საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 19 Jan 2021, 18:13

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 4 posts ] 
Author Message
 Post subject: Alpha Group.
PostPosted: 01 May 2009, 16:10 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
Image

სამმართველო "ა" კგბ-ფსბ სპეცდანიშნულების რაზმი, ცნობილია როგორც ალფა. პრაქტიკაში იყენებს თავის უნიკალურ ასევე უცხოურ გამოცდილებას. შეიარაღებულია თანამედროვე იარაღით და აღჭურვილობით. დაკომპლექტებულია მხოლოდ ოფიცრებით. განსაკუტრებული ყურადღება ეთმობა მებრძოლის მორალურ- ფსიქოლოგიურ მხარეს, ასევე გუნდური მოქმედების უნარს.
1974 წლის 29 ივლისს ანდროპოვმა მოაწერა ხელი სექმნილიყო 7-ე სამმართველოში 5 განყოფილებაში ჯგუფი "ა". რაზმის პირველი მეთაური იყო საბჭოთა კავშირის გმირი ვიტალი ბუბენინი. თავიდან ჯგუფი "ა" შედგებოდა 30 მებრძოლისგან. მათი ამოცანა იყო ტერორისტული აქტების აღკვეთა.1977 წელს -52 კაცისგან, 1980წელს -122 კაციგან, 1981 წელს-222 კაცისგან.1984 შეიქმნა პირველი რაიონული განყოფილება ხაბაროვსკში- 21 მებრძოლისგან.ასევე შეიქმნა კიევში, მინსკში, ალმა-ატაში, კრასნოდარში, სვერდლოვსკში. რეგიონალური ჯგუფები შედგებოდა 45 მებრძოლისგან.
1979წლის 27 დეკემბერს სპეცრაზმ ზენიტის მებრძოლებთან და დესანტნიკების და "მუსლიმანური ბატალიონის" მხარდაჭერით ჯგუფი "ა" ოფიცრებმა 43 წუთში აიღეს კარგად გამაგრებული ამინის სასახლე ავღანეთში. ამ საბრძოლო ოპერაციას რომლის დროსაც ალფას 2 მებრძოლი დაიღუპა არ აქვს ანალოგი მსოფლიოში.
1991 წლის 19 აგვისტოს თეთრი სახლის შტურმით აღების მონაწილეობაში ალფამ უარი თქვა. რომლის ჩატარების შედეგადაც დაიღუპებოდა ათასობით ადამიანი და დაიწყებოდა ომი.
ალფამ ჩაატარა ათობით ტყვეების განთავისუფლების ოპერაცია. იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის და რუსეთის ყველა ცხელ წერტილში.90 წლების ბოლოდან რაზმი აქტიურად მონაწილეობს ჩრდილო კავკასიაში ტერორისტების განადგურებაში.

2002 წლის 26 ოკტომბერს სამმართველო "ა" და სამმართველო "ვ" მონაწილეობდა ნორდ ოდტში მზევლების განთავისუფლებაში. ყველა ტერორისტი განადგურდა.

2004 წლის სექტემბერში ჩატარდა ბესლანის სკოლაში მძევლების განთავისუფლების ოპერაცია , რომელშიც ალფა მონაწილეობდა.

ჯგუფი "ა" სხვადასხვა დროს იმყოფებოდა სხვადასხვა სტრუქტურის შემადგენლობაში:

1994-1991 წლებში კგბს 7-ე სამმართველოში.
აგვისტო-ნოემბერში 1991 წელს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოში.
1991-1995 წლებში რუსეთის დაცვის მთავარ სამმართველოში.

სტატუსით სამმართველო "ა" იმყოფებოდა შემდეგ სტურქტურებში

1995-1997 წლებში ფსბ ანტიტერორისტულ ცენტრში.
1997-1998 წლებში ფსბ-ეს კონსტიტუციური დაცვის და ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტში.
1998 წლიდან სამმართველო "ა" შედის ფსბ-ეს სპეციალური ოპერაციების ცენტრში.

ჩატარებული აქვს შემდეგი ოპერაციები:

1979 წლის 28 მარტი - მოსკოვი ამერიკის საელჩო.
1979 წლის 27 დეკემბერი-ქაბული. ავღანეთი.
1981 წლის 17 დეკემბერი- სარაპულ.
1983 წლის 19 ნოემბერი -თბილისი.
1986 წლის 20 სექტემბერი-უფა.
1988 წლის 1 დეკემბერი- მინერალური წყლები.
1989 წლის 10 მაისი- სარატოვი.
1990 წლის 11 აგვისტო- აფხაზეთი, სოხუმი.
1991 წლის 11-12 იანვარი-ვილნიუსი.
1991 წლის 19-26 აგვისტო- მოსკოვი.
1993 წლის 4 ოქტომბერი- თეთრი სახლი.
1993 წლის 23 დეკემბერი- მინერალური წყლები.მახაჩკალა.
1994 წლის 27 მაისი -მახაჩკალა, ბაჩი-იურტ.
1995 წლის 17 ივლისი- ბუდიონოვსკი.
1995 წლის ოქტომბერი-მოსკოვი.
1996 წლის 18 იანვარი-დაღესტანი.
1997 წლის 20 დეკემბერი- მოსკოვი, შვეიცარიის საელჩო.
1999 წლის შემოდგომა-დაღესტანი.
1999-2001 წლები-ჩეჩნეთი.
2001 წლის 31 ივლისი- მინერალური წყლები.
2002 წლის 26 ოქტომბერი- თეატრალური ცენტრი დუბროვკაზე. მოსკოვი.
2004 წლის 1-3 სექტემბერი- ტერორისტული აქტი ბესლანში.

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Alpha Group.
PostPosted: 01 May 2009, 22:05 
Offline
User avatar

Joined: 23 Sep 2005, 08:27
Posts: 1036
Location: Tbilisi, GE
G.I.G.N. wrote:
2004 წლის სექტემბერში ჩატარდა ბესლანის სკოლაში მძევლების განთავისუფლების ოპერაცია , რომელშიც ალფა მონაწილეობდა.

იმჰო, ეს ყველაზე სამარცხვინო ოპერაცია იყო მათი არსებობის ისტორიაში.
თუმცა, არანაირად არ ვაკნინებ ალფას მებრძოლებს. რამდენადაც წამიკითხია და ვიცი, უსერიოზულესად მომზადებული სპეცრაზმია.

ხალხო, სადმე არ იცით დოკუმენტური ვიდეოები ალფას და სხვა სპეცრაზმების შესახებ ?

_________________
Five-Seven, 5.7х28 mm
Glock 17, 9x19
Glock 21, .45 Auto
Walther PPK, 7.65. 1941
j.p. clabrough & johnstone .20
UZI SMG .22
UZI 9x19
ИЖ-54 .12


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Alpha Group.
PostPosted: 02 May 2009, 11:50 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
Sikvdila wrote:
G.I.G.N. wrote:
2004 წლის სექტემბერში ჩატარდა ბესლანის სკოლაში მძევლების განთავისუფლების ოპერაცია , რომელშიც ალფა მონაწილეობდა.

იმჰო, ეს ყველაზე სამარცხვინო ოპერაცია იყო მათი არსებობის ისტორიაში.
თუმცა, არანაირად არ ვაკნინებ ალფას მებრძოლებს. რამდენადაც წამიკითხია და ვიცი, უსერიოზულესად მომზადებული სპეცრაზმია.

ხალხო, სადმე არ იცით დოკუმენტური ვიდეოები ალფას და სხვა სპეცრაზმების შესახებ ?



მანდ ცოტა სხვა ამბავი იყო. სკოლის შენობაში რამოდენიმე ასეული სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი იყო მძევლად აყვანილი. ტერორისტები იყვნენ საკმაოდ გამოცდილი მებრძოლები. ასევე დანაღმული და მერხებით ჩახერგილი იყო ყველა შესასვლელე, ფანჯრები....მსგავსი მაშტაბის ტერორისტული აქტი როდესაც აყვანილი იქნა ამდენი მძევალი მე არ მახსოვს.

თან თავდაპირველად სკოლის შტურმი დაიწყო ადგილობრივმა ომონმა. რათქმაუნდა წარუმატებელი გამოთგა მათი ეს მცდელობა. ამის შემდეგ ჩამოიყვანეს მოსკოვის ალფა და ვიმპელი. ასევე არ იყო პერიმეტრი გადაკეტილი ( ამის გაკეთება ალფას და ვიმპელს არ ეხებოდა). იქაურ მოსახლეობას რომელთა უმრავლესობა იმ მოსწავლეების მამები და ნათესავები იყვნენ ოხრად ქონდათ იარაღი და ცდილობდნენ ვითომდა რაღაცის გაკეთებას.

მართალია დღევანდელი ალფა და ვიმპელი ვერ არის იმ დონის, როგორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის დროს მაგრამ მაინც მაღალი დონის სპეცრაზმებია.

ესეთი ხალხი საკმაოდ ართულებდა სიტუაციას.თუმცა ეს მილიციის მოსაგვარებელი საქმე იყო და არა ამ სპეცრაზმების.

Image


საკმაო ხანია რაც ქართულ ფორუმებზე და სხვადასხვა საიტებზე ვაწყდები საკმაოდ არასწორ შეფასებას ამ სპეცრაზმების მიმართ. წერენ : ეს ისინი არ არიან სკოლის მოსწავლეები რო ჩახოცეს? ამათ ჩვენები კნუტებივით დახოცავენ (ნეტა მართლა ეგრე იყოს). მტრის არასწორად შეფასება არ შეიძლება.

სწორედ ამის გამო გამიჩნდა სურვილი დამეწერა (გადმომეთარგმნა) მათი ისტორია. ამით ნაღდად არ ვცდილობ მათზე ისეთი შტაბეჭდილების შექმნას თითქოსდა დაუმარცხებლები არიან, უბრალოდ მინდა რეალური ინფორმაცია გვქონდეს მათ შესაძლებლობებზე.

სხვათაშორის სპეცოპერაციის შემდეგ ბესლანის სკოლის ერთ ერთ კედელზე ეწერა : " ალფა ი ვიმპელ სპასიბა რებიატა ვამ ზა ვსიო". მაგ ბიჭებმა მართლა ყველაფერი გააკეთეს მძევლების გასათავისუფლებლად. მოკლედ შეიძლება არ მოგწონდეს ( ვერ იტანდე ) რუსეთის მთავრობას, მაგრამ იმის თქმა რომ ეFესბეს სპეცრაზმები კუანები არიან არასერიოზულია.

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Alpha Group.
PostPosted: 23 Jan 2010, 19:09 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
შერჩევა ფეესბეს სპეცრაზმებში.ალფა.ვიმპელი.


ეს სტატია გადმოვთარგმნე რუსული სამხედრო ჟურნალი "ბრატიშკიდან".შეიძლებოდა ამ სტატიის სამხედრო განყოფილებაში დადება მაგრამ რადგან ალფას და ვიმპელს ეხება, მათზე კი სტატიები ამ განყოფილებაშია, ჩავთვალე უკეთესი იქნებოდა თუ აქ დაიდებოდა.

Image


პირველადი შერჩევა.

ფეესბეს სპეცრაზმში სამსახურისთვის როგორც წესი ირჩევენ ოფიცრებს და პრაპორშიკებს.ყვალაზე მეტი წილი სპეცრაზმში ოფიცრები არიან-97%.მხოლოდ 3% პრაპორშკები.შესაბამისად ოფიცრებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, ხოლო პრაპორშიკებს საშუალო.პრაპორშიკები როგორც წესი ინიშნებიან მძღოლის და ინსტრუქტორის თანამდებობაზე.სპეცრაზმში მოსახვედრად კანდიდატს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს ან ალფას ან ვიმპელის მოქმედმა ან ყოფილმა მებრძოლმა.
კანდიდატი უნდა იყოს 175სმ ან უფრო მაღალი. რადგან შტურმის დროს ხშირად იყენებენ მძიმე და გაბარიტებით დიდ თავდაცვის საშუალებებს.დაბალი ადამიანი კი მიწაზე აჩოჩიალებდეს იქნება მას.გამონაკლისები კეთდება იმ შემთხვევაში თუკი კანდიდატი სპორტში წარმატებული ადამიანია.კანდიდატი უნდა იყოს 28წლმადე.თუმცა სხვა უწყებაში მომუშავე ნიჭიერ ოფიცრებზე კეთდება გამონაკლისი.



ფიზიკური ტესტირება.


ალფას და ვიმპელის ფიზ. ტესტები ცოტათი განსხვავდება. ვიმპელში შედარებით "იოლია".ფიზ.ტესტირება იყოფა ორ ნაწილად და ბარდება ერთ დღეს.პირველია ფიზიკური ხოლო მეორე სპარინგი.

უნდა გაირბინოს 3კმ 10.30წთ-ში. ფინიშის შემდეგ დასვენება 5 წუთი.მერე 100მ სპრინტი არაუმეტეს 12წამისა. შემდეგ ძუნძულით შერბის დარბაზში სადაც 25 ჯერ უნდა აიწიოს ტურნიკზე(ალფაში) ხოლო ვიმპელში 20ჯერ. შემდეგ დასვენება 3წუთი.შემდეგ პრესი 90ჯერ (თუმცა ამბობენ მანამ უნდა გააკეთო სანამ ინსტრუქტორი სტოპს არ იტყვისო, დაახლოებით 300 ჯერ უნდა გააკეთოო).დასვენება 3 წუთი.შემდეგ ხელებზე აზიდვები იატაკიდან 90ჯერ ალფაში.75 ჯერ ვიმპელში.აჯიმანიები ზოგჯერ შეიძლება შეიცვალოს ორძელზე აწევით, ამ შემთხვევაში იწევიან 30ჯერ. დასვენება 3 წუთი.დრო განსაზღვრული არაა მაგრამ არც დასვენების საშუალებას გაძლევენ. მკაცრად ადევნებენ თავლყურს თუ რამდენად სუფთად გეთდება მოძრაობები.
ამის შემდეგ კეთდება კომპლექსური ძალისმიერი სავარჯიშოები. ალფაში 7 ჯერ.ვიმპელში 5 ჯერ.ეს სავარჯიშოები მოიცავს: 15 აჯიმანია,15 პრესი,15 ჯერ ჩამჯდარი მდგომარებიდან მწოლიარე მდგომარეობაში გადასვლა და უკუღმა.შემდეგ 15 ჯერ ჩამჯდარი მდგომარეობიდა ახტომა.ყოველ ვარჯიშზე გამოყოფილია 10 წამი.-მოცემული ციკლი არის კომპლექსური ვარჟიშის 1 გამეორება, ესეთი უნდა გაკეთდეს 7 ჯერ. შუაში შესვენების დრო არაა.ხანდახან ალფაში არის ტესტი რომელიც 100 ჯერ ახტომას გულისხმობს.


ხელჩართული ბრძოლა.

ფიზ.ტესტის შემდეგ არის 3 წუთიანი დასვენება რის შედეგაც იხურავენ შლებს,სამუხლეებს და გადიან ხალიჩაზე სასპარინგოთ. სპარინგ პარტნიორი არის ხელჩართული ბრძოლის ინსტრუქტორი ან კარგად მომზადებული თანამშრომელი.წონითი კატეგორიები არაა. 75 კგ წინააღმდეგ შეიზლება გამოვიდეს 100 კგ-იანი.კანდიდატმა უნდა იაქტიუროს, პასიურობა არ ჩაეთვლება.გამოვლილი ვარჯიშის შემდეგ ეს არც თუისე ადვილია.ამ შემთხვევაში მოწმდემა პიროვნული თვისება-რამდენად მებრძოლი სულის პიროვნებაა.ყოფილა შემთხვევა როდესაც სპორტის გამოცდილი მებრძოლი დამარცხებულა მაშინ როდესაც, შედარებით გამოუცდელი კანდიდატები გაშმაგებით იბრძოდნენ."კარაპოვიე ბერეტისგან" განსხვავებით აქ ინსტრუქტორი აძლევს კანდიდატს საშუალებას რათა იმუშაოს, რათა უკეთ გაიგოს რა შეუძლია. სპარინგის დროს ხდება ხელის ან ცხვირის მოტეხვები( ამ შემთხვევაშიც კი კანდიდატმა არ უნდა მიატოვოს ბრძოლა,ინსტრუქტორი თვითონ შეამჩნევს და გააჩერებს ბრძოლას.კანდიდატი კი ამით დამატებით ქულას მიიღებს).
ამით ეს გამოცდა მთავრდება. უპირატესობა ენიჭებათ მოკრივეებს,კარატისტებს,მორბენლებს.
თუ კანდიდატი სხვა სპეცრაზმიდან გადმოდის მაშინ მას შეიძლება სხვა ტესტებიც ჩაუტარონ: სროლაში,100მ ცურვა დროზე, 25 მ წყლის ქვეშ.

Image



სპეცშემოწმება.

შემდეგ მოდის ეგრეთ წოდებული სპეცშემოწმება, რომლის დროსაც ამოწმებენ კანდიდატის ყველა ნათესავის ბიოგრაფიას.კანდიდატი გადის გასაუბრებას ფსიქოლოგთან,რომელიც სწავლობს მის ხასიათს, ტემპერამენტს,მორალურ პრინციპებს.არის შემთხვევები როდესაც კანდიდატი იტყუება.ფსიქოლოგი ადგენს მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს , რომელიც სპეცშემოწმების საქმეში იდება.შემდეგ კანდიდატი გადის სიღრმისეულ სამედიცინო გამოკვლევას,რომლის დროსაც ირკვევა გამოდგება თუ არა სამთო სადესანტო საქმისთვის.შემდეგ მას ელოდება პოლიგრაფზე შემოწმება, რომელმაც უნდა გამოარკვიოს მისი ცხოვრების "შავი ლაქები""ნარკოტიკები და სასმელისკენ მიდრეკილება, კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან,ასოციალური გადახრები.
კანდიდატის შეფასება ხდება ბალებით, რაც იძლევა იმის გარკვევის საშუალებას თუ რამდენად წარმატებით გაიარა, ესა თუ ის ტესტი.მაგ.ფიზ.ტესტის უმაღლესი ქულაა-900.მინიმალური ქულა ,რომლიდანაც შეიძლება სპეცდანიშნულების ცენტრში მოხვედრა არის -700.საშუალო გამსვლელი ქულა არის -800.



კანდიდატის წარმატებით ჩარიცხვის შემდეგ ხდემა მის მშობლებთან და ცოლთან გასაუბრება, რისი მეშვეობითაც ცდლობენ უფრო დაადგინონ მისი ხასიათი.ამის შემდეგ იდება წერილობითი თანხმობა მშობლების და ცოლის მხირად, რომ ისინი თანახმა არიან კანდიდატმა იმსახუროს სპეცდანაყოფში.ეს დაკავშირებულია იმასთან , რომ სპეცრაზმი ასრულების სიცოცხლისთვის მაღალი რისკის მქონე ამოცანებს.თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მშობლებიც თანახმანი არიან, მაშინ კანდიდატი ოფიციალურად ირიცხება სპეცრაზმში როგორც ახალგაზრდა თანამშრომელი.
ჩარიცხული კანდიდატები გადიან ნათლობის ოფიციალურ ცერემონიალს , რომლის დროსაც გადაეცემათ შავი ბერეტები და დანა წარწერით "Антитеррор".

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 4 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge