http://forum.guns.ge/

ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=6&t=2062
Page 1 of 2

Author:  ბერო [ 21 Feb 2009, 19:45 ]
Post subject:  ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

სურათის მიხედვით კამერაში (1) ჩახრახნილია შიგნით-გარეთ ხრახნიანი ალუმინის მილი(2) და ალუმინის მილში ჩახრახნილია ობიექტივი (3).

Attachment:
kamera.jpg
kamera.jpg [ 70.96 KiB | Viewed 8241 times ]


მინდა ამ ობიექტივის ნაცვლად ჩავხრახნო მეორე, დიდი ობიექტივი (4).
მჭირდება გადამყვანის გაკეთება რომ კამერაში(1) ალუმინის მილის ნაჭერი ჩავახრახნო და შიგ კი დიდი ობიექტივი (4).


Attachment:
kamera2.jpg
kamera2.jpg [ 8.61 KiB | Viewed 8241 times ]

აი ასეთი დეტალი მინდა.

მოკლედ მინდა, ვინმე, ვინც ალუმინის ცილინდრში ფოტოაპარატის ობექტივის ხრახნს (არასტანდარტულია) ამოჭრის.

Author:  rezident [ 21 Feb 2009, 19:53 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

მართალია იარაღი არ არის მაგრამ მგონია რომ საშა მაგის გაკეთებას შეძლებს. სახარატო სამუშაოებს ეგ კარგად ასრულებს.

Author:  ბერო [ 21 Feb 2009, 19:54 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

შეიძლება ავიაქარხანაში გაკეთდესო.
გავარკვევ ამასაც.

Author:  rezident [ 21 Feb 2009, 19:55 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

თან ახლოს არიან ერთმანეთთან :)

Author:  rezident [ 21 Feb 2009, 19:59 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

ეგ კამერა მაგ ობიექტივს ამუშავებს?

Author:  ბერო [ 21 Feb 2009, 20:00 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

ამჯამად პატარა აყენია, დიდი უნდა დავაყენო, მე მაკმაყოფილებს, 4 მეტრაზე 30-50 სანტიმეტზე მეტის ნახვა არ მაინტერესებს.
ხელით მოვსინჯე უკვე

Author:  GUIDE [ 21 Feb 2009, 20:52 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

მშრალ ხიდეზე გადი და იქნებ იქ შეგხვდეს... იყიდებოდა ადრე ეგ პერეხადნიკები, მე მაქვს ზენიტის შუალედური რგოლები მიკრო-მაკრო გადაღებისათვის, იქნებ შეგხვდეს ან/და ფოტოაპარატების გამყიდველებს შეეკითხე და გიშოვნიან... ბოლო ბოლო კი გააჩარხვინებ. ნებისმიერი ნორმალური ხარატი გააკეთებს მაგას

Author:  Shooter [ 21 Feb 2009, 22:09 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

ბერო მგონი ენ ნამეტანი დიდი ხანი არ ყოფილხარ სასროლად :whistle:

Author:  ბერო [ 21 Feb 2009, 22:33 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

Shooter
ჰო, ჯერ 72 საათი არ გასულა ბოლო სროლიდან, ბევრია ვითომ?

მაგ სროლის მერე გადავწვიტე - აუცილებლად მინდა, რომ კამერა 4 მეტრიდან ხედავდეს.

Author:  Shooter [ 21 Feb 2009, 22:45 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

ბერო wrote:
Shooter
ჰო, ჯერ 72 საათი არ გასულა ბოლო სროლიდან, ბევრია ვითომ?


სხვისი პნევმატიკა არ ითვლება :hand:

აი მე დღეს 200 მეტრზე 32მმ-ნი გრუპა დავსვი ჩემი დირაკოლით, ქემოკლიძემ რომ მათხოვა :dance:

Author:  ბერო [ 21 Feb 2009, 22:48 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

500 მეტრზე ვისროლეთ.

ვერ გავიგე რა გინდა.

Author:  ბერო [ 21 Feb 2009, 22:55 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

ამ ხრახნისმომჭრელ ხელოსანს ვეძებ :)
გავარკვიე ის რომ ამ ბიჯის ჩარხები არ არის ხშირი, და ამიტომ ყველა ხელოსანი ვერ გააკეთებს.

Author:  mglebtan_mocekvave [ 22 Feb 2009, 12:40 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

ბერო wrote:
შეიძლება ავიაქარხანაში გაკეთდესო.
გავარკვევ ამასაც.


ლონია წერუაშვილი ძალიან მაგარია მეტეხთან აქვს სახელოსნო სამწუხაროდ ტელეფონს ვერ ვპოულობ, მაგრამ შემიძლია აგიხსნა როგორ მიხვიდე ადვილი მისაგნებია

Author:  Shooter [ 22 Feb 2009, 18:33 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

ბერო wrote:
500 მეტრზე ვისროლეთ.

ვერ გავიგე რა გინდა.


რა უნდა მინდოდეს )))

ამ კაცს არ დაჭირვებია ხრახნი :D ანუ იმის თქმა მინდოდა რომ ძალიან შორს ნუ წახვალ და მზეზე ლაქების დასათვალიერებელ დანადგარი არ შექმნა )))



ქრონოგრაფირებაზე კარგი იდეა იყო ისე ;) კს-ს რაც შეეხბოდა. მეც მაინტერესებს.

Author:  ბერო [ 22 Feb 2009, 19:28 ]
Post subject:  Re: ობიექტივისათვის ხრახნის მოჭრა

მე მზეზე ლაქებს არ ვუყურებ, ჩვენ სხვა ვარსკვლავებს ვეთამაშებით :)


რა იყო იცი, დიდი მანძილზე ნახვრედტს ვერ ხედავ და მისვლაც გეზარება. კამერის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ჰო,
პატარა ხრახნის ბიჯია 0.75 მმ (1), დიდის (4) - 1.00 მმ.

თავი დავანებოთ და ამის გაკეთება თბილისში რამდენიმეს შეუძლია როგორც დავადგინე - ესაა პრობლემა.

Page 1 of 2 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/