე მგონი მაგას არააქვს მნიშვნელობა. მთავარია ხარისხიანი იყოს და კარგად მოარგო. ნაითფორსისას თუ იყიდი კარგია, აქ უკეთეს ხარისხს ვერ ნახავ სავარაუდოდ, ან უნდა გამოწერო...
მანძილმზომი აუცილებლად დაგჭირდება, მე ზიგზაუერის მაქვს და მშვენივრად მუშაობს, სწრაფია ძაან, ვორტექსებსაც აქებენ, გამოწერა მოგიწევს...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: რჩევა ოპტიკაზე.
PostPosted: 22 Mar 2021, 17:44 
Offline

Joined: 16 Mar 2021, 17:45
Posts: 4
მადლობა გამოხმაურებისთვის.
ოპტიკის დაყენებაზე გეთანხმებით - განმსაზღვრელი კრიტერიუმი ალბათ მაინც ხარისხი იქნება. რომელიც უფრო ხარისხიანი იქნება იმას დავაყენებ (ან რგოლები ან მთლიანი). გამოწერით ალბათ თავს შევიკავებ, მირჩევნია ადგილზე მოვარგო იარაღს და ისე ვიყიდო.
თვითონ ოპტიკას რაც შეეხება, აშკარად ეტყობა რომ ძალიან მაღალი ხარისხისაა. ერთ-ერთი საუკეთესოა ალბათ რაც შეიძლება ჩვენ პირობებში შემეძინა. მადლობა კიდევ ერთხე თქვენც რჩევებისთვის.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 10 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge