საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 19 Jan 2021, 20:06

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 
Author Message
 Post subject: ანტი ტერორიზმი GSG-9
PostPosted: 29 Jul 2008, 14:34 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
ამ პატარა სტატიაში ლაპარაკი მექნება ერთ ერთ ყველაზე პროფესიონალური და ელიტარულ ანტიტერორისტლ ნაწილზე მსოფლიოში გერმანულ გსგ-9-ზე.


გსგ-9 სმაკერდე ნიშანი
Image

ეს ნაწილი შეიქმნა 1973 წლის 17 აპრილს, მიუნხენის ოლიმპიადაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც გერმანული პოლიციის და არაპროფესიონალი სნაიპერების არაეფექტური მოქმედებების გამო სსამაშველო ოპერაცია მთლიანად ჩაიშალა და დასრულდა მძევლების (ებრაელი სპორტსმენების) სიკვდილით.

სახელი იშიფრება შემდეგ ნაირად ფედერალურ საზღვირს დაცვის სამსახურის მეცხრე გრუპა (Grenzschutzgruppe 9 (GSG-9). მეცხრე იმიტომ რომ იმ დროისთვის არსებობდა საზღვრის დაცვის 8 რეგულარული ქვედანაყოფი.

საქმე იმაშია რომ მეორე მსოფიო ომის დასრულების შემდეგ, გერმანიაში გარდა იმისა რომ იყო უამრავი სხვა პრობლემა მოსაგვარებელი ვერავინ ვერ ბედავდა დაეწყო მუშაობა რეალურ სამხედრო პოლიციურ ძალაზე რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა იმ დროისთვის უკვე საქმაოდ გაძლიერებულ ტერორისტულ მოძრაობას. ამის ერთ ერთი შედეგიც იყო ის რომ ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო დაყვანილი აბსოლუტურ მინიმუმამდე, რის გამოც პალესტინელმა ტერორისტებმა შეძლეს განეხროციელებინად თავხედური თავდასხმა ებრაელ სპორტსმენებზე.

მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც მოთხოვნა ძალაზე რომლიც შეძლებდა გაეწია წინააღდმეგობა და მოეგვარებინა ასეთი სახის კრიზიული სიტუაციები გახდა აშკარა და უკვე 6 თვის გასვლის შემდეგ გაიცა სპეციალური ბრძანება ასეთი ნაწილის შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო კონტრ ტერორისტული ნაწილი არ შეიქმნა შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში და არც პოლიციაში, არამედ საზღვრის დაცვის სამსახურში. ამით ასევე შესაძლებელი გახდა რომ ახალ ფორმირებას მიეღი მონაწილეობა ოპერაციებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

გასული საუკუნის 60-ნი 70-ნი წლებს უკავშირდება მარავალი ანალოფიური სპეცდანიშნულების ძალების შექმნა. ერთგვარი პასუხი საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე. იმ დროისთვის როდესაც გსგ-9 იწყებდა შექმნას მხოლოდ ორ ქვეყანას ქონდა ტერორიზმთან ბრძოლის ფართო გამოცდილება. ეს იყო იზრაელი და ინგლისი, მათ ასევე გააჩნდათ საკმაოდ ძლიერი და კარგად ჩამოყალიბებული კონტრ ტერორისტული ნაწილები რომლებსაც ქონდათ დი გამცოდილება და მებრძოლთა მომზადების დახვეწილი მეთოდები. ინფლისური სპეციალური საჰაერო სადესანტო სამსახურის და იზრაელის გენერალრი შტაბის სპეციალრი დანიშნულების ნაწილი საიერეტ მატკალის ინსტრუქტორებმა მიიღესუშუალო მოანაწილეობა გსჰ-9ს ბირთვის შექმნაში. ახლად შექმილი ნაწილის მეთაური გახდა ობერსტლეიტენანტი ულრიხ ვეგენერი, პიროვნება ძალზედ კარგად ცნობილი შესაბამის წრეებში, და პიროვნება რომელაც უკავშირდება ზოგადად გერმანისს სპეციალური დანიშნულების ფორმირებების განვითარება. ის იყო მიუნხენის ტრაგედიის უშუალო მოწმე და სწორედ მას დაევალა ახალი ქვედანაყოფის შექმნა. არსებობს ასევე ეჭვი, რომ ის უშუალოდ მოანწილებდა უგანდაში ენტებეს აერპორტზე თავდასხმაში, როდესაც ებრაელმა სპეცრაზმელებმა გაათავსუფლეს მძევლები და ააბრუნეს ისინი იზრაელში (ოპერაცია იონატანი). უკვე ეს ეჭვი, რომელიც დიდი ალბათობით არის სიმართლე, მეტყველებს იმაზე რომ ულრიხ ვეგენერი მთელი სერიოზულობით მიუდგა ამოცანის შესრულებას. ის ასევე უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას რამოდეინემ გახმაურებულ ოპერაციაში, რომელიც ჩაატარა მს დაქვემდებარებულმა ფორმირებამ. ულრიხ ვეგენერმა დატოვა თანამდებობა პოლკოვნიკის წოდებით და დღეს მუშაობს ერთ ერთი კერძო უსაფრთხოების კომპანიაში KÖTTER GmbH & Co. KG ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
2005 წელს საზღვრის დაცვის სამსახური შეუერთდა ფედერალურ პოლიციას და შესაბამისად გსგ-9 მიიღო ყველა ის უფლებები რაც გააჩნია პოლიციას. მიუხედავათ იმისა რომ ფედერალურ მიწებს აქვთ საკუთარი პოლიციური რაზმები (აშშ-ს სვატის ანალოგები) ფედერალური მიწის თვითმართველობის ხელმძრვანელობის მოთხოვნთ გსგ-9 შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ან თავად ჩაატაროს ოპერაცები ამ მიწების ტერიტორიაზე. ადგილობრივი სპეცრაზმების შექმნამ Spezialeinsatzkommando (SEK) და ასევე სპეციალური დანიშნულების ფორმირების შექმნამ შეიარაღებული ძალეის სტრუქტურაში (Kommando Spezialkräfte (KSK) და Kampfschwimmer აშშ-ს Navy SEAL-ის ანალოგი გსგ9 კვლავ ინარჩუნებს დამოუკიდბელი ნაწილის სტატუსს და როგორც ჩანს მასში დაგროვილი უნიკალური გამოცდლება არ იძლევა მისი გაუქმების საშუალებას.

Image
მუქი მფრინავის კომბინიზონი და კამუფლირებული ჩაფხუტები, ეს იყო გსგ-9-ს სტანდარტული ფორმა რის საშუალებიტაც მათი იდენტიფიცირება ადვილი იყო.

Image
საჩვენებელი სურათი, ოპერატორები სხვა და სხვა აღჭურვილობაში, იარაღი, სპეცტექნიკა, მოდიფიცირებული მერსედესები და გსგ-9ს საჰაერო ტაქსი UH-1 ტიპის ვერტმფრენები.

ნაწილის შტაბ ბინა დღემდე მდებარეობს სანქტ აუგუსტინში (ფედერალური მიწა ჩრდილოეთ რაინი და ვესტფალია).
ორგანიზაციულად ფორმირება შედგება სამი ელემნტისგან: GSG-9/1, GSG-9/2 და GSG-9/3. ანუ კონტრტერორისტული ოპერაციები, კონტრტერორისტული ოპერაციები ზღვაზე და საჰაერო სადესანტო ოპერაციები.
პირველი ორი ელემენტი შედგება დაახლოებით ას ასი ოპერატორისგან ხოლო ბოლო საჰაერო სადესანტო არის ყველაზე მცირე რიცხოვანი, დაახლოები 50 ოპერატორი. მათი სპეციალობა არის მაღალი სირთულის საჰაერო სადესანტო ოპერაციები მათ შორის HALO (High Altitude Low Open) ტიპის სადეანტო ოპერაციები და ამ მხრივ ამ ყველაზე პატარა და სპეციალიზირებული დანაყოფი გადის განსაკუთრებულ მომზადებას.

ასევე ფორმირების სტრუქტურაში შედის ტექნიკუირ ნაწილი (სპეციალური აღჭურვილობის ტესტირება შეძენა ექსპლუატაცუა და ასევე მასში შედიან ფეთქებად ნივთიერებებთან მომუშავე სპეციალსიტები)

ე.წ. ცენტრალური განყოფილება (იარაღის და ფეთქებადი მასალების ტესტირება შეძენა მომსახურება ექსპლუატაცია)

ე,წ, დოკუემნტაციის ნაწილი
საკომუნიკაციოა და სადაზვერვო ტექნიკის, ტესტირება, შეძენა, მომსახურება

ასევე ფორმირებაში შედის ადმინისტრაციული და საწვრთნელი ელემენტები

გსგ-9 აქვს საკმაოდ შტამბეჭდავი საწვრთნელი კომპლექსი, რომელიც ასევე მოიცავს საჰაერო ჰომალდის სრულმასშტაბიან მაკეტსმ ავტიბუსებს, ავტო მანქანებს და სხვა ობიექტებს სადაც შესაძლებელია რომ ცატარდეს ოპერაცია. ასევე გსგ-9 პოლიგონზე შესაძლებელია წვრთნების ჩატარება საჰაერო ტრანსპოტის გამოყენებით.

Image
გსგ9 ოპერატორების საკმაოდ ძველი სურათი, იარარებია მპ5 და ხეკლერ კოხ პ7. ასევე იმ დროისთვის საკმაოდ ახალი ხილი, ტაქტუკური ფარი, რომელიც დღეს შედის ყველა ასეტი პროფილის ფორმირების არსენალში.

როგორც ყველა განსაკუთრებლ ნაწილს გსგ-9-ს აქვს საკმაოდ დიდი სპეციალური საშუალებების არჩევანი. მოდიფიცირებული ავტო ტრანსპორტი მათ შორის ფარული ოპერაციებისათვის. გსგ-9-ს მძღოლები ითვლებიან ერ ერთ საუკეთესო სპეციალისტებად თავის დარგში და გადიან განსაკურებულ სპეციალურ მომზადებას ავტოტრანსპორტის ექსტრემაულ მართვაში.
ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება ფორმირების არსენალი. პისტოლეტ ტყვიამრქვევები Heckler & Koch MP5 (და მისი მრავალი მოდიფიკაცია) Heckler & Koch MP7A1. მოიერეშე შაშხანები Heckler & Koch G36, G36K და G36C ასევე
Heckler & Koch 416 და G8.
სნაიპერული სისტემები Heckler & Koch PSG-1 და უახლესი AMP Technical Services DSR-1.
ასევე აქვთ უცხოური წარმოების იარაღი შვეიცარული SG 550 ავსტრიული Steyr AUG A3 პისტოლეტები Glock 17 l
USP და მისი მოდიფიკაციები. ადრინდელ ეტაპზე იყენებდნენ მსხვილ კალიბრიან რევოლვერებს მაგრამ სომალიში ოპერაციის შემდეგ მათზე უარი თქვეს. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური კურსი სადაც ოპერატორები სწავლობენ სხვა ტიპის იარაღებს მათ შორის იმას, რომელსაც შესაძლებელია, რომ ხმარობდნენ ტერორისტები. რა თქმა უნდა უმეტესოაბა არის რუსული საბჭოური და აღმოსავლეთ ევროპული სისტემები.

Image
გსგ-9-ს სანიპერი. იარაღი AMP Technical Services DSR-1 მაღალტექნოლოგიური სნაიპერული სისტემა შექმნილი სპეცილაურად ”ურბანული” პოლიციური სპეცოპერაციებისთვის.

ადიდასის მიერ ექსკლუზიურად გსგ-9 ოპერატორების სპეციფიკაციებით შექმნილი ფეხსაცმელი.
Image

გამოცდილების გასაზიარებლად ოპერატორები ხშირად მიემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტებით სხვა და სხვა ქვეყნების სპეციალურ ფორმირებებში და ასევე ხშირა ღებულობენ სტუმრებს საკუთარ ბაზაზე.

ფორმირების მაღალ მომზადებაზე მიუთითებს ის რომ მიოუხედავათ ტავისი ნაკლებად გარკვეული სტატუსისა და როლისა ისი ოპერატორები კვლავ წარმოადგენენ ძალიან მაღალ სტანდარტს ინდივიდუალურ მომზადებაში. ბოლოს World SWAT Challange-ში, შეჯიბრებაში, რომელიც ტარდება აშშ-ში, რომელშიც მონაწილეობენ სპეციალური პოლიციური რაზმები გსგ-9 200 წელს მოიგო ყველა 11 დისციპლინა ხოლო 2006 წელს დაიცვა ჩემპიონის ტიტული.

კადრები შეჯიბრებიდან
Image

Image

გსგ9-ს ოპერატორი შეიძლება იყოს მხოლოდ მოხალისე, რომელსაც აქვს პოლიციაში ან საზღვრის დაცვაში მსახურების 2 წლიანი გამცდილება. მომზადების კურსი შედგება 22 კვირისგანმ და პირველი 13 კვირა არის თეორიული და აკდემიური მომზადება ხოლო დანარჩენი დრო ეთმობა პრაქტიკულ ვარჯიშწებს. მოხალისეების 80% ვერ ხვდება ნაწილი და შემდგომ იგზავნებიან (თუ ამის სურვილი აქვთ) ნატოს სადაზვევრვო სათვალთვალო ქვედანაყოფების მომზადების საერთაშორისო სკოლაშიმ რომელიც ასევე გერმანიაში ვაინგარტენში არის განლაგებული.
ოპერატორების მომზადების და წვრთნის პროცესის აკმაოდ დახვეწილია და მას მიბაძეს ბევრმა სხვა ნალოგირუმა ნაწილება. ცნობილია რომ ამ ფორმირებაში დიდი ყურადღება ენიჭება ოპერატორების ფსიქოლოგიურ მომზადებას. სამსახურის დრო იყოფა სამ ნაწილად, მორიგეობა, წვრთნა და თავისუფალი დრო. ქვედანაყოფები იმყოფებიან მუდმივი როტაციის პირობებში. სტანარტული ოპერატიული ელემენტი შედგება 5 ოპერატორისგან. ნაწილში მსახურების ვადა არ არის წინასწარ განსაზღვრული. ოპერატორი რჩება ნაწილში მანამ სანმა აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს და ასრულებს აუცილებელ ნორმატივებს.
აქტიური შემადგენლობა დაახლოებით 250 ადამიანი ხარჯავს ერთ მილიონ ვაზნას სხვა და სხვა ტპის ვარჯიშენში. ცნობილია, რომ ნაწილის ხელმძღვანელობა დიდი ყურადღება უთმობს სპეცილაური ტაქტიკების და ილეთების დამუშავებას. კონკრეტულად ცნობილია, რომ სწორედ გსგ-9ში პირველად შეიქმნა სროლის და გადაადგილების ისეთი ტექნიკა, რომელიც განსაკუთრებულად ეფექტურია თვითმფრინავის სალონში ტეროროსტების ნეიტრალიზაციისას. ე.წ. "continuous fire drill” როდესაც სამი ოპერატორი სამ რიგად გადადაადგილდება სალონში და სხვა და სხა პოზიციებიდან ახორციელებნ განუწყვეტელ სროლას სტატიკური სამიზნეების მიმართულებით მანამ სანამ არ დაასრულებენ სამიზნეებზ ეშეტევას უკვე ახლო მანძილიდან. აღნიშნული მეთოდი უკვე გახდა სტანდარტული სხვა ქვეყნების უმარავ კონტრტერორისტულ ნაწილში.

Image
[img]საწვრთნელი%20ოპერაციის%20ერთ%20ერთი%20ეტაპი[/img]


ოპერაციები
გსგ-9 მიიღო მონაწილეობა რამოდენიმე გახმაურებულ ოპერაციაში, თუმცა ყველაზე გახმაურებული და წარმატებული იყო ოპერაცია ”ჯადოსნური ცეცხლი” (Feuerzauber).
1977 წლის 13 ოქტომბერს ავიაკომპანია ლუფტჰანსას თვითმფრინავი ბოინგ 737 რეისი ნომერი LH181 გატაცებულ იქნა ოთხი პალესტინელი ტერორისტის მიერ. თვითმფრინავმა შეიცვალა კურსი, რომში დაიმატა საწვავი და შემდგომ მრავალი აფრენა დაჯდომის შემდეგ სხვა და სხვა აერპორტებში ბოლოს დაეშვა მოგადიშუს საერტაშორისო აეროპორტში (სომალი). მანამდე ტერორისტებმა მოკლეს ჰომალდის კაპიტანი შუმანი, რომელიც მათი აზრით ზედმეტად დიდიხნით გაცერდა თვითმფრინავის გარეთ როდესაც ერთ ერთი დაშვების შემდეგ დატოვა თვითმფრინავი იმისთვის რომ შემოეწმებინა თვითმფრინავის შასი.

გსგ-9ს მიეცა საშუალება ჩაეტარებინა ოპერაცია სომალიში, სადაც ისნი ჩაფრინდნენ სპეციალურად აღჭურვილი ბოინგ 707-ით იმავე დღეს და მიიღეს თანხმობა სომალის ლიდერისგნა საიდ ბარესგან ოპერაციის ჩატარებაზე. 18 ოქტომბრის საღამოს 11 საატზე ოპერატორებმა დაიწყეს შტურმი. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ ორი ინგლისური სპეცტრაზმ SAS-ის სპეცრაზმელი, რომელბსაც უნდა გამოეყენებინად მაგ დროისთვის ჯერ კიდევ საცდელი ყუმბარები ე.წ. flash bang grenades ანუ ყუმბარები, რომლებიც აფეთქებისას გასცემდნენ ძალიან ხმამაღალ აკუსტიკურ დარტყმას და მაღალის სიძლიერის შუქს რომელსაც უნდა გამოეწვია ტერორისტების დისორიენტაცია და დროებითი ნეიტრალიზაცია.

მოიერეში ელემენტები (სულ 20 ოპერატორი, მეთაური ლრიხ ვეგენერი და ოეი ინგლისელი სპეცრაზმელი) განთავსდნენ ფრთებზე კარებების გვერძე და ხომალდის ქვეშ სატვირთო ლუკებთან. მაგნიტური ასაფეტქბელი მოწყობილობების საშულებით. ამ მომენტამდე ყველა დარწმუნდა რომ შტურმი იყო აუცილებელი, ტერორისტების მეთაური გააფრტხილეს რომ 11 ტერორისტი უკვე გაათავისუფლეს რის გამოც დედლაინი გადაიწია ღამის ორ საათამდე. ტერორისტების მეთაური ”კაპიტანი მაჰმუდი” მუდამ იმუქრებოდა რომ აფეთქებდა თვითმფრინავს ხოლო თავისი ზრახვების დასამტკიცებლად მან გადმოაგდო ჰომალდის მეთაურის გვამი პირდაპირ აერპორტის ასაფრენი ბილიკის ბეტონზე.

ოპერაცია დაიწყო ღამის პირველ საათზე როდესაც სომალელმა ჯარისკაცებმა დაანტეს გიგანტური ცეცხლი რამოდენიმე ასეულ მეტრში თვითმფრინავის ცხვირის წინ. ამან მიიზდა ტერორისტების ყურადრბა რომლებიც გადაინაცვლნენ კოკპიტში და ამის შემდეგ ვეგნერმა მისაცა ბრძანება შტურმის დაწყებაზე. ინგლისელებმა მაიორმა ალისტერ მორისონმა და სერჟანტმა ბარი დევისმა შეაგდეს თვითმფრინავის სალონში ადრე მომზადებული ყუმბარები და მისცეს საშუელაბე ოპერატორესნ უპორბლემოდ შეეღწიად სალონში.
სალონში მოწინავე ჯგუფი დაეტაკა პირელ ქალ ტერორისტს, რომელიც ადგილზე იქნ მოკლული ერთი გასროლით თავში .38 კალიბრის რევოლვერიდან, მეორე ქალი ტერორისტი გაქცა თვთმფრინავის ბოლოში და ჩაიკეტა ტუალეტში. ის უკვე დაჭრილი იყო მპ-5-დან და ის იქნება ერთადერთიო გადარჩენილი.

დანარჩენი ორი ტერორისტი დაიბლოკება კოკპიტში, მაჰმუდი დაჭრილი რამოდენიმე .38 კალიბრის ტყვიით შეძლებს რამოდენიმე ჰეკყუმბაროს სროლას და მსუბუქად დაჭრის რამოდენიმე მგზავრს და ერთ ერთ ოპერატორს. ხანმოკლე სროლა დასრულდება ორივე ტერორისტის სიკვდილით, ბოლო ტერორისტს ვეგენერი მოკლავს ოთხი გასროლით თავში.

ოპერაცია დასრულდება სრული წარამტებით და გსგ-9 ოპერატორები შინ დაბრუნდებიან როგორც გმირები.

ადგილი ქონდა ასევ რამოდენიმე სხვა ოპერაციას მათშორის 1993 წელს ვოლფგანგ გრამსის არ შემდგარი დაკავება. გერმანული ტერ. ორგანიზაციის ”წითელი არმიის გფრაქციის” მაღალჩინოსნის დაკავება ვერ მოხერხდა, მან ამოიცნო ოპერატორები და მოახერხა ერთის მოკვლა პისტოლეტიდან გასროლით ხოლო შემდგომ თავი მოიკლა. ოპერატორესბ დააბრალეს რომ მათ ადგილზე მოკლეს გრამსი. პრესამ აიტაცა ეს ბრალდებები და მაშინდელი გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი გახდა იძულებული ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით ნაწილის შტაბ ბინაში და პატივი მიეგო დაღუპული მებრძოლის ხსოვნას. თავის სიტყვაში მან მკაცრად გააკრიტიკა პრესა და გააქარწყლა წარმოთმული ბრალდებები.
იმავე წელს გსგ-9-მ აღიდგინა რეპუტაცია, როდესაც გასროლის გარეშე აიძულია ტერორისტს ჩაბარებულიყო, რომელმაც გაიტაცა თვითმფრინავი და დასვა ის გერმანიის ტერიტორიაზე ქალაქ დუსელდორფში.
სულ მათ ჩაატარეს დაახლოებით 1500 ოპერაცია. ბოლოს დანაკარგები განიცადეს 2004 წელს ფალუჯაში (ერაყი) სადაც ტერორისტებს აერიათ გერმანული კონვოი ამერიკულში და ცეცხლი გაუხსენს მანქანებს. ორი ოპერატორი დაიღუპა, ხოლო ტერორისტულმა ორგანიზაციამ ”ოფიციალურად” მოუხადა ბოდიში გერმანიას ამ შეცდმისთვის.
ყველაზე უახლესი ოპერაცია რომლის შესახებ არის ცნობილი, არის სამი ალ ქაედასტანა სოციირებული ტერორსტის დაკავება, რომლებიც გეგმავდნენ მასიურ თავდასხმას ამერიკულ ობიექტებზე გერმანიაში.


Last edited by Shooter on 29 Jul 2008, 15:46, edited 2 times in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ანტი ტერორიზმი GSG-9
PostPosted: 29 Jul 2008, 15:37 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
სხვა საინტერესო მასალები

გერმანული დოკუმენტური ფილმი გსგ-9-ზე, საკმაოდ ინფორმატიულია.

http://www.youtube.com/watch?v=jJwFwUolTKk


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ანტი ტერორიზმი GSG-9
PostPosted: 29 Jul 2008, 16:21 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
კაუნთერ სტრაიკები არ აინ ზეროდან?:)

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ანტი ტერორიზმი GSG-9
PostPosted: 29 Jul 2008, 17:39 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7240
ბათინკები რულავს :)


ნუ იარაღიც

:mrgreen:

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ანტი ტერორიზმი GSG-9
PostPosted: 29 Jul 2008, 18:01 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
კახი wrote:
ბათინკები რულავს :)


ნუ იარაღიც

:mrgreen:


ბათინკები მართლა მაგარია :wink:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ანტი ტერორიზმი GSG-9
PostPosted: 07 Mar 2009, 19:27 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
GSG-9 სნაიპერები პერიმეტრს აკონტროლებენ......თუ არ ვცდები ეს ფოტოები გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების ყოფნის დროსაა გადაღებული.


Image
Image

_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ანტი ტერორიზმი GSG-9
PostPosted: 25 Oct 2009, 13:39 
Offline
User avatar

Joined: 26 Jul 2007, 16:03
Posts: 822
GSG-9 ვარჯიშის ვიდეოა.საინტერესო ჩაფხუტია. ასევე ნიღაბია საკმაოდ უცხო. ამ რაზმის გარდა არც ერთ სხვა სპეცრაზმის შეიარაღებაში არ მინახავს მსგავსი ნიღაბი. ( თავზე ამოჭრილი აქვს)



_________________
Train hard, fight easy ......and win
Train easy, fight hard .......and die



It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge