საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 18 Jan 2021, 21:25

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 2 posts ] 
Author Message
 Post subject: სასროლოსნო სპორტი რუსეთში
PostPosted: 11 Oct 2008, 17:38 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
არ ვიცი ეხლა, შეიძლება ბევრს არ აინტერესებდეს და სულაც არ უხაროდეს ან აღიზიანებდეს მაგრამ შემიძლია გაცნობოთ, რომ რუსეთმა მიუხედავად იმისა რომ დიდად ჩვენგან (ან ჩვენ მათგან) არ ჰანსხვავდებით სამოქალქო იარაღის ბრუნვის რეგულირების საკითხებში, რისეთში მაინც მოხდა სასროლოსნო სპორტის განვითარება. მიუხედავად ყველაფრისა. პრაქტიკლულად ჩვენ წინ ვართ მხოლდო ერთ თემაში, ჩვენთან მოქალაქეს შეუძლია იყიდოს დ შეინახოს (არა ისროლოს) მოკლელულიანი იარაღი. ეს არის ერტადერთი პლიუსი, დანარჩენში მინუსებში ვართ.
ბოლო რამოდენიმე წელია რუსეთში არის სასროლოსნო სპორტის ბუმი. თან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაოდენ გასაოცარი არ უნდა იყოს მათ შორის პრაქტიკულ სროლაშიც ანუ IPSC-ში. იქ უბრალოდ სპორტსმენები ყიდულობენ პისტოლეტს და ის არის გაფორმებული იურიდიულად სასროლოსნნო ცენტრზე და იქ ინახება მაგრამ დაშვება ამ კონკრეტულ იარაღზე აქ მხოლოდ მის დე ფაქტო მფლობელს. შედეგი- ურიცხვი პატარა და დიდი შეჯიბრებების. იარაღი რომელსაც ხმარობენ ცოტაა მაგრამ საკმარისია. პირცელ რიგში 9მმ მრ446 ვიკინგი, მაკაროვი, აპს-ი. ასევე ჰარკვეული პროგრესია სხვა სისტემების გამოშცვებაში სულ მალე დაიწყებენ ლიცენზიით სპორტული პისტოლეტის შცვეიცარული სფინქსის წარმოებას (ჩზ75-ის კლონი). რამოდენიმე სპორტსმენმა შექმნა თავისი მოდლეები, ლობაევ იქს იქს ელ და ასე შემდეგ.
ასევე ძალიან დიდი წინსვლა აქვთ სნაიპერულ სროლაში. შეჯიბრებები ბენჩრესტი და ვარმინტში ტარდება რეგულარულად. მიუხედავად იმისა რომ მანდ საკმაოდ ცოტა ადგილებია სადაც შეიძლება ვარჯიშია სეა თუ ისეა შეჯიბრებებს რეგულარულად ატარებენ. არსებობს რუსეთის ეროვნლი ბენჩრესტის და ვარმინტის ფედერაცია. ასევე ძალიან ბევრია დახურული შეჯიბრებების რაოდენობა. მას აწყობენ სხვა და სხვა ძალოვანი უწყებები. ბოლო დროს ასეთ შეჯიბრებებზე ჩამოდიან უცხო ქვეყნებიდანანც რაც მეტყველებს იმაზე რომ ასეთი ტურნირები სერიოზულად არიან ორგანიზებულები. რა თქმა უნდა პიორბებით და ორგანიზაციით ისინი შორს არიან მაგალიტად იგვე აშშ-სგან მაგრამ მათი დონე წლიდან წლამდე მაღლდება. აღსანიშნავია, რომ ასეთ შეჯიბრებებში წარმოდგენილია თითქმის ყველა მეტ ნაკლებად სერიოზული სანიპერული "ბრენდები", საკო, AW, Erma და ასევე სპეც შეკვეთით აწყობილი სისტემები. ასევე უკვე რუსეთში აწყობენ საკუთარ მარალი სიზუსტის სნაიპერულ კომპლექსებს. გამოიყენება ყველა კალიბრი 12.7-დე. მათ შორის ისეთი სპეციფიური როგორიცაა სუპერ მოკლე მაგნუმები, 6PPC, 338 ლაპუა მაგნუმი და ასე შემდეგ.

ასეთივე დიდი პროგრესია პნევამტურ იარაღში, პეინტბოლში, სტრაიკბოლში, არც ისე დიდიხანია პირველად რუსეთში გაჩნდა ახალი სპორტი ხარდბოლი სადაც ერთმანეთს უშენენ 4.5მმ-ნი პნევმატური იარაღიდან, საკმაოდ ხისტი და სახიფათო სპორტია მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში გუნდების რაოდენობა თითქმია ათჯერ გაიზარდა. საერთოდ ის ფაქტი რომ რაღაცა გაჩნდა რუსეთში პირველად და არ იქნა იქ შემოღებული სხვა ქვეყნებიდან უკვე საკმაოდ საინეტერესოა.

რა გასიკვრია, იზრდება მოქალაქეთა კეთილდღეობა იზრდება მათი მოთხოვნები. ადრე ან სვავდნენ ან დისკოტეკაზე დადიოდნენ, ერთადერთი პრასვეტები ეს იყო, დღეს სულ სხვა დროა. ხალხის ინტერესები გაფართოვდა, შემოსავლებმა იმატა ხო და მოთხოვნაც ასეთ რამეებზე გაიზარდა.

საბჭოტა კავშირიდან რისეთს შემორჩა სპორტსმენ მსროლელთა მომზადების ძალიან დიდი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა ბევრი რამე ვერ შეინარჩუნეს და ბვერი მიმართულებით ჩამორჩნენ მაგრამ მათ ყავთ საკმაოდ ძლიერი მსროლელები, რომლებიც წარამტებით ასპარეზობენ საერთაშორისო დონეზე. ისინი აღარ არიან შეზღუდული იარაღი არცევაში და შესაბამისად მაღალ რეზულტატებსაც აჩვენებენ. ისიც საინეტერსოა რომ ბოლო შეჯიბრებებზე თუ არ ჩავთვლით ძალზედ ძვირადღირებულ და რთულ ლობაევის საცდელ შაშხანას, პირველ ადგილებს იკავებენ მსროლელები უცხოური სისტემებით. ასეთმა ისტემებმა სხვა და სხვა ხხრებით შეაღწიეს სპეც სამსახურებშიც, საკუთარი ხარჯებით ან გადიდრებული ვეტერანების დახმარებით სხვა და სხვა სპეც დანიშნულების ნაწილები იძენენ უცხოურ იარაღს. მათი ძირითადი სნაიპერული სსიტემა სვდ დარჩა მხოლოდ საარმიო ნაწილებში და შედეგადაც ასეთ შეჯიბრებებზე ისინი ბოლო ადგილებს იკავებენ. უცხოური სნაიპერული სისტემები უკვე რეგიონალური მილიციის სპეცრაზმების შეიარაღებაშია, ხოლო ასეთი შეჯიბრება შეხვედრების ფონზე მათი დონე სულ უფრო მაღლა იწევს.

ყველაფერი ამის ფონზე ჩვენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არ ვიცი როგორ ვთვქა იწვევს სინანული გრძნობას. სპორტი მკვდარია, ფედერაციები არაფერს არ აკეთებენ, შეჯიბრებები არ ტარდება, არ არსებობს სნაიპერების მომზადების სისტემა არც ჯარში და არც სპეცსამსახურებში. კანონი არ იძლევა მარტივი ტირის მოწყობის საშუალებას. ხოლო. ცალკეული ენტუზიასტი მსროლელები არიან წასული მიწისქვეშეთში.

სხვათაშორის მე მესიამოვნა როდესაც ვმახე რომ სასროლოსნო სეზონის დახურვისას რუსეთს ბენჩრესტის და ვარმინტის ფედერაციის შეჯიბრზე 600 მეტრზე სრლაში, ქარხნულ კლასში გაიმარჯვა მსროლელმა რომელიც ისროდა ჩზ550 ვარმინტიდან 308 კალიბრში. საშუალო რეზულტატი 201.5მმ. მეორე ადგილზე გასული მსროლელი არც მეტი არც ნაკლები ისროდა საკო ტრგ-42-დან კალიბრით .338 ლაპუა მაგნუმი. საშუალო რეზლტატი 238 მმ ხოლო მესამე ადგილზე გავიდა მსროლელი შეიარაღებული Accuracy International-ის ცნობილი AW შაშხანით. საშუალო რეზულტატი 258 მმ. მე როგორც ანალოგიური ჩზ550 მფლობელს ამ ინფრომაციამ ძალიან გამახარა და კიდე ვიცი რო კიდევ ერთ ადამიან გაუხარდება.

ამ პოზიტიურ ნოტაზე დავასრულებ ამ ემ პატარა მოთხრობას. იმედია რამე მაინც შეიცვლება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სასროლოსნო სპორტი რუსეთში
PostPosted: 11 Oct 2008, 21:17 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3294
Location: Tbilisi
ლევან გეთანხმები რომ რუსეთში ძალიან პოპულარული ხდება სასროლო სპორტი, ამ მოვლენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, ერთერთი და უმთAვრესი ის არის რომ სსსრ-ის დროიდან სასროლო სპორტს იქ ყურადღებას აქცევენ, შემდეგი- ისინი თვითონვე აწარმოებენ იარაღს და მასებისთვის ხელმისაწვდომია სპორტისთვის გამოსადეგი იარაღი, შემდეგი ფაქტორი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაა. ბოლო რამოდენიმე წელიწადია ჩვენ თვალყურს ვადევნებთ როგორ ვითარდება ჩვენთვის მტრულ სახელმწიფოში სასროლო სპორტი და იარაღის კულტურა. მახსოვს რუსი ზუსტი სროლის მოყვარულების უმრავლესობა როგორ იძენდნენ ტიგრებს და ვეპრებს და აწყობდნენ შეჯიბრებს. ეხლა სიტუაცია ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება, ბევრი ყიდულობს საკმაოდ ძვირიან იარაღს, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ ასეთ ხალხს ახალგაზრდები 30 წლამდე ძალიან იშვიათად განეკუთვნებიან, ეს ძირიტადად საშუალო და ასაკოვანი ხალხაია რომელიც ფულს შოულობს. რა თქმა უნდა რუსები ამერიკელებს და კანადელებს უამრავი მიზეზის გამო ვერ შეედრებიან, მაგრამ მათ აქვთ როგორც უკვე ვთქვი საკმაოდ კარგი საფუძველი თავისი იარაღის წარმოების სახით რომ სასროლო სპორტი კიდევ უფრო მასობრივი გახადონ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.
ჩვენთან არცერთი ამდაგვარი ფაქტორი არ არსებობს. ჩვენთან სსსრ-ის დროსაც კი სასროლო სპორტი მასობრივად არ იყო გავრცელებული მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა სასტენდო სროლაში, არ ვაწარმოებთ იარაღს კი არა ამუნიციასაც, მოსახლეობის შეძლებულ ნაწილში რომელიც მცირე ნაწილია საზოგადოების- ძალიან დაბალია დასვენების კულტურა.
ჩვენ ჩვენი მხრიდან შეგვიძლია სიტუაციის გამოსწორებაში საკმაო წვილი შევიტანოთ. ამისათვის როგორც ადრე მითქვია პირველის რიგის საქმეა განვავითაროთ ჩვენი ინტერნეტ საიტი და მაქსიმალურად ინფორმატიული გავხადოთ, ასევე ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ სხვებისთვის მაგალითი, პრაქტიკულად უნდა მოვახდინოთ გასვლები და სროლა ყველა ხელთ არსებული საშუალებით. ამ საქმეში შენი, ქემოკლიძის და ფროდონის წვლილი მართლა აღსანიშნავია (მოახდინო თანხების მობილიზირება და საკმაოდ ძვირი იარაღი იყიდო ეს ბევრს ნიშნავს). იმედია მეთოდური ზომებით მიზანს მივაღწევთ.

_________________
枪杆子里面出政权 - Mao Zedong


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 2 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge