საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 30 Sep 2020, 19:48

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 51 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4  Next
Author Message
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 21 Sep 2016, 09:30 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7227
kishinski wrote:
....ერთი სიტყვით ხოხობს არ იცავს წითელი წიგნი და ის მიკუთვნებულია სანადირო ობიექტთა ნუსხას თუმცა ლიცენზიები მის მოპოვებაზე არ გაიცემა

ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო

:)


გვრჩება ისევ ინკუბატორის ხოხობზე ბაგი-ბუგი.
:mrgreen:

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 21 Sep 2016, 10:16 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2252
აბა ფორუმი ვინც იცით შინა ვენახივით იქნება მოძებნოთ. კაპიტანს ჰქონდა დადებული ის კანონი სადაც ჯიხვზე დათვზე და სხვა ცხოველებზე ნადირობა იყო დაშვებული. ნუ მაჯახირებთ და იქნებ ადვილად იპოვოთ და ლინკი დადოთ. რატომღაც მახსოვს რომ საკანონმდებლო ბაზა არსებობს. პრაქტიკა კი ჯერ არაა. თუმცა ხოხობზე, კაკაბზე და კურდღელზე დაშვებულია ნადირობა სანადირო მეურნეობებში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 21 Sep 2016, 10:28 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
თუ სამონადირეო მეურნეობებს აძლევენ ლიცენზიებს ფიზიკურ პირზეც უნდა გაიცეს თუ რამე დებულება არა სადაც ეწერება თუ ამრავლებ მარტო მაგ შემთხვევაში გაიცემა ლიცენზიებიო.
ყველაზე ახლოს სამინისტორსტან ირელია. ირელი მოითხოვე აბა ოფიციალურად ლიცენზია შესვენებაზე :)

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 08 Nov 2016, 23:23 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7227
http://ick.ge/rubrics/ecology/31967-i.html

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 09 Nov 2016, 08:11 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11050
Location: თბილისი
თემის სათაურიდან მივხვდი რომ - საგამოცდო ბილეთები რომ არ ჩაუბარებიათ იმიტომ დახოცეს ალბათ. : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 10 Nov 2016, 10:43 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
:lol: ამ ქვეყანაში პროტესტი გამოხათვის თავისუფლებაც რომ არ აქვს ხალხს რა..... :)

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 10 Nov 2016, 15:15 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4967
Location: თბილისი
ეს რას ნიშნავს გამარკვიოთ თუ შეიძლება. :roll: :?:


რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი?


BY თაზო · PUBLISHED ნოემბერი 10, 2016 · UPDATED ნოემბერი 10, 2016

licenzia”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს.

რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ეკოსისტემური მიდგომებისა და ცხოველთა დაცვისთვის, ასევე მონადირეების უფლებების გათვალისწინებისთვის, საჭირო იყო არსებული რეგულაციები ერთ კანონპროექტში გაეერთიანებინათ. ამავდროულად, ცხოველებისა და მათი საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებისთვის ”ბიომრავალფეროვნების დაცვის” კანონპროექტი მომზადდა.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტის თავდაპირველი პროეექტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.

”ნადირობის შესახებ” კანონპროექტი აწესრიგებს რა არის ნადირობის უფლება, ვის ენიჭება ნადირობის განხორციელების უფლება და ა.შ.

კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა.

როგორც კარლო ამირგულაშვილმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მონადირე სერთიფიცირებული პირი იქნება. სერთიფიცირებისთვის კი პოტენციურმა მონადირემ, შესაბამისი ტესტირება უნდა გაიაროს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

”იარაღის ტარებასთან ერთად, მონადირეს ნადირობასთან და გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ტესტირება უნდა ჰქონდეს ჩასაბარებელი. ეს ვფიქრობთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სისტემა უნდა იყოს. დაახლოებით, ისე, როგორც მართვის მოწმობის აღება ხდება”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

ასევე, განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც.

”პირველ რიგში შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. განიხილება აგრეთვე, მონადირეთა ფედერაციის შექმნის საკითხი. ჯერ ამასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა შეიქმნას თუ არა ეს ფედერაცია და რა უფლებები ექნება მას. ამას საჯარო განხილვების შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფა შეიძლება მოხდეს როგორც სამინისტროს ინიციატივით, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

ამ ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.

სამონადირეო ტერიტორიაზე შესვლისთვის გარკვეული სახდელი იქნება დაწესებული.

”სამონადირეო ტერიტორიის მმართველთან იქნებიან გაწევრიანებულები გარკვეული მონადირეები, რომელთაც ექნებათ დადგენილი კვოტა – რა სახეობაზე რამდენის მონადირების უფლება ექნებათ, მათ მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან წევრები, ნადირობის უფლება, მმართველთან შეთახნმებით მიეცემათ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მანვე ”ფორტუნასთან” პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ამირგულაშვილმა განმარტა, დღეს, ბევრ ისეთ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.

”მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან.

მონადირეთა ნაწილი ”ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ სფერო დასარეგულირებელია. ისინი რეგულაციების კანონში გაერთიანებას მიესალმებიან. თუმცა მათი ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მონადირეების სერთიფიცირება მიუღებელია.

“იარაღის გასაფორმებლად ტესტირება ისედაც საჭიროა. აუცილებელია, მონადირემ ნადირობის გარკვეული წესები იცოდეს – თუნდაც ის, რომ მანოკი და მსგავსი ბრაკონიერული ხელსაწყოები არ გამოიყენოს, სათანადოდ მაინც არ კონტროლდება ეს სფერო. ბრაკონიერული გზით, იგივე მანოკის საშუალებით, მაინც ნადირობენ გადამფრენ ფრინველებზე, მაინც ხოცავენ მთაში გადაშენების პირას მყოფ ჯიხვს და რაჭაში გადაშენების პირას მყოფ დათვს, მაინც ნადირობენ ირემზე და ა.შ. ეს ტესტირება კი ვთვლი, რომ მიმართულია არა იმისკენ, რომ მოქალაქემ იცოდეს როგორ ინადიროს და რა წესები დაიცვას არამედ, ფულის კეთების მექანიზმია. თუ სახელმწიფოს სურს ამ დარგის განვითარება ამისათვის ტესტირებები კი არ უნდა ატაროს და ფული აიღოს, არამედ ლექციები და ტრენინგები ჩაუტაროს მათ, ვინც ეს არ იცის და გაამკაცროს გარემოს ზედამხედველობა: დაამატონ ჯგუფები გარემოს დაცვის სამსახურს და დაისაჯონ ბრაკონიერები”, – განაცხადა ს.ჯ.-მ ”ფორტუნასთან” საუბარში.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი თორნიკე გულიაშვილი, დამატებით რეგულაციებზე, მათ შორის სერტიფიცირებაზე ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუმცა, მიესალმება ფედერაციის შექმნას.

”დამატებითი ვალდებულებები და რეგულაციები, კარგია თუ არ იქნება, რადგან ვისაც ჰობად აქვს ნადირობა, იმ მცირე დროსაც ვერ დაუთმობს ამ საქმეს, რასაც აქამდე უთმობდა. რაც შეეხება ფედერაციის შექმნას, ეს შეიძლება კარგი იყოს, რადგან პირველ რიგში, ფრინველთა და ცხოველთა გამრავლებაა საჭირო. სწორედ ამას შეიძლება შეუწყოს ხელი ფედერაციამ”, – განაცხადა თორნიკე გულიაშვილმა ”ფორტუნასთან”.

კანონპროექტის საჯარო განხილვები რეგიონებში უკვე დაიწყო. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ყველა დაინტერესებული პირის აზრს მაქსიმალურად მოუსმენენ და გაითვალისწინეენ.

მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად.

წყარო:http://inadire.ge/igegmeba-monadireebis-sertificireba/

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 10 Nov 2016, 17:17 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 552
კარგი არაფერი წერია მანდ

იმის გათვალისწინებით რაც იარაღაბზე ქნეს ეგეც მორიგი ფულის საჭრელი იქნება
ახალი აკრძალვები და ასეშემდეგ
რა მონადირის სერთიფიცირება შიგააქვთ მაგათ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 10 Nov 2016, 19:09 
Offline
User avatar

Joined: 17 Dec 2010, 15:01
Posts: 1482
მოლკლედ საქართელოში ჩამოყალიბდა ტრადიცია---- როგორც ახალი პარლამენტი დააპირებს შეკრებას --ვიღაცა(თავის გამოსაჩენად)უკვე ამზადებს უმეტესად უაზრო კანონპროექტს და ეს კანონპროექტი აუცილებლად ეხება ან ნადირობას ან იარაღის რაღაცნაირად შეზღუდვას---არადა ბოლოს არც იარაღის მფლობელს ემატება ამ სულულური ტესტირებით და 100%-ტით ვიცი არც ჩვენს ბუნებას--- ჯობს იმას მიხედონ მალე საერთოდ დასარეგულირებელი რომ არ დარჩება არაფერი --იმიტომ რომ თუ ასე გაგრძელდა ტყის ჭრა---საერთოდ არ იქნება არც ტყე და არც ნადირი--მაგრამ ამაზე არავის არ უნდა ლაპარაკი :(


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 10 Nov 2016, 20:30 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 552
60-70 წლის მონადირეებს ვიცნობ ნადირობის 50 წლიანი სტაჟით ის ხალხიც უნდა არბენინონ გამოცდებზე?
ჯერ იმას მიხედონ ყველა ნადირობაზე მაღაროში რო მანოკიანი სასტავი მხვდებოდა.
დაარეგულირონ მტაცებლების რაოდენობა
შემოიღონ ლიცენზირებული ნადირობა ნადირზე ღორზე და შველზე ასევე კურდღელზეც

და მერე დიდი სიამოვნებით ჩავაბარებ ნებისმიერ ტესტს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 11 Nov 2016, 09:40 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2252
თითქმის ყველა მიწა სადაც მწყერი ჯდება (მინდვრები) კერძო საკუთრებაა. ერთადერთი გზებია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში და ყველას გვეკუთვნის, თუმცა გზაზე მწყერზე ვერ ინადირება. მესაკუთრე თუ აგიკრძალავს თავის მიწაზე ნადირობას ან დამატებით გადასახადს დაგიწესებს მაშინ მაგრად დაგვენძრა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 11 Nov 2016, 09:45 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4967
Location: თბილისი
მაგალითად ამერიკაში ეგრეა. ტყე და მინდორი კერძო საკუთრებაა და თუ ნება არ დაგრთო მესაკუთრემ ცხვირს ვერ შეყოფ ტერიტორიაზე.თუ შეხვედი და დაგინახა შეუძლია გესროლოს.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 28 Sep 2017, 11:51 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2463
Location: Tbilisi
ახლა ჩავაბარე, უმარტივესია...არადა რამდენი ადამიანია ჩემს გარშემო, რომ ეზარებათ:) მართლა მარტივია, კითხვებიც ისეთია, რომ მამენტ თუ იარაღთან გაქვს ურთიერთობა უნდა იცოდე...მაგრამ ახლა პირველი დახმარება თუ პრაქტიკულად არ იცი რა აზრი აქვს...ფსიქოც აშკარად მამალი გიჟი უნდა იყო რომ ვერ აიღო:)

_________________
http://flyfishingchronicles.blogspot.com/

100 მეტრის იქით არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ვინმე ჩაერევა ჩემ საქმეში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 29 Sep 2017, 09:44 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2252
ტყის ქათამზე რომაა ბილეთი სწორი პასუხი 3 აქვთ და სინამდვილეში 5 ცალია დღიური ლიმიტი. სისხლდენაზეც დაკონკრეტებული არ აქვთ არტერიულია თუ ვენური. მსხვილი ვენა რომ ჰქონდეს დაზიანებული და ლახტი ჭრილობის ზემოთ დაადო, როგორც ბილეთშია სწორ პასუხად, კი გააფშეკინებ ფეხებს ადამიანს ათიოდ წუთში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საგამოცდო ბილეთები
PostPosted: 29 Sep 2017, 09:46 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2252
მაგრამ ახლა მაგ უზუსტობებზე რომ დაუწყო საუბარი ვინ იცის რა ახალ სიურპრიზებს დაამატებენ. ამიტომ არ ღირს, უნდა დაიზეპირო სწორ პასუხად რაც აქვთ და ისე უპასუხო.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 51 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge