იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 21 Jul 2018, 00:32

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 
Author Message
 Post subject: ოპტიკური სამიზნე აკ-ს პლატფორმაზე
PostPosted: 25 May 2018, 12:36 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 235
Attachment:
pirveli (1).jpg
pirveli (1).jpg [ 49.03 KiB | Viewed 673 times ]

ოპტიკა თანამედროვე იარაღზე აუცილებლობაა, რომ ამოვიღოთ იარაღიდან ვაზნიდან და მსროლელიდან შესაძლებლობების მაქსიმუმი
ასევე უფრო ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენი ნადირობა ან ეფექტურად დავიცვათ თავი კრიმინალისგან

თავიდანვე ჩემი ფავორიტი არ-ის სისტემა იყო და არის კიდეც იმის გამო რომ უადვილესია მასზე ნებისმიერი სიტემის მონტაჟი.
იქნება ეს ოპტიკური სამიზნე თერმული სამიზნე რედ დოტი ან ჰოლოგრაფიული სამიზნე + მაგნიფაიერი
არაფერში შეზღუდულები არ ვართ თვითონ ოპტიკის ფასის გარდა დააყენე რაც გინდა და ისიამოვნე, მარტივი ფილოსოფიაა
მაგრამ რა ხდება თუ ნებით ან უნებლიედ გავდით აკ-ს მფლობელი და გვინდა მასზე ოპტიკა. აი აქ იწყება მთელი თავის ტკივილი და ტვინის ჭყლეტა.
აკაზე ოპტიკის დაყენების უამრავი ხერხი არსებობს ზოგი მათგანი მარტივია ინსტრუმენტებიც არ უნდა. ზოგი ხელოსნის ჩარევას ითხოვს და ლულის რესივერისგან დაშორებაც კი სჭირდება. პირველ რიგში რაც სამაგრის აერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ისაა რომ გამოირიცხოს იაფი ჩინური და უცნობი მწარმოებლის ნაწილები. აკა პოპულარული პლატფორმაა და თავისთავად უამრავი მწარმოებელი ამზადებს მისთვის დეტალებს, მაგრამ თუ კარგი მწარმოებლის სამაგრში რაღაც ალბათობა არის იმის რომ გაგვიმართლებს ჩინურ იაფიან ვარიანტში გარანტირებულად შევიძენთ ნაგავს.
მიყვეთ და თანმიმდევრულად განვიხილოთ ყველა მათგანი (თითქმის ყველა)
პირველი და ალბათ ყველაზე გავრცელებული კონსტრუქცია შეიძლება გვერდიდან როდესაც მაგრდება სამაგრი.
Attachment:
IMG_8216-300x300.jpg
IMG_8216-300x300.jpg [ 24.77 KiB | Viewed 673 times ]

აკას ბევრ მოდიფიქაციას ქარხნულად აქვს ეს ფეხი რომელზეც მიდის სამაგრი ვივერით ან პიკატინით ან შეიძლება ოპტიკის სამაგრი რგოლი (ან რგოლები) ქონდეს. რიგი რუსული კოლიმატორები ქარხნულად გამოდის ასეთი სამაგრით და ის სამიზნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუ ეს ფეხი არ აქვს არც მისი ცალკე ყიდვა და დაყენებაა პრობლემა მაგრამ ეს რათქმაუნდა ზრდის ხარჯებს. შედარებისთვის კარგი ხარისხის ასეთი კოპლექტი თავისუფლად გაუტოლდება საშუალო ხარისხის რედ დოტის ფასს 150 200 დოლარი.
Attachment:
side.jpg
side.jpg [ 41.26 KiB | Viewed 673 times ]

ხარისხიანი ასეთი სამაგრის მწარმოებლები არიან midwest industries, gg-and-g, arsenal, rs-products და ა. შ. ფასები 100 დოლარიდან ზევით. იაფიანი ვარიანტის შეძენა გაუმათლებელია იმიტომ რომ უბრალოდ ვერ შეინარჩუნებს ნოლს მოხსნა დაყენებისას. და იარაღი იქნება ახლიდან მისასროლი რაც მე პირადად ძალიან არ მხიბლავს. არჩევისას გასათვალისწინებელია მიდის თუარა ეს სამაგრი თქვენს იარაღზე არსებულ ფეხზე.
ასეთი სამაგრის მოხსნა დაყენება ხდება სწრაფად ინსტუმენტების გარეშე და მოსახერხებელია მაშინ როცა პერიოდულად გვჭირდება ღია სამიზნეც. ასევე ამ სამაგრძე დააყენებთ ნებისმიერ ოპტიკურ სამიზნეს, კონსტრუქციიდან გამომდინარე ესეც შესაძლებელია. ასეთი
ცოტა ხნის წინ ვუყურე ვიდეოს სადაც გადაღებული იყო საბრძოლო მოქმედებები. მებრძოლი შეიარაღებული აკათი მსგავსი სახის სამაგრით გავიდა პოზიციაძე გაისროლა 1-2 და გასძვრა კოლიმატორი. ეხლა სამოქალაქო მსროლელს ეს არ შეაწუხებს იმიტომ რომ არც ავღანეთში გადაისვრის ვინმე და არც ტახი გახსნის საპასუხო ცეცხლს სარეკში. მაგრამ მაინც ძნელია 500 დოლარის აღჭურვილობას რო დაკარგავ ტყეში ხეტიალისას ან ნადირობისას.
Attachment:
gazis milaki (1).jpg
gazis milaki (1).jpg [ 71.41 KiB | Viewed 673 times ]

შემდეგი ვარიანტია გაზის მილაკის შეცვლა და ინტეგრირებული პიკატინით დაყენება. ეს საშუალებას მოგვცემს ზედ დავაყენოთ რამე მსუბუქი მიკრო რედ დოტი. მძიმე სამიზნე საშინლად გააუარესბს ბალანსს და თუ ტაქტიკური ფანარიცაა ცევიოზე ხო საერთოდ.
ასეთ კონსტრუქციაზე ასევე ვერ დადგება ოპტიკური სამიზნე ან თუ დადგება მხოლოდ სკაუტის ტიპის რომელსაც გააჩნია გრძელი eye relief ანუ შესაძლებელია სროლა ისე რომ თვალი ახლო არ მივიდეს სამიზნესთან.
Attachment:
gazis milaki (2).jpg
gazis milaki (2).jpg [ 10.62 KiB | Viewed 673 times ]

იმისთვის რომ სტაბულურობა შეინარჩუნის, ასეთი კარგი ხარისხის მილაკები მოდის დამატებითი სამაგრებით, რომლებიც ეჭირება ლულაზე ან ცევიოზე და დამატებით სიმყარეს მატებს მას თუმცა წმენდისას დაშლა აწყობა გართულებულია ასევე მისროლა იქნება თავიდან გასაკეთებელი. თუმცა ამ მილაკის გაწმენდა მოუხსნელათაც შეიძელება შესაბამისი საწმენდის არსებობისას.
რამდენად მოსახერხებელია სამიზნის ასე ალბათ მსროლელის პირადი არჩევანია ჩემთვის ეს მოუხერხებლი და საშინლად არაკომფორტულია მაგრამ მინახავს პროფესიონალი ქართველი მებრძოლები ზიგის შაშხანებით წინ დაყენებული რედ დოტით. ასე რომ ასეთ პოზიციას თავის მოყვარულები ყავს.
ხარისხიანი ასეთი სამაგრის მწარმოებელები არიან midwest-industries, ultimak, troy-industries და აშ. ფასიც 100 დოლაიდან ზევითაა.
Attachment:
cevio (1).jpg
cevio (1).jpg [ 51.67 KiB | Viewed 673 times ]

დაახლოებით იგივე მაგრამ უფრო ძვირი ვარიანტია ცევიოს შეცვლა და მასზე დაყენება. ძვირი იმიტომ რომ ჩვეულებრივი ცევიოს შემთხვევაში უბრალოდ ცვლით ხის დეტალს პოლიმერით ან ლითონით და მასზე დამაგებული სამიზნე არ იქნება სტაბილური. ნულს ვერ შეინარჩუნებს. უფრო ძვირიანი და „ნავაროჩენი“ ცევიოები მოდის დამატებითი სამაგრებით და ქმნის ბევრად მყარ კონსტრუქციას. ნაკლიც ფასის გარდა იგივე რაც გაზის მილაკს, მდებარეობა გართულებული წმენდა და დაშლის შემთხვევაში მისროლის აუცილებლობა. ფასი დამზადების სირთულიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტია ვიდრე მილაკის და თუ ლაპარაკია სპეციალურ ცევიოზე რომელიც ორმხრივი კონსტრუქცია აქ და ოპტიკას იმაგრებს უკანა სამიზნის უკან ხუფის თავზე ეს შეიძლება იაფი აკას ფასი დაგვიჯდეს.
Attachment:
cevio (2).jpg
cevio (2).jpg [ 30.82 KiB | Viewed 673 times ]

თუ მაინცდამაინც ამ სისტემაზე შეჩერდა ჩვენი არჩევანი აქაც ბრენდის არჩევა სჯობს რათქმაუნდა.
Attachment:
xupi (1).jpg
xupi (1).jpg [ 39.66 KiB | Viewed 673 times ]

შემდეგი არის ხუფის შეცვლა და ინტეგრირებული სამაგრით მიყენება. აქაც პრინციპში შეუზღუდავები ვართ არჩევანში დააყანე ზედ რაც გინდა მაგრამ ყველა გაწმენდისას უნდა მოხსნათ. თუ აკას ვიდეოები გაქვთ ნანახი შენელებული კადრით კი ნახავთ რამხელა ვიბრაციას განიცდის ეს დეტალი სროლისას და რხევის რამხელა ამპლიტუდა აქ. ამის გამო გაუკეთეს დამატებითი სამაგრები სიმყარისთვის მაგრამ ეს დამატებითი პრობლემაცაა დაშლისას. არის სწრაფად მოხსნადი ხუფები მყარი კონსტრუქციით მაგრაფ ფასიც საკმაოდ ძვირია კარგი მწარმოებლის საშუალოდ 200 დოლარიდან იწყება .
Attachment:
xupi (2).jpg
xupi (2).jpg [ 11.92 KiB | Viewed 673 times ]

აღსანიშნავია რო ახალი თაობის კალაშნიკოვები როგორიცაა აკ-12 აკ-15 ერპერკა-16 ქარხნულად გამოდის ასეთი შესრულებით.
Attachment:
relsi (1).JPG
relsi (1).JPG [ 48.63 KiB | Viewed 673 times ]

აქვე შეიძლება ვილაპარაკოთ ზედა რელსზე ამ შემთხვევაში იგივე რჩება ხუფი და ვყიდულობთ კონკრეტულად ვივერს რომელიც 2 წერტილში მაგრდება და ზედ დგება ოპტიკური მოწყობილობა. გარდა ამისა უკანა მხარეს რელსის ფიქსაციისთვის შეიძლება დამატებით დეტალის მონტაჟი სჭირდებოდეს რომელიმე მწარმოებლის ამ დეტალს.
Attachment:
relsi (2).jpg
relsi (2).jpg [ 95.73 KiB | Viewed 673 times ]

გაწმენდის შემთხვევაში ჯერ უნდა მოიხსნას ეს რელსი და შემდეგ ხუფი. დავარდნის შემთხვევაში ეს სუსტი რელსი რამდენად არ დეფორმირდება ეგ ჯერ საკითხავია. პლიუს მინუსიც ამ ორ ვარიანტს ერთი და იგივე აქვთ თითქმის ორივე რთული და ძვირია.
Attachment:
ukana samizne (1).gif
ukana samizne (1).gif [ 41.26 KiB | Viewed 673 times ]

შემდეგ ვარიანტში უკანა სამიზნე მოწყობილობა იცვლება მარტივად და დგება ვივერი ან პიკატინი ან სპეციალური სამაგრი რედ დოტისთვის. შემდეგ უკვე შესაძლებელია ზედ სამიზნის განთავსება. თუ მაინცდამაინც ოპტიკის დამაგრება არგვინდა პატარა რედდოტისთვის ალბად კარგი ვარიანტი იქნება. ერთადერთი სამაგრი ესაა რომელსაც დაშლა აწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და როგორც არ უნდა ვწმინდოთ იარაღი ხელის ხლება სამიზნეს არ დასჭირდება.
Attachment:
ukana samizne (1).jpg
ukana samizne (1).jpg [ 10.33 KiB | Viewed 673 times ]

იაფ ვარიანტში ეს სამაგრი შესრუელბულია ერთი ფიქსატორით რომელიც ან წინა მხარე ორიგინალური სამიზნისთვისგანთავსებულ ჭრილებში მაგრდება ან შიგ ბლოკში და საკმაოდ ცუდი გამოხმაურებები აქვს ხანგრძლივი სროლისას ირყევა. ხარისხიან ვარიანტებში ორივე სამაგრი გამოიყენება ერთდროულად და მაღალ სიმტკიცეს განაპირობებს. ფასი 100 - 120 დოლარი ასეთებია atteroarms და samson manufacturing

Attachment:
bloki (1).jpg
bloki (1).jpg [ 39.09 KiB | Viewed 673 times ]

შემდეგ უკვე მოდის სერიოზული მოდიფიკაცია, მთლიანად უკანა სამიზნის ბლოკის მოხსნა და მისი ჩანაცვლება. ამის უკვე კვალიფიციური ოსტატი და იარაღის დაშლა სჭირდება. რაც ისედაც მაღალ ფასს დეტალისას (100+ მწვანე) კიდევ უფრო გაზრდის. მოგეხსენებათ აკას დაშლა და აწყობა როგორი თავის ტკივილია. ამას გარდა თუ თქვენი აკა რარიტეტია ის ყოველგვარ ფასს დაკარგავს.
Attachment:
wtf.jpg
wtf.jpg [ 91.29 KiB | Viewed 673 times ]

ასეთი უცნაური გადაწყვეტილებაც შეიძლება იპოვოთ ინერნეტში. ინსპირაცია ალბათ პომპიანი თოფებიდან ჰქონდა გამომგონებელს. ამ დეტალის დაყენებას რესივერის 4 გან გახვრეტა უნდა, გარდა ამის მაინტერესებს როგორ გამოიღებენ საკეტს/ ვიდეოს სადაც ვნახე ესეთი სამაგრი ეგ ნაწილი აღარ ჰქონდა.

ერთი რაც ნებისმიერი დეტალის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ ის რომ აკას ამზადებდა და ამზადებს უამრავი სხვადასხვა მწარმოებელი. ჩვენს ბაზარზე არის საბჭოთა, რუსული, იუგოსლავიური, ბულგარული, ამერიკული საკუთრივ აქ აწყობილი და კიდე ეშმაკმა უწყის რამდენი სხვადასხვა აკა. დეტალები ყოველთვის ურთიერთცვლადი არ არის. ამიტომ ყიდვის წინ კარგი იქნება თუ მწარმოებელთან გადამოწმდება მიდის თუ არა ესათუ ის მოდელი თქვენს იარაღზე. ონლაინ მაღაზიის გამყიდველებს როგორც წესი ეზარებათ ზედმეტი ორი სიტყვის დაწერა რო ყიდველმა არ იმკითხაოს რას ყიდულობს.
მოკლედ წარმატებები თქვენც და მეც იმედია ჩემი ნაწერი გამოგადგებათ და არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ოპტიკური სამიზნე აკ-ს პლატფორმაზე
PostPosted: 25 May 2018, 12:49 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10653
Location: თბილისი
assassin
ზოგადად ამ იარაღს არ ვიქონიებ მაგრამ წასაკითხად საინტერესო იყო.
მადლობა


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ოპტიკური სამიზნე აკ-ს პლატფორმაზე
PostPosted: 25 May 2018, 12:54 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 235
ბერო wrote:
assassin
ზოგადად ამ იარაღს არ ვიქონიებ მაგრამ წასაკითხად საინტერესო იყო.
მადლობა

არც მე ვაპირებდი შემთხვევით შემომეყიდა.
არ 15 ის შეძენის მერე გავასხვისებ ალბად და მეორე აპერს ავაწყობ სანადიროდ
ისე რეგიონებში ძაან პოპულარულია "აკაემის" კალიბრი. საიგა ჩეზე ესკაესი ყველა მეორე მონადირე ყიდულობს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ოპტიკური სამიზნე აკ-ს პლატფორმაზე
PostPosted: 25 May 2018, 18:38 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7100
მე როცა ესენი მაინტერესებდა, მაშინ სად იყო ამდენი მრავალფეროვნება?
ერთი გვერდითა კრონი და მორჩა.
საინტერესო თემაა, ბევრს გამოადგება.


პ.ს.
АКСУ -ს ვიქონიებდი, მაგრამ იმას ოპტიკა არ უნდა.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ოპტიკური სამიზნე აკ-ს პლატფორმაზე
PostPosted: 25 May 2018, 20:05 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 235
კახი wrote:
მე როცა ესენი მაინტერესებდა, მაშინ სად იყო ამდენი მრავალფეროვნება?
ერთი გვერდითა კრონი და მორჩა.
საინტერესო თემაა, ბევრს გამოადგება.


პ.ს.
АКСУ -ს ვიქონიებდი, მაგრამ იმას ოპტიკა არ უნდა.


აგე 2500 ლარი ღირს არმალაითის არ-15-ები დღეს ვნახე შემოუტანიათ
ცოტა ხანში 2000 ლარად მეორადებიც გაჩნდება ბაზარზე და აზრი აღარააქ აკ-ს მოდელის ყიდვას რო აიღო ზასტავა ან ვეპრი ან საიგა იაფიან ვარიანტში და მიატუნინგო არ 15 ის ფასს გადააჭარბებს. უფრო ძვირიან ვარიანში ბევრად გადასცდება
ალბად ესეთი იარაღი უნდა იყიდო მინიმალურ ფასში და ხელი არ ახლო

ჩემი გეგმაა არ-15 და მეორე აპერი 7.62X39 ან 6.5 გრენდელი ან 6.5 ქრიდმორი სანადიროდ. რომელიც უფრო მოხერხდება


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ოპტიკური სამიზნე აკ-ს პლატფორმაზე
PostPosted: 25 May 2018, 22:02 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7100
7,62X39 -ს სანადიროდ არ გირჩევ.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ოპტიკური სამიზნე აკ-ს პლატფორმაზე
PostPosted: 25 May 2018, 22:10 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 235
კახი wrote:
7,62X39 -ს სანადიროდ არ გირჩევ.


ხელმისაწვდომი კალიბრია არ-ის პლატფორმაზე კარგი ვაზნებით საშუალო მანძილებზე უნდა ისროლოს ზუსტად
5.56 აღარ ჯობია ბოლობოლო ჰოლოუ პოინტებით ან სოფთ პოინტებით
ჩვეულებრივი არ-15 ღორს როგორ გააჩერებს არვიცი


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge