ამ პატარა ვაზნაზე ლაბათ უფრო მეტი მითი და ლეგენდა არსებობს ვიდრე ნებისმიერ სხვა ვაზაზე, მას ხან არაეფექტურ და სუსტ ვაზნად მოიხსენიებნ რომელიც მარტო ქარალდის სამიზნების გახვრეტაში ვარგია ხან კიდე მიაწერენ რაღაც განსაკუთრებულ საბრძოლო თვისებებს.
რა არ მსმენია მე ამ ვაზნაზე, ყველაზე ბოლოს მე ამიხსნეს რომ თურმე .22 გამსაკუთრებით სახიფათოა შორ მანძილებზე, უფრო სახიფათო ვიდრე 7.62X54.
მოკლედ მე მინდა მოკლედ მიმოვიხილო .22ლრ-ის სამხედრო კარიერა. ცნობილია ყველასთვის რომ .22 არის იდელაური სავარჯიშო ვაზნა, იაფი და არ მოოითხოვს განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს. გამოგონილი 1857 წელს ის წარმატებით გამოიყენებოდა როგორც სავარჯიშო ვაზნა. გერმანელები უშვებდნენ თავის მაუზერის ვერსიას ამ კალიბრზე, ინგლისელებს ქონდათ გდაკეთებული ცალ ვაზნიანი ენვილდი MKIV, დღეს კი ხმარობენ სპეციალურ კომპლექტებს რომლებიც იძლევიან საშუალებას გამოყენებულ იქნას .22 ვაზნა მათ სტანდარტულ მოიერიშე შაშხანაში. ამ იმპროვიზირებულ სტატიაში მე აქცენტს ამჯერად გავაკეთებ .22 ვაზნის განმოყენებაზე საბრძოლო პირობებში.
ალბათ ყველაზე პირველად .22 კალიბრის იარაღი გამოყენება საბრძოლო ამოცანბეის გადასაწყვეტად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს. აშშ-ში შექმნილი სპეციალური სადზვევრო სამსახური (ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს პროტოტიპი), რომელიც შეიქმნა სპეცილაურად ომის პერიოდში სპეციალური დავალებების შესასრულებლად და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ოპერატიული ელემენტები, ანუ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ოპერაციებს. პირველად სწორედ ამ ნაწილებმა დაიწყეს .22 კალიბრის იარაღის გაოყენება. კოლტ ვუდსმენი ან ჰაი სტანდარტი აღჭურვილები სხვა და სხვა კონსტრუქციის მაყუჩებით იყო ძალზედ პოპულარული იარაღი. რატომ? იმიტომ რომ ჩუმი გასროლის წარმოება შესაძლებელი იყო ძალიან ახლო მანძილებიდან. მაყუჩი უზრუნველყოფდა იარაღის გამოყენებას უშუალოდ ობიექტზე მუშაობისას. ასევე 10 ვაზნიანი მჭიდი იმ დროისთვის მარალი ტევადობის სწრაფი და ზუსტი სროლის საშუალებას იძლეოდა. 1944 წელს ჰააგის კონვენციის მიხედვით სამსახურმა კარძალა .22 კალიბრის ტყვიების გამოყენება რომლებსაც არ ქონდათ ფოლადის გარსი. სამხედრო პერსონალს აეკრძალა ამ კალიბრის იარაღის გამოყენბა ხოლო სამოქალაქო პერსონალი აკრძელებდა მის გამოყენას შეზღუდვების გარეშე. რა თქმა უნდა სამხედრობმაც გაუკეთეს იგნორირება ამ ბრძანებას თუმცა სულ მალე პირველი პარტია .22 კალიბრს ვაზნების, გარსით დაფარული ტყვიებით იქნა მიწოდებული. ვაზნას მიენიწა ინდექსი ტ-42.
ომის ბოლოს ჰაი სტანდარტი უკვე დომინირებდა, და შემდგომ ის გახდა ერთადერთი .22 კალიბრის პისტოლეტი აშშ-ს ჯარის და სპეც სამსახურების შეიარაღებაში.
აღნიშნულ იარაღს ასევე იძენდა ცენტრალური სადაზვევრო სამსახური. 1961 წლის 1 მაისს სვერდლოვკთან საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ამერიკული სადაზვევრო თვითმფრინავი, რომელსაც მართავდა ფრენის პაუერსი. (მას თან მიაყოლეს ერთი საკუთარი გამანადგურებელიც, რომელიც ვერ ამოიცნეს). პაუერსი დააკავეს და აღმოიჩინეს საბჭოტა კავშირში ადრცენის პაკეტი, სხვა და სხვა ქვეყნის ვალუტა, ოქროს ნივთები და .22 კალიბრის ჰაი სტანდარტი. ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს მიერ შეკვეთილ პისტოლეტებს არ ქონდათ წარწერა "აშშ-ს მთავრობის საკუთრება".
ჰაი სტანდარტი ქვევით და კოლტ ვუდსმენი ზევით
აღნიშნულ პისტოლეტს ასევე დემდე იყენებნ საზღვაო სპეციალური დაიშნულების ნაწილები, კონკრეტულად "SEAL" და საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის პირველი სადაზვერვო ასეულში. პირველის შეიარაღებაში გარკვეული დრო ასევე იყო რუგერი MKII მაგრა, როგორც ჩანს ამ იარაღმა მანდ არ გაამართლა და ამჯერად იქ ისევ რჩება ხმოლოდ ჰაი სტანდარტი.
.22ლრ-ს ასევე შრამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს იზრაელში. პატარა და ჩუმი იარაღის მოთხოვნილება ყოველთვის იყო იზრაელში. სპეციფიკა მას მოითხოვდა, თავხედური და გამბედავი ოპერაციებში ძალზედ ჩუმი და კომპაქტური იარაღი არ დარჩებოდა გამოყენების გარეშე, და .22ლრ კალიბრის იარაღი ფიგურირბდა რამოდენიმე ასეთ ოპერაციაში.
მაგალითად 1972 წლის 16 სექტემბერს მოსადის მიერ შექმნილი ჯგუფის წევრებმა ორი .22 კალიბრის იარაღიდან 12 გასროლით მოკლეს ცნობილი ტერორისტი და 1972 წლის მიუნხეის ოლიმპიადაზე მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის ერტ ერთი ორგანიზატორი ვაელ აბუ ცვაიტერი.
ასევე 1990 წელს სავარაუდოთ მოსადის აგენტებმა ბრიუსელში მოკლეს ჯერალდ ბული, კანადელი ინჟინერი რომელიც მონაწილეობდა ერაყის თავდაცვის პროგრამებში. მანდ ასევე ფიგურირებდა .22 კალიბრის პისტოლეტი. ინჟინერი ისე მოკლეს შუა ქუჩაში რომ გასროლის ხმა არავის არ გაუგონია.
იზრაელში ფეხი კარგად მოიკიდა ბერეტა 70(1)-მა. მას ხანგრძკივი დროის განმავლობაში იყენებდნენ სპეცსამსახურების უმეტესობა. მოსადი, სხვა და სხვა სპეც დანიშნულების ნაწილები, ჯარი და ასევე აგენტები, რომლებიც იცავდნენ საჰაერო ჰომალდებს გატაცებისგან. ერტ ერთი პირველი "სკაი მარშალი" მორდეხა რახამიმი შევიდა ისტორიაში როდესაც 1969 წელს ოთხი შეიარაღებული პალესტინელი ტერორისტი შევარდა ციურიხის აეროპორტში და თავს დაესხა იზრაელის ავიაკომპანია ელ ალის თვითმფრინავს. მორდეხაი რახამიმი მარტო გაუმკლავდა ოთხ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებით შეიარაღებულ ტერორისტ და მოკლა ერი თავისი ბერეტა 91 მოდელის პისტოლეტიდან და ასევე დაეხმარა აეროპორტის დაცვას დაეკავებინა სამი დარცენილი ტერორისტი. დღეს ის ერთ ერთი უმსვილესო კერძო უსაფრთხოების კომპანიის (Hawkeye International Security Consultancy,) დამფუძნებელია. იზრაელის სკაი მარშალები ბოლო დრომდე იყენებდნენ .22 კალიბრის ბერეტბს, იმის გამო, რომ ტყვია ვერ გახვრეტდა თვითმფირნავის კორპისს და ამვე დროს უფრო აქცენტს აკეთებდნენ ზუსტი გასროლების დიდ რაოდენობას, რომელიც უზრუნველყოფდნენ ტერორისტის სწრაფ გამოყვანას მწყობრიდან და ნაკლებ საფრტხეს შეუქმნიდა მგზავრებს და თვითმფრინავს. ამჯერად ბერეტა შეცვალა 9მმ-მა პისტოლეტმა იერიხო.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სანამ იზრაელის ჯარი და პოლიცია მიიღებდა მიტინგის დასაშლელად განკთვნილ არა ლატელაურ იარაღს ისინი იყენებდნენ .22 კალიბრის შაშხანებს მათ შორის საბჭოთა სპორტულ მოდელებს. შემდგომ ისინი შეცვალა რუგერის შაშხანებმა. ცნობილიამ რომ ამან გამოიწვია დიდი მსხვერპლი პალესტინელებს შორის, რის გამოც ისინი მალე დააბრუნეს საწყობებში და დააჩქარეს რეზინის ტყვიების მიწოდება და სხვა ანალოგიური საშუალებების.
ბერეტა 71 და იგივე პისტოლეტი მაყუჩით
მოტხოვნა .22 კალიბრის მარალი ხარსხის იარარზე არსებობს დღემდე რასაც ადასტურებს აი ეს ქმნილება. .22 კალიბრის სნაიპერული სისტემა დამზადებული რუგერის M77 ტიპის მცირეკალიბრინია შაშხანის ბაზაზე კომპანია Tactical Operations-ის მიერ.
შაშხანას გააჩნია ინტეგრირებული მაყუჩი. გამოიყენება სხვა და სხვა სპეციალური დავალებების შესასრულებლად. მაგალითად ლამპიონების ჩაქრობა, ძაღლების განადგურება, და რა თქმა უნდა ჩუმი და ზუსტი გასროლის წარმოება განსაკუთრებულად ახლო მანძილებიდან. შაშხანა უკვე მიეწოდაბა სხვა და სხვა შტატების პოლიციის სპეც რაზმებს.
არსებობს ასევე რუსული მცირეკალიბრიანი სნაიპერული სისტემა СВ-99 შექმნილი სპორტული შაშხანის ბიატლონ-7-ის ბაზაზე.
СВ-99
რაიმე ინფორმაცია მის გამოყენებაზე მე ვერ ვიპოვე თუმცა არ არის გამორიცხული რომ ის პატარა რაოდენობით არის შეიარაღებაში.