იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 20 Sep 2019, 14:19

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 3 posts ] 
Author Message
 Post subject: საკონდახე კაკალი
PostPosted: 02 Mar 2008, 15:22 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2346
Location: Tbilisi
ეს სტატია, მცირედი შემოკლებებით, გადმოთარგმნილია ჟურნალიდან “მასტერ რუჟიო” # 12/2005, გვ. 29-33, ავტორი ალექსანდრე პოსუდინი.

მაღალხარისხიანი სანადირო იარაღისათვის საკონდახე მასალად ძირითადად ბერძნული კაკლის ხე გამოიყენება. ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე არასწორი შეხედულება:
1). ზოგი დარწმუნებულია, რომ არსებობს საკონდახე მასალა, რომელსაც ქვია თურქული კაკალი,
2). ზოგს სჯერა, რომ საუკეთესო კონდახები კაკლის ხის ფესვისაგან მზადდება, რომ არსებობს სწრაფად და ნელა მზარდი კაკლის ჯიშები და ა.შ.
სინამდვილე კი ასეთია: არ არსებობს თურქული, ქართული, რუსული, ფრანგული და ა.შ კაკალი, არსებობს ბერძნული კაკალი, რომელიც იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. საიარაღო წარმოებაში გამოიყენება ბერძნული კაკლის ხე, რომელიც იზრდება, როგორც ბარში, ასევე მთაში და ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამხრეთ განედებში. ბარში კაკალი სწრაფად იზრდება, მაგრამ ასეთი მასალა ელიტარულ საკონდახედ არ ვარგა, რადგან არის რბილი და შიდა მასივში გააჩნია უამრავი ფორები, არ Gგააჩნია ისეთი ლამაზი ნახატი, რაც ასე სიამოვნებს იარაღის მოყვარულის თვალს, ფერიც მორუხოა და მის ზედაპირზე ფრჩხილითაც კი შეიძლება ნაკაწრის გაკეთება (სხვათაშორის შარშან, რიტას მაღაზიაში ქონდათ შემოტანილი ასეთი რუხ კონდახიანი იჟ-43-ები, უნდა გენახათ, როგორ ტრაბახობდა გამყიდველი ეს შტუჩნი იარაღიაო). რაც შეეხება მთის კაკალს ეს უკვე სხვა ამბავია. ასეთი კაკალი ძალზედ რთულ პირობებში იზრდება, წლიური ნამატი ზომაში მცირეა, მისი ფესვები ნიადაგში ღრმად არის გადგმული, საიდანაც ხე ღებულობს სხვადასხვა მინერალურ მარილებს, რაც მას ლამაზ ფერს ანიჭებს, შავი, მუქი ფერი მარგანეცის მარილზე მეტყველებს, მუქი სტაფილოსფერი კი ტყვიის მარილებზე მიანიშნებს. ასეთი კაკლის ტექსტურა ძალზედ მკვრივი და მდიდარია, განსაკუთრებით ხის ქვედა ნაწილში და გულში. ასეთი მასალა ძალზედ მყარია და ნაკლებად განიცდის აშრევებას, სწორედ ამიტომ ითვლება ასეთი მასალა იდეალურად საკონდახე წარმოებაში. ასეთი 300-350 წლიანი ხის დიამეტრიც 3-4 მეტრია, სწორედ მისგან ამზადებენ ყველაზე ძვირ, სუპერელიტარულ კონდახებს. ასეთი ხეების უმრავლესობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპეციალურ აღრიცხვაზეა აყვანილი და უკვე გაყიდულია მომავალ მესაკუთრეებზე. ასეთი ხის მოჭრა და დამუშავება საიარაღო სამყაროში დიდი მოვლენაა, ცნობილი მეიარაღეები სპეციალური მოწვევებით ხის მოჭრის ადგილზე მიემგზავრებიან და ადგილზევე ყიდულობენ მთელ ჭრილს, რომლის სიმაღლეც მომავალი კონდახის ზომებს შეესაბამება. სწორედ ასეთ შენაძენს თვლიან მეიარაღენი მომგებიან, მაგრამ სარისკო საქმედ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. დღესდღეისობით საიარაღო კაკლის კონცენტრაცია ძიღითადად შემოიფარგლება შემდეგი ქვეყნებით: რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ტიან შანი, ელბრუსი (ირანი), პონტოს მთიანეთი (თურქეთი), რა თქმა არსებობს ამ მასალის მარაგი ევროპაშიც, მაგრამ ამ მარაგს ჯერ კიდევ გაზრდა სჭირდება, საჭიროა ათწლეულები რათა ეს საქონელი ასე ვთქვათ კონდიციამდე მივიდეს. სხვათაშორის თურქეთში ასეთი მარაგები თითქმის გამოლეულია და ისინიც, ჩვეული სიხარბით ჭრიან ამ მასალას მთელიმ მსოფლიოს მასშტაბით და სამამულო საქონელად ასაღებენ. თუ კონდახი სწორედ მომზადებული მასალისაგან არის დამზადებული, მისი ფუნქციონირების ვადა მთლიანად იარაღის მუშაობის ვადას შეესაბამება. ამ “თუ”-ზე დეტალურად შევჩერდებით:
1). საიარაღო წარმოებასათვის ვარგისია მხოლოდ ცოცხალი ხე. გამხმარი, ან გახმობის პირას მყოფი ხე 100%-იანი წუნია, თუმცა მისგან მზადდება ელიტარული ავეჟი.
2). ნახევარფაბრიკატს არ უნდა ჰქონდეს ბზარები, რომლებიც ძირითადად ჭრილებზე გვხვდება, შემდგომში, შრობის პროცესში, გამომდინერე იქედან, რომ შრობა არათანაბრად ხდება, ასეთი ბზარი სიღრმეში მიდის. ამის თავიდან ასაცილებლად შემდეგ ხერხს იყენებენ - ჭრილს დებენ პარაფინისა და გუდრონის ხსნარში პროპორციით 4:1 შემდეგ კი ნახევარფაბრიკატების ურთიერთ შეწებების გამოსარიცხავად, ფარავენ ნახერხის ფენით. განსაკუთრებით მაღალხარისხიანი კაკლის, რომლის სტრუქტურაც ურთიერთგადახლართული ულამაზესი ნახატით გამოირჩევა, გამოშრობა, მომზადება კიდევ უფრო რთული პროცესია მისი არსი გიდროთერმულ დამუშავებაში გამოიყენება. ამ პროცესში მონაწილეობს წყალი, ორთქლი, ტემპერატურა და დრო. თვითოეულ ფირმას ამ პროცესის თავისი, მკაცრად გასაიდუმლოებული რეცეპტი აქვს, რაც ზემოაღნიშნული კომპონენტების პროცენტულ ვარიაციებს გულისხმობს. მისი ფიზიკური არსი კი შიდა დაძაბულობების მოხსნას გულისხმობს, რაც შემდგომში კონდახში ბზარების გაჩენას გამორიცხავს.
3). ნახევარფაბრიკატს არ უნდა ჰქონდეს კორძები, რაც მათი მდებარეობის ადგილას კონდახის საგრძნობ დასუსტებას იწვევს.
4). ნახევარფაბრიკატს არ უნდა ჰქონდეს ისეთი დეფექტი, როგორიცაა შიდა ლპობის პროცესი. შიდა ლპობა იწყება ცოცხალი ხის ზრდის პროცესში მისი ზედაპირის ფიზიკური დაზიანებით. შემდგომი ზრდისას დაზიანებული ადგილი იფარება წლიური რგოლებით, იწყრბა შიდა ლპობა, რაც თვალით არ ჩანს და მხოლოდ კონდახის დამზადების პროცესში ხდება ნათელი ფქვილისებური მასით ამოვსებული პატარა ღრმულების სახით.
5). ნახევაფაბრიკატი გამოჭრილი უნდა იყოს ხის გულისგან. ზედაპირული ფენები არ გამოირჩევიან ისეთი მაღალი ფიზიკური და ესთეთიკური თვისებებით, როგორც ხის გული. თუმცა რუსეთში ზედაპირული ფენისაგან დამზადებული კონდახები დაიშვება ტექნიკური პირობებით.
6). ნახევაფაბრიკატი არ უნდა იყოს დაზიანებული ხის ხოჭოს მიერ, რომელიც ფენომენალური სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა და მთლიანად დაზადებული, დასრულებული კონდახის სიღმეში წლობის განმავლობაში შეუძლია სრულფასოვანი არსებობა მთელი თავისი უარყოფითი შედეგებით. ცოცხალი ხე ამით არ ავადდება, ხოლო გამხმარი ან გახმობის პირას მყოფი კი თითქმის ყოველთვის.
7). ნახევაფაბრიკატი უნდა იყოს ასე ვთქვათ გამოყვანილი “выдержанная”. ეს იმას ნიშნავს, რომ გადარჩევის შემდეგ მასალამ რამდენიმე წელი უნდა გაატაროს ისეთ პირობებში, როგორიცაა სინათლის, სინესტისა და ორპირი ქარის არ არსებობა. მასალა ვერტიკალურ შტაბელებში ლაგდება და ხელოვნურად ნიავდება ჰაერის მხოლოდ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაკადებით, დროთა განმავლობაში ხდება თვითოეული ნახევარფაბრიკატის მდებარეობის შეცვლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხის მასივში მიმდინარე პროცესების ერთფეროვნება. აღსანიშნავია, რომ ხე არამარტო ნახევარფაბრიკატულ მდგომარეობაში არამედ უკვე დამზადებულ იარაღშიც ზომეში პატარავდება, სწორედ ამიტომ დამზადებულ იარაღში ხე ოდნავ ამოწეულია ხისა და რკინის დეტალების შეკავშირების ადგილას. რაც უფრო გამოყვალინია ხე მით უფრო მყარ და ლამაზ სტრუქტურას იძენს, ბასრი ხის სათლელითაც კი მხოლოდ უთხელესი ფენის აჭრაა შესაძლებელი, ჭრილი კი პრიალაა და მისი ფაქტურა მარმარილოს გვაგონებს.
ნახევარფაბრიკატი არ უნდა შეცავდეს უცხო სხეულებს. ჩეჩნური კაკალი საბრძოლო მოქმედებების შედეგად იმდენად გაჟერებული აღმოჩნდა ტყვიებითა და ნამსხვრევებით, რომ დახერხვისას ქარხანაში ცირკულარული ხერხები დაიმსხვრა და რამდენიმე უბედური შემთხვევაც კი მოხდა.
9). დამუშავების წინ ნახევარფარიკატს ტენიანობის მკაცრად განსაზღვრული პროცენტი უნდა ქონდეს. რუსეთში სტანდარტია 6-10%, ხოლო დასავლეთში კი 4-6%. ძვირფასი მასალა ასეთ ტენიანობას ბუნებრივი შრობის პროცესში იღებს, ხოლო შედარებით იაფფასიან მასალას კი სპეციალურ საშრობ კამერებში ცხელი ორთქლით ამუშავებენ. ხელოვნურ შრობასაც თავისი ნიუანსები აქვს და ერთი თვიდან თვენახევრამდე მიმდინარეობს, რაც ნახევარფაბრიკატის საწყის ტენიანობაზეა დამოკიდებული. შრობის ბოლოს ორQლის მიწოდებას წყვეტენ და მასალა კიდევ ორი კვირა რჩება ამ კამერებში, სადაც ტემპერატურე ნელნელა იკლებს.
მხოლოდ ყოველივე ზემოთქმულილის შემდეგ იწყება კონდახის დამზადება.
კაკალზე ლაპარაკისას არ შეიძლება არ ვახსენოთ კაკლის ხის კოჟრისაგან დამზადებული კონდახები, რომელიც ყველაზე ძვირფას მასალად ითვლება, ჯერ ერთი იმიტომ, ეს მასალა ყველაზე ლამაზია და მეორეც შესაბამისი ზომის უდეფექტო კოჟრის ნახვა ძალზედ რთულია (ჯერ ერთი რთულია 300-350 წლიანი ხის ნახვა და მერე კიდევ კოჟრიანიც რომ იყოს).


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 02 Mar 2008, 16:13 
Offline
User avatar

Joined: 24 Feb 2007, 12:43
Posts: 78
კარგი სტატიაა , ილუსტრაციები მოუხდებოდა :)


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 02 Mar 2008, 16:14 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2346
Location: Tbilisi
ხოო, მაგრამ სამწუხაროდ სკანერზე ხელი არ მიმიწვდება :(


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 3 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge