იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 21 Sep 2019, 21:24

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 25 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 09 Apr 2010, 17:07 
Offline
User avatar

Joined: 21 Aug 2008, 09:44
Posts: 1681
ფოლადის გაშავება

ინგრედიენტები:
1.კაუსტიკური სოდა 40-50 გრამი / ლიტრზე;
2.ნატრიუმის კარბონატი 20-30 გრამი / ლიტრზე;
3.თხევადი შუშა 10-15 გრამი / ლიტრზე;
შეიძლება დაემატოს ტრინატრიფოსფატი 10-15 გრამი / ლიტრზე.
გაშავებისთვის მომზადება
ლულის შიდა ნაწილის დასაცავად საჭიროა მათი დახშობა,დანარჩენი ნაწილი კი იწმინდება აცეტონიანი ნაჭრით,თავსდება ვანაში და ცხელდება 20-30 წუთი.
“ჟანგის ლაკის” მომზადება
ეს პროცესი აუცილებელია გაკეთდეს ღია ადგილას,რადგან ამ ოპერაციის დროს გამოიყოფა აზოტის ოქსიდი(N2O). საჭიროა მინიმუმ 1 ლიტრიანი კოლბა , ჯობს 3-ანი.
50 გრამი აზოტმჟავისა და 50 გრამი მარილმჟავის ნარევს ვამატებთ თუჯის ან ფოლადის ნახერხს/ფხვნილს.

კოლბაში ვასხამთ აზოტმჟავას და ვამატებთ ცოტა თუჯის ფხვნილს,ასევე ცოტა მარილმჟავას. იწყება რეაქცია დუღილით, ფორთოხლისფერი ნივთიერების გამოყოფით.
როცა რეაქცია ჩაწყნარებას დაიწყებს,ისევ ემატება ფხვნილი და მარილმჟავა. ჩვეულებრივ საჭიროა ამ ქმედების 4-5-ჯერ გამეორება. თუჯის ფხვნილის საერთო რაოდენობა – დაახლოებით 40 გრამია. როცა რეაქცია მორჩენილია და აზოტის ოქსიდი შეწყვეტს გამოყოფას (არ შეისუნთქოთ,ძალიან მტკივნეულია!!!) კოლბას თავი დაუცეთ და ერთი დღე-ღამით შეინახეთ(ყინვაში არა!). “დასვენების” შემდეგ ღია ყავისფერ ფაფას დაამატეთ 1 ლიტრი გამოხდილი წყალი(ჩვეულებრივი წყალი არ შეიძლება!), აურიეთ და დააცადეთ 5 წუთი,შემდეგ კი გადაიტანეთ სხვა - ფართო-ყელიან ჭურჭელში. ახლა თქვენს განკარგულებაშია ნარევი,რომელიც არ ფუჭდება წლობით.

ცხიმის მოშორების შემდეგ ლულა ფუნჯის საშუალებით კარგად გაპოხეთ “ჟანგის ლაკით” და დატოვეთ 15-20 წუთით. პროცესის დასაჩქარებლად 20-30 წუთის განმავლობაში, 40-60 გრადუს ტემპერატურამდე უნდა გავათბოთ ლულა,რის დროსაც მასზე არსებული ლაკი უნდა შეშრეს. შემდეგ საჭიროა ლაკის ხელახლა წასმა, მხოლოდ ერთი მიმართულებით,მაგალითად სავაზნიდან ლულის ბოლოსკენ,ან პირიქით. შემდეგ ისევ საშრობში.
გაშრობის შემდეგ ლულა მიიღებს მოწითალო(“რიჟა”) ფერს . ჭურჭელში(ვანა,ბოლოებ-დალუქული ფოლადის მილის გადანაჭერი),სადაც ლულა თავსდება უნდა იყოს ადუღებული წყალი.
ასადუღებელი წყალი უნდა იყოს მხოლოდ სასმელი. ჩაუშვით ლულა ადუღებულ წყალში და ადუღეთ 10-15 წუთი. შემდეგ ამოიღეთ,შეხედეთ, უნდა იყოს შავი ბარხატის მაგვარი. თუ მოწითალო ლაქებია,ან ვერ “მოხარშეთ” კარგად,ან იმ ადგილას ცხიმი არ მოცილებულა სრულად. როცა მთლიანად გაშავდება ამოიღეთ და დაელოდეთ გაშრობას.
დუღილისას ,თუ წყალი მეტისმეტად ცხელდება და შხეფებს ისვრის პერიოდულად შეიძლება მადუღარის გამორთვა. საჭიროა 97-100 გრადუსი ტემპერატურის შენარჩუნება 10-20 წუთით.
ლულის გაშრობის შემდეგ საჭიროა ბარხატისმაგვარი ზედაპირის მოშორება,რისთვისაც საჭიროა ჩოთქი წვრილი 0,15 მმ “ძაფებით”.ასეთი ჩოთქის შოვნა რთულია,თუმცა შესაძლებელია მისი დამზადება.

უნდა იყიდოთ წვრილი მეტალის ბადე(კოღოს ბადის მაგვარი),დაჭრათ მისგან წრეები და შეკრათ ისინი “ბოლტ-გაიკით”. ეს ჩოთქი უნდა დაამაგროთ ელექტრო-მოტორზე და ლულაზე მსუბუქი შეხებით გაწმინდოთ ის “ბარხატისგან”.ზედა უხეში ფენის ქვეშ დაინახავთ გაშავებულ მბრწყინავ ფენას.

ეს ფენა შეიძლება არც იყოს ლამაზი და სწორი,მაგრამ ეს პირველი ფენაა. ხელახლა წაუსვით ლაკი და გააშრეთ,შემდეგ გაიმეორეთ იგივე კიდევ ერთხელ და “დაჩოთქეთ”.
ამ პროცესის საერთო რაოდენობა უნდა იყოს 4,ლაკის წასმის საერთო რაოდენობა შესაბამისად - 8.
საბოლოოდ ლულა უნდა ვადუღოთ ზეთში 105-110 გრადუსზე, 5 წუთის განმავლობაში,გაცივების შემდეგ კი გავწმინდოთ.

გაშავებულ ლულას აღარ ეშინია ნესტის და პრაქტიკულად არ იჟანგება.
http://talks.guns.ru/forummessage/44/54774.html

_________________
Image


Last edited by SPEC on 21 Jan 2014, 19:06, edited 2 times in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 09 Apr 2010, 17:46 
Offline
User avatar

Joined: 22 Sep 2008, 09:29
Posts: 2449
SPEC
საღოლ.

ისე ლულის გაშავების ძაან ბევრი მეთოდია ინტერნეტში და ყველა ამობს რომ მისი მეთოდი ეფექტურია, სამწუხაროდ არც თუ ისე ადვილი საქმეა საექსპერიმენტოდ და საუკეთესო ვარიანტის გამოსავლენად.

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 09 Apr 2010, 18:05 
Offline
User avatar

Joined: 22 Jan 2008, 10:00
Posts: 577
Location: თბილისი
მდაა... ცოტა არ იყოს ძნელია :think:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 09 Apr 2010, 20:57 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
ჟანგის ლაქი - ერთერთი ყველაზე გამძლე საშუალებაა, რომელიც კოროზიას უმკლავდება. მე მაქვს გამოცდილი ჩემს შაშხანაზე - არანაირი წვიმა, სინესტე არ ეკარება. ნამდვილად ღირს წვალებად.


Last edited by Caucasus on 12 Apr 2010, 15:29, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 09 Apr 2010, 21:15 
Offline
User avatar

Joined: 07 Sep 2009, 10:38
Posts: 458
Location: თბილისი
spec დიდ პატივს გცემ, მაგრამ ეს რეცეპტი ჯერ რუსულ საიტზე (guns.ru) ვნახე და მაინცდამაინც არ ავღელვებულვარ, აქ კი ჩვენს ფორუმზე ძალიან არ მესიამოვნა. საქმე იმაშია, რომ N02 არის საწამლავი და ამის გარდა იწვევს სასუნთქი გზების სერიოზულ დამწვრობას (ფილტვის ბუშტუკებისაც), რომლის აღდგენასაც თვეები დასჭირდება. როცა ქიმიკოსი ვიყავი, მასთან ვმუშაობდით მხოლოდ ამწოვ კარადებში და სერიოზული მეთვალყურეობის ქვეშ.
რაც წერია რომ ეფექტური იქნება ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არავის არ ვურჩევ ამის გაკეთებას სახლის ან თუ გინდა ეზოს პირობებში (რა დროს საიდან დაუბერავს სიო არავინ არ იცის).
გაშავებული იარაღი კარგია - ჯანმრთელობა ბევრად უკეთესი :think:


Last edited by რობიკო on 12 Apr 2010, 12:15, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 09 Apr 2010, 23:11 
Offline
User avatar

Joined: 21 Aug 2008, 09:44
Posts: 1681
რობიკო wrote:
spec დიდ პატივს გცემ, მაგრამ ეს რეცეპტი ჯერ რუსულ საიტზე (guns.ru) ვნახე და მაინცდამაინც არ ავღელვებულვარ, აქ კი ჩვენს ფორუმზე ძალიან არ მესიამოვნა. საქმე იმაშია, რომ N20 არის საწამლავი

მართალი ბრძანდებით ბატონო ჩემო :) მე უბრალოდ გადმოვთარგმნე და თქვენნაირი გამოცდილი ხალხის რჩევები თუ დაემატება თემას კარგი იქნება.. ჩემი აზრი შემდეგია,ზოგადად როცა რამეს აკეთებ,უნდა აცნობიერებდე საფრთხეს,ამიტომ იმედია ყველა ვინც ზემოთ აღნიშნული პროცესის ჩატარებას დააპირებს უსაფრთოხების ზომებს მიიღებს თუნდაც დამცავი პირბადის,სათვალეების და რეზინის ხელთათმანების სახით,ჯანმრთელობის ფასი ნაღდად არაფერია,მით უმეტეს "ვარანენიე"..

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 09 Apr 2010, 23:30 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
არა, სიფრტხილე, რა თქმა უნდა საჭიროა, როცა ასეთ აგრესიულ ნივთიერებებთან გაქვს საქმე. მაგრამ, მე ვფიქრობ, ზედმეტი დრამატიზაციაც არ არის საჭირო. როგორც უკვე ვთქვი, ამ რეცეპტით მე პირადად დამიმზადებია ლაქი და ლულაც გამიშავებია.
ერთად-ერთი საფრთხე არის რეაქციის წარმოება, როცა ცეცხლგამძლე ჭურჭელში (ქიმიური კოლბა გამოვიყენე) მიდის ინგრადიენტების შერევა - ზუსტად ამ დროს იზრდება ხნარის ტემპერატურა, თუხთუხს იწყებს და ყვითელი მოყავისფრო ბოლი გამოიყოფა. ამიტომაც, ეს ყველაფერი ღია ჰაერზე გასაკეტებელია. რეაქციის დამთავრების შემდედ კოლბაში გვრჩება აბსოლუტურად ინერტული და არამავნე ნიფთიერება .

კიდევ ვიმეორებ, სიფრთხილე გმართებთ, მაგრამ, დიდი ფაიერვერკის გაშვება, ჩემი აზრით, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ამ რეაქციის წარმოება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 10 Apr 2010, 08:33 
Offline
User avatar

Joined: 21 Aug 2008, 09:44
Posts: 1681
caucasus
Quote:
ლულის შიდა ნაწილის დასაცავად საჭიროა მათი დახშობა

ამას როგორ აკეთებდით,რითი?

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 10 Apr 2010, 10:11 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
SPEC wrote:
caucasus
Quote:
ლულის შიდა ნაწილის დასაცავად საჭიროა მათი დახშობა

ამას როგორ აკეთებდით,რითი?


რა იგულისხმება ლულის შიდა ნაწილში? :shock: შიგნიდან ლულას არ ვაშავებ, რა აზრი აქვს ხრახნების გაშავებას, პირველივე გასროლა მოაცლის ყველაფერს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 10 Apr 2010, 17:41 
Offline
User avatar

Joined: 21 Aug 2008, 09:44
Posts: 1681
Caucasus wrote:
რა იგულისხმება ლულის შიდა ნაწილში? :shock: შიგნიდან ლულას არ ვაშავებ, რა აზრი აქვს ხრახნების გაშავებას, პირველივე გასროლა მოაცლის ყველაფერს.

არასწორად გამიგეთ,ლულის არხს რითი იცავთ მეთქი,ანუ საცობად რას იყენებთ ? :)

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 10 Apr 2010, 22:08 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
SPEC wrote:
Caucasus wrote:
რა იგულისხმება ლულის შიდა ნაწილში? :shock: შიგნიდან ლულას არ ვაშავებ, რა აზრი აქვს ხრახნების გაშავებას, პირველივე გასროლა მოაცლის ყველაფერს.

არასწორად გამიგეთ,ლულის არხს რითი იცავთ მეთქი,ანუ საცობად რას იყენებთ ? :)


და რისგან არის დასაცავი ლულის არხი? ცხელი წყლისგან როცა ზეთს და ცხიმს ვაცლით?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 11 Apr 2010, 00:25 
Offline
User avatar

Joined: 21 Aug 2008, 09:44
Posts: 1681
Caucasus wrote:
და რისგან არის დასაცავი ლულის არხი? ცხელი წყლისგან როცა ზეთს და ცხიმს ვაცლით?

წყაროში,რომელიც გადმოვთარგმნე მითითებული იყო რომ პროცესის დროს საჭიროა ლულის არხის დაცვა,ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 11 Apr 2010, 00:37 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
SPEC wrote:
Caucasus wrote:
და რისგან არის დასაცავი ლულის არხი? ცხელი წყლისგან როცა ზეთს და ცხიმს ვაცლით?

წყაროში,რომელიც გადმოვთარგმნე მითითებული იყო რომ პროცესის დროს საჭიროა ლულის არხის დაცვა,ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა


არ ვიცი, რისგან იცავენ. ლულის არხში მხოლოდ ცხელი წყალი ხვდება და არანაირ დაზიანებას არ იწვევს. ყოველ შემთხვევაში ცემ ლულებში ეს ასეა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 11 Apr 2010, 00:39 
Offline
User avatar

Joined: 21 Aug 2008, 09:44
Posts: 1681
Caucasus wrote:
არ ვიცი, რისგან იცავენ. ლულის არხში მხოლოდ ცხელი წყალი ხვდება და არანაირ დაზიანებას არ იწვევს. ყოველ შემთხვევაში ცემ ლულებში ეს ასეა.

გასაგებია ,მადლობ :)

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ლულის გაშავება(варанение)
PostPosted: 11 Apr 2010, 19:04 
Offline
User avatar

Joined: 07 Sep 2009, 10:38
Posts: 458
Location: თბილისი
Caucasus wrote:
არა, სიფრტხილე, რა თქმა უნდა საჭიროა, როცა ასეთ აგრესიულ ნივთიერებებთან გაქვს საქმე. მაგრამ, მე ვფიქრობ, ზედმეტი დრამატიზაციაც არ არის საჭირო. როგორც უკვე ვთქვი, ამ რეცეპტით მე პირადად დამიმზადებია ლაქი და ლულაც გამიშავებია.
ერთად-ერთი საფრთხე არის რეაქციის წარმოება, როცა ცეცხლგამძლე ჭურჭელში (ქიმიური კოლბა გამოვიყენე) მიდის ინგრადიენტების შერევა - ზუსტად ამ დროს იზრდება ხნარის ტემპერატურა, თუხთუხს იწყებს და ყვითელი მოყავისფრო ბოლი გამოიყოფა. ამიტომაც, ეს ყველაფერი ღია ჰაერზე გასაკეტებელია. რეაქციის დამთავრების შემდედ კოლბაში გვრჩება აბსოლუტურად ინერტული და არამავნე ნიფთიერება .

კიდევ ვიმეორებ, სიფრთხილე გმართებთ, მაგრამ, დიდი ფაიერვერკის გაშვება, ჩემი აზრით, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ამ რეაქციის წარმოება.


გაკეთებით ჩემო caucasus, ყუმბარები მაქვს გაკეთებული მე-9 კლასში (გაზიანი წყლის დასამზადებელი სიფონის ბალონით, ბერთოლეს მარილით, კალიუმის პერმანგანატითა და კიდევ ერთი კომპონენტით, რომელსაც არ დავწერ), ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც და შენც ყოველთვის სწორედ ვიქცეოდით, და მერე ვაფეთქებდით წყნეთში "ირმის ნახტომზე". ეხლა უკვე 44 წლის რომ ვარ და ვიხსენებ - ტანში მზარავს.

ის მოყვითალო-მოყავისფრო კვამლი, შენ რომ ამბობ, + წყალი (ცხვირის ლორწოში ან ფილტვების ბრონქებში) გვაძლევს ერთ-ერთ ყველაზე რეაქციულ მჟავას და იწვევს ცალკე დამწვრობას, ცალკე მოწამვლას. ასე რომ ფორუმელებს გთხოვთ (თან გაფრთხილებთ) შეეშვით სახლში კუსტარულ დონეზე ამ მეთოდით იარაღის გაშავებას


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 25 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge