საქართველოს მსროლელთა გაერთიანება
წესები და პროცედურები
2017 წლის 11 ივნისის შეჯიბრი.
• შეჯიბრის ჩატარების თარიღი არის 2017 წლის 11 ივნისი.
• შეჯიბრი ჩატარდება თბილისის მიმდებარედ უსაფრთხო ადგილას დასახლებული პუნქტიდან მოშრებით.
• შეჯიბრი ჩატარდება ე.წ. „გონგებზე“ (ლითონის კვადრატულ სამიზნეებზე) სროლაში
• შეჯიბრი დაყოფილი იქნება 4 სხვადასხვა ეტაპად.
• შესასრულებელი სავარჯიოების აღწერა და ქულების გაანგარიშება მოცემული იქნება დანართში
• შეჯიბრის წინ გაიმართება კენჭისყრა სადაც გადანაწილდება მონაწილეების ნომრები
• გონგები განლაგებული იქნება სხვადასხვა ფიქსირებულ დისტანციაზე და ზუსტი მანძილი მონაწილეებს ეცნობებათ უშუალოდ შეჯიბრის წინ 1 საათით ადრე.
• სასროლეთი დაყოფილი იქნება ზონებად. ავტოპარკინგი, მაყურებელთა ზონა, ორგანიზატერების ზონა, იარაღის ზონა, სასროლი ხაზი.
• სასროლეთზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები და შეჯიბრის სამართლიანობის პრინციპები.
• შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
https://docs.google.com/forms/d/1SCaHE5 ... ested=true• შეჯიბრში მონაწილეობა ფასიანია და ღირს 50 ლარი.
• შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა ქვემოთ მითითბულ ანგარიშის ნომერზე უნდა ჩარიცხოს ზემოხსენებული თანხა და ჩარიცხვის დამადასრუტებელი დოკუმენტის ასლი უნდა გამოაგზავნოს მეილზე
kishinski@gmail.com რის შემდეგაც მონაწილეობის მსურველი დარეგისტრირდება მონაწილედ
მიმღები: „საქართველოს მსროლელთა გაერთიანება“
ანგ # GE15TB7090836020100008
• რეგისტრაცია დამთავრდება 2017 წლის 10 ივნისის 24:00 საათზე.
შეჯიბრების წესები და სტანდარტები
1. უსაფრთხოება არის ყველაზე პრიორიტეტული და უპირველესი წესი შეჯიბრამდე, შეჯიბრების დროს და შეჯიბრის შემდეგ. მის დაცვაზე პასუხიმგებელია ყველა.
2. შეჯიბრების მიზანია გამოავლინოს მსროლელის შესაძლებლობები და უნარები ზუსტ სროლაში, გარემო ფაქტორების და დროის გათვალისწინებით.
3. ყველა შესასრულებელი სავარჯიშო შესაძლებლად მისადაგებული იქნება შორ მანძილზე სროლის სხვადასხვა სცენარს.
4. ღoნისძებების ყველა მონაწილე მხარე ვალდებულია გამოავლინოს პროფესიონალიზმი, ასევე სცენ პატივი სპორტულ პრინციპეპს და ერთამანეთს.
5. ნებისმიერი სახის ტყუილი და წესების დარღვევა გამოიწვევს მონაწილის უპირობო დისკვალიფიკაციას.
6. შეჯიბრის აზრია გამოსცადოს მსროლელის პერსონალური უნარჩვევები, შესაბამისად სავარჯიშოს შესრულებისას დახმარება, კარნახი ან სხვა ტიპის შეძახილები აკრძალულია.
1. უსაფრთხოება
ქვემოთ მოყვანილი წესები შემუშავებულია შეჯიბრის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად და არ ექვემდებარება კამათსა და დისკუსიას. ყველა ვალდებულია წაიკითხოს და გაიაზროს უსაფრთხობის წესები და სტანდარტები. მათი იგნორირება ვერ იქნება საბაბი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა.
1.1. ძირითადი უსაფრთხოების წესები
1.1.1. მონაწილეები ვალდებულები არიანს სასროლეთზე ყოფნისას, ან/და გადაადგილებისას იარაღის ლულები მიმართული ქონდეთ უსაფრთხო მხარეს მიუხედავად მათი საბრძოლო მდგომარეობისა.
1.1.2. მსროლელმა თითი სასხლეტზე უნდა დაადოს უშალოდ გასროლის წინ, სხვა ნებისმიერ დროს თითი უნდა იყოს სასხლეტის დამცავის გარეთ.
1.1.3. შეჯიბრი გაიმართება ე.წ. „დამუხტე, ისროლე განმუხტეს“ პრინციპით. მონაწილე უშალოდ პოზიციაზე შესვლის წინ დამუხტავს იარაღს და სროლის დასრულებსთანავე დააბრუნებს იარაღის მისთვის განკუთვნილ ადგილზე მას შემდეგ რაც „სასროლეთის ოფიცერი“ დარწმუნდება რომ იარაღი „სუფთაა“ .
1.1.4. მონაწილეები სასროლეთზე შესვლისთანავე, ალაგებენ საკუთარ იარაღს იარაღისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, გახსნილი საკეტით და მოხსნილი მჭიდით.
1.1.5. ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები სასროლეთზე არ დაიშვებიან .
1.1.6. ღია საკეტი და მოხსნილი მჭიდი რჩება მანამ სანამ სასროლეთის ოფიცერი არ გასცემს ბრძნებას „დამუხტე იარაღი“
1.1.7. თუ სავარჯიშო ითვალისწინებს იარაღით გადაადგილებას ერთი საცეცხლე პოზიციიდაან მეორეზე, მსროლელი ვალდებულია პირველი პოზიციიდან სროლის დამთავრების შემდეგ გახსნილი საკეთით მჭიდის მოუხსნელად მივიდეს მეორე საცეცხლე წერტილთან და მხოლოდ ამის შემდეგ გადატენოს იარაღი.
1.1.8. მკაცრად უნდა იყოს უსაფრთცხოების 180 გრადუსიანი წესი დაცული. მსროლელს სროლის დროს მიმართლი უნდა ქონდეს იარაღი სამიზნეებისკენ და მისი ლულის ამპლიტუდა 90 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
1.1.9. სასროლეთის ოფიცრის მიერ ნებისმიერი იარაღი მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ადგილსამყოფელისა თუ სტატუსისა აღქმული იქნება როგორც დამუხტული .
1.2. სანქციები უსაფთხოების წესების დარღვევის გამო
1.2.1 უსაფრთხოების ნებისმიერი წესის დარღვევა უმალვე გამოიწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას.
2. შეჯიბრის უზრუნველყოფა
2.1. მატჩის დირექტორი
2.2. სასროლეთის ოფიცერი
2.3. მსროლელი
2.1. „მატჩის დირექტორი“
2.1.1 მატჩის დირექტორი პასუხიმსგებელია ღონისძიების ჩატარებაზე.
2.1.2 მან უნდა აწარმოოს „შეჯიბრების ჯურნალი“ (შემუშვებული ფორმით) და შეიტანოს მასში მონაწილეების პერსონალური მონაცემები და შედეგები.
2.1.3 ბრიფინგი გაიმართება ყოველი ეტაპის წინ და მატჩის დირექტორი აჩვენებს მონაწილეებს სამიზნეების ადგილმდებარეობას და თანმიმდევრობას, გარდა უჩინარი სამიზნეების ეტაპისა (თუ ასეთი ეტაპი იქნება შეჯიბრზე) სადაც მსროლელს არ ეცოდინება სამიზნის ზუსტი ადგილდებარეობა.
2.1.4 მატჩის დირექტორი უფლებამოსილია გაჰყვეს მონაწილეს ყველა სასროლ პოზიციასთან.
2.1.5 ნებისმიერ სამიზნეს 600 მეტრამდე უყურებს მინიმუმ 2 „დამკვირვებეელი“ ხოლო 600-დან 800 მეტრამდე მინიმუმ 2 დამკვირვებელი პლიუს მოხვედრის ინდიკატორი ან ვიდეო სისტემა. სამიზნის დაზიანებას, ანუ მოხვედრას დამკვირვებლები აღნიშნავენ ხმამაღალი წამოძხილით „მოხვდა“. ისეთ შემვევაში როდესაც „დამკვირვებლების“ ხმა იყოფა, საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის დირექტორი იღებს დამკვირვებლებთან გასაუბრების შემდეგ.
2.1.6 მატჩის დირექტორი აჯამებს შუალედურ და საბოლოო ქულებს, ხოლო მონაწილეს ააქვს შესაძლებლობა გაიგოს მისი მიმდინარე მდებარეობა ჩათვლის ცხრილში ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ.
2.1.7 მატჩის დირექტორი ირჩევა ყოველი შეჯიბრის წინ საქართველოს მსროლელთა გაერთიანების დამფუძნებლებისა და საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით.
2.1.8 ყველა ეტაპის წინ, მატჩის დირექტორი გადასცემს მონაწილეებს ეტაპის სცენარს სადაც განსაზღვრული იქნება სამიზნეების ადგილმდებარეობა, მანძილი სამიზნემდე, დახრის კუთხე და სამიზნის ზომა. (გარდა „უჩინარი სამიზნეების“ ეტაპისა)
2.1.9 მატჩის დირექტორის დისკრეციაა სანქციები რომელიც გატარდება წესების დამრღვევის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს ყველა დამრღვევი მონაწილის მიმართ.
2.1.10 ყველა წესი რომელიც არ არის ამ დებულებით გათვალისწინებული ან წარმომინილი სადაო საკითხი წყდება შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ.
2.2. „სასროლეთის ოფიცერი“
2.2.1. სასროლეთის ოფიცერი პასუხისმგებელია შეჯიბრის უსაფრთხო ჩატარებაზე.
2.2.2. ისინი დეტალურად უნდა იცნობდნენ შეჯიბრის უსაფრთხოების და ჩატარების წესებს.
2.2.3. სასროლეთის ოფიცრება უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი თამაშის“ წესები, რაც გულისხმობს ყველა მონაწილისთვისთვის ერთანირი წესების და მოთხოვნების წაყენებას.
2.2.4. სასროლეთის ოფიცერი მატჩის დირექტორთან ერთად თითოეული ეტაპის წინ ვალდებულია გაატაროს მონაწილეების სასროლ პოზიციებზე, დეტალურად აუხსნას სცენარი და გასცეს ამომწურავი პასუხები მონაწილეების კითხვებს, გარდა „უჩნარი სამიზნეების“ ეტაპისა სადაც მატჩის დირეტორზეა დამოკიდებული რა რაოდენობის ინფორმაციას მიაწვდის მონაწილეს.
2.2.4. სასროლეთის ოფიცერი ვალდებულია კითხოს თთოეულ მონაწილეს დაწყების წინ:
• „მონაწილე თქვენთვის გასაგებია რა სავარჯიშოები გაქვთ შესასრულებელი?“
• „მზად ხართ?“
• „დატენეთ იარაღი“
• „მოემზადეთ“
რის შემდეგაც გაისმება ბიპერის ხმა რაც მონაწილეს აუწყებს დროის ათვლის დაწყებას.
2.2.6 თუ სასროლეთის ოფიცერი შეამჩნევს რაიმე ისეთ ქმედებას რომელიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების ნორმებს გასცემს ბრძანებაზე ცეცხლის შეწვეტის შესახებ.
2.2.7 სასროლეთის ოფიცერი/ სპოტერი რომელიც აკვირდება სამიზნეს ვალდებულია მონაწილის მიერ სამიზნის დაზიანების შემთხვევაში თქვას მხოლოდ სიტყვა „მოხვდა“ და არა სხვა რაიმე სიტყვა თუ ფრაზა.
2.2.8 სასროლეთის ოფიცერს და არც სხვა პირს არ ააქვს უფლება უთხრას მონაწილეს სავარჯიშოს შესრულებისას თუ რომელ მხარეს ცდება მისი ტყვიები .
2.3 „მსროლელი“
2.3.1. მროლელი სრულად არის პასუხისმგებელი თავის ქცევაზე, იარაღსა და ამუნიციაზე.
2.3.2. მსროლელის ვალდებულია გაეცნოს უსაფრთხოების წესებ და დაემთნხმოს მას.
2.3.3. მსოლელი ვალდებულია შეასრულოს მხოლოდ შეჯიბრის წესებით გათვალისწინებული სავარჯიშოები
2.3.4. მსროლელს შეუძლია დააზუსტოს მატჩის დირექტორთან და სასროლეთის ოფიცერთან შესასრულებელი სავარჯიშოს წესები სროლის დაწყებამდე.
3. ქულებით შეფასების სისტემა
3.1. ლითონის სამიზნის დაზიანება(მორტყმა) ფასდება 1 ან 2 ქულით.
3.2. თითოეული ეტაპის წინ მონაწილეს ეცოდინება თითეული სამიზნის დაზიანებისთვის რამდენ ქულას მიიღებს.
3.3. გამარჯვებული გამოვლინდება მის მიერ მოპოვებული ქულების დაჯამების გზით.
4. გადასროლა (ხელახლა სროლა)
4.1. გადასროლა არსებობს 2 სახის. ეტაპის გადასროლა სრულიად და გადასროლა შეწყვეტილი მომენტიდან
4.2. გადასროლა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სროლა შეწყდა არა მსროლელის მიზეზით. მაგალითად ჩამოვარდა სამიზნე, ადამიანი ან ცხოველია ცეცხლის ხაზზე, სასროლეთს ოფიცერმა გასცა ბრძანება „შეწყვიტე ცეცხლი“ სხვაგარეშე ხელისშემშლელი ფაქტორების გამო
4.3. გადასხროლა არ განხორციელდება იმ შემთხვევაში თუ მოხდა ვაზნის ან იარაღის მტყუნება.
4.4. მსროლელმა შეუძლია მოითხოვოს გადასროლა თუ ის თვლის რომ მას ხელს გარეშე ფაქტორები უშლიან და მას ამისთვის ეძლევა 2 წუთი რათა ზუსტად დაასაბუთოს გადასროლის მოთხოვნის მიზეზი.
4.5. გადასროლის შესახებ გადაწყვეტილებას მატჩის დირექტორი იღბს.
5. გადასროლა (გამარჯვებულის გამოსავლენად)
5.1. თუ ფინალისტი ან გამარჯვებული ვერ ვლინდება ქულებით და ნაჩვენები დროით, მაშინ ასეთი მონაწილეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს ცალკეულ ეტაპზე
6. წესების დარღვევა და სანქციები
6.1. წესების დარღვევად მიჩნეულ იქნება ისეთი ქმედება რომელიც გულისხმობს არასამართლიანი, ტყულის, ან/და არაკეთილსინდისიერი გზით უპირატესობის მოპოვების მცდელობას
6.2. ასეთი წესების დარღვევა გამოიწვევს მყისიერ დისკვალიფიკაციას.