საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 19 Jan 2021, 18:48

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 
Author Message
 Post subject: იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის 10 წესი და მათი განხილვა
PostPosted: 11 Dec 2008, 17:45 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
პირველი და უმთავრესი რაც დაგაზღვევთ უბედური შემთხვევისგან. ისე მოეპყარი იარაღს თითქოს ყოველთვის დატენილია.
ანუ პატივი ეცი იარაღს და მის გამანადგურებელ ძალას. არ ენდო სიტყვებს რომ იარაღი ცარიელია, ნებისმიერი მანუპულაციების დაწყებამდე ვიზუალურად და ხელით შეამოწმე იარაღი. შეამოწმე იარაღი, ჩაატარე რაიმე მანიპულაციბი დადე იარაღი, კარგი! ისევ აიღე ხელში და ისევ ამოწმებ იარაღს. ეს უნდა იყოს რეფლექსი.

მიმართე იარაღი ყოველთვის უსაფრთხო მიმართულებით. ძალიან მარტივია, არ დაუმიზნო არავის და არფერს რისი გამადგურებასაც არ აპირებ. ნებისმიერი მანიპულაცების დროს იარაღი ლულა არის მიშვერილი მიწისკენ კედლისკენ მაგრამ არა საკუთარი თავისკენ, ფეხისკენ ხელისკენ ან გვერძე მდგომისკენ. ამ მარტივმა პრინციპმა გადამარჩინა მე როდესაც გამივარდა ზიგ ზაუერი (დამავიწყდა რომ სავაზნეში ტყვია დამრჩა). მოხვდა კედელს.

თითი შორს სასხლეტისგან. კიდევ ერთი უმთავრესი ჩვევა რაც განასხვავებს ადამიანს რომელმაც იცის იარაღთან ურთიერთობა ადამიანისგან რომელიც არ იცის იარაღი. თითი თავსდება სასხლეტზე მხოლოდ და ყოველთვის უშუალოდ გასროლის დროს. არც გადაადგილებისას, არც დაშკლა აწყობისას არც ვარჯიშისას თითი სასხლეტს არ ეკარება. გამართული იარაღი ტავისით არ ისვრის, თანამედროვე იარაღი არ ისვრის შეყენებული ჩახმახით ბეტონის იატაკზე რომ დააგდო. თითის სასხლეტის გარეთ ყოფნა ნებისმიერი მანუპულაციის დროს უნდა გახდეს ჩვევა, რეფლექსი.

იცოდე რას ესვრი მე სიმართლე გითხრათ არ მომწონს ეს წესი. ამიტომაც მარტივ ინტერპრეტაციას მივცემ. ტყვია შეიძლება გახვრიტოს ის რასაც თქვენ ესროლეთ და შეასრლოს "დავალება" მაგრამ ამის მერე ის წარმოადგენს საფრთხეს. უნდა მიიღოთ ყველა ზომა რომ გამორიცხოთ ტყვიის ზედმეტად გრძელი "მგზავრობა". დაათვალიერეთ ტერიტორია სადაც ისვრით. გამოყავით თუ ბევრნი ხართ მეთვალყურეები, რომლებიც გააკონტროებენ სრლებს და გარშემო ეტრიტორიას. გადახედეთ იმ მხარეს რა მიმართულებებიტ ისვრით შეიძლება ტყვია მაღლა წავიდეს და არც შეუქმნას არავის საფრტხე მაგრამ ცაში თავს ზევიტ ტყვეიბსი წული არავის არ ესიამოვნება. არც ისე დიი ხნის წინ ჩვენს გვერდით ვიღაცეები ისროდნენ და ერთამ ტყვიამ ზუსტად ასე თავს ზევით ჩაგვიწუილა. ასე რომ მაქსიმალური სიფრთხილე სროლების ორგანიზებისას!!!

იცოდე შენი იარაღი. ვიცნობ ხალხს იარაღი ნაგავივით უყრიათ. პისტოლეტს და რევოლვერს ვერ არჩევენ. ჩვენ სხვა შემტხვევა ვართ))) გაეცანით იარაღის ინსტრუქციას, რაც არ უნდა მაგარი სპეცლიალისტი გეგონოს თავი ინსტრუქციაში ხშირად აღნოაჩენ ისეთ ინფროამციას (შეზღუდვებს) რომლების შესახებ არც გსმენია. ასევე ნახე როგორ მუსაობს იარაღი, როგორ მოქმედბენ მისი დამცველები და ასე შემდეგ. აწვალე იარაღი ხელში რომ მიეჩვიო მის ერგონომიკას, დაიმახსოვრო სად რა ღილაკები აქვს და რა ფუნქციას ასრულებენ.

არ ესროლო მყარ ნივთებს და წყალს. რატომ? იმიტომ რომ რიკოშეტის დიდი ალბათობაა და წერტილი. ერთი ჩემი მეგობარი არის პოლიციელი ამერიკაში. მაგათ ტირში მოიტაეს გამოსაცდელათ ბელგიური მცირეკალიბრიანი ორი იაარაღი, პისტოლეტ ტყვიამფრქვევი P90 და იგივე კალიბრის პისტოლეტი "ფაივ-სევენი". პირველივე ჯერის შემდეგ ორი გვერზე მდგომი ოფიცერი დაიჭრა, ტან ერთი საკმაოდ მძიმედ. ტირი გათვლილი ყველა ტიპის პისტოლეტის ვაზნაზე აღმოჩნდა უავრგისი მცირეკალიბრიანი სწრაფი ვაზნბის გამოყენებისას. ვინ წარმოიდგენდა? ასეთებიც ხდება ასე რომ კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. დიდი ქვები მიწაში, სამშენებლო ნაგავი, ბოძები და ასე შემდეგ ზრდის რიკოშეტის საშიშროებას.


არ ენდო ბოლომდე დამცველ სისტემებს. დამცველი კარგია და უმეტეს იარაღზე საკმაოდ საიმედოა მაგრამ ის არის მექანიზმი, დამზადებული და აწყობილი ადამიანის მიერ. ესეიგი მან შეიძლება გიმტყუნოს. მაგალითა თუ ემგობარმა გთხოვათ იარაღი, ეს სულაც არ ნიშნავს რომ შეგიძლიად ჩაკეტოთ დამცველზე და ისე მისცეთ, ან ჩაკეტილი იაარღი თიტზე დაატრიალოტ ან ესეთი რამე. დამცველის სწორი ხმარება დაგიცავთ უბედური შემთხვევისგან მაგრამ ის პანაცეა არ არის. და მისი ბოლომდე ნდობა არ არის მიზანშეწონილი.


დატენე იარაღი მარტო მაშინ როდესაც გჭირდება. ანუ იარაღი არის დატენილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასრულებს ტავის ფუნქციას. პისტოლეტი დატენლია თუ მას ატარებთ ან იყენებთ როგორც პერსონალური დაცვის საშუალებას, სანადირო თოფი დატენილია თუ იმყოფებით სანადიროთ და უშუალოდ ნადირობის პროცესში ხართ. ჩემ სეიფზე გამაფრთხილებელი წარწერაა რომელც მახსენებს რომ სანამ იარაღს მოვათავსებ შესანახად შევამოწმო მისი მდგომარეობა. ეს ზიგთან შემთხვევის შემდეგ გავაკეთე.

გამოიყენე სწორი ტყვიაწამალი. ნუ იქნები იდიოტი და ნუ შეეცდები ისროლო ტტ-ს ვაზნები მაკაროვიდან და ასე შემდეგ, ყველა იარაღის ინსტრუქციაში წერია შეზღუდვები ტყვიაწამალზე. წაიკითხეთ ნახეთ გადაამოწმეთ.

იყავი ყურადღებით!!! დაიცავი უსაფრტხოების წესები და აიძულე სხვები დაიცვან ისინი. უყურე შენ თავს და ცალი თვალით სხვებს. აკონტროლე შენი იარაღი ისე რომ შენი ნებართვის გარეშე არავინამ ხელი არ ახლოს. მოკლედ სროლა სიამოვნებაა და ძალიანა ზრტულია, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეს რომ ნებისმიერი დაუდევრობა შეიძლეაბ დამტავრდეს სიკვდილით, დასახიჩრებით და უბედურებით. ასე რომ იყავით ყურადღებით!!!


ასევე მინდა გადმოვთარგმნო 10 უსაფრთხოების წესი როემლიც საკმაოდ ძველ რემინგტონის ბუკლეტში იყო ჩამოთვლილი და ერთ ერთ საიტზე ვიპოვე. დათარიღებულია 1945 წლით.

1. მოპყრაი იარაღს ისე თითქოს ის ყოველთვის დატენილია. ეს არის უმთავრესი და უპირატესი წესი.

2. ატარე მხოლოდ ცარიელი იარაღი, გახსნილი საკეტით ან დაშლილი თუ გადაადგილდები სახლში, ბანაკში, მანქანით.

3. ყოველტვის დარწმუნდი რომ ლულა და საკეტი სუფთად არის და შიგ არ არის უცხო სხეულები.

4. ისე ატარე იარაღი, რომ ადვილად აკონტროლო მისი ლულის მიმართულება, მაშინაც კი როდესაც спотыкаешся

5. იყავი დარწმუნებული სამიზნეში სანამ მას ესვრი.

6. არასდროს არ მიმართო იარაღი იმას რისი ანადგურებასაც არ აპირებ

7. არასდროს არ მიატოვო იარაღი სანამ არ დაცლი მას.

8. არასდროს არ გადაძვრე ღობეზე ან არ ახვიდე ხეზე დატენილი იარაღით.

9. არასდროს არ ესროლო მყარ, ან გაშლის საგნებს და წყალს.

10. არ აურიო ერთმანეთში დენთი და ალკოჰოლი.


Last edited by Shooter on 12 Dec 2008, 13:51, edited 2 times in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: იარაღთან უსმოფრთხო მოპყრობის 10 წესი და მათი განხილვა
PostPosted: 11 Dec 2008, 17:54 
Offline
User avatar

Joined: 04 Nov 2008, 10:48
Posts: 76
პირველ9ს არ ვეთანხმები 10 კარგი იყო :lol:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: იარაღთან უსმოფრთხო მოპყრობის 10 წესი და მათი განხილვა
PostPosted: 11 Dec 2008, 18:03 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
mikhako wrote:
პირველ9ს არ ვეთანხმები


ახსენი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: იარაღთან უსმოფრთხო მოპყრობის 10 წესი და მათი განხილვა
PostPosted: 11 Dec 2008, 18:10 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 508
:clap:

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: იარაღთან უსმოფრთხო მოპყრობის 10 წესი და მათი განხილვა
PostPosted: 12 Dec 2008, 09:13 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11107
Location: თბილისი
Shooter
კარგია,
ჩვენს უსაფრთხოების ექსპერტს სამწუხაროდ არ აქვს ინეტი ამჯამად :) დაიკარგა ეგ კაცი რა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: იარაღთან უსმოფრთხო მოპყრობის 10 წესი და მათი განხილვა
PostPosted: 12 Dec 2008, 12:04 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
ბერო wrote:
Shooter
კარგია,
ჩვენს უსაფრთხოების ექსპერტს სამწუხაროდ არ აქვს ინეტი ამჯამად :) დაიკარგა ეგ კაცი რა.


უსაფრთხოების ექსპერტივ გვყოლია? :shifty: :D

ისე მინდა ცალკე თემა გავხსნა სადაც ყველა აღწერს რაიმე უბედუღ შემტხვევაშ ან ინციდენტს რომ ყველამ წაიკიტხოს და იცოდეს რა მოყვება გაუფრთილებლობას.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: იარაღთან უსმოფრთხო მოპყრობის 10 წესი და მათი განხილვა
PostPosted: 12 Dec 2008, 12:05 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ბერო wrote:
Shooter
კარგია,
ჩვენს უსაფრთხოების ექსპერტს სამწუხაროდ არ აქვს ინეტი ამჯამად :) დაიკარგა ეგ კაცი რა.


ხოო იმ დღეს მაგარი სინანულით ამბობდა ბარონასთან გავხსენი ჩვენი საიტი და სულ გადაწითლებული იყოო :D

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge