იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 21 Sep 2019, 21:13

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 16 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 01:36 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 508
მოგესალმებით ყველას, თოფს მინდა გავუკეთო რესტავრაცია(ძველი თოფია, 1930-იანი წლების), თოფი არის ჰორიზონტალური ლულებით, მარცხენა ლულა აქვს ოდნავ 'გაბერილი'(მითითებულია სურათზე წრეში), თუ შეიძლება მისი გასწორება-გაკეთება, ასევე ლულაზე გარედან აქვს ჟანგისგან დაზიანებები(სურათზე მითითებულია ისრით), ასევე ერთი ჩახმახი და ნემსები დაზიანებულია. თუ შეგიძლიათ მომწეროთ ვინმე კარგი რესტავრატორის ნომერი, წინასწარ მადლობა..


Attachments:
100_1.JPG
100_1.JPG [ 68.02 KiB | Viewed 7390 times ]

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 12:04 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7177
ძალიან ცუდ ადგილზეა გაბერილი

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 12:15 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4932
Location: თბილისი
ilusha wrote:
მოგესალმებით ყველას, თოფს მინდა გავუკეთო რესტავრაცია(ძველი თოფია, 1930-იანი წლების), თოფი არის ჰორიზონტალური ლულებით, მარცხენა ლულა აქვს ოდნავ 'გაბერილი'(მითითებულია სურათზე წრეში), თუ შეიძლება მისი გასწორება-გაკეთება, ასევე ლულაზე გარედან აქვს ჟანგისგან დაზიანებები(სურათზე მითითებულია ისრით), ასევე ერთი ჩახმახი და ნემსები დაზიანებულია. თუ შეგიძლიათ მომწეროთ ვინმე კარგი რესტავრატორის ნომერი, წინასწარ მადლობა..


http://www.mymarket.ge/product_info.php ... id=2275189

593-90-00-45 რამაზი.
სანზონაში ცხოვრობს.დაურეკე აბა, იქნებ რამე მოუხერხოს.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 14:14 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
კახი wrote:
ძალიან ცუდ ადგილზეა გაბერილი

ვერ დაგეთანხმები. სარემნე ჩანს და ე.ი. სავაზნედან საკმაოდ მოშორებულია. კვალიფიციური ხელოსანი უნდა რომ დაუბრუნდეს ფორმა და იმუშავებს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 18:45 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 508
გაიხარეთ. rezident მადლობა, იმედით ცხოვრობს კაცი :), ოთარ მადლობა ეგ ნომერი ჩანიშნული მაქვს უკვე და ნასაუბრიც მაქვს მაგ კაცთან, უბრალოდ mymarket გადავამოწმე, იქნებ სხვა იყოს კიდევ ვინმე კარგი თქო, მაგ კაცთან მივიტან. 30-იანი წლების Acier Bayard gun, Pieper Liege ბებიაჩემის მამის ნაქონია, ბაბუას, ახალ სიძეს აჩუქა, მერე მამაჩემს ასწავლა ნადირობა ამ თოფმა, ჩემემდე სარესტავრაციო მოვიდა :) და მინდა განვაახლო..

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 22:14 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7177
ilusha, rezident

მაგ ადგილზე, სარემნესთან, წნევები მაქსიმუმია (ნამწვი და ნიჟარებიც მანდ ჩნდება ყველაზე მეტად) და ამიტომ დავწერე.
კიდევ მნიშვნელოვანია რა ტიპის გაბერვასთან გვაქვს საქმე, რგოლურთან თუ ბარდის მაგვართან. რგოლურის შემთხვევაში სრული ლიკვიდაცია უფრო ძნელია, რადგან ლულების განრჩილვასთან გვექნება საქმე და შემდეგ ისევ შეერთება, რაც ძალიან რთული პროცესია ჩვენი მეიარაღეების პირობებში. ამიტომ მიმართავენ ნაწილობრივ გასწორებას და თამასასთან (პლანკასთან) მაინც რჩება დეფორმაცია. გაბერვის ადგილზე მეტალის სტრუქტურა იცვლება, ანუ ის ადგილი შესაბამისად სუსტდება და რისკიც არსებობს.
მილაპარაკია თელავის კაკოსთან ზუსტად ამ თემაზე, ოღონდ ჩვენ შემთხვევაში გაბერვა იყო ჩოკის ადგილზე ლულის გამოსასვლელთან.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 22:26 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
კახი
მე მგონია რომ ლულაში ყველაზე დიდი ბალამოტი სავაზნესთანაა :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 22:30 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10863
Location: თბილისი
გლუვში არ ვიცი , შაშხანანში პირველ 5 სმ-შია წნევის მაქსიმუმი ( გლუვში ალბათ უფრო მოკლე მანძილშია, რადგან ფიცხი დენთია))...
სადღაც ვიდეო ხომ იდო, ჩაჭეჭყილის გასწორებაზე? გამობერილზეც შიდა ფორმა გინდა და ნელნელა ჩაკუნი გარედან : ). დავითა მართალია - ერთხელ რომ მიქარავს ფოლადი - მერე ვეღარ ენდობი.

----
არ სჯობს დატოვო როგორც არის?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 23:02 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 508
რავი, ვაჩვენებ მაინც იმ კაცს და ადგილზე საუბრიდან მივხვდები დავტოვო ასე თუ გავუკეთო რესტავრაცია.

ისე მაგარი ნამუშევარი თოფია, დიდი პაპა ძველი თბილისელი მონადირე იყო და ბაბუაჩემი და მამაჩემიც არ აკლებდნენ ხელს, გავაწმენდინებ მაინც სხვა თუ არაფერი

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 23:32 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7177
ილუშ
ლაპარაკია ლულაზე. მასეთი გაბერილი ლულები მუშაობს უპრობლემოდ, სიზუსტეზეც არანაირ გავლენას არ ახდენს და ამიტომ შეიძლება დატოვო მასე, თანაც ვიზუალურად ძაანაც შესმჩნევი არ არის, გაყიდვაც არ გაქვს გეგმაში. მთავარია ისეთი ანალოგიური სიტუაცია არ განმეორდეს, რამაც თავის დროზე გაბერვა გამოიწვია. გასწორების პროცესი, როგორც ბერომ დაწერა, შიგნიდან იდება შიდა დიამეტრის ტოლი ფოლადის ცილინდრი და გარედან ურტყავენ გასწორებამდე. მაგალითისთვის მავთული რო გადაღუნო რამდენჯერმე, გაწყდება.

დანარჩენი შეგიძლია აღადგინო-შეარემონტო.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 23:40 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7177
rezident wrote:
კახი
მე მგონია რომ ლულაში ყველაზე დიდი ბალამოტი სავაზნესთანაა :)

გიო რა თქმა უნდა. სავაზნე ცალკე თემაა.
ისე კი , ცუდ ადგილას გაბერვა - კარგ ადგილას გაბერვა . . . ყველგან ცუდია. შედარებით უმტკივნეულოა ლულის ბოლოში. მოხდება კასტრაცია. ერთი ეგ არის რო ჩოკებს ემშვიდობები :)

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 04 Mar 2012, 23:52 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 508
კახი wrote:
ილუშ
ლაპარაკია ლულაზე. მასეთი გაბერილი ლულები მუშაობს უპრობლემოდ, სიზუსტეზეც არანაირ გავლენას არ ახდენს და ამიტომ შეიძლება დატოვო მასე, თანაც ვიზუალურად ძაანაც შესმჩნევი არ არის, გაყიდვაც არ გაქვს გეგმაში. მთავარია ისეთი ანალოგიური სიტუაცია არ განმეორდეს, რამაც თავის დროზე გაბერვა გამოიწვია. გასწორების პროცესი, როგორც ბერომ დაწერა, შიგნიდან იდება შიდა დიამეტრის ტოლი ფოლადის ცილინდრი და გარედან ურტყავენ გასწორებამდე. მაგალითისთვის მავთული რო გადაღუნო რამდენჯერმე, გაწყდება.

დანარჩენი შეგიძლია აღადგინო-შეარემონტო.


გაიხარე კახი, მადლობა გულისხმიერებისთვის.. მე მინდა მაგ თოფით ვინადირო ხოლმე, იჟ 27 მაქვს, მაგრამ ეს ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო თოფია,კარგდ ჯდება ხელში, თან მიტანაც ბევრად უკეთესი აქვს შორ მანძილზე.

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 06 Mar 2012, 01:05 
Offline
User avatar

Joined: 21 Mar 2009, 09:57
Posts: 684
Location: Tbilisi
გაგეცინებათ და თეორიაში მეტალის უკან შეკრება სათანადო მეთოდით და გამოცდილებით პრაქტიკულად იგივე სისქის მეტალის მიიღებაა შესაძლებელი, თანაც ,,დაჩეკანკების" ხარჯზე შესაძლოა თავდაპირველზე მაგარის :D

_________________
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.

იჟ–27 სასაჩუქრე ვერსია–16 კალ
ტოზ-ბმ სასაჩუქრე ვერსია-16 კალ
იჟ–18ე– 32კალ
ტოზ–8
კო–38
ტტ–33
მრ–512მ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 06 Mar 2012, 07:51 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10863
Location: თბილისი
shalva-zimin
ჰო, აი ხინკლის ცომი რომ რბილდება სანამ ახვევ, უნდა გადაზილო და მაგრდება... - ეგრეა??
:mrgreen:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო თოფის რესტავრაცია
PostPosted: 07 Mar 2012, 01:02 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 508
ხინკლის ცომი მაგარია :)), მთავარია იმ ხელოსანმა თუ იცის მოზელვა :). ძალიან ცუდია ეს სფერო მკვდარი როა, ისე ქართული სანდირო თოფი რომ არ გვაქვს ეს ჩვენი, ქართველების დიდი სირცხვილია..

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 16 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge