საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 19 Jan 2021, 18:08

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 
Author Message
 Post subject: ლენს ტომასი - სამოქალაქო განფაიტერი
PostPosted: 26 Jun 2008, 16:29 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
პირველ რიგში რა არის განფაიტერი - რომ არავის არ ეგონოს რომ მე მოდის შესაბამისად ბევრ უცხო სიტყვას ვიყენებ ხოლმე :wink: მაგრამ თუ ვინმე მეტყვის ამ სიტყვის ქართულ ვარიანტს ამშინ მე სიამოვნებით გამოვიყენებ ქართულ ტერმინს.

ესეიგი განფაიტერი ვიკიპედიას მიხედვით არის ის ადმიანი რომელსაც აქვს კარგი მსროლელის და სახიფათი პიროვნების რეპუტაცია. ამ ტერმინის ქვეშ მოიხსენიებენ როგორც წესი ველური დასავლეთის ცნობილ მსროლელებს, უაიტ ერპი, ბეტ მასტერსონი, პეტ გარეტი და ასე შემდეგ.
ჩემგან დავამატებ, რომ განფაიტერი შეიძლება იყოს კარგი ბიჭი ან ბოროტი. დღეს დღეისბით უფრო ხშირად გამოიყენებენ ტერმინს განსლინგერი, რომელსაც უწოდებენ ძირითად კლასიკური რევოლვერიდან მსროლელ სპორტსმენებს ან ე.წ. ტრიკ შუტერებს, მაგალითად ბობ მუნდენს. ხოლო განფაიტერი გამოიყენება უფრო როგორც სარეკლამო ბრენდი, თუმცა ხშირად ასეთებს უწოდებენ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამ საქმეში გარკვეულ სიმაღლეებს მიაღწიეს.

ეხლა მე მინდა ერთ ასეთ პიროვნებაზე დავწერო. ყველაფერი აქ დაწერილი ძირითადა არის ამოღებული მასად აიუბის სტატიიდან, თუმცა პირველად ლენს თომასზე დაწერეს პოლ კირხნერმა და ჯეფ კუპერმა თავის წიგნში The Deadliest Men: The World's Deadliest Combatants Through the Ages.
ამ წიგნში ხსენებულია უალდ ბილ ჰაიკოკი, უკვე აქ ნახსენები ბეტ მასტერსონი და მათ შორის ლენს ტომასი, უბრალო ადმიანი, საატების გამყიდველი. სამი წლის განმავლობაში მან მიიღო მონაწილეობა 4 შეტკებაში, მოკლა ხუთი და დაჭრა ერთი თავდამსხმელი. თავად იყო დაჭრილი ორჯერ, ჯამში მას 5 ტყვია მოხვდა.

ლენს ტომასის ისტორია საკმაოდ საინტერესოა და ბევრი პრაქტიკული მაგალითს შემცველი და ამიტომაც მე გადმოვაქართულებ აიუბის სტატიას.

ლენს ტომასი საათების მაღაზიის მფლობელი და ერთადერთი მოსამსახურე გადაწყვიტავს შეიძინოს იარაღი თავდაცვსი მიზნით, იმ დროს ლოს ანჯელესი საკმაოდ კრიმინოგენური ადგილი იყო მითუმეტეს გარეუბნები. ლენს ტომასი აირჩევს 5 ვაზნიან სმიტ ვესონს მოდელი 36 ჩიფს სპეშლ (კალიბრი .38 სპეშლ). 1989 წლის 10 სექტემბერს ყველაფერი დაიწყება. მსაღამოზე მასთნა მაღაზიაში შემოვა ორი ბოროტმოქმედი. ერთს რაღაცა გაურკვეველი უკავია ხელშო მეორეს აშკარად უჭირავს პისტოლეტი. ისინი ითხოვენ მისგან სალაროს გახსნას. ამ მომნეტში ლეს ტომასი იღებს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს მძარცველებს და სწრაფად იღებს მის რევოლვერ და სამჯერ ისვრის. ორჯერ ის ააცელს მესამე ტყვია კი მოხვდება პისტოლეტიან მძარცველს სახეში. მეორე ბოროტმოქმედი არ ჩქარობს სროლას და ლენს ტომასი უბრძანებს მას რომ გაათრიოს თავისი დაჭრილი მეგობარი, რომელმაც გონება დაკარგა. მზარცველი ემორჩილება მას და ორივე ტოვებენ მაღაზიას. მას შემდგომა დააკავებს პოლიცია და წაუყენებნ ბრალდებას.

შეიარარებული მოქალქე არ დანებდა და ყველაფერი სწორედ და ეფექტურად გააკეთა, მან არ ატეხა უმისამართო სროლა, არ დანებდა.

როგორც ჩანს ლენსმა მესააათისთვის დამახასიათებელი პედანტურობით გამოიტანა გარკვეული დასკვნები ამ ინციდენტიდან, ანუ 5 ვაზნა არ არის საკმარისი, .38 არ უზრუნველყოფს საკმარის შემაჩერებელ ძალას, რევოლვერის გადატენვა სწრაფად ძნელია. ის ღებულობს არსენალის გაზრდის გადაწყვეტილებას. მის პატარა სმიტს ემატება სამი რავოლვერი .357 მაგნუმ კალიბრში. კოლტ პიტონი, სმიტ ვესონი მოდელი 19 კომბათ მაგნუმი და რუგერ სექიურითი სიქს. ოთხივე რევოლვწერს ლანსი ფარულად განალაგებს თავისი სამუშაო ადგილის გარშემო. თუ რევოლვერში ვაზნები დაიცლება ის უბრალოდ დააგდებს მას და აიღებს სხვას.

1989 წლის 27 ნოემბერი. ორგანიზებული თავდასხმა მაღაზიაზე. 5 შეიარაღებული თავდამსხმელი. ერთი მძღოლი, ერთი გარეთ განლაგებული დამკვირვებელი და სამი როგორც მოიერიშე ელემენტი.
ისინი შედიან მაღაზიაში და იწყებენ გაუფრთხილებელ სროლას. ერთ ერთი პირდაპირ ესრის ლენსს .25 ალიბრის პისტოლეტიდან. 8 ტყვიიდან ოტხი მოხვდება მას - სამი მხარში ერთი კისერში. ლენსი იღებს ყველაზე ახლოს მდებარე რევოლვერს - .357 კალიბრის რუგერს და იწყებს საპასუხო სროლას. პირველი ტყვია აცდება სამიზნეს ხოლო დანარჩენი ხუი კი ზუსტად მიზანში აღმოჩნდება. მძარცველი მიწაზე ეცემა, ასევე ეცემა მიწაზე ცარიელი რუგერი. შემდეგი იარაღი - პატარა სმიტ ვესონი, რომელმაც პირველად გადააღცინა პატრონი. ლენსი ისვრის 5 ტყვიას და მას ასევე ესვრის მეორე მძარცველი, ორივე ვერ მოარტყავენ ერთმანეტს მაგრამ მზარცველი უკან იხევს. მესამე ირებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს სროლა მაგრამ მეორე .357-დან ნასროლი ტყვიები ხვდება მას და ის ძირს ეცემა მკვდარი. გარეთ მდგომები აფიქსირებენ, რომ მაღაზიაში სერიოზული შეტაკება მოხდა და ხედავენ რომ სამი თავდამსხმელიდან ხმოლოდ ერთი გამორბის შენობიდან. ამიტომაც ისინი უბრალოდ გარბიან შემთხვევის ადგილიდან.
მაღაზიაში მხოლოდ დაჭრილი ლენსია და ორი გვამი. სულ ლენსმა 19-ჯერ ისროლა.

რა არის ლენსის შემდეგი ნაბიჯი? დახუროს მაღაზია? გადავიდეს სხვა ქალაქში? ის ყიდულობს ოთხ ნახევრად ავტომატურ პისტოლეტს. ოთხივე არის ზიგ ზაუერი, ერთი 9მმ P225 და სამი .45 კალიბრის სხვა დასხვა მოდიფიკაციის P220. გადატენვა ასევე არ შედის მის გეგმებში. ყველა იარაღი განლაგებულია ფარულად მის გვერძე, სამუსაო ადგილას.

გავიდა ორი წელი, 1991 წლის 4 დეკემბერს ორი პიროვნება კაცი და ქალი შედიან მაღაზიაში. ქალს იარაღი არ აქვს, კაცი კი დაადებს ლენს ტავზე გლოკს და უბრძანებს არ გაინძრეს. რაზეა ლაპრაკი, ლენსი იმ წამსვე იღებს ყველაზე ახლოს მდებარე 9მმ-ან P225-ს. მძარცველის ესვრის მას და დაჭრის ყელში, ლენსი საპსაუხოდ ისვრის სამჯერ მკერდში მაგრამ იმის გამო რომ იარაღი არასწორედ ეჭირა ის იჭედება. ლენსი სწრაფდ ცვლის P225 .45 კალიბრის P220-ით და კიდევ ხუთ ტყვიას ესვრის. ყველა ტყვია სამიზნეს მოხვდება და მძარცველი ადგილზე გარდაიცვლება. ლენსი კი გდარჩება და გამოკეტდება.

1992 წლის 20 თებერვალი. ორი შეიარაღებული მძარცველი შედის მაღაზიაში. ლენსი აფიქსირებს იარაღს და ეგრევე ხსნის ცეცხლს P220-დან. პირველი მძარცველი ეცემა მკვდარი მას მტელი მჭიდი მოხვდება. ლენსი იღებს მეორე P220-ს და მეორე უბედურს ოთხი ტყვია ხვდება. წამებში ყველაფერი დამთავრებულია. ორივე ტავდამსხმელი მკვდარია.

ეს არის და ეს. ოთხ შეტაკებაში ლენს ტომასი ისვრის 40-ზე მეტ ვაზნას მოკლავს ხუტს და დაჭრის ერთს. მარტო დაუპირისპირდება 11 თავდმამსხმელს. ის თავად დაიჭრება ხუთჯერ. ვეური დასავლეთის დროს მას უეჭველი შერიფის თანამდებობას შეთავაზებდნენ.

ისტორიას არც თუ ისეთი კარგი დადასრული აქვს. ნაწლი იმათი ვისაც ლენსი გაუსწორდა აღმოჩნდება ორგანიზებული კრიმინალური ბანდების წევრები. იქნება ბევრი მუქარა და მათ შორის მისი კლიენტების მიმართ რის გამოც ლენს ტომასი იღებს გადაწყვეტილებას დახუროს მაღაზია და გადავიდეს სხვა ქალაქში.

არანაირ დასკვნას არ დავწერ, დასკვნები მკითხველმა გააკეთოს.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Jun 2008, 16:49 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
ეგ კაცი ნელ-ნელა სუფთა მეომარი ხდებოდა.ბოლო შეტაკებას დააკვირდი უკვე გამოცდილი რო იყო რა ადვილად გაუმკლავდა. ისე საღოლ ამდენ ჭრილობას რო გადაურჩა. თან ეტყობა დანარჩენებსაც შეეშინდათ თორე ლენსის კლიენტების დაშინების ნაცვლად მის მოკვლას შეეცდებოდნენ.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Jun 2008, 19:24 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
kibo wrote:
ეგ კაცი ნელ-ნელა სუფთა მეომარი ხდებოდა.ბოლო შეტაკებას დააკვირდი უკვე გამოცდილი რო იყო რა ადვილად გაუმკლავდა. ისე საღოლ ამდენ ჭრილობას რო გადაურჩა. თან ეტყობა დანარჩენებსაც შეეშინდათ თორე ლენსის კლიენტების დაშინების ნაცვლად მის მოკვლას შეეცდებოდნენ.


ეგ არის ტიპირი კრიმინალის ანუ მშიშარას პოზიცია. ერთს თუ ვერ მოუხერხებენ რამეს გადადიან ასეთ მოქმედებებზე ანუ მუქარები დაშინება და ახლობელი ადმიანებზე კონფლიქტის გადატანა.

წიგნის მიხედევით ლენსმა გადაწყვიტა გადასვლა იმიტომ რომ საფრთხე არა მას ემუქრებოდა არმედ მის კლიენტებს და უბრალოდ სხვა ადამიანებს რომლებიც ერთ ერთი მორიგი თავდასხმისას შეიძლებოდა დაშავებულიყვნენ.

ერთია რომ ეს კაცი ისტორიაში შევიდა. სხვა ნაირი ტიპი უნდა იყო რა ამდენს რომ გაუძლო.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 27 Jun 2008, 08:19 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11107
Location: თბილისი
ასეთი განფაიტერი ქაქუცა ყოფილა, პარიზშიც კი..
ისე ჩვენებურად - დათაა თუთაშხია.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 27 Jun 2008, 11:33 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
Shooter wrote:
kibo wrote:
ეგ კაცი ნელ-ნელა სუფთა მეომარი ხდებოდა.ბოლო შეტაკებას დააკვირდი უკვე გამოცდილი რო იყო რა ადვილად გაუმკლავდა. ისე საღოლ ამდენ ჭრილობას რო გადაურჩა. თან ეტყობა დანარჩენებსაც შეეშინდათ თორე ლენსის კლიენტების დაშინების ნაცვლად მის მოკვლას შეეცდებოდნენ.


ეგ არის ტიპირი კრიმინალის ანუ მშიშარას პოზიცია. ერთს თუ ვერ მოუხერხებენ რამეს გადადიან ასეთ მოქმედებებზე ანუ მუქარები დაშინება და ახლობელი ადმიანებზე კონფლიქტის გადატანა.

წიგნის მიხედევით ლენსმა გადაწყვიტა გადასვლა იმიტომ რომ საფრთხე არა მას ემუქრებოდა არმედ მის კლიენტებს და უბრალოდ სხვა ადამიანებს რომლებიც ერთ ერთი მორიგი თავდასხმისას შეიძლებოდა დაშავებულიყვნენ.

ერთია რომ ეს კაცი ისტორიაში შევიდა. სხვა ნაირი ტიპი უნდა იყო რა ამდენს რომ გაუძლო.


ვერ დაგეთანხმები რო ყველა კრიმინალი მშიშარაა, მარა ამ შემთხვევაში ლენსმა მთელი ჯგუფი რასაც ქვია მიაჩმორა. ამ ხალხს გარდა იმისა რო მშიშრები იყვნენ, თავმოყვარეობაც არ ქონიათ.


Top
 Profile  
 
 Post subject: 576324
PostPosted: 27 Jun 2008, 12:03 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7240
ისე, ეტყობა კაი ფულს აკეთებდა საათებზე :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 576324
PostPosted: 28 Jun 2008, 02:19 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3294
Location: Tbilisi
კახი wrote:
ისე, ეტყობა კაი ფულს აკეთებდა საათებზე :)

ეტყობა უფრო შვეიცარულ საათებზე და იარაღიც მათი ხათრით შვეიცარული აარჩია ბოლოს. :) მართლა ვაჟკაცი ყოფილა. ძალიან ძნელია ამერიკაში ორგანიზებულ კრიმინალს დაუპირისპირდე, მარტო კარგი სროლა არ არის საკმარისი.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge