საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 19 Jan 2021, 19:30

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 
Author Message
 Post subject: Вымпел
PostPosted: 01 May 2009, 14:15 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
ავღანეთში "კგბ" არასაშტატო სპეცრაზმების მოქმედებამ აჩვენა რომ საჭირო იყო შექმნილიყო საშტატო სტრუქტურა რომელიც შეძლებდა შეესრულებინა სპეციალური ამოცანები მტრის ღრმა ზურგში. ეს მოსაზრება გამოთქვა გენერალ-მაიორმა დროზდოვმა ანდროპოვთან შეხვედრის დროს, 1979 წლის ბოლოს.1980 წლის განმავლობაში ეს იდეა ხშირად განიხილებოდა მთავრობაში და პოლიტბიუროზე.ბოლოსდაბოლოს "კგბ" დათანხმდა შეექმნა ესეთი სტრუქტურა.
1981 წლის 19 აგვისტოს შედგა სსრკს მინისტრების და პოლიტბიუროს დახურული სხდომა სადაც გადაწყდა შეექმნათ კგბს დაქვემდებარებაში სრულიად საიდუმლოდ სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც უნდა შეესრულებინა ამოცანები სსრკს ფარგლებს გარეთ განსაკუთრებულ პერიოდში. პირველი მეთაური გახდა 1 რანგის კაპიტანი ევალდ გრეგორის-ძე კოზლოვი. რაზმს დაარქვეს ვიმპელი. ოფიციალურად სრუქტურის დასახელება იყო -სსრკს კგბს ცალკეული სასწავლო ცენტრი.
რაზმისთვის ბრძანების გაცემა შეეძლო მხოლოდ კგბს თავჯდომარეს და ისიც მხოლოდ წერილობით.ვიმპელის ზოგიერთმა წევრმა არალეგალურად გაიარა "სტაჟირება" ნატოს სპეცრაზმებში.
ვიმპელი თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე მოითხოვდა ახალ, სპეციალურ საწვრთნელ პროგრამას,რათა საჭირო დროს ჩაეტარებინა სპეცღონისძიება მტრის ზურგში მათი დეზორგანიზებისთვის.საჭირო იყო მოემზადებინათ მაღალკვალიფიცირებული და მოაზროვნე მებრძოლები, რომლებსაც უნდა შეძლებოდათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და თუ საჭირო გახდებოდა თავიც კი შეეწირათ სამშობლოსთვის. პროგრამა პრაქტიკულად ნულიდან დაიწერა. გამოყენებული იქნა საჰაერო-სადესანტო ჯარების, მესაზღვრეების,კგბს ოპერატიული შემადგენლობის გამოცდილება. მის შემუშავებაში დიდად დახმარება КУОС (ოფიცრების მომზადების სრულყოფილი კურსი) გამოცდილება და რეკომენდაციები.
მებრძოლების დაზაბული საბრძოლო მომზადება დაიწყო ვიმპელის შევსებიდანვე. რაზმში თავიდან იღებდნენ მხოლოდ ოფიცრებს. ძირითადად ესენი იყვნენ ის ოფიცრები რომლებმაც გაიარეს "კასკადი" (სპეცდანიშნულების რაზმი) და КУОС. მაგრამ რადგან რაზმის რიცხოვნება გაიზარდა 1000 კაცამდე დაიწყეს მესაზღვრების და საჰაერო-სადესანტო ჯარებიდანაც ხალხის მიღება. მკაცრი შერჩევის შედეგად 10 მსურველიდან მხოლოდ 1 ხვდებოდა რაზმში.
დიდი ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ მომზადებას, საბრძოლო ხელოვნებას. მაღალ დონეზე იყო სამთო მომზადება. ასწავლიდნენ სროლას ყველაფრიდან რაც ისვრის, მანქანის და ჯავშანმანქანის ტარებას.დიდი ყურადღება ეთმობოდა ამფეთქებლის საქმის შესწავლას. მებრძოლები სწავლობდნენ ასაფეთქებელი ნივთიერების მომზადებას საოჯახო ქიმიური ნივთიერებებისგან ( სარეცხი ფხვნილი, ჟელე..). ასწავლიდნენ კავშირგაბმულობას. და ბევრ სხვა რამეს. ვიმპელის მებრძოლებმა იცოდნენ ერთი ან ორი უცხოური ენა და ყველაფერი (მოსახლეობის რიცხოვნება, მათი ულტურა , ადათ წესები) იმ ქვეყნის შესახებ ვის წინააღმდეგაც აპირებდნენ ბრძოლას.
არასაკმარისი დაფინანსების მიუხედავათ მიღწეული იქნა მებრძოლების მომზადების და ასევე შეიარაღების მაღალი დონე. ვიმპელის წარმატების მთავარი საიდუმლო გახლდათ იმაში რომ რაზმი დაკომპლექტებული იყო სპეცრაზმის ნამდვილი ფანატებით, რომლებიც მუშაობდნენ თავიანთ თავზე არამხოლოდ სამუშაო საათებში არამედ თავისუფალ დროსაც. ასევე მებრძოლები პერიოდულად იგზავნებოდნენ სტაჯირებაზე ავღანეთში სადაც მიდიოდა ომი, ასევე ვიეტნამში, კუბაში, ნიკარაგუაში, ანგოლაში, მოზამბიკში. სადაც იღებდნენ ფასდაუდებელ გამოცდილებას. ვიეტნამელებისგან და კუბელებისგან სწავლობდნენ შენიღბვის და გადაადგილების უნიკალურ მეთოდებს. ნიკარაგუელებისგან ისწავლეს პისტოლეტის სროლის მაღალი კლასი. მყვინთავ-მზერავებმა 17 სპეც. დანიშნულების ნაწილიდან ასწავლეს წყალში მოქმედება. დოსაფში სეისწავლეს მოტოდელტაპლანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვიმპელის ყველა მებრძოლი ყველაფერ ამაში იყო სპეციალისტი. რაზმში ყველაფერი იყო განაწილებული. დაყოფილი იყო ჯგუფებად რომელთაც თავიანთი განსაზღვრული სამოქმედო არეალი ქონდათ . ნულიდან მებრძოლი რო ჩამოეყალიბებინათ პროფესიონალად საჭირო იყო 5 წელი.
დროთა განმავლობაში რაზმის მომზადების დონე ამაღლდა და არ ჩამოუვარდებოდა მსოფლიო დონის ისეთ სპეცრაზმს როგორიცაა sas. იმისდა მიუხედავათ რომ ვიმპელს არ მიუღია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ( ასე ამტკიცებს დროზდოვი) მაინც ითვლება მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესო სპეცრაზმად.

მსვიდობიან პერიოდში ვიმპელი დაკავებული იყო მნიშვნელოვანი ობიექტების სუსტი წერტილების შესწავლით და შემდეგ ობიექტების "დაკავებით". გასათვალისწინებელია ის რომ ობიექტები დაცვა წინასწარ იყო ხოლმე გაფრთხილებული, მიუხედავათ ამისა ვიმპელი მაინც 5 ასრულებდა დაკისრებულ ამოცანას.
ვიმპელი მოქმედებდა ყოფილი სსრკს ყველა ცხელ წერტილში: ბაქო, ერევანი, ნახიჩევანი, ყარაბაღი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ჩეჩნეთი, მოსკოვი.
1991 პუდჩის შემდეგ ვიმპელი გადავიდა უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში. 1993 წელს რაზმი აღმოჩნდა პრეზიდენტის დაცვის სამსახურში. ვიმპელს დაუსახეს ახალი ამოცანები: ატომური ობიექტების ტერორისტებისგან გაწმენდა, ნარკობიზნესთან, უკანონო შეიარაღებულ ბანდ ფორმირებებთან ბრძოლა. მებრძოლებს მოუწია ახალი მეთოდების ათვისება. 1993 წელს ჩატარდა სწავლება. ტერორისტებმა დაიკავეს ატომური ყინულმჭრელი "სიბირი". ვიმპელმა 25 კაცის შემადგენლობით დაიწყო შტურმი სამი მხრიდან : ხმელეთიდან, წყლიდან და ჰაერიდან. შტურმიდან 7 წუთში უფროსობას მოახსენეს რომ გემი გაწმენდილია ტერორისტებისგან.
ოქტომბრის მოვლენების დროს ვიმპელმა და ალფამ უარი თქვეს პარლამენტის შურმზე. რის გამოც რაზმი გადავიდა შსს დაქვემდებარებაში. სადაც სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ვეგა. რამოდენიმე ასეული მებრძოლიდან მხოლოდ 50 დათანხმდა პოლიციაში სამსახურს. როდესაც გაიგეს ვიმპელის დაშლის თაობაზე შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდნენ უშიშროების აგენტები და შესთავაზეს სამსახური. სპეცრაზმელებმა უარი უთხრეს. ზოგიერთი მათგანი წავიდა საგარეო დაზვერვაში, ეხმარებოდნენ რუსეთის მოქალაქეების აფრიკის ცხელი წერტილებიდან გამოყვანაში.

1995 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ვიმპელი შევიდა ეფესბეს ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტში. სამმართველო "ვ"
ვიმპელის არსებობის მანძილზე დაიღუპა რამოდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად ავღანეთში და ყოფილ სსრკს ტერიტორიაზე. 1993 წლის მოვლენების დროს თეთრ სახლთან სნაიპერმა მოკლა 1 ალფელი რომელიც მანამდე ვიმპელში მსახურობდა.

ფედერალური უშიშროების სამსახურიში შედის "სპეციალური დანიშნულების ცენტრი", რომლის ამოცანაა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვა და ტერორიზმთან ბრძოლა. ცენტრში შედის სამმართველო "ა" (ალფა) და სამმართველო "ვ" (ვიმპელი).

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Вымпел
PostPosted: 01 May 2009, 14:19 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
Image

Image


Image


Image

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Вымпел
PostPosted: 01 May 2009, 14:22 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
გადმოვთარგმნე www.agentura.ru დან

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Вымпел
PostPosted: 01 May 2009, 16:37 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
მიშამ რუსული ელიტარული სპეცრაზმი ვიმპელი პრაქტიკულად აღარ არსებობსო. აგვისტოს ომის დროს გავანადგურეთო. :)
სადღაც ეწერა რომ ეხლა ვიმპელი დაახლოებით 300 მებრძოლისგან შედგება. ამათმა თუ ამდენი ვიმპელელი დახოცეს (ნეტა მართლა ეგრე იყოს) რაც დუტას ზღაპარს უფრო გავს ვიდრე რეალობას, წარმომიდგენია ჩვეულებრივ ჯარისკაცებს რას უზამდნენ.:)



თან ვიმპელის დონის სპეცრამები რამოდენიმე კაცის შემადგენლობით მოქმედებენ და არა ასეულობით. ამათმა კიდე საინტერესოა სად მოუყარეს თავი ამდენ ვიმპელელს. მოკლედ მაგარი ცოცხალი ტყუილი თქვა..:)

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Вымпел
PostPosted: 29 Jul 2009, 15:50 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
"ტერორისტებს არაერთხელ უცდიათ გასულიყვნენ "ალფას" და ვიმპელის" მებრძოლების ოჯახებზე.ისინი ნადირობენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სპეცრაზმელების სურათებზე, ყველაფერზე რისი საშუალებითაც შეძლებენ გაარკვიონ მათი ოჯახის წევრების და ახლობლების საცხოვრებლის მისამართები.ამის გამო ფე-ეს-ბეს სპეციალური დანიშნულების ცენტრის მებრძოლები ოპერაციებს ნიღაბით ატარებენ. მათი სახელი და გვარი კი საიდუმლოს წარმოადგენს."

პოლკოვნიკი სერგეი პოლიაკოვი,ახლო წარსულში სამმართველო "ა"-ს უფროსის მოადგილე.


2007 წლის 4 სექტემბერს, ჯგუფ "ვიმპელის" ოფიცრის, მიხაილ კუზნეცოვის მშობლიურ სოფელში (ერთ-ერთი იმ ათეული ფე-ეს-ბეს სპეციალური დანიშნულების ცენტრის თანამშრომელიდან, რომელიც დაიღუპა ბესლანის სკოლის შტურმში) უცნობმა პირებმა მოუკლეს გოგო, ოკსანა კუზნეცოვი.18 წლის გოგონა სასიკვდილოთ დაჭრეს მეორე დღესვე რაც, რამენსკის რაიონში საზეიმოდ გაიხსნა მამამისის ძეგლი.გამოძიება იხრება იმ აზრისკენ რომ მკვლელობა ჩაიდინა ოკსანას ერთ-ერთმა ნაცნობმა , მოტივი-პირადი ზიზღი ან ეჭვიანობა.


"სკოლის შტურმის დროს კუზნეცოვმა ევაკუაცია გაუკეთა 20 დაჭრილზე მეტს.შტურმზე გადასული ერთ-ერთი ქვეჯგუფის მხარდაჭერის დროს, ის ჩაება ბრძოლაში ორ ტერორისტთან, მეტყვიამფრქვევესთან და მსროლელთან.გაანადგურა ორივე და დაიღუპა თვითონაც.ტყვიამ არტერია გაუხვრიტა და ის როგორც მისი შვილი დაიღუპა სისხლის დაკარგვისგან.მაგ დროს იყო 39 წლის.ჩვენი კრიტერიუმებით ვეტერანი. ის, როგორც მაღალი დონის გამნაღმველი იყო რეზერვში, მაგრამ როდესაც ტერორისტებმა დაიწყეს სროლა მაგის თავი არავის ჰქონდა- მთავარი იყო მძევლების გათავისუფლება.რასაც აკეთებდნენ ჩვენი ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად."

"ალფა" ჯგუფის პოლკოვნიკი ს. პოლიაკოვი.




shooter

მემგონი კარგი იქნება ამასაც თუ ჩაამატებ.ეს ნათელი მაგალითია იმის თუ რა სახიფათო საქმეს ემსახურებიან სპეცრაზმელები. სახიფათოს არამარტო თავიანთი სიცოცხლისთვის არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის,

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Вымпел
PostPosted: 29 Jul 2009, 15:55 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
საინტერესოა რა თქმაუნდა...

მაგრამ ვიმპელის დედაც %$%$%$ !!!

რაც მეტი ჩაიხოცებიან ეგ ნაბოზვრები მით უკეთესი.

_________________
Si vis pacem, para bellum!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Вымпел
PostPosted: 29 Jul 2009, 16:02 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
Irelly wrote:
საინტერესოა რა თქმაუნდა...

მაგრამ ვიმპელის დედაც %$%$%$ !!!

რაც მეტი ჩაიხოცებიან ეგ ნაბოზვრები მით უკეთესი.



გეთანხმები მაგრამ მარტო გინებით მაგას არაფერი ეშველება.:)

ისე კი მართალია ჩვენი მტრები არიან მაგრამ პროფესიონალები რო არიან ფაქტია.

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge