http://forum.guns.ge/

12 კალიბრის "პომპა" - მივიწყებული "უნივერსალი"?
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=49&t=4979
Page 1 of 1

Author:  კაპ.ბუხოიძე [ 30 Dec 2020, 21:27 ]
Post subject:  12 კალიბრის "პომპა" - მივიწყებული "უნივერსალი"?

დავიწყოთ აბა ნელ - ნელა და სვენებ - სვენებით. ჯერ აქ დავდებ ყველაფერს და მერე თუ ინტერესი იქნა განყოფილებაც გავაკეთოთ. დავიწყე ჩემი პომპით აქტიური ვარჯიში და მინდა ეს თემა ცოტა წამოვწიო და მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს. ბევრს აქვს პომპა და რასაც ვუყურებ, უმეტეს შემთხვევაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, უკანა პლანზეა ეს იარაღი, უბრალოდ აქვთ, ასე ვთქვათ ყოველი შემთხვევისთვის.

"უნივერსალი" იმიტომ დავწერე სათაურში, რომ თქვენი "მოკლე" პომპისთვის გრძელი ლულის შეძენა უმეტეს შემთხვევაში არანაირი პობლემა არაა, და გარდა ამისა, იგივე უკრაინელების რესურსი შეგიძლიათ ნახოთ, სადაც 100 მეტრზე (უფრო მეტი მანძილებიც აქვთ ტურნირზე) მოკლე პომპიდან სლაგით, ყოველგვარი ოპტიკის გარეშე სამკერდე ფიგურას აზიანებენ https://www.youtube.com/channel/UCO-Wz0 ... rwhXDfItcg და 100 მეტრი არაა მოკლე მანძილი.

ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რასაც აქ დავწერ მაქსიმალურად კრიტიკულად შეაფასოთ და შემისწოროთ თუ რამე არასწორედ დავწერე

რამდენადაც მე მესმის, იარაღი, რომელსაც დღეს, საქართველოში, მაქსიმალურად ბევრი სამოქალაქო პირი შესძლებს რომ თავდაცვისთვის გამოიყენოს, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ობიექტურ კრიტერიუმებს. თუ ასეთ მოთხოვნებს პრიორიტეტულობის მიხედვით დავალაგებთ, ალბათ ასეთ ჩამონათვალს მივიღებთ:

1. საიმედოობა
2. ეფექტურობა
3. ხელმისაწვდომობა სამოქალაქო ბაზარზე
4. ამ იარაღთან მოპყრობის უნარების დახვეწის საშუალება
5. ფასი, როგორც თვითონ იარაღის, ასევე მისი ვაზნების

განვიხილოთ თვითოეული პუნქტი

1. საიმედოობა

მექანიზმის საიმედო ფუნქციონირება. ცოტა უცნაურია მე რო ვწერ ამ თემაზე ჩემი მოსბერგის გადამკიდე, მაგრამ გამოსწორდა ყველაფერი და ახლა თვალდახუჭული ვენდობი :) ხოდა რამდენად საიმედოა პომპა? ზოგადად 12 კალიბრის იარაღს თუ განვიხილავთ, ყველაზე საიმედო ალბათ ცალლულიანი ან ორლულიანი ვარიანტია, მაგრამ მათი ძირითადი პრობლემა ვაზნების სიმცირეა, 1 ან 2 გასროლის შემდეგ გადატენვისთვის საჭირო დრო საკმაოდ დიდია, ამიტომ მივდივართ 12 კალიბრის იარაღზე, რომელსაც ვაზნების მარაგი აქვს ლულისქვეშა სავაზნე მილში ან მოხსნად მჭიდში, საშუალოდ 5 ვაზნა, მექანიკურზე ან ნახევრად ავტომატურ იარაღზე. მექანიკური ობიექტურად უფრო საიმედოა ალბათ, ვიდრე ინერციული ან გაზის სისტემა. ნებისმიერ ვაზნას ინელებს და არ არის მგრძნობიარე მუხტის სიდიდის მიმართ.

2. ეფექტურობა

ანუ იარაღიდან განხორციელებული გასროლის შემდეგ რამდენად სწრაფად ხდება საფრთხის გაუვნებელყოფა. პირველ რიგში აქ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის თავდაცვის მანძილი. თუ სტატისტიკას ვნახავთ მაქსიმუმ ეს მანძილი არ აღემატება 20 მეტრს, მაქსიმუმ და ისიც ძალიან იშვიათად, ანუ ვგულისხმობ შემთხვევას, რომ პირმა 20 მეტრზე დააზიანა სხვა პირი და სასამართლომ ჩათვალა, რომ გასროლის განმახორციელებელი პირი მოქმედებდა აუცილებელი თავდაცვის ფარგლებში და კანონი არ დაურღვევია, უმეტეს შემთხვევაში საუბარია სასაუბრო მანძილზე, ამ შემთხვევაში ალბათ მას კონკურენტი არ ჰყავს. კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია 12 კალიბრზე უფრო ბრუტალური იარაღი, რომელიც საქართველოში დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, თან რაც არ უნდა პარადოქსულად ჯღერდეს, ამავდროულად ყველაზე ჰუმანურიცაა, გააჩნია რა ტიპის მუხტს გამოიყენებთ, რეზინის ფინდიხს (კარტეჩი), 28 გრამიან 10 ნომერ ვაზნას თუ იგივე ფინდიხს ოღონდ უკვე საბრძოლოს და სრულმუხტიანს, ან კიდევ უარესი სლაგს.

3. ხელმისაწვდომობა სამოქალაქო ბაზარზე

ალბათ დამეთანხმებით, როდ დღეს 12 კალიბრის პომპა არის საკმაოდ გავრცელებული და ყველა მაღაზიაში გვხვდება. რაც შეეხება ბრენდს, ამაზე ცალკე დავწერ, ძალიან შემეცვალა "ბრენდულ"მიდგომაზე შეხედულება ჩემი მოსბერგიდან გამომდინარე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ანტისაიარაღო ლობი საკმაოდ ძლიერია ჩვენთან, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სამოქალაქო პირს შეუზღუდონ იარაღთან ურთიერთობის საშუალება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ბოლო, რაც აიკრძალება, ალბათ ისევ და ისევ იქნება 12 კალიბრის იარაღი/ვაზნები.

4. ამ იარაღთან მოპყრობის უნარების დახვეწის საშუალება

რომ არა ისევ და ისევ კანონმდებლობა, ჩემი აზრით თავდაცვის ყველაზე ლოგიკური საშუალება პისტოლეტი უნდა იყოს, მაქვს გლოკ 17 და ვცდილობ ტირში ვიარო და ტირის გლოკ 17 ით ვივარჯიშო, მაგრამ ფინანსურად ზედმეტად ხარჯიანია ჩემთვის, გარდა ამისა შეიძლება გქონდეთ პისტოლეტი, რომელიც არცერთ ტირში არ არის. არადა პირველი მოთხოვნა რასაც, პირადად ჩემი აზრით, ნებისმიერი იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს უნდა იყოს ის, რომ კონკრეტულ პირს უნდა ჰქონდეს ის იარაღი, რომელიც მას მოსწონს და თვლის, რომ არის მისთვის საუკეთესო, გარდა ამისა ტირში პირადად მე ჩემ გემოზე ვერ ვვარჯიშობ, თუნდაც იმიტომ რომ გვერდით უცხო ადამიანი მიდგას და პლიუს რიგში მელოდება ვიღაც ისევ ჩემნაირი და ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად ვისროლო, ყოველგვარი სიტუაციების სიმულირებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ამიტომ 12 კალიბრი ამ მხრივ აბსოლუტურად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, თუ მაინცადამაინც ქალაქის ფარგლებში არ ისვრით კაციშვილი არაა თქვენი შემწუხებელი. გარდა ამისა 12 კალიბრის ჭურვი რიკოშეტის მიმართ ნაკლებად კრიტიკულია და + ამას გაცილებით სწრაფად და მოკლე მანძილზე კარგავს დამაზიანებელ ეფექტს, ვიდრე ვთქვათ 9 მმ ტყვია ან მითუმეტეს მოკლელულიანი კარაბინის ტყვია, ანუ ვარჯიშისას გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველია, თუმცა უსაფრთხობის წესები ძალაშია და არავის გაუუქმებია.

5. ფასი, როგორც თვითონ იარაღის, ასევე მისი ვაზნების

ამ კრიტერიუმშიც მგონი უკონკურენტოა პომპა, თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ხარისხზე ცალკე დავწერ, რაც შეეხება ვაზნებს, .22 ზე იაფადაც გამოხვალთ თუკი თავად დატენით, ან თუ არ დატენით მაღაზიებშიც საკმაოდ იაფია 12 კალიბრის ვაზნები, მაგაზე იაფი მხოლოდ .22 არის და ვარჯიშიც ნაკლებად ხარჯიანია. იმის თქმა მინდა, რომ იარაღის ათვისება, მშრალად ვარჯიშის გარდა, საკმაო რაოდენობით ვაზნებსაც მოითხოვს.

TO BE ქონთინიუდ....

Author:  Zviad.FMJ [ 09 Jan 2021, 18:39 ]
Post subject:  Re: 12 კალიბრის "პომპა" - მივიწყებული "უნივერსალი"?

მართალი ხარ კაპიტან, პომპა ძალიან დაუფასებელია ჩვენთან, არადა ყველაზე თვითკმარი იარაღია, თემა იმსახურებს განვრცობას:

Image

Image

Image

Author:  კაპ.ბუხოიძე [ 10 Jan 2021, 17:21 ]
Post subject:  Re: 12 კალიბრის "პომპა" - მივიწყებული "უნივერსალი"?

მეოთხე კვირაა აქტიურად დავდივართ სავარჯიშოდ, ნაღდად ღირს ამ კატეგორიის იარაღისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა, აშკარად იმსახურებს, დღესაც ვიყავით ასულები. ხოდა შემოგვიერთდით!!! ერთად ვიაროთ, შეჯიბრის ელემენტიც შევიტანოთ, ძალიან ეხმარება ეგ შეჯიბრი უნარების ათვისებას.

Author:  Zviad.FMJ [ 10 Jan 2021, 21:09 ]
Post subject:  Re: 12 კალიბრის "პომპა" - მივიწყებული "უნივერსალი"?

სად დადიხართ?

Author:  კაპ.ბუხოიძე [ 10 Jan 2021, 23:52 ]
Post subject:  Re: 12 კალიბრის "პომპა" - მივიწყებული "უნივერსალი"?

ლისზე

Page 1 of 1 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/