საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 19 Jan 2021, 19:59

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 15 posts ] 
Author Message
 Post subject: BOPE
PostPosted: 04 Aug 2008, 18:13 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
ბრაზილიური BOPE (Batalhão de Operações Policiais Especiais, ანუ სპეციალური პოლიციური ოპერაციების ბატალიონი) არის ერთ ერთი ყველაზე სახელგანთქმული ასეთი ტიპის ქვედანაყოფი ლათინურ ამერიკაში.

ასეთი ტიპის ნაწილი არის უნიკალური იმიტომ რომ ის პირველ რიში გამოირჩევა ოპერაციების დიდი რაოდენობიტ დ მარალი ინტენსივობიტ და სევე ზალს გამოყენების სიხშირით და საცეცხლე ძალით. ის ერთ რიგში დგას იზრაელის იმ სპეცრაზმებტან, რომლებიც მოქმედებენ ოკუპირებულ ტერიტორიბზე ანუ ატარებენ უფრო საბრძოლო ვიდრე პოლიციურ ოპერაციებს.

BOPE-ს ისტორია იწყება 1979 წელს, როდესა მოხდა ერთ ერთი პოლიციური სპეცრამზის Núcleo da Companhia de Operações Especiais რეორგანიზაცია. ახალ სპეც რაზმს დაერქვა Companhia de Operações Especiais და ის ექვემდებარებოდა სამხედრო პოლიციის შტაბს. 1991 წლამდე ნაწილმა რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელი და მოქმედებდა რიო დე ჟანეიროში ხოლო 1991 წელს მისი იურსდიქცია განისაზღვრა მთლიანად რიოს შტატის ფარგლებით, და ახალ ქვედანაყოფს დაერქვა BOPE. ამ სახელით და ფორმით ის დღემდე არსებობს.

აბრა BOPE-ს შტაბ ბინაში და ყაზარმებში შესასვლელთან. წარწერა ნიშნავ "მოგესალმებით სტუმარო მაგრამ ნუ გააკეთეთ მკვეთრ მოძრაობებს".
Image

რა განსხზაღვრავს ამ ნაწილის უნიკალურობას? პირველ რიგში გარემო რომელშიც ეს ნაწილი ახორციელებს ოპერაცეიბს ეს არის რიო დე ჟანეიროს ყველაზე ღარიბი და კრიმინალიზირებული უბნები ანუ ე.წ. ფაველები, რომლებიც სოკოებივით იზრდება რიოს მდიდარი ცენტრის გარშემო და სადაც ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებული ხალხი და გამომდინარე აქედან მანდ არ არსებოსბ არანაირი სახელმწიფო მართვი ინსტიტუტები, ანუ პოლიცია, თვითმართველობა, მუნიციპალიტეტები ან ესეთი რამეები. პრაქტიკულად ხდება ხოლმე ფაველების იზოლირება და ბლოკირება ქალაქის სხვა უფრო განვითარებული ნაწილებისგან.

ტიპიური ფაველა
Image

სურათიდან უკვე კარგად ჩანს რა სირთულეებს წარმოადგენს ფაველა მანდ ოპერაციის განხორციელების მზინით. რა გასაკვირია რომ პოლიციის ოპერაციები მანდ იმეორებენ ამერიკელების ან ებრაელების ოპერაციებს ძალიან არასტუმართმოყვარე ერაყულ ან პალესტინურ დასახლებულ პუნქტებში. ანუ ადგილი სადაც თავდასხმა ხდება მოულოდნელად და ნებისმიერი მიმართულებიდან. შესაბამისი ტაქტიკაც გამოიყენება, გაძლიერებული კონვოი შესაბამისი ავტოტრანპორტით შედის ოპერაციის ზონაში, დამხმარე ნაწილები კეტავენ უკან გასაქცევ გზებს ახორციელებენ ოპწერაიის ზონის იზოლაციას. ხოლო შემდგომ ოპერაციის ზონაში შედიან მოიერიშე რაზმები. დავალებები არის ძირითადად ეჭვმიტანილების დაკავება, სპეციალური რეიდების ჩატარება, მუნიციპალური პოლიციის მხარდაჭერა და ასევე ციხის ბუნტების ჩახშობა. ომის პერიოდში ნაწილმა შეიძლება შეასრულოს ოპერაციები განსაუთრებულად რთული რელიეფის პირობებში, ქალაქებში, მთებში და ასე შემდეგ.

აღნიშნული გარკვეულ წილად უნიკალური მოთხოვნები განაპირიობებენ BOPE-ს შეიარაღების და აღჭურვილობის არჩევანს. პრაქტიკულად საცეხცლე ძალით BOPE-ს ტიპური რაზმი დგას ერთ რიგში მექანიზირებულ ქვეით შენაერთან, მძიმე დაჯავშნული მანქანები, მსხვილ კალიბრიანი ავტომატური იარაღი. ამით ის განსხვავდება გაცილებით უფრო მსუბუქი შეიარაღებით აღჭურვილი ჩვეულებრივი პოლიციის ნაწილებისგან. ასევე BOPE-ში იყენებენ სხვა ანალოგიური ნაწილებისთვის ტიპირ აღჭურვილობას. ეს არის მოიერიშე კიბეები, ტაქტიკური ფარები, უროები რომლიტაც ხდება შეღწევა შენობაში. ასევე BOPE-ს შემადგენლობაშუი არიან ოპერატორები სპეცილაურად მომზადებული ძაღლებით
Image
ოპერაციის შემდეგ გადაღებული სურათი. BOPE აქტიურად მონაწიელეონს ერთობლის ოპერაციაში აქ ამ სურატზე როგროც ამ ნაწილის ასვე პოლიციური სპეც რაზმის ოპერატორები არიან.

BOPE-ს სავიზიტო ბარათი არის ძალიან აგრესიული გარეგნობის მქონე მძიმე დაჯავშნული ავტოტრანსპორტი ე.წ. "Caveirões" (კავეირო - თავის ქალა) ან "Pacificador" (მშვიდობისმყოფელი). ფორდის მარკის მოდიფიცირებული მიკროავტობუსები, რომლებიც უფრო გვანან დეკორაციებს ფილმიდან მოსამართლე დრედი ვიდრე რეალურ საბრძოლო მანქანას. სტანდარტული ფორდის მარკის მიკროავტობუს აძლიერებენ ფოლადის ფირფიტებით და ბამპერებით, ტავზე ყენდება დაჯავშნული ტურელი მსხვილკალიბრიანი ტყვიამრქვევით და გვერდებზე პატარა "ბოინიცები" საიდანაც BOPE-ს ოპერატორები ახორციელებენ თვალთვალს ან ისვრიან საჭიროების შემთხვევაში.
Image


შეიარაღება
შეიერაღება არის ზალზედ მრავალფეროვანი და როგორც ცანს ამ მხრივ ოპერატორები არ არიან დიდად შეზღუდულები, ყველა ტიპის არ-15 სისტემის იარაღი, Para-FAL, AK 47 HK G3 HK PSG, Madsen, M1, Benelli M3 პისტოლეტები Taurus PT 92 Taurus PT 100, ეხლახან მიიღეს გლოკები მოდელები 17 და 19
პისტოლეტ ტყვიამფრქვევები HK MP5 და MP5K, FN P90, HK21 A1. ყველა ტიპის ხელყუმბარები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამრქვევები და სხვა და სხვა ტიპის ასაფეტქებელი საშუალებები.
ამ სურათზე კარგად ცანს არსენალის მრავალფეროვნება
Image

მადსენის ტიპის "მსუბუქი" ტყვიამფრქვევი, რომელსაც BOPE დღემდე იყენებს
Image



Image
მომზადება
ცოტა რამ არის ცნობილი ნაწილის მოზადების და ასევე კანდიდატების გადარჩევის შესახებ. ალბათ მომზადბაც და გადარჩევაც სპონტანურია, ბოლოს და ბოლოს ბრაზილია და ამ მხრივ საკმაოდ მოუწესრიგებელი ქვეყანაა, რაიმე სისტამიტიზაციაზე ლაპარაკი ზედმეტია და როგორც ჩემთვის ცნობილია რაიმე განსაკუთრებულ ნოუ ხაუს ისინი არ ფლობენ, როგორც ერთ კონკრეტულ რეგიონზე მიბმული ნაწილი, ის ძალიან სპეციალიზირებულია და მხოლოდ ასეთევიე სპეციალიზირებული უნიკალური გამცილების დაგროვება ხდება. ასევე არ იქნება არავისთვის პოლიტიკუად მომგებიანი ქონდეს ურთიერთობა ნაწილათან, რომელსაც მტელი ტავი დაეთმო ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა უკანონო მკვლელობებს. BOPE-ს მანდ განსაკურებული ყურადღება დაუთმეს როგორც ზედმეტად არატრანსპარენტულ გასაიდუმლოებულ ქვედანაყოფს, რომელიც სარგებლობდა სტატუსით იმისთვის, რომ განეხორციელებინა ეჭვმიტანილების ლიკვიდაციები.
გამომდინარე სპეციფიკიდან BOPE-ს ოპერატორებია სევე იყვნენ და არიან ჩართულები ნახევრად ლეგლურ ფარულ ოპერაციებში. ასევე ფართოდ დამოიყენებენ დაკითხვის მეთოდებს, რომლებიც ითავლსწინებენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, წამებას და ასე შემდეგ. მიუხედავათ ამისა საკმაოდ პოზიტიური დევიზი აქვთ Respeito Integridade Responsabilidade Profissionalismo - პატივისცემა ერთობა პასუხისმგებლობა პროფესიონალიზმი.

ცნობილია რომ ოპერატორები გადიან შემდეგ კურსებს:

Curso de Operações Especiais (COE)
საბაზო მომზადების კურსი

Curso de Policiamento de Choque
პოლიციური ოპერაციები, ანუ სამხედრო პოლიცლები სწავლობენ პოლიციური ოპერაციების სპეციფიკას.

Curso de Cinotecnia
ძაღლებთან მუშაობის და მათი მომზადების კურსი

Curso de Negociação
მოლაპარაკებების კურსი, ანუ მოლაპრაკებების წარმოება სხვა და სხვა კრიზისული სიტუაციების დროს.

Curso de Segurança de Dignatários
პირდაი მცველების კურსი.

Curso de Patrulhamento Tático Móvel (PATAMO)
ამ კურსზე ოპერატორები სწავლობენ ტაქტიკური გადაადგილების სირთულეებს.

Curso de Operações Química
გაზის და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების კურსი.

Curso de Tiro de Combate
ცეცლხლასროლი იარაღიდან სროლის კურსი

Curso de Salvamento Aquático
ეს კურსი ითვალისინებს წყალე სამაშველო ოპერაციების გამხრორციელებას.

ორგანიზაცია
ქვედანაყოფი შედგება შტაბისგან, სეკრეტარიატისგან რომელშიც შედის სამსხურები, რომლებიც უზრუნველყოფენ BOPE-ს ფუნქციონირებას და იმეორებენ ე.წ. ამერუკულ მოდელებს (ჯეი 2 ჯეი 3 და ასე შემდეგ)

ასევე BOPE-ში შედის რა თქმა უნდა ტაქტიკური ნაწილებიც, სულ 5, რომლებსაც აქვთ გადანაწილებული მისიები დაგადიან სესაბამის მომზადებას და აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა.

ოპერაციები
BOPE-ს რუტინულ ოპერაციებს წარმოადგენს კვრაში ორჯერ სამჯერ ფაველაში გასვლები, მიზანი არის ნარკოტიკებით მოვაჭრეების და სხვა კრიმიანლების პროვოცირება იმისთვის, რომ შემდგომ ანადგურონ ისინი პირდაპირ შეტაკებაში.
Image
სურათზეა დროებითი სათვალთვალო პუნქტი. მობინადრეები გაყრილებია არიან სახლიდან. როგორც წესი მოხდება ერთი ღამის გათენება და საპასუხო ცეცხლი თუ ბანდები თავსდაესხმებიან მათ.
ხანდახან "ოკუპირება" გრძელდება უფრო დიდხანს მარამ პერამნენტული პოლიციური კონტროლი ვერ ხერხდება.
ასეთი ოპერაციების შედეგად ხახლის სიკვდილი არის ჩვეულებრივი რამე. მათ შორის უდანაშაულო ხალხის. წლის განმავლობაში ასეთ სეტაკებებში ატასზე მეტი ადამიანი იღუპება, რაც დამეთნხმებით ცილდება ჩვეულებრივ კრიმინალურ აქტივობას და უფრო წააგავს მცირე ლოკალურ ომს.
Image

ეს კი ვის წინააღმდეგ იბრძვის BOPE ახალგაზრდული კარგად შეიარაებული ბანდები.
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 04 Aug 2008, 18:15 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
იუთუბზე დევს საკმაოდ ინფრომატიული ვიდეოები

http://www.youtube.com/watch?v=a-38Pf2mH9Y

http://www.youtube.com/watch?v=OHDtUNr4 ... re=related

http://www.youtube.com/watch?v=ZaN3qUb8 ... re=related

http://www.youtube.com/watch?v=tMoMIE1D ... re=related


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 04 Aug 2008, 18:22 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
არსენალი და საცეცხლე მომზადება
http://www.youtube.com/watch?v=tg4TyjyX ... re=related


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 04 Aug 2008, 18:24 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
და სამ ნაწილიანი დოკუემნტური ფილმი

http://www.youtube.com/watch?v=cCfRJm3p ... re=related

http://www.youtube.com/watch?v=t_MfCHT0 ... re=related

http://www.youtube.com/watch?v=_YIv1QoE ... re=related


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 05 Aug 2008, 00:32 
Offline
User avatar

Joined: 23 Sep 2005, 08:27
Posts: 1036
Location: Tbilisi, GE
მადლობა, საკმაოდ საინტერესო და ინფორმატიული თემაა.
ბოლო სურათზე რა სასტავია :mrgreen:

_________________
Five-Seven, 5.7х28 mm
Glock 17, 9x19
Glock 21, .45 Auto
Walther PPK, 7.65. 1941
j.p. clabrough & johnstone .20
UZI SMG .22
UZI 9x19
ИЖ-54 .12


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 05 Aug 2008, 12:34 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
Sikvdila wrote:
მადლობა, საკმაოდ საინტერესო და ინფორმატიული თემაა.
ბოლო სურათზე რა სასტავია :mrgreen:


ახლაგაზრდული ბანდები, რომელბიც რეალურად აკონტროლებენ სიტუაციეას ფაველებში. ღმერთის ქალაქი გაქვს
ნაყურები?

ერთ ერთ ვიდეო კლიპში არს საინტერესო ციფრები. რიოში ყოველი საათ ნახევარი კვდება ადამიანი ხოლო 1999 წელს სხვა და სხვა დანაშაულებების შედეგად დაიღუპა 6000 ადამიანი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 05 Aug 2008, 20:37 
Offline
User avatar

Joined: 23 Sep 2005, 08:27
Posts: 1036
Location: Tbilisi, GE
არა, არ მაქვს ნანახი. ინგლისურად როგორ ქვია დამიწერე რა, დავქაჩავ და ვუყურებ.

ჩვენთანაც არანაკლები სიტუაცია იყო, შენც გახსოვს. ნუ, ნახევარ საათში 1 შეიძლება არა, მაგრამ ბევრიც არ აკლდა რა :)

_________________
Five-Seven, 5.7х28 mm
Glock 17, 9x19
Glock 21, .45 Auto
Walther PPK, 7.65. 1941
j.p. clabrough & johnstone .20
UZI SMG .22
UZI 9x19
ИЖ-54 .12


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 05 Aug 2008, 20:52 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3294
Location: Tbilisi
ზემოთ სურათში ფაველა დაღესტნურ აულს გავს. :)

_________________
枪杆子里面出政权 - Mao Zedong


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 05 Aug 2008, 21:00 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3294
Location: Tbilisi
საოცარია ასეთი მოუწესრიგებლობა შეიარაღებაში, ჩემი აზრით იარაღის და კალიბრების ასეთი სიჭრელე თავისებურ პრობლემებსაც უნდა ქმნიდეს მოუხერხებლობის გამო. ამ მხრივ ეს სპეცრაზმი პირატების ჯგუფს უფრო გავს!

_________________
枪杆子里面出政权 - Mao Zedong


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 07 Aug 2008, 12:50 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
Zviad.FMJ wrote:
საოცარია ასეთი მოუწესრიგებლობა შეიარაღებაში, ჩემი აზრით იარაღის და კალიბრების ასეთი სიჭრელე თავისებურ პრობლემებსაც უნდა ქმნიდეს მოუხერხებლობის გამო. ამ მხრივ ეს სპეცრაზმი პირატების ჯგუფს უფრო გავს!


კალიბრი ეხლა მაინც და მაინც არ განსხვავდება. ძირითადად ნატოს სტანდარტებისაა და ასევევ ფართოდ არის .38 სპეშლ.

თუმცა ესეთი ფართე ასორტიმენტი მეტყველებს რომ მანდ რაც უფრო კრუტოი და გასხვაბებულია იმას ყიდულობენ.
ჩვენთან იგივე არაა? ჯერ მარტო ხუთი ტიპის და სამი კაიბრის ავტომატური შაშხანები გვაქვს. პისტოლეტებზე ხომ არ ვიძახი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 07 Aug 2008, 12:52 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
Sikvdila wrote:
არა, არ მაქვს ნანახი. ინგლისურად როგორ ქვია დამიწერე რა, დავქაჩავ და ვუყურებ.

ჩვენთანაც არანაკლები სიტუაცია იყო, შენც გახსოვს. ნუ, ნახევარ საათში 1 შეიძლება არა, მაგრამ ბევრიც არ აკლდა რა :)



city of god

Image

კარგი კინოა და ნამდვილად უნდა უყურო.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 07 Aug 2008, 12:54 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
Sikvdila wrote:
არა, არ მაქვს ნანახი. ინგლისურად როგორ ქვია დამიწერე რა, დავქაჩავ და ვუყურებ.

ჩვენთანაც არანაკლები სიტუაცია იყო, შენც გახსოვს. ნუ, ნახევარ საათში 1 შეიძლება არა, მაგრამ ბევრიც არ აკლდა რა :)


ეხლაც დიდად არ განსხვავდება სიტუაცია, თბილისის ნებისმიერი უბანი წააგავს გეტოს. ისეთებიც სადაც ყველაზ უზრუნველყუოფილი ნაწილი ცხოვრობს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 07 Aug 2008, 22:49 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3294
Location: Tbilisi
Shooter wrote:
Zviad.FMJ wrote:
საოცარია ასეთი მოუწესრიგებლობა შეიარაღებაში, ჩემი აზრით იარაღის და კალიბრების ასეთი სიჭრელე თავისებურ პრობლემებსაც უნდა ქმნიდეს მოუხერხებლობის გამო. ამ მხრივ ეს სპეცრაზმი პირატების ჯგუფს უფრო გავს!


კალიბრი ეხლა მაინც და მაინც არ განსხვავდება. ძირითადად ნატოს სტანდარტებისაა და ასევევ ფართოდ არის .38 სპეშლ.

თუმცა ესეთი ფართე ასორტიმენტი მეტყველებს რომ მანდ რაც უფრო კრუტოი და გასხვაბებულია იმას ყიდულობენ.
ჩვენთან იგივე არაა? ჯერ მარტო ხუთი ტიპის და სამი კაიბრის ავტომატური შაშხანები გვაქვს. პისტოლეტებზე ხომ არ ვიძახი.

ჩვენთან რატოა ესეთი სიჭრელე გასაგებია, მაგრამ იქ რატოა ეს ცოტა გაუგებარია.

_________________
枪杆子里面出政权 - Mao Zedong


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 13 Aug 2008, 22:52 
Offline
User avatar

Joined: 23 Sep 2005, 08:27
Posts: 1036
Location: Tbilisi, GE
Shooter
დავიწყე ახლა გადმოწერა და ვუყურებ აუცილებლად.
მადლობა :)

_________________
Five-Seven, 5.7х28 mm
Glock 17, 9x19
Glock 21, .45 Auto
Walther PPK, 7.65. 1941
j.p. clabrough & johnstone .20
UZI SMG .22
UZI 9x19
ИЖ-54 .12


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BOPE
PostPosted: 07 Mar 2009, 17:48 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
bope მართლაც მაგარი პოლიციური სპეცრაზმია......დისკავერზე იყო ამ რაზმზე გადაცემა....ანახეს რეალური კადრები თუ როგორ შედიან და აყავთ კრიმინალები ქალაქის (მემგონი რიო იყო) ღარიბ და ბანდიტურ ნაწილში....

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 15 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge