საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 19 Jan 2021, 19:24

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 1 post ] 
Author Message
 Post subject: ველური დასავლეთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი შეტაკება
PostPosted: 03 Jun 2008, 22:20 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
Image

ცნობილი როგორც Gunfight at the O.K. Corral, აღდგენილია უამრავ კინო ილმში და აღწერილია უმარავ წიგნში. 30 გასროლა 30 წამში და სამი გარდაცვლილი. დროთა განმავლობაში, ამ ისტორიამ შეიძინა დიდი სიმბოლური მნიშვნელობა, ამ დღიდან მოხდა აშკარა და მკაფიო გაყოფა, დაქირავებულ კანონის მსახურებს და დამნაშავეებს შორის, იმ დღეს ერთ მხარეს დადაგა კანონი, მეორე მხარეს უკანონობდა და ეკონომიკური ინტერესები. დღეს ის უკვე არ არის მხოლოდ ერთ ერთი რიგითი შეტაკება შეიარაღებულ ხალხს შორის. ამ შემტხვევას უფრო სიმბოლური მნშვნელობა აქვს, მიიუხედავათ იმისა რომ არც თუ ისე ბევრი რამე არის ცნობილი ამ შეტაკებაში მონაწილე მხაეების რეალური ინტერესების შესახებ. იდგა ამის უკან ერთის სურვილი დამეკვიდრებინა კანონი თუ უბრალოდ ადგილი ქონდა ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც გადწყდა იმ დროისთვის ჩვეული გზიოთ, ანუ იარაღის გზით.

ადგილი: ქალაქი ტომბსტოუნი, არიზონას ტერიტორიები.

თარიღი: 26 ოქტომბერი 1881 წელი

წინაპირობები
ქალაქი ტომბსტოუნი იმ დროისთვის იყო სწრაფად განვითარებადი ქალაქი. ახლო მახლო აღმოჩენილი იქნა ვერცხლი რის გამოც ქალაქში უამრავი თავგადასავლების მაძიებელმა მოიყარა თავი. ქალაქი ცხოვრობა აქტიური ცხოვრებით და იმ პერიოდში, ოტელებით, სათამაშო დაწესებულებებით და თეატრებით ის კონკურენციას გაუწევდა სხვა დიდი ქალაქებს. ვერცხლის მოპოვების ინდუსტრიამ ხელი შეუწყო მარავლ სხვა ბზინესებს ხელი რის გამოც ტომბსტოუნი სავსე იყო ფულიანი ხალხით. მიუხედავათ ამისა ქაალქი იყო საკმაოდ მოშორებული ცივილიზაციისგან, და ის რელიეფი რაც მის გარშემო იყო ადვილად იფარებდა გაქცეულ პატიმრებს, ბანდიტებს, მზარცველებს და სხვა სახის დამნაშავეებს. სულ მალე ქალაქის ირგვლის და მის შიგნით წარმოიშვ მტელი დანასაულებრივი სამყარო, რომელიც ძარცვავდა და აყაჩაღებდა ხალხს. სავალალო მდგომარეობ იყო ასევე ქლაქის შიგნით მართლწესრიგის დაცვასთნან დაკავშირებით. სულ მალე დანაშაულებრივმა აქტიობამ მიაღწია იმ ზვარს როდესაც ქალაქის ეკონომიკური ზრდა საფრტხის ქვეშ დადგა. ბიზნესმენების ინტერესი გახლდა დაექირავებიდან ზალა, რომელიც აღადგენდა და დაიცვადა კანონს.

აღსანიშნავია რომ უატი ერპი, დღეს დღეისოპბით ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სამართალდამცავი ველური დასავლეთის ისტორიაში არ იყო ასეთი წმიდა სამართლებრივი თვალსაზრისით. ლეგალურ "კრისას" მითვის უზრუნველყოფდა მისი ძმა ვირჯილ ერპი, რომელიც იყო აშშ-ს ფედერალური მარსალის მოადგილე ხოლო მის კავშირებს როგორც დღეს იტყვიან ბიზნეს წრეებთან უზრუნველყოფდა მისი მეგობარი ჯონ "დოკ" ჰოლიდეი, წარმატებული მოთამაშე რომელსაც საკმაოდ კარგი ჯავშირები ქონდა ტომბსტოუნის საქმიან წრეებში. მათი დახმარებით უაიტ ერპი გახდა ტომბსტოუნის პოლიციის არაოფიციალური უფროპსი. თავისი ძმის დახმარებით მან მალე დაამკვიდრა კანონი ტომბსტოუში, ვინაიდან ბანდიტური სამყარო პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე მოქმედებდა აქამდე, უატი ერპმა და მისმა ჯგუფმა შედარებით მალე დაამკვიდრა შედარებითი სიმშვიდე ქალაქში. ეს ყველაფერი გაგრძელდა მანამდე სანამ ტომბსტოუნის დარჩენილმა დამნაშავეებმა გაიაზრეს საფრთხე და გადაწყვიტეს შეეცვალად მოვლენათა მსვლელობა.
ტომბსტოუნის ყველაზე ოდიოზური დამნაშავეები, მძარცველები აიკი და ბილი კლენტონი და მათი კოვბოი ძმაკაცები ძმედი ტომ და ფრენ მაკ ლარი პირდაპირ დაუპირისპირდნენ ერპებს, რამოდენიმე ინციდენტში, როდესაც მათ დაარღვიეს ერთ ერთი წესი, რომელიც კრძალავდა ქალაქში იარაღით გადაადგილებას, მხარეები დაუპირისპირდნენ ერთმანეტს და სისხლის ღვრა იყო უკვე გარდაუვალი, რასაც ორივე მხარე ათვითცნობიერებდა.

დაძაბულობამ კულმიონაციას მიაღწია 31 ოქტომბერს დღის სამ საათზე ერპები პირდაპირ დაუპირისპირდნენ კლენტონებს და მაკ ლარებს.

იმ დღეს ერპები შეიკრიბნენ ერთ ერთი სალუნის წინ, როდესაც მათ დაუახლოვდა ერთ ერთი მოქალქე და აცნობა რომ კლენტონებიდ ამაკ ლარები შეიკრიბენ OK კოარლის უკანა შესასვლელთან, და როგორც ჩანს გეგმავდნენ არეულობას. ერპებს შეუერთდათ მაგათი მეგობარი დოკ ჰოლიდეი. ყველამ გადაწყვიტეს მისულიყვენნა დგილზე იმსითვის, რომ ენახათ თუ რა ხდებოდა მანდ, არ არის გამორიცხული რომ ისინი უკვე მზად იყვნენ იარაღის გამოსაყენებლად, ყოველშემტხვეაში ისინი გაემართნენ "OK კორალის" მიმართულები, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.

Image

ისინი უახლოვდებოდნენ ადგილს პირდაპირ ქუჩის ცენტრიდან, ყველას ეცვა გრძელი შავი მოსასხამები, დოკ ჰოლიდეის ერთი ხელი ქონდა შიგნით გაყრილი და მოსასხამი სქვეშ ეჭირა ორ ლულიანი თოფი, რომელც მან ვირჯილ ერპს წინასწარ გამოართვა. როდესახც ისინი მიუახლოვდნენ ქუჩის კუთხეს მათ დაინახეს მოწინაღმდეგები, რომლებიც იდგნენ კედლის გასწვრი, თავისი ცხენების გვერძე. ამ დროს ერპები დაინახა ქალქის შერიფმა ჯიმ ბიენმა, რომელმაც დააფიქსირა რომ ერპედს დაცილდა დოკ ჰოლიდეი და დაიწყო კუთხის შორიდან სემოსვლა. ბიენი გაეშურა ერპებუის მიმართულებით იმისთვის რომ გაეჩერებინა ისინი. უაიტ ერპა კითხა შერიფს, თუ იყვნენ კიოვბოები დაპატიმრებულები. არ დაელოდა პასუხს, და პირდაპირ უბრძანა კოვბოებს დაეყარათ იარაღი. ფრენკ მაკ ლარიმ რაღაცა დაუყვირა პასუხად (რა დაუყვირა გაურკვეველია). სროლა დაიწყო რამოდენიმე წამში. ვინ გაისროლა პირველმა უცნობია. სროლა დაიწყო ძალიან ახლო მანძილზე.
აიკ კლენტონი ყვირილით გამოიქცა უაიტ ერპის მიმართულებით, იმიტომ რომ ერთადერთი ტავშესაფარი უფრო ახლოს ერპტან იყო ვიდრე მასთან სადაც ამ დროუს უკვე სწრაფად თავი შეაფარა შერიფმა ბიენმა, აიკის უკან და მასთან ყველაზე ახლოს იყო ბილი კიდ კლეიბორნი, რომელმაც გაქცევა ამჯობინა. პირველი ორი გასროლა იყო როგორც. პირველმა რეზულტატიურად გაისროლა დოკ ჰოლიდეიმ და მოარტყა ფრენკ მაკ ლარის მუცელში. შემდგომ ისროლა მორგან ეარმა და ასევე ახლო მანძილიდა მორტყა ბილი კლენტონს ხელში, იმ მომენტში როდესაც ის ცდილობდა იარაღის ამოღებას. მან იარაღი დაჭრილი ხელიდან ცოცხალში და განაგრძო სროლა. ამ დროს ისმი გასროლა ზურგიდან, ისროლა ან შერიფნა ან აიკმა, რომლებიც ერპების უზრგში იყვნენ. შეტრიალებულ მორგან ერპს ზურგში ესვრის ცხენს ამოფარებული ტომ მაკ ლარი. ის შემდგომ ცდილობს თავისის ძმის ცხენზე დამაგრებული შაშხანის ამოღებას მაგრამ სროლის ხმით შეშინებული ცენი, ორ ფეხზ დგება და გვერძე ხტება. ტომ მაკ ლარი ადვილი სამზინე ხდება, მას ხედავს დოკ ჰოლიდეი, რომელიც ათავსებ რევოვერ ბუდეში და თოფის ორივე ლულიდან გასროლით კლავს ტომ მაკ ლარის. შეტაკება გრძელდება დაჭრილი ბილი კლენტონი და ფრენკ მაკ ლარი აგრძელებენ სროლას. ან ბილი ნა ფრენკი ახერხებენ ვირჯილის ფეხში დაჭრას. ის საპასუხი ცეცხლ ხსნის და მოარტყავს ბილი კლენტონს. ფრენკი კლენტონი ესვრის ყველაზე ახლოს მდგა დოკ ჰოლიდეის, მაგრამ ტყვია ხვდება ჰოლიდეის ტყავის ბუდეს, რომელმაც ტყვია აისხლტა. ამ მომენტიდან ფრენკს ერთდროულად ესვრიან მორგან ერპი, უაიტ ერპი და დოკ ჰოლიდეი. სროლა გრძელდება მანამ სანამ ბოლოს ბილი კლენტონი არ ეცემა მიწაზე. ამით შეტაკება დასრულდა. ბილი კლენტონი გარდაიცვლება რამოდენიმე წუთში, სროლის დასრულებიდან.

გონზე მოსულმა შერიფმა ბიენმა გადაწყვიტა ადგილზე დაეპატიმრებინა უაიტ ერპი, როგორც სეტაკების ორგანიზატორი, მაგრამ ერპმა მას უპასუხა: მე დღეეს არ ვიქნები დაპატიმრებული. მე ეხლა აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. თვქენ მითხარით, რომ ისინი უიარაღო იყვნენ და მე მინდოდა მათი განაიარაღება".
იმ დღეს მართლაც არავინ არ იყო დაპატიმრებული მაგრამ რამოდენიმე დღეში დოკ ჰოლიდეის და უიატ ერპს წაუყენეს ბრალდება ადამიანის მკვლელობაში, ვინაიდნ ვირჯილი და მორგანი მკურნალობას გადიოდნენ, სამსამართლო პროცესი მათ გარეშე დაიწყო.
შეტაკების მტავარმა მოწმემ დააადსტურა რომ ერპებს იარაღი ქონდათ მზადყოფნაში და კოვბოების მხრიდან არ იყო მცდელობა სროლის დაწყების მაგრამ იმავე დროს მან დაადასტურა რომ წინა საუბრებში კლენტონები არ აპირბდნენ იარაღის ჩაბარებას.

სხვა მოწმეებმა ჩვენებებში ვერ შეძლეს დადედგინათ ვინ ისროლა პირველმა, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადსტურა რომ ბილი კლენტონის ხელის ჭრილობა ვერ იქნებოდა ასეთი რომ თუ მისი ხელი იქნებოდა ჰაერში რასაც ირწმუნებოდა გადარჩენილი აიკ კლენტონი.

ასეა თუ ისე სამართლომ მოხსნა ბრალდბები და მიჩბეულ იქნა რომ ერპებია სრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს და კანონი არ დაიუღვევიათ. სასამართლომ მიიცნია, რომ წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მცდელობა არ ყოფილა, ვინაიდან აიკ კლენტონი, ერპისტვის საუკეტესო სამიზნე უვნებელი დარჩა მაშინ როდესაც გამოიქცა ერპის მიმართულებით, იმისთვის რომ ახლო მდებარე შენობას შეფარებულიყო. 30 დრიანი სასამართლოს შემდეგ, უაიტ ერპი და მისი მეგობარი დოკ ჰოლიდეი იყვნენ თავისუფალი ადამიანები.

ეს არ იყო პირველი შეტაკება ერპების ბიოგრაფიაში და არ იყო საბოლოო მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ ერპის სახელი საყოველტაოდ ცნობილი გახდა, როს გამოც მას რამოდენიმე განთქმული ბოროტმოქმედი დაუპირსპირდა.

ამ ისტორიის გაგრზელებას მალე შემოგთავაზებთ.

Image
უაიტ ერპი

Image
ვირჯილ ერპი

Image
ჯონ "დოკ" ჰოლიდეი

სცენა კინოფილმიდან "ტომბსტოუნ" რომელიც ასახვა ამ შეტაკებას

http://www.youtube.com/watch?v=2mnFsrmsA94


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 1 post ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge