საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 18 Jan 2021, 21:56

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 12 posts ] 
Author Message
 Post subject: მსოფლიოს საუკეთესო მსროლელები - ტოდ ჯარეტი
PostPosted: 02 Jul 2008, 14:33 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
გთავაზობთ ჟურნალ handguns-ში გამოქვეყნებულ ჯეიმს ტარრის სტატიის თარგმანს ერთ ერთ საუკეთესო მსროლელზე ტოდ ჯარეტზე.

Image

ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესოა, ფრჩხილებში ჩემი კომენატრებია.

ტოდ ჯაერეტი პრაქტიკული სროლის მსოფლიო ოთხ გზის ჩემპიონი, აშშ-ს ჩემპიონის 9 ტიტულის მფლობელი და ჯერ ჯერობით ერთადერთი აშშ-ს პარქტიკული სროლის ასოციაციის სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი. სპორტსმენი და ინსტრუქტორი, რომელიც ასწავლის უკვე 20 წელია. 1993 წლიდან მსახურობს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. როგორ გახდი ის ასეთი მაგარი მსროლელი?

ჯარეტის თქმით 1988 წლიდან 2001 წლამდე მან გაისროლა დაახლოებით 1.7მლნ ვაზნა. "ყოველ დღე მე ვატარებდი 2 საატს იარაღით ხელში, იმისთვის რომ დამეხვეწა უნარები". მისი სიტყვებით ის მაჯერად უკვე არ სწეავლობს არამედ უფრო მუშაობს ფორმის შენარჩუნებაზე. "მე დავხარჯე ვაზნების პირველი მილიონი მხლოდ იმისთვის რომ მესაწვლა როგორ უნდა სროლა" იძახის ის სიცილით.

მაგრამ ამავე დროს ის აღნიშნავს რომ არ უნდა გყავდეს სპონსორი იმისთვის რომ გახდე მაგარი მსროლელი. (ტოდ ჯარეტი არის პარა ორდნანსის სარეკლამო სახე)

თუ გინდა პრაქტიკა, მაშინ მშრალი ვარჯიში არის მთავარი (მშრალი ვარჯიში ანუ სროლის გარეშე). "შენ შეგიძლია ამოიღო იარაღი და გაისროლო დაახლოებით ერთ წამში. ამ დროის 99.9% არაფერი არ ეხება სროლის წარმოებას, ის ეხება მხოლოდ მანიპულაციებს იარაღთან, ყველაფერი იწყება ძირითადით, სწავლობ როგორ უნდა იდგე, შეინარჩუნო ბალნსი, ამოიღო და დატენო იარაღი". ეს არის ის რაც დაგიზოგავთ ათასობით დოლარს ტყვიაწამლზე.

"მაგრამ მაინც თქვენ უნდა დააჭიროთ სასხლეტს , და ისროლოთ ვაზნები იმისთვის რომ გაგით თუ როგორ რეაგიებთ გასროლაზე, როგორ აკონტროლებთ იარაღს და აკონტროლებთ უკუცემას".

ტოდ ჯარეტი ასევე არის ასევე ლაზერის დიდი ფანატი. "თუ თქვენ აპირებთ ფულის ჩადებას რამეში რაც დაგეხმარებათ გაზარდოთ რეზულტატები, მაშინ ჩადეთ ფული კარგი ლაზერის სამიზნე მოწყობილობების შეძენაში. კაზერი პრაქტიკულად გიჩვენებთ რას შვება თვქენი იარაღი, ეს კარგია არა მარტო უსაფრთხოების თვალსაზრისით არამედ გეხმარებათ მიიტანოთ იარაღი სამიზნემდე, გაძლევთ მა პროცესზე უკეთეს წარმოდგენას რა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენ პირველ გასროლას. ის ასვე გაძლვეთ საშუალებას დაინახოთ სად გარბის სამზინე როდესაც ცვლით მჭიდს და ასე შემდეგ".

და რაც ეხება არა სპორტსმენებს არამედ უბრალოდ იარაღის მფლობელებს, რომლებსაც იარაღი აქვთ თავდაცვის მიზნებისთვის მხოლოდ? ტოდ ჯარეტის აზრით ასეთმა მსროლელებმა შეიძლება ბევრი რამე ისწავლონ პრაქტიკული სროლის დისციპლინებიდან.

"მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ სტუდენტებს, სამხედროებს, სამართალდამცავებს და სამოქალაქო პირებს - ის რაც თქვენ იცით სროლაზე სასროლეთში არის სულ სხვანაირი ექსტრემალურ პირობებში". პრაქტიკული სროლის შეჯიბრება ზუსტად ასეთი ექსტრემალური სიტუაციაა, ხვდებით იქ სადაც აქამდე არ ყოფილხართ. თუ თვლი რომ იცი იარაღი და კარგი სმროლელი ხარ მხოლოდ შეჯიბრება დაადასტურებს მართალი ხარ თუ ცდებოდი. ყველაფწერი რაც ხდება მატჩის დროს შეიძლება მოხდეს ქუჩაშიც, ჩემთვის სულ ერთია რა ტიპის შეჯიბრება იქნება ეს PPC (Practical Pistol Course ერთ ერთი სასროლოსნო დისციპლინა), ხარის თვალის ტიპის შეჯიბრება ან სილუეტებზე სროლა, ნებისმიერი შეჯიბრება ასწავლის მოანწილეს იმოქმედოს სტაბილურად სტრესულ პირობებში".

ტოდ ჯარეტი თვლის რომ IPSC უფრო მეგობრულია დამწყები სროლელების მიმართ. "ბევრი მსროლელი რომელიც იწყებს IDPA-ში მალე გადადის IPSC-ში. იმიტომ რომ ეს დისციპლინა სთავაზობს უფრო მეტ თავისუფლებას სხვა და სხვა ეტაპებზე და ამვე დროს გიწევს უფო მეტი ტყვიის სროლას".

ტოდ ჯარეტის აზრით ყველაზე რთული სროლაში არის ის რასაც ის ყველაზე კარგად აკეთებს. ეს არის სროლა მოძრაობაში. "მე დავხარჯე დაახლოებით ნახევარი მილიონი ვაზნა მოძრაობაში სროლით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ძალიან ხშირად ჩემი ვარჯიშის დიდი ნაწილი ეთმობა სროლას მოძრაობაში, ზოგადად კი დაახლოებით დროის 50% მე ვხარჯავ ამაზე."

ჯარეტი დიდი ენტუზიაზმით უყურებს იმას რაც ხდება სროლის და იარაღის ტექნოლოგიებში. "მე ვხედავ რომ მომავალში, რომელიც სინამდვილეში უკვე რეალობაა წიტელი წერტილის ტიპის სამზინე მოწყობილობებს სამართალდამცველების მოკლელულიან იარაღებზე, ალბათ ისინი იქნებიან გასაშლელი ტიპის (flip-up). მათ ექნებათ კომპენსატორები, მჭიდის შახტები, რომლებიც სწორი ფორმისაა, სასხლეტები, რომლებიც უფრო მოსახერხებელია ხოლო იარაღის სიზუსტე გადააწარბებს რეალურ მოთხოვნებს. ღამის სამიზნე მოწყობილობები, ბოჩკოვანი სამიზნეები, ლაზერები, "წითელი წერტილები' - ეს ის რაღაცეებია რაც აუმჯობესებს ხედვას და ზრდის დამიზნების სიჩქარეს და სიზუსტეს სტრესულ ვითარებაში".

“და კაბურები იმდენა უკეთესია იმასთან შედარებით რაც იყო ხელმისაწვდომი 20 წლის წინ!" ამის დასადასტურებლად ის წარნოაჩენს Kydex ტიპის კაბურას. "ის არ იცვითება და მე შემიძლია ამოვიღო იარაღი 0.85 წამში ჩემი Blackhawk-ის კაბურიდან რომელსაც გააჩნია Serpa lock ტიპის საკეტი. და საიდან მოვიდა ეს ტექნოლოგია? IPSC-ის სამყაროდან”.

კომენტარი ჩემგან
არ მინდა წუწუნი მაგრამ დასანანია, რომ მიუხედავათ იმისა რომ სხვა ქვეყნებში სასროლოსნო სპორტის ბუმია, საქართველო სადღაც კუდში მოეთრევა, მაშინ როდესაც ყიოველდღე იხარჯება უამრავი ფული იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაჯერონ რომ ქართველები თურმე მაგარი მეომრები არიან არა და რა აზრი აქვს მეომრობას, როდესაც ჯარშიც და პოლიციაშიც კი ეკზოტიკაა ისეთი რამეები, როგორიცაა თუნდაც წიტელი წერტილის ტიპის სამზინეები, სადაც ჯარისკაცმა არ იცის კალაშნიკოვის მისროლა. იმაზე არაფერს არ ვიძახი, რომ კანონგარეშეა დაყენებული პრაქტიკულად მთლიანად სასროლოსნო სპორტი და არც იმაზე არ ვიზახი არაფერს, რომ რამოდენიმე ხარბი ადმიანის გამო საქართველოში ჩინური "შირპოტრები" უფრო ძვირი ღირს ვიდრე საუკეთესო უცხოური აღჭურვილობა ნორმალურ ქვეყნებში ხოო ტყვიაწაამლის ფასი საერთოდ გამორიცხავსდ პრაქტიკას ალბათ საქართველოს მოსახლეობის 99.9%-თვის. სამწუხაროა ის რომ რაიმე გამოსავალიც ამ სიტუაციიდან ჯერ არ ჩანს.


მულტიმედია მასალები

ტოდ ჯარეტის ვიდეო კლიპები იუთუბზე
http://www.youtube.com/results?search_q ... type=&aq=f


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 02 Jul 2008, 15:48 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
ნეტავ რატომ არ ფიქრობს ამაზე მთავრობა? არა და მათი პოლიტიკა გაქანებული მილიტარისტულია. ამდენ რეზერვისტებ აგროვებენ რომელთაც სროლა ფაქტიურად არ იციან. არ ჯობია პროტექციონალური კანონი მიიღონ, სასროლეთზე და საერთოდ პრაქტიკული სროლის განვითარებას შეუწყონ ხელი საქართველოში. ამით ხომ ფატიურად ბრძოლის და სროლი უნარიან ხალხს შექმნიან, ეომლებიც საომარ სიტუაციაში რეზერვისტებზე უკეტ გარტმევენ ამოცანებს თავს.

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 03 Jul 2008, 16:02 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
tushi wrote:
ნეტავ რატომ არ ფიქრობს ამაზე მთავრობა? არა და მათი პოლიტიკა გაქანებული მილიტარისტულია. ამდენ რეზერვისტებ აგროვებენ რომელთაც სროლა ფაქტიურად არ იციან. არ ჯობია პროტექციონალური კანონი მიიღონ, სასროლეთზე და საერთოდ პრაქტიკული სროლის განვითარებას შეუწყონ ხელი საქართველოში. ამით ხომ ფატიურად ბრძოლის და სროლი უნარიან ხალხს შექმნიან, ეომლებიც საომარ სიტუაციაში რეზერვისტებზე უკეტ გარტმევენ ამოცანებს თავს.

100%-ით მართალი ხარ, სამწუხაროდ მაგ პრობლემაზე მართლა არ ფიქრობენ. მე ვიყავი რეზერვში და ჩემ პონტში მაგარი კმაყოფილი ვარ, მარა სხვების რა გითხრა :D არსებობენ ადამიანები, რომლების ჯარში წაყვანას არ წაყვანა სჯობია, ვინაიდან უპრინციპო, ქალაჩუნა, ლაჩარი და დედიკოს ბიჭი უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის თავისიანს. არიან ისეთებიც ვის ხასიათშიც სროლა და იარაღი საერთოდ არ დევს, მარა თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ და მე მათი მესმის. ჩემი აზრით სამხედრო განათლება სკოლიდან უნდა დაიწყოს, რათა ქართველი ახალგაზრდობა თავიდანვე ეზიაროს იარაღის ფლობის ტექნიკას, რეზერვში შერჩევით უნდა მოხდეს ხალხის აყვანა, რადგან შესაძლო მოულოდნელობებისგან თავი დავიზღვიოთ. :wink:

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 03 Jul 2008, 16:19 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
რატომ არ ფიქრობენ? და ვინ უნდა იფიქროს? საქმე ან კეტდება რეზულტატისთვის ან კეთდება იმისთვის რომ შეიქმნას ილუზია რომ რამე კეთდება.

რეზერვი რაც არის ყველამ კარგად ვიცით, რეალურად დასასვენებელი ბანაკი ანუ იგივე არტეკი ან აგეთი რამე, აბა მანდ მძიმე საბრძოლო მუშაობა რომ ყოფილიყო ვინმე გაიქცეოდა იქ თავისი ხოდით? ხო და იარაღზეც იგივეა, უკვე მარტო სულისკვეთებით ომს ვერ მოიგებ. ასეთ მეომრებს ამერიკელები პაჩკებით ისტუმრებენ საიქიოში ერაყში და ავღანეთში, იმ უბედურებსაც აქვთ დიდი სულისკვეტება , მაგრამ რა? როგორც ვიდეოტამაშებში ისე ხოცავენ.

იარაღის სამოქალაქო ბრუნვის და სასროლსნო სპორტის განვიტარება ყველას კიდია. არავის არ აინტერესებს. ეს არის სამწუხარო რეალობა.

მე არც წარმომიდგენია საიდან უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება. ერთი ვიცი რომ თუ "იმათმა" არ მოინდომეს არაფეი არავის არ გამოუვა. ისინი კი ვინ არიან კარგად ვიცით, ვისი მონაწილეობის აგრეშე ამ ქვეყანაში არც ერთი კანონი ან რეგულირება არ მიიღება.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 08 Jul 2008, 13:21 
Offline

Joined: 20 Feb 2008, 09:52
Posts: 271
არ უნდათ რომ ქვეყანში იყვნენ ადამიანები რომლებიჩ ისევე ისვრიან როგორც მათი სპეცრაზმელები...


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 08 Jul 2008, 14:03 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11107
Location: თბილისი
აუტკიებელ თავს არავინ აიტკიებს,
გასაგებია რომ ინიციატაივა არ არის.
მერე ჩვენ რისთვის ვართ.
არ გვინდა ამაზე, სულ სხვა რომ არის დამნაშავე.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 08 Jul 2008, 20:24 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3294
Location: Tbilisi
ამ რამოდენიმე წლის წინ ნრა-იმ დაიწყო წუწუნი რომ სასსროლო სპორტი ამერიკაში პოპულარობას კარგავსო :shock: და მთელი რიგი ზომების გატარება მოითხოვა ქვეყნის მაშტაბით მათ შორის ახალი სასროლეთების შენება და ძველის მოდერნიზება. ეს მხოლოდ იარაღის სიყვარულით არ მოსდის ამ ხალხს, სასროლო სპორტი საბრძოლო ხელოვნებას აზიარებს ადამიანებს და საერთო ჯამში მხოლოდ სიკეთის მომტანია ქვეყნის ძლიერებისთვის. ჩვენთან მხოლოდ ფეხბურთის პოპულარიზაციას ეწევიან და მხოლოდ იმ მიმართულებით რომ ტოტალიზატორებს ბევრი კლიენტი ჰყავდეთ. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება სასროლეთები, რაგბის მოედნები, ჭიდაობის და კრივის დარბაზები, მაგრამ სად არის პატრონი...


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 08 Jul 2008, 20:32 
Offline

Joined: 20 Feb 2008, 09:52
Posts: 271
არანაირი ძვრა ამ მხრივ არ იქნება სანამ "იქ" არ მოვლენ ისეთი ადამიანები ვინც ქვენისთვის აზროვნებს, კარგი მსროლელი კარგი მეომარი და მებრზოლი იქნება რა ტქმა უნდა შესაბამისი მომზადებით...


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 10 Jul 2008, 14:35 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
თქვენ ნახეთ რა არის civilian marksmenship program და მერე მიხვდებით სად არიანი ისინი და სად ვართ ჩვენ.

http://www.odcmp.com/


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 10 Jul 2008, 22:39 
Offline

Joined: 20 Feb 2008, 09:52
Posts: 271
ჩვენ ისევ ხეზე ვართ ბანანის საკრეფად :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსოფლიოს საუკეთესო მსროლელები - ტოდ ჯარეტი
PostPosted: 04 Jul 2009, 20:36 
Offline

Joined: 23 Jun 2009, 17:02
Posts: 5
კარგია ეს ყველაფერი რომ ვლაპარაკობთ მაგრამ გამოგვივა რაიმე? ხომ არ მიგვემართა ჩვენ თვითონვე რომ ეს ხალხის სურვილია?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსოფლიოს საუკეთესო მსროლელები - ტოდ ჯარეტი
PostPosted: 04 Jul 2009, 20:38 
Offline

Joined: 23 Jun 2009, 17:02
Posts: 5
დავამატებ სასროლეთის შექმნას ვგულისხმობ პოლიგონს


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 12 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge