სომხეთი
აგენტურა.რუს ინფორმაციით სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში ორი სპეცრაზმია.პირველი - სამმართველო "ა" (ალფა) , ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის შემადგენლობაში. ალფას აქვს ორი ძირითადი ამოცანა : მაღალი თანამდებობის პირების დაცვა და ანტი ტერორისტული ოპერაციების ჩატარება. ანტი ტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს სამმართველოს ჯგუფი რომელშიც მსახურობენ ისეთი ოფიცრები და "პრაპორშიკები" რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ყარაბაღის ომში.სპეცრაზმი თავის რიგებში აქტიურად რიცხავს სპორცმენებს. 2000 წელს ერევანში სტუმრად იყო მსოფლიოს 6 გზის გამარჯვებული ბრძოლა წესების გარეშეში , ამერიკელი სომეხი გოკორ ჩივიჩიანი.საყურადღებოა ის ფაქტი რომ სპორცმენმა შეიმუშავა თავისი სტილი - "სომხური ჯიუ-ჯიცუ". ჩივიჩიანი ასევე მუშაობს ლოს-ანჯელესის პოლიციაში, ბრძოლა წესების გარეშეს ინსტრუქტორად და იღებს ფილმებში. ერევანში უფასოდ ჩაატარა მასტერ კლასი უშიშროების სპეცრაზმელებისთვის.
წინამორბედი იყო ოპერატიული ჯგუფი სომხეთის კაგებეს სტრუქტურაში. მათი ოფიცრები მოსამზადებლად ხშირად დადიოდნენ ეფესბეს ალფას ცენტრში, ბალაშიხაში. ეხლაც რაზმს ახლო კონტაქტი აქვს თავის რუს კოლეგებთან.რაზმში შეიარაღება და აღჭურვილობა რუსულია.წინა წელს რაზმის ორმა ოფიცერმა სტაჟირება გაიარეს ეფესბეს სპეცდანიშნულების ცენტრში.რუს კოლეგებთან თანამშრომლობა იმ დონეზეა რომ ლამის აბსურდის დონემდე დავიდა. მაგ. 1999 წლის 27 ოქტომბერს , როდესაც ტერორისტებმა პარლამენტის შენობა აიღეს , შტურმისთვის მოსკოვიდან ჩაყვანილი იქნა ეფესბეს ალფა.( რუსეთს და სომხეთს დადებული აქვთ ხელშეკრულება, სამხედრო ძალების და საშუალების ურთიერთ გამოყენების შესახებ, მათ შორის სპეცნაწილებისაც.). ჯგუფი ჩავიდა ერევანში, თუმცა შტურმის ბრძანება არ გაცემულა.სომხეთის ალფის ბევრი მებრძოლი ნაწყენი იყო მათი მთავრობის ამ გადაწყვეტილებით.
სომხეთის უშისროების შემადგენლობაში არის სპეც ოპერაციების სამსახური.ეს ნაწილი ბატალიონის ხელაა. მასში მსახურობენ წვევამდელები.სტრუქტურით და დასახული ამოცანებით გავს რუსულ საარმიო სპეცრაზმებს. როგორც პირველი ასევე მეორე სპეცრაზმი დისლოცირებულია ერევანში და რეგიონალური განყოფილებები არ გააჩნიათ.
თავისი სპეცრაზმი ჰყავს თავდაცვის სამინისტროს. ეს არის სპეცდანიშნულების პოლკი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს შემადგენლობაში.თიტქმის ყველა ოფიცერს საბრძოლო ნათლობა ყარაბაღის ომში აქვს მიღებული. ასევე არის სპეცრაზმი შსს-ს შემადგენლობაში ( ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში). მათი ამოცანა კრიმინალებთან ბრძოლაა, საბრძოლო ოპერაციებში ამ მონაწილეობენ.
აზერბაიჯანი
შსს-ს და უშიშროების სამინისტროებში არის სპეცრაზმები რომლეთა ამოცანები თითქმის იდენტურია.აზერბაიჯანის უშიშროების სპეცრაზმი გადის მომზადებას დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის პროგრამით.თუმცა ძირითადად ეს რაზმები გამოიყენება მიტინგების და დემონსტრაციების დასასშლელად.1991 წელს შეიქმნა პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმები.ისინი მონაწილეობდნენ ყარაბაღის ომში და წარმოადგენდნენ ნამდვილ საბრძოლო ქვედანაყოფს.თუმცა 1995 წელს ეს რაზმები დათხოვილი იქნა , მას შემდეგ რაც ბაკინსკის სპეცრაზმის რაზმის მეთაურმა როვშან ჯავადოვმა დაიწყო აჯანყება. აჯანყება ჩახშობილი იქნა არმიის და ე.წ. ნახიჩევის სპეცრაზმის მეშვეობით.
2001 წელს შეიქმნა აზერბაიჯანიის არმიის სპეცრაზი იგივე ვეფხვები.წვრთნები და სტრუქტურა იგივეა რაც თურქული და ამერიკული სპეცრაზმების რომლებთანაც ახლოს თანამშრომლობს.


გამოყენებული მასალა.
wikipedia.org
agentura.ru