საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 19 Jan 2021, 19:16

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 1 post ] 
Author Message
 Post subject: 4 გარდაცვლილი 5 წამში
PostPosted: 09 Jun 2008, 13:17 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
კიდევ ერთი ეპიზოდი ველური დასავლეთის ისტორიიდან, ცნობილი როგორც 4 მკვდარი 5 წამში. ტეახასში განლაგებული ქაქლაქის ელ პასოს ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ინციდენტი.


ადგილი: ელ პასო. ტეხასი

თარიღი: 1881 წელი 11 აპრილი

პრედისტორია. ინციდენტი დაიწყო იმ მომენტიდან როდესაც ელ პასოს "ესტუმრა" დიდი და კარგად შეიარაღებული მექსიკელთა რაზმი. მექსიკელი კოვბოები (ვაკერო) ეძებდნენ თავიანთ ორ მეგობარს, რომლებ,აც ადრე გადმოლახეს საზღვარი მოპარული ხცვრების საძიებლად. როგორც ჩანს ცხვრის კვალს მიაგნეს ერთ ერთი ტეხასელის რანჩოზე და მანდ მოგვიანებით ორივე მექსიკელის გვამი იპოვეს. გამოძიება იყო სწრაფი და სულ მალე ამ რანჩოზე მომუშავე ორი კოვბოი დააკავეს მკველობის ბრალდებით. რანჩო ეკუთვნობა ჯონ ჰეილს და როგორც გამოძიებამ დაადგინა ადრე საქონლის ქურდობაში ეჭვმიტანილმა ჰეილმა და ორმა მის რანჩოზე მომუშავე კოვბოიმ (სახელად პერვეი და ფედერიქსი), მოკლეს ორი მექსიკელი. ჰეილის ბრალი არ დადასტურდა ხოლო ბოლო ორი დაპატიმრებულ იქნა. მექსიკელებს დართეს ნება წაეყვანათ ტან მოკლული მეგობრების ცხედრები. სასამრთლოს დამტავრებისთანავე ელ პასოს ცენტრში ბევრი ადამიანი შეიკრიბა, ერთის მხრივ რომ დაუცვან თავისი თანამოქალქეები და მეორსმხრივ გაეპროტესტებინათ ქალაქის საზღვრებში შეიარაღებული მექსიკელების გადაადგილება. ამით უსარგებლა ჯონ ჰელმა, იმისთვის რომ დაპირისპირებოდა ელ პასოს კონსტებლს გას კრემპკაუს, რომელიც სასამართლოზ ასევე თარჯმნის როლს ასრულებდა. ჰეილი თავის მეგობართან ყოფილ ქალაქის მარშალ ჯორჯ კემპბელთან ერთად შეურაცხოპა მიაყენეს გას კემპკაუს და დაადანაშაულეს ის სიმპატიებში მექსიკელების მიმართ. სიტყვიერ კამათს ფიზიკური სეხებაც მოყვა და ჰეილმა ამოაძრო რევოლვერი ტავის მეგობრის კემბელის ბუდედან და ესროლა კონსტებსლ.

გასროლის ხმა გაიგო დალას სტუდენმაიერმა. მაგ დროისთვის აღნიშნული პერსონა უკვე კარგად იყო ცნობილი ორივე მხარეს როგორც დამნაშავეებში ასევე სამართალდამცავებში. ცნობილი როგორც ძალიან კარგი მსროლელი, მან თავი ცადა როგორც დამნასავეტა სამყაროში ასევე სამართალდამცავების რიგებში. ამჯერად ის იყო ელ პასოს მოქმედი მარშალი. მეექვსე მარშალი ბოლო რვა თვის განმავლოაბში. მან გაიჰო ხმა როდესაც სადილობდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს განლაგებულ სასადილოში. სროლის ხმაზე მა ეგრევე მოიმაჯვა ორი .44 კალიბრის რევოლვერი და სროლის ადგილისკენ გაიქცა. სირბილში ის ერთხელ ისვრის ჰეილის მიმართულებით მაგრამ ააცილებს მას და მოკლავს უდანაშაულო ადამიანს რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება მის გზაზე. ჰეილმა დაინახა სტუდენმაიერი მაგრამ სანამ იპოვიდა თავშესაფარს სტუდენმაიერმა ამს პირდაპირ თვალებს შუა მოარტყა ტყვია და ადგილზე მოკლა. კემპბელმა დაინახა რაც მოხდა და დაუყვირა სტუდენმაიერს რომ ეს მისი ჩხუბი არ იყო, როდესაც სასიკვდილოდ დაჭრილმა კრემპკაუმ მას ორჯერ ესროლა.ერთი ტყვია მოხვდა მას ფეხში, მეორე რევოლვერში და მაჯა მოტეხა მას. კემპბელი დაიკუზა იმსითვის რომ მეროე ხელი აეღო რევოლვერი რა მომენტშიც სტუდენმაიერმა მასსაც ესროლა და ადგილზე მოკლა. შეტაკება დასრულდა.
თვითმხილველების თქმით შეტაკება გაგრძელდა 5-დან 10 წამამდე. 5 წამში ოთხი კაცი იყო მკვდარი.

Image
დალას სტუდენმაიერი

ისტორიის დასასრული
შეტაკებიდან ორი დღის შემდეგ ჰეილის და კემპბელის საერთო მეგობარმა ჯეიმს მენინგმა დაარწმუნა ყოფილი შერიფის მოადგილე ბილ ჯონსონი იმაში რომ ის აუცილებლად უნდა გასწორებოდა სტუდენმაიერს, იმსითვის რომ ის მას თვითმხილველების წინაშე დაამცირა. იმ დღეს მთვრალმა ჯონსონმა ერთხელ ესროლა სტუდენმაიერს თავისი თოფიდან. მარშალმა საპასუხო ცეცხლი გახსნა, 8 ჯერ სეროლა და ჯონსონს ყვერებში გაარტყა. ის სისხლით დაიცალა და იმ დღესვე გარდაიცვალა. აღნიშნულმა მოვლენებმა დააპირისპირეს სტუდენმაიერი და მისი ნათესავი სტენლი დოკ კამინსი ერთის მხრვი და მენინგების ოჯახი მეორეს მხრივ. ორივე ისინი მენინგების ხელით მოკვდებიან. დალას სტუდენმაიერი მოკვდება 1882 წლის 18 სექტემბერს, როდესაც მივა მენინგებთან შესარიგებლად. ორივეს ნერვები უმტყუნებენ და ორმხრივ სროლაში სტუდენმაიერს მოკლავენ. მათი მკვლელები ორივე გამართულ სასმართლოზე გამრთლებულები იქნებიან, მოსამართლეები საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი მენინგების ოჯახის მეგობრები იყვნენ.

მოკლედ ტყვილა არ მოიხსენიებნ მაგ დროს, როგორც ველურ დასავლეთს.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 1 post ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge