საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 26 Sep 2020, 14:51

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 18 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: FBI-Miami shoot-out
PostPosted: 03 Jun 2008, 15:54 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
ამ განყოფილებაში პირველი სტატია იქნება ეს.

ჩემი და თავჯდომარეს ჩანაფიქრის მიხედვით აქ იქნება თავმოყრილი მასალები, რომელიც ეხება იარაღის პრაქტიკულ განმოყენებას და ასევე განიხილება ცნობილი "ინციდენტები" ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

ასევე ნებისმიერი საკიტხები, რომელიც ეხება იარაღის პრაქტიკულ გამოყენებას, სხვა და სხვა ტექნიკები და ილეთები.

მოკლედ იმედია საინტერესო ანყოფილება იქნება

FBI-Miami shoot-out

სტატია

(მალე)


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 03 Jun 2008, 21:57 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
1986 FBI Miami shootout

ამ სახელის ქვეშ მოიხსენიება სამართალდამცავი სისტემის (ყოველ შემთხვევაში აშშ-ს სამართალდამცავი სისტემის) ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული შეტაკება, რომელსაც ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა და ფართოდ განიხილებოდა შესაბამის წრეებში.

შეტაკებას ადგილი ქონდა 1986 წლის 11 აპრილს მაიმიში (ფლორიდას შტატი აშშ), ორ შეიარაღებულ ბოროტმოქმედსა და FBI-ს აგენტებს შორის. შეტაკების შედეგად დაიღუპა ორი აგენტი ორი ბოროტმოქმედი და კიდევ 5-მა აგენტმა მიიღო მძიმე ჭრილობები.

მიზეზები რის გამოც ამ ინციდენტმა გამოიწვია ამდენი ხმაური გახლდათ ის, რომ ა) მიუხხედავატ მოულოდნელობის ფაქტორისა და რიცხობრივი უპირატესობისა ბოროტმოქმედებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და ბ) ორივე ბოროტმოქმედმა გაუძლეს მრავლობით ცეცხლსასროლ ჭრილობას, რამაც წარმოშვა აზრი, რომ აგენტები და ზოგადად სამართალდამცავები არ იყვნენ ადეკვატურად შეიარაღებული, ანუ საშტატო იარაღი არ პასუხობდა მოთხოვნებს.

მონაწილეები და მათი შეიარაღება

ბოროტმოქმედები

მაიკლ პალტი

უილიამ მატიქსი

ორივე ყოფილი სამხედრო, მატიქსი იყო სამხედრო პოლიციელი ხოლო მაიკლ პლატი მსახურობდა სპეციალური დანიშნულების ჯარებში. ერთმანეთი გაიცნეს ჯარში. ორივე ეჭვმიტანილი იყო ბანკების ძარცვაში. მათი ვინაობა არ იყო ცნობილი შეტაკებამდე. იყო ცნობილი მხოლოდ მათი ავტომობილი, რომელიც ისინი ადრე მოიტაცეს ხოლო მისი მფლობელი მფობელი მოკლეს. მაიკლ პლატი იყო საკმაოდ დამსახურებული რეინჯერი, მის დახასიატებაში საკმაოდ მაღლად იყო შეფასებული მისი საბრძოლო უნარჩვევები.

ბოროტმოქმედთა შეიარაღება
Ruger Mini-14 ნახევრად ავტომატური შაშხანა (.233 რემინგტონი) 30 ვაზნიანი მჭიდით. რევოლვერი S&W M586 (.357 Magnum), რევოლვერი
Dan Wesson (.357 Magnum), 12 კალიბრის თოფი (პომპა) S&W M3000.

FBI
14 კაციანი ოპერატიული ჯგუფი, გადანაწილებული 10 მანქანაში. მათი შეიარაღება შედგებოდა 9 მმ სმიტ ვესონის პისტოლეტებისგან და .357 და .38 კალიბრის რევოვერებისგან. ასევე 12 კალიბრის რემინგტომ 870 მოდელის თოფები.

ქრონოლოგია
1985 წლიდან ადგილობრივი სამრთალდამცავები ეძებდნენ ბანკის და სპეციალური საინკასაციო მანქანების მძარცველების ორ კაციან ჯგუფს. ძალადობის დონე ძარცვიდან ძარცვამდე იზრდებოდა და ამიტოამც სულ უფრო დიდი ძალები იყო ჩართული ამ ჯგუფის დასაკავებლად.

11 აპრილს წინასწარ შემოსული ინფორმაციის საფუძველზე (მოქალაქე დაედევნა მძარცველებს, ამოიცნო ისინი და გადასაც ინფორმაცია პოლიციას) გორდონ მაკ ნილის (FBI-ის მაიმამის დივიზიონის სპეციალური ზედამხედველი აგენტი) ოპერატიული ჯგუფმა 14 აგატენტისგან, გადაინაცვლა 10 ავტომანქანაში და დაიწყო იმტენსიური ძებნა რაიონში სადაც ბოროტმოქმედბები ბოლოს იყვნენ ნანახი.

დაახლოებით 9 საატზე სპეციალურმა აგენტებმა ბენ გროგანმა და ჯერი დოუვმა შეამჩნიეს ბოროტმოქმედების მანქანა, და გადასცეს ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელის შესახებ. ამ მომენტიდან ბოროტმოქმედტა მანქანას უკვე "აეკიდა" მაკ ნილი, ასევე სპეც. აგენტი რიცარდ მანუზი ცალკე მანქანაში, ასევე სპეც აგენტები ედმუნდო მირალესი და ჯონ ჰანლანი სხვა მანქანნაში და სპეც აგენტები რონ რისნერი და ჯილ ორანტია მეხუთე მანქანაში.

როგორც ჩანს პლატმა და მატიქსმა შენიშნეს თვალთვალი და განახორციელეს კლაისკური კონტრ სათვალთვალო მანევრი, ანუ განახორციელს სამი ზედი ზედ მარჯვენა მოხვევა, რამაც დაადასტურა რომ მათ უთვალთვალებენ. როგორც ჩანს, ამ მომენტში მატ მიიღეს გადაწუვეტილება გაეწიათ წინაამდეგობა და დაპირისპირებოდნენ სამართალდამცავებს პირდაპირ შეტაკებაში, იმისმაგივრად რომ ეცადათ გაქცევა.

ამ დროს მაკ ნილი მიუახლოვდა ბოროტმოქმედების მანქანას საპირსპირო მიმართულებიდან და დააფიქსირა, რომ პლატი (მგზავრი) ტენიდა თავის საშხანას მარალი ტევადობის მჭიდით.

მაკ ნილი იღებს გადაწყვეტილებას დაიწყონ ბოროტმოქმედების დაკავება. გადაწყვეტილება ლოგიკურია, ექვსი აგენტი ორის წინააღმდეგ, აგენტები გროგან და დოუვი ორივე არიან კვალიფიცრებულები, როგორც სპეც რაზმის ოპერატორები, დამატებით გროგანი ცნობილია, როგორც მაიამის FBI-ს ოფისის საუკეთესო მსროლელი.

ბრძანების მირების თანავე აგენტებმა შეცადნენ გადაეგდოთ ბოროქმოქმედების მანქნა გზიდან. ეს საბოლოოდ გამოუვიდა აგენტ მანუზის. მან გვერდიდან დაარტყა მანქანას და აღმოჩნდა პირდაპირ ბოროტმოქმედების გვერდით. ის იყო პირველი აგენტი რომელმაც მიიღო რილობა. პლატმა ეგრევე დაიწყო სროლა რუგერის შაშხანიდან და დაჭრა მანუცი მხარში და გვერდში. მანუზი ეგრევ გადავარდა გარეთ უიარაღო.

Image
ა/მ განლაგება

მიუხედავათ იმისა რომ პლატი ისროდა რუგერიდან პირდაპირ მატიქსის სახესთა, ის მაინც ახერხებს 12 კალიბრის სმიტ ვესონიდა ერთი გასროლის წარმოებას უკან მდგარ მანქანის მიმართულებით, რომელშიც იჯდნენ აგენტები გროგანი და დოუვი.

გროგანმა დარტყმისას დაკარგა ტავის სათვალე და ამიტომაც მანქანიდან გადმოსვლისას მან დაიწყო სროლა ბოროტმოქმედების მიმართულებით (გაისრლა ცხრა ვაზნა ტავის 9მმ სმიტ ვესონის მოდელი 459 სისტემის პისტოლეტიდან, ვაზნების ტიპი ვინცესტერის 115 გრანიანი სილვერ ტიპი). აგენტმა დოუვმა ასევე გახსნა ცეცხლი მანქანის მეორე მხრიდან. სულ მან განახორციელა 20 გასროლა. სავარაუდოთ მან ერთხელ მოარტყა ხელში მატიქს და დაჭრა ის.

ამვე დროს მაკ ნილი რომლის მანქანა იდგა მანუზის მანქანის საპირისპიროდ, გადმოდის მანქანიდან სწრაფად იცვამს რბილი ტიპის ჯავშან ჟილეტს და ხსნის ცეცლხს თავისი სმიტ ვესონიდან ბოროტმოქმედტა მანქანის მძღლოის ფანჯრის მიმართულებით. მალე ის დაიჭრენა მარჯვენა ხელში რუგერიდან პლატის ნასროლი ტყვიით. ის განახორციელებს 4 გასროლას პლატის მიმართულებით და ორ გასროლას მატიქსის მიმართულებით, რომელიც აღმოაჩენს თავის თავს, იმიტომ რომ ეცდება გადავიდეს მანქანიდან, მაგრამ შეჯახებისას დაბლოკილი კარები მას ამის საშუალებას არ მისცემს. სავარაუდოთ ერთ ერთი გასროლა დაჭრის მატქის თავში. საბოლოო მექვსე გასროლა მაკ ნილი რევოლვერიდან დიდიხნით გამოიყვანს მატიქსს თამაშდან. ის დაეცემა დაბლა და დაკარგავს გონებას. ტყვია მას მოხვდება კისერში და საკმაოდ მტკივნეულ ჭრილობას მიაყენებს. შოკისგან ის ეგრევე გაითიშება.

ამ მომენტიდან შეტაკებაში ერთვებიან აგენტები ჰენლონი და მირელესი, რომელთა მანქანა დაეჯახა კედელს, ქუჩის მეორე მხარეს. შეჯახების შედეგად ჰენლონმა დაკარგა თავისი ძირითადი იარაღი და ქონდა მხოლოდ 5 ვაზნიანი მცირე ზომის სმი ვესონის რევოლვერი. ის გაეშურა აგენტ დოუვის დასახმარებლად მაშინ როდესაც მირელესმა დაიკავა პოზიცია აგენტ მაკნილის გვერძე. ამ დროს მას ხვდება პლატის ნასროლი .233 კალიბრის ტყვია პირდაპირ მარჯვენა ხელში. შოკის გამო მირელესი ეცემა მიწაზე და დროებით ეთიშება ბრძოლას. მის გვერზე მყოფი მაკნილი ცდილობს გადატენოს რევოვერი, მაგრამ ახერხებს მხოლოდ ორი ვაზნის ჩატენვას, რის შემდეგაც ღებულობს გადაწყვეტილებას აიღოს 12 კალიბრის რემინგტონ 870, რომელიც დევს მის მანქანის უკანა სავარძელზე. ამ დროს მას კისერში ხვდება რუგერიდან პლატის ნასროლი ტყვია, რომელიც ახდენს მის პარალიზებას. ამ დროიდან მაკ ნილი ბოლომდე გამოეთიშა ბრძოლას. მოგვიანებით ჩვენებაში მაკ გილი აღნიშნავდა, რომ მან პირველი შოკი და შიში განიცადა მას მერე რაც გაისროლა ყველა ექვსი ვაზნა თავის რევოვერიდან და აღმოჩნდა ცარიელი იარაღით მაშინ როდეაც შეტაკება ჯერ არ დასრულებულა. მან ასევ აღნიშნა რომ იმ მომენტში როდესაც პლატი მას ესროდა, სახეზე მას ღიმილი ქონდა...

საბოლოოდ პლატი ახერხებს გადმოსვლას დაზიანებული მანქანიდან, რომლის კარები ასევე იყო ნაწილობრივ ბლოკირებული. ამ მომენტისატვის ის უკვე პრაქტიკულად მკვდარია, კარების ფანჯრიდან გადმოსვლის მომენტში, ჯერი დოუვმა მოარტყა მას გვერდიდან მკერდში და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ტყვიამ გახვრიტა მისი იდაყვი და შევიდა გვერდიდან ტანში, გახვრიტა ფილტვი და გაჩერდა 2 სმ-ში გულისგან. ეს იყო სასიკვდილო ჭრილობა, მაგრამ მან არ გამოიწვია პლატის სწრაფი ნეიტრალიზაცია.
შემდგომი 45 წამის პერიოდში, ბრძოლაში ერთვება კიდევ ორი აგენტი, რომელიც აჩრერებნ მანქანას ოდნავ მოშორებით და იწყებენ სროლას თავიანთი რევოლვერებიდან. მათ განახორციელეს დაახლოებით 24 გასროლა და ორჯერ მოარტყეს პლატს 28 მეტრის მანძილიდან. საპასუხო ცეცხლისას ორანტიამ მიიღო ჭრილობა, ტყვიის ნამსხვრევებისაგმ, რომელიც მას პლატმა ასვე რუგერიდან ესროლა.
ამ მომენტისათვის მაკნილი პარალიზებული წევს მანქანასტან, მირელეი დაჭრილია და იმყოფება შოკის ქვეშ, გროგანი დაკარგული სათვალეების გამო ვერ ახერხებს სამიზნის დანახვას. მანუზი კვლავ უიარაღოა, ვინაიდან ვერ პოულობს დაჯახებისას დაკარგულ რევოვლერს.
ამ მომენტიდან იწყება ფინალური ეპიზოდი. მაიკლ პლატი გადმოის მანქანიდან და იწყებს მოძრაობას დოუვის და ჰენლონის მიმართულებით. ის უკვე 6-ჯერ არის დაჭრილი. ის ესვრის ჯერ ჰენლონს (მძიმედ აჭრის მას )და შემდეგ გროგანს და დოუვს. დოუვს ხვდება ორი ტყვია თავში, გროგანს ერთი ტყვია მკერდში. ორივე ადგილზე გარდაიცვლებიან. მას მერე რაც პლატი დაიკავებს ხენლონის და დოუვის პოზიციას აგენტები რისნერი და ორანტია წყვეტენ სროალს, იმის შიშით, რომ შეიძლება მოარტყან აგენტებს, რომელტა შორის პლატი აგრძელებდა გადაადგილებას. ამვე დროულად მატიქს გონება დაუბრუნდა და მან შეაღწია აგენტების დოუვის და გროგანის მანქანაში. ის უკვე მზად იყო ცამჯდარიყო მანქანაში როდესაც აგენტმა მირელესმა, შეძლო დაეძლია შოკი და გადაწყვიტა ჩართულიყო ბრძოლაში. ის იღებს 12 კალიბრის რემინგტონ 870, დებს მას მაკ გილის მანქანის უკანა ბამპერზე და ახორციელებს ერთ გასროლას (ვაზნის ტიპი "00"). პირველი გასროლით ის მოარტყავს პლატს ფეხებში. მირელესი ერთი ხელით თენის რემინგტოსნ და ახორციელებს კიდევ ოთხ გასროლას მაგრამ ექსპერტიზამ ვრ აღმოაჩინა რაიმე დამატებითი ჭრილობები ამ გასროლების შედეგად. პლატი ხედავს რომ ერთ ერთი აგენტი ემუქრება მის გაქცევას და იღებს თავისი თანამზრახველის ბუდეში ცადებულ .357 კალიბრის რევოლვერს და ახლო მანძილიდაა ახორციელებს სამ გასროლას. გაურკვეველია ვის ესროდა მაგრამ სამივე გასროლა აცდა სამზინეს. პლატი ბრუნდება მანქანაში და ცდილობს მის დაქოვას. ჭრილობების გამო ის ვერ ახერხებს გასაღების გადატრიალებას ამასობაში მირელესი დგება მიწიდან, შორდება მკ გილის მანქანას, ახდენს სამიზნეების იდენტიფიცირება და რებულობს გადაწყვეტილებას გააგრძელოს სროლა. ის პირდაპირ უახლოვდება მანქანას რომელშიც იმყოფებიან პლატი და მატიქსი და ახლო მანძილიდან ესვრის მათ ტავისი მსიტ ვესონის რევოვერიდან. სულ ის ისვრის 6 ვაზნას ( 158 გრანინაი, ტყვიის ჰოლოუ პოინტები, კალიბრი .38 სპეშლ +P). პირველი გასროლა ცდება პლატს, ის ატრიალებს თავს რომ დაინახო მსროლელი და შემდეგი გასროლა ხვდება მას პირდაპირ თავში. შემდეგი სამი გასროლა ხვდება მატიქს თავში და საბოლლო მეექვსე ისევ პლატს. ბოლო გასროლა მირელესმა განახორციელა მიბჯენით. ამიტ FBI-ს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეტაკება დასრულდა.
მატიქსი ადგილზე იქნა მოკლული. პლატი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როდესაც პირველი სასწრაფო მანქანის ექიმებმა გადმოათრიეს ის მანქანიდან და შეეცადნენ მის გადარჩენას.

მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა რომ ორივე ბოროტმოქმედი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ინციდენტმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც სამართალდამცავ წრეებში ასევე სროლის ენტუზიასტებშუი, უამრავ სპეციალისტს შორის და ასე სემდეგ. საგამოძიებო კომისიამ დაადგინა რომ საშტატო იარაღის არა საკმარისმა საცეცხლე ძალამ გამოიწვია ასეთი სისხლიანი შედეგი, კერძოგ განსაკუთრებულად კრიტკის ქვეშ იყო 9 მმ ავტომატური პისტოლეტები. ამის შედეგად FBI-მ მიიღო აშკარად ნაჩქარები გადაწყვეტილება და მიიღო შეიარაებაზე სმიტ ვესონის მოდელი 1076 პისტოლეტი, გათვლილი განსაკუთრებულად ძლიერ 10მმ აუტო-ს ვაზნაზე.
დღემდე ამ ინციდენტს დეტალურად სეისწავლიან სხვა და სხვა შესაბამისი სპეციფიკის მქონე სასწავლებლებში.


Top
 Profile  
 
 Post subject: 5265
PostPosted: 04 Jun 2008, 11:13 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7227
ლევან ამაზე ფილმი იქნება გადაღებული უეჭველი, გეცოდინება შენ, რა ჰქვია?


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 04 Jun 2008, 11:46 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5660
საინტერესოა ძალიან.
არადხა ესეთი რამეები სინამდვილეშჳც ხდება და არა მარტო კინოებში თჲრმე.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 5265
PostPosted: 04 Jun 2008, 12:32 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
კახი wrote:
ლევან ამაზე ფილმი იქნება გადაღებული უეჭველი, გეცოდინება შენ, რა ჰქვია?


ფილმი არა არ ყოფილა გადაღებნული

მაგრამ რამოდენიმე სატელევიზიო დადგმა იყო.
ძალიან უნიჭო, ყოველშემთხვევაში სპეციალისტების კრიტიკა დაიმსახურა.


Top
 Profile  
 
 Post subject: 57375432
PostPosted: 04 Jun 2008, 12:51 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7227
სხვათა შორის, ლევან, იქითაც და აქეთაც კალიბრი ერთნაირები ყოფილა, თუ არ ჩავთვლით .233 რემ–ს . ორივე მხარეს .38 .357მაგ 12კალ ფიგურირებს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ პლატი და თავისი ძმაკაცი განსაკუთრებით ამტანები ყოფილან, ანუ ფიზიკურად ძლიერები.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 57375432
PostPosted: 04 Jun 2008, 12:54 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5660
კახი wrote:
სხვათა შორის, ლევან, იქითაც და აქეთაც კალიბრი ერთნაირები ყოფილა, თუ არ ჩავთვლით .233 რემ–ს . ორივე მხარეს .38 .357მაგ 12კალ ფიგურირებს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ პლატი და თავისი ძმაკაცი განსაკუთრებით ამტანები ყოფილან, ანუ ფიზიკურად ძლიერები.

ხო ერთი შეხედვით სიუჟეტი ფანტასტიკური ჩანს. თან როგორც ჩანს პლატი ძაან კარგი მსროლელი იყო. რუგერის კარაბინით უკვე დაჭრილმაც ვბევრი ”მოწინააღმდეგე” გამოიყვანა მწყობრიდან. თან მანქანიდან ისროდა მანამდე და ყველა მიმართულებიტ უხდებოდა ცეცხლის წარმოება. საინტერესოა როგორ ვერ მოახერხეს პლატის გაუვნებელყოფ მანამდე სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა მაშინ როცა პლატმა სერიოზული ზიანი მიაყენა აგენტებს მგზავრის სავარძლიდან.


Top
 Profile  
 
 Post subject: 5678347
PostPosted: 04 Jun 2008, 13:08 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7227
მანქანიდან სროლა მაგარი მუხერხებელია


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 57375432
PostPosted: 04 Jun 2008, 14:47 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
კახი wrote:
სხვათა შორის, ლევან, იქითაც და აქეთაც კალიბრი ერთნაირები ყოფილა, თუ არ ჩავთვლით .233 რემ–ს . ორივე მხარეს .38 .357მაგ 12კალ ფიგურირებს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ პლატი და თავისი ძმაკაცი განსაკუთრებით ამტანები ყოფილან, ანუ ფიზიკურად ძლიერები.


ყველა ჭრილობა და სიკვდლი ზუსტად .223 კალიბრის რუგერ მინი 14-ით იყო მიყენებული. ანუ ერთი შაშხანა აღმოჩნდა საკმარისი რომ რიცხობრივი უპირატესობა გაბათილებულიყო.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 05 Jun 2008, 15:18 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
ცოტა განვავრცობ თემას.

როდესაც ლაპარკობენ რომელი კალიბრია უკეთესი თავდაცვისთვის, სულ იძახიან რომ მთავარია სად მოარტყავ ხოლო კალიბრს და ტყვის ფორმას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

ამ ინციდენტიდან კარგად გამოჩნდა რომ ეს არც თუ ისე მართალია, ანუ კი აუცილებელია მიზანში მოარტყა მაგრამ ტყვიამ უნდა იმოქმედოს როგორც საჭიროა. პლატს აგენტებმა მინიმუმ ორჯერ მოარტყეს, აგენტმა დოუვმა მოარტყა მას პირდაპირ ტანში და ტყვიას რომ ქონოდა საკამრისი პენეტრაცია ის მიაღწევდა გულამდე და მაქსიმუმ 30 წამში მოკლავდა პლატს. ასევე 30 იარდიდან რაც დაახლოებით 29 მეტრია აგენტმა რისნერმა ასევე მოარტყა პლატს მკერდში მაგრმა ასევე ვერ გამოიყვანა ის მწყობრიდან. რისნერის ეს ნასროლი მართლა ოსტატურია, საბრძოლო პიორბებში მოარტყა პატარ ძნელად დასანახ მანნევრირებად სამიზნეს ასეთი მანძილიდან ძალიან ძნელია.

სულ აგენტებმა ისროლეს 70 ვაზნა (შესაძლებელია 77-78 ) და 18 მოარტყეს სამიზნეებს რაც გამომდინარე იმ ქაოსიდან რაც სუფევდა შეტაკების აგილას არც თუ ისე ცუდი რეზულტატია.

ასე რომ ძალიან განზოგადოებული დასკვნა შეიძლება იყოს ის რომ არაღის სავარაუდო ეფექტურობა შედგება მრავალი ფაქტორისაგნ,და ერთ ერთის იგნორირებამ შეიძლება იარაღის ეფექტურობა ნოლამდე დაიყვანოს


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 05 Jun 2008, 15:57 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7227
Shooter wrote:
. . . . ასე რომ ძალიან განზოგადოებული დასკვნა შეიძლება იყოს ის რომ არაღის სავარაუდო ეფექტურობა შედგება მრავალი ფაქტორისაგნ,და ერთ ერთის იგნორირებამ შეიძლება იარაღის ეფექტურობა ნოლამდე დაიყვანოს


გეთანხმები .
ამიტომ ვერ იტყვი, რომ ესა და ეს იარაღი არის უნივერსალურიო. შეიძლება ტყვიაც შეურჩიო, მაგრამ, მაინც გააჩნია რა სიტუაციაში მოხვდები.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 09 Jun 2008, 11:19 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
კახი wrote:
Shooter wrote:
. . . . ასე რომ ძალიან განზოგადოებული დასკვნა შეიძლება იყოს ის რომ არაღის სავარაუდო ეფექტურობა შედგება მრავალი ფაქტორისაგნ,და ერთ ერთის იგნორირებამ შეიძლება იარაღის ეფექტურობა ნოლამდე დაიყვანოს


გეთანხმები .
ამიტომ ვერ იტყვი, რომ ესა და ეს იარაღი არის უნივერსალურიო. შეიძლება ტყვიაც შეურჩიო, მაგრამ, მაინც გააჩნია რა სიტუაციაში მოხვდები.


ისე მოკლე ლულაში 00-იც არ მეჩვენება მე საკმარისად არა და ეგ ძირითადი პოლიციური ვაზნაა.


Top
 Profile  
 
 Post subject: 6587347
PostPosted: 09 Jun 2008, 13:45 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7227
"00" რემინგტონიდან ხუთჯერ ისროლა, მაგრამ ერტხელ მოარტყა, ისიც ფეხებში.

ძალიან უმისამართოდ უნდა ისროლო, რომ "00" –ით ოთხჯერ ააცილო საერთოდ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 6587347
PostPosted: 09 Jun 2008, 13:50 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
კახი wrote:
"00" რემინგტონიდან ხუთჯერ ისროლა, მაგრამ ერტხელ მოარტყა, ისიც ფეხებში.

ძალიან უმისამართოდ უნდა ისროლო, რომ "00" –ით ოთხჯერ ააცილო საერთოდ.


შუშის უკან იყო და ეტყობა შუშაში ვერ გააღწია. პირველი გასროლის მერე დაჯდა მანქნანაში და ლაბავოის ამოეფარა


Top
 Profile  
 
 Post subject: 4626
PostPosted: 10 Jun 2008, 09:59 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7227
თანაც ერთი ხელით გადატენაო რემინგტონი. ალბათ დაჭრილი იყო და შესაბამისად ერთი ხელით ისროდა.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 18 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge