საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 18 Jan 2021, 20:49

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 2 posts ] 
Author Message
 Post subject: JTF-2
PostPosted: 25 Oct 2009, 16:57 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
ეს სტატია ეძღვნება კანადურ ატ სპეცრაზმს JTF-2.








JTF-2 - ზე ინფორმაციის მოძიება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. რაზმი იმდენად გასაიდუმლოებულია რომ თავდაცვის მინისტრის და პრემიერ მინისტრის ( ისიც ყოველთვის არა) გარდა მის სტრუქტურაზე და ოპერაციებზე არავინ არაფერი იცის. JTF-2 შეიქმნა 1993 წლის 1 აპრილს.თავიდანვე რაზმის გამოყენება იგეგმებოდა მხოლოდ ანტი ტერორისტული ოპერაციების დროს.( ამ დრომდე ატ ოპერაციებში მარტო პოლიციის რაზმები მონაწილეობდნენ)
პირველი მებრძოლები არჩეული იქნენ ჯარის სამივე სახეობიდან.ასევე დაემატნენ მებრძოლები პოლიციის ატ რაზმებიდან.
90-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა მოითხოვა გაერფართოებინათ რაზმის ფუნქციები.რაზმის რაოდენობა გაიზარდა.სწავლის პროგრამას დაემატა სხვადასხვა სპეციალიზირებული კურსები.


შერჩევა, მომზადება და სტრუქტურა.

JТF-2 მიიღებიან მსურველები რომლებმაც გაიარეს სამხედრო სამსახური.( ბოლო დროს არჩევენ სპეციალისტებს სამოქალაქო სექტორიდანაც )
შესარჩევი კურსი შედგება რამოდენიმე ეტაპისგან.კანდიდატმა უნდა გადალახოს სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური სირთულეები : სირბილი, ცურვა აკრობატული სავარჯიშოები - 9 დღის განმავლობაში.შემდეგ არის ფსიქოლოგთან გასაუბრება.
კურსზე ჩარიცხულები იყოფიან ორ ჯგუფად: ატ კურსის და მზვერავ-დივერსანტის მსმენელები.მოგვიანებით JТF-2 ყველა მებრძოლი გადის ატ და მზვერავ-დივერსანტის კურსს.
ატ კურსი სეიცავს მძევლების განთავისუფლების სწავლებას ყველა სახის ტრანსპორტიდან, მათ შორის საზღვაო.მასზე შეისწავლება შენობების ტიპები,შეღწევის საშუალებები, ბრძოლა შეზღუდული არეალის პირობებში და საშტურმო საშუალებებთან მუშაობა.
რაზმის ბაზაზე არის SAS- ის მსგავსი მკვლელობების სახლი სადაც მებრძოლებს შეუძლიათ ივარჯიშონ მძევლების განთავისუფლებაში.მზვერავ-დივერსანტები ვარჯიშობენ თავიანთი გრაფიკით.თავიდან ყურადღება მახვილდება სხვადასხვა იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესწავლაზე.შემდეგ კანდიდატები გადიან დესანტირების კურსს,როგორც თვითმფრინავიდან ასევე ვერტმფრენიდან. დესანტირებას ახდენენ როგორც ხმელეთზე ასევე წყალზე, მთებში და უდაბნოში.
სხვადასხვა კურსებთან ერთად არის : ალპინისტის კურსი, სამთო-სათხილამურო კურსი,მყვინთავის კურსი.
ალპინისტის და სამთო-სათხილამურო კურსი მიმდინარეობს რთულ კლიმატურ პირობებში ,რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს ერთგვარი თვითგადარჩენის კურსის გავლა მთებში დატყეში. კანადაში ორივე საკმარისზე მეტია.ამ ეტაპზევე შეისწავლება საცეცხლე მომზადება მაღალმთიან პირობებში.მოგვიანებით , ბოსნიაში მუშაობის დროს JТF-2 აჩვენა მარალმთიან პირობებში მუშაობის მაღალი დონე.
JТF-2 შემადგენლობაში ირიცხებიან საბრძოლო მყვინთავები. აქ გასათვალისწინებელია ის რომ კანადის შეიარაღებულ ძალებში არ არის მყვინთავ-დივერსანტების რაზმი ( არ აგერიოთ მყვინთავ-გამნაღმველებში).ამიტომ JТF-2 მებრძოლები გადიან სპეციალურ კურსს რომელიც გამოირჩევა იმით რომ ტარდება SAS თან ერთად. JТF-2 წვრთნაში იღებდნენ მონაწილეობას SBS ( ბრიტანეთის ფლოტის სპეცრაზმი) ინსტრუქტორები.
მებრძოლები არ ჩერდებიან ამ კურსებზე და ყოველი რაზმი გადის ატ და მზვერავ-დივერსანტის კურსს.მიზანი არის რომ რაზმის მებრძოლები იყვნენ უნივერსალურები, ამას აქვს თავის ახსნა. ბოსნიაში მსახურის დროს საჭირო იყო ყოფილი სამხედროების დაკავება ქალაქის პირობებში , ასევე მთაში მუშაობაც.ეს კი მებრძოლებისგან უნივერსალურ მომზადებას მოითხოვდა.
JТF-2 მებრძოლები აქტიურად თანამშრომლობენ თავიანთ ამერიკელ და ინგლისელ კოლეგებთან.NAVY SEAL და SAS გარდა თანამშრომლობენ 1st SFOD-D (DELTA) და რეინჯერებთან.მათ ბაზებზე ხშირად გადიან ოფიცრები სამკვირიან სწავლებებს.
JТF-2 ზუსტი სტრუქტურა და რაოდენობა ცნობილი არ არის. თუმცა სპეციალიზირებული გამომცემლობების ინფორმაციით ის SAS ის მსგავსია. ცნობილია რომ JТF-2 იყოფა 24 ან 32 კაციან ჯგუფებად, რომელსაც მეთაურობს კაპიტნის ჩინის ოფიცერი.ასეთი მსხვილი ჯგუფები გამოიყენება ძალიან იშვიათად, რეიდების და თავდასხმების დროს. მაგალითად როგორც ავღანეთში.პატრულირებისთვის გამოიყენება ოთხ კაციანი ჯგუფები. ავტორის ინფორმაციით ავღანეთში დიდხნიანი დაზვერვის დროს გამოიყენება 6 ან 8 კაციანი ჯგუფები.
ყოველი ჯგუფი იყოფა 6-8 კაციან რაზმებად.ყოველ ასეთ რაზმს აქვს თავისი სპეციალიზაცია: სამთო, საბრძოლო მყვინთავები.
JТF-2 ხელმძღვანელობს ვიცე პოლკოვნიკი.JТF-2 შეიარაღებაში აქვს ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა და შეიარაღება.2001 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა რაზმის დაფინანსება, რამაც საშუალება მისცათ შეეძინათ თანამედროვე კავშირის და გადაადგილების საშუალებები.
რაზმმა მიიღო მონაწილეობა რამოდენიმე მისიაში - ჰაიტზე (დიპლომატების დაცვა) და გუანდაში.ბოსნიაში და კოსოვოში ატარებდნენ სადაზვერვო ოპერაციებს.ბოსნიაში რაზმის მებრძოლები ამერიკელ, ინგლისელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად კორექტირებას უკეთებდნენ ავიაციის ცეცხლს.
ყველაზე უშუალო ოპერაციებში რაზმი ავღანეთში მონაწილეობდა სადაც შედიოდა Task Force K-Bar გაერთიანებულ ჯგუფში, ავსტრალიურ SASR და ამერიკულ NAVY SEAL თან ერთად.პირველ ეტაპზე რაზმი მონაწილეობდა ალქაიდას და თალიბანის მებრძოლების დაკავებაში.შემდეგ კი ჩაერთო უფრო მსხვილ ოპერაციებში. მონაწილეობდა ოპერაციაში ანაკონდა ( 2002 წლის მარტი). მებრძოლები გადასხეს მთების ფერდობებზე, სადაც დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდნენ ინფორმაციას მოევიკების გადაადგილების შესახებ. ხოლო შემდეგ თვითმფრინაები გაყავდათ სამიზნეზე.
მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რაზმის სნაიპერებმა ( მოქმედებდნენ სამ-სამად).კანადური ესბიეს-ის ინფორმაციით მათ ანგარიშზე 100-ზე მეტი მოკლული ბოევიკია.სადაზვერვო ოპერაციების დროს მოქმედებდნენ როგორც ქვეითად ისე ჯიპებით, თუმცა ჯიპებით მოქმედებამ შედეგი არ გამოიღო.
საერთო ჯამში JТF-2 დაამტკიცა რომ არის მაღალ დონეზე მომზადებული რაზმი, რომელსაც შეუძლია მუშაობა ნებისმიერ პირობებში. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ " ცხელი წერტილები" უფრო მრავლდება , ხოლო კანადა უფრო და უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან , შეიძლება ვივარაუდოთ რომ JТF-2-ის საბრძოლო მოქმედებებზე კიდევ არა ერთხელ გავიგებთ.

შეიარაღება

* Colt Canada C7 and C8
* FN Herstal P90[10][11][12][13]
* Heckler & Koch MP5
* Sig Sauer pistols (various models)

ტრანსპორტი

* Rheinmetall YAK
* HMMWV





გამოყენებული მასალები.

agentura.ru
wikipedia.

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: JTF-2
PostPosted: 25 Oct 2009, 17:00 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
Image


_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 2 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge