იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 31 Mar 2020, 14:34

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 59 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4  Next
Author Message
 Post subject: პატარა მოკვლევა დატენვაზე.
PostPosted: 26 Mar 2008, 15:06 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
იარაღის შესახებ კანონის წაკითხვის მერე ყველას გაგვიჩნდა კითხვა - საბრძოლო მასალის დამზადებაზე.
ანუ კანონში წერია - ლიცენზია გაიცემა ინდმეწარმეზე და იურიდიულ პირზე.
გადავრეკე იუსტიციაში (ეს მარტივად ვწერ, სანამ არ ვკითხე ”მოქალაქე” რეკავს და რატომ არ პასუხობენ თქო - მანამდე არ გაინძრნენ, იმ ოთახში გადალაგება აქვთ და ახალვეო... :) ჭრის ხანდახან მაიმუნობა)- განმიმარტეს არაოფიცილაურად (ოფიციალურად ამას უნდა განცხადება) რომ ეს ეხება იმ მეწარმეს ან იურიდიულ პირს ვინც აპირებს მის გაყიდვას და რომ უნდა გადავრეკო ჩვენს საყვარელ სანებართვოში.

გადავრეკე,(ჰო, ნომერი შეიცვალეს, 529063 ნაცვლად 526557-ისა).
არანაირი აკრძალვა არ არსებობს პირადი მოხმარებისს მიზნით ვაზნების დამზადებისა. არ დამიზუსტებია რაოდენობების დ ა.შ.

შორიდან მოვუარე და ვკითხე - 12 კალიბრიანის აწყობა რამე პრობლემაა თქო- და არა ვინ გითხრაო...
გავთამამდი და მოსინის ვაზნა რომ ავაწყვო თქო - და ”რა პრობლემააო”.
კომპონენტები რომ შემოვიტანო და ისე ავაწყვო თქო, ან პრესი რომ ვიყიდო?
მითხრეს ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის ასეთი რამეების შემოტანა. პრესი, მასრა, კაფსულა დენთი. მაგრამ ხანდახან მებაჟეები მაინც ითხოვენ ნებართვას და თუ მოგთხოვეს მოხვალთ აიღებთ ნებართვას როგორც იარაღის გარედან შემოტანაზე, ოღონდ საბრძოლო მასალების კომპონენტებზე და ეგააო, ანუ მებაჟეებს გააჩუმებო. მგონი კარგი პასუხია ამ გაურკვევლ სიტუაციაში.

პირველ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი პასუხია და როცა ჩამოტანას მოვიფიქრებ - იმედია არ გამსკვაჩავენ. :)


Last edited by ბერო on 26 Mar 2008, 15:10, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:09 
Offline
User avatar

Joined: 09 Nov 2007, 00:31
Posts: 391
Location: Tbilisi
ბერო ისე არ მოგვივიდეს იმედი არის შანსი არაო :lol: :lol: :lol:


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:11 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
ცოტნე საღადაოდ არ დამიწერია.
წესით ეგ კანონი/წესი ზეპირად უნდა იცოდნენ სანებართვშიც და ჩვენც.
და რატომ უნდა მომივიდეს, შენ სხვანაირად იცი?


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:13 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
ფრიდონ ჯობია ქერილი მივწეროთ და ყველაფერი პუნქტობრივად ჩამოვაყალიბოთ. მარტალია დარწმუნებული ვარ რომ ასეთ კარგ პასუხს არ მივიღებთ მაგრამ მაინც ხომა რ გვეცადა?


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:14 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
მე ვცადე - ზეპირსიტყვიერად მივიღე პასუხი,
ახლა წერილობითსაც აქვს აზრი.
ამ სიბნელეში ღადაობა არ მესმის მხოლოდ.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:15 
Offline
User avatar

Joined: 21 Sep 2007, 22:38
Posts: 576
Location: Tbilisi
ჰმ... ერთ ჩემს ნაცნობ მეიარაღეს ჯერ სთხოვეს ახალი იარაღის შექმნა (ოკ, ძველის გაუმჯობესება) და მერე მინისტრი რომ გამოიცვალა დაიჭირეს - იარაღს რატომ ამზადებო??? !!!
ეშმაკი :twisted: დეტალებში იმალება...

_________________
Главная деталь любого оружия - голова его владельца


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:19 
Offline
User avatar

Joined: 09 Nov 2007, 00:31
Posts: 391
Location: Tbilisi
ბერო საღადაოდ არც მე არ მითქვია, არაგვაქ პრობლემა რას ნიშნავს?
ვის არააქვს პრობლემა მომსახურების სააგენტოს თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს? იმიტომ გეკითხები რომ როგორც წესი მაგათი პრობლემები მხოლოდ ერთი რამით შემოიფარგლება ბიუჯეტის ამბავში, და პოლიციის პრობლემები კი უფრო სხვა კუთხით ვითარდება ანუ ისე არ გამოვიდეს რო მაგათ პრობლემა არააქვთ რაც გინდა ის ქენი იმიტომ რომ მაგათ არ ავალებენ აღნიშნულის კონტროლს და კანონში კიდე სულ სხვა წერია რომელიც მაგათ არ ეხებათ და არაა პრობლემას ეგენი ვერ იტყვიან თუ იტყვიან მაშინ დადონ კანონი სადაც წერია "არაა პრობლემა"


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:21 
Offline
User avatar

Joined: 09 Nov 2007, 00:31
Posts: 391
Location: Tbilisi
ეხლა წავიკითხე წერილობით დამერწმუნე არავინ მოგწერს არაფერს მაგაზე ხელის მომწერი თვითონ დასაჭერი იქნება და იმიტომ


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:28 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
ვიცი ცოტნე მასე იქნება. გამოცდილებ მაქვს. დააკოპირებენ რომელიმე ზოგად მუხლს კანონიდა ნ და ეგ იქნება პასუხი. :)


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:35 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
ცოტნე პასუხი ზუსტად იურისტივით გამეცი. - ანუ გაუგებრად.
მე კამათი არ მინდა.
მაგ ხალხტან შეხებაში ხარ, გადი ერთხელ შენ თვითონ გამოკითხე, თუ საჭიროა წერილობითაც.

კითხვაა ერთადერთი - შემიძლია თუ არა, კომპონენტებით ავაწყვო ვაზნები როგორც გლუვლულიანი ისე კუთხვილულიანი ”გრძელი” იარაღისთვის პირადი გამოყენებისათვის.

შეგიძლია? თუ მიმტკიცებ რომ არ შეიძლება ბარემ ბოლომდე მიიყვანე ეგ საქმე.
რატომ იცი? კაცი სანებართვოდან ამბობს პრობლემა არაა, შენ კიდევ - ”ასე-ისე არ მოხდეს”, გინდა ერთად მივიდეთ სანებართვოში მაგრამ ამაზე კამათი უნდა დამთავრდეს. მეთანხმები?


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:39 
Offline
User avatar

Joined: 09 Nov 2007, 00:31
Posts: 391
Location: Tbilisi
გეთანხმები
და ერთსაც დავამატებ პრობლემა როგორც ესეთი არ შეგხვდება ანუ არავინ მოვა შუა ნადირობისას და არ გეტყვის აბა ვაზნა მანახე როგორი გაქვს? მაგრამ საკმარისია რომ ოდნავ, რაიმე, ნებისმიერი მიზნით მოხვდე პოლიციის მხედველობაში, რომ ეს იქნება ის საუკეთესო მიზეზი რითიც დაიწყება შენი პრობლემები


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:46 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
ცოტნე,მოდი სევიტანოთ ამ საქმეში ცოტა სინათლე, რა გჭირდება შენ რომ ეგ წერილობითი ფორმით მივაწოდოთ და პასუხი მივიღოთ?


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:50 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
გაყიდვაზეც იგივეს იძახიან. ანუ ნახულობ არ ნახულობ მოგებას გაყიდვის უფლება არ გაქვს. არა და იმაზეც ასე წერია. გაყიდვის უფლება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელს. რით განსხვავდება პრინციპულად ჩემი საკუთრებაში იარაღის გაყიდვა და ჩემივე მიზნებისთვის იარაღის დატენვა რომ პირველ შემთხვევა კანონის რეგულირების სფეროს განეკუთვნება ხოლო მეორე შემთხვევა არა მე არ ვიცი.

ლოგიკურია რომ ორივე აკრძალულია. ის რომ მაგათ პრობლემა არ აქვთ სულაც არაფერს არ ნიშნავს. მაგათ არც ექნებათ აი უბრალო ადმიანს კი ეგრევე შეუქმნიან.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 15:54 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7196
ცოტნე wrote:
მაგრამ საკმარისია რომ ოდნავ, რაიმე, ნებისმიერი მიზნით მოხვდე პოლიციის მხედველობაში, რომ ეს იქნება ის საუკეთესო მიზეზი რითიც დაიწყება შენი პრობლემები


ვეთანხმები. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაზუსტოთ. თუშიც მართალია, წერილობითი მიმართვა(თუ საჭირო გახდა, მიმართვებიც) საჭიროა. მათ არა აქვთ უფლება უარი თქვან საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემაზე.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 16:04 
Offline
User avatar

Joined: 09 Nov 2007, 00:31
Posts: 391
Location: Tbilisi
ხალხო დამიჯერეთ რამდენი წერილიც არ უნდა მივწეროთ წერილობით პასუხს რო ჩვენ პრობლემა არ გვაქვსო არავინ მოგვწერს იმიტომ რომ მაგაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ონკრეტული თანამშრომელი ვერ აიღებს და მოგვწერენ კანონს სადაც რაც წერია ჩვენც კარგად ვიცით, იმიტომ ვერ აიღებს რომ მერე შენ ააფრიალებ ამ წერილის პასუხს აი თქვენი კაცი რას მწერსო და ამიტომ ვქენიო და გიჟია ვინმემ ეგ წერილის სახით მოგწეროს და თან პეჩატიც დაასვას? მოგვწერენ კანონს სადაც წერია რომ "აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ესადაეს კანონის ესადაეს მუხლი პატივისცემით მე" და კანონის განმარტება კიდე ცოტა უცნაური ამბავია ადვოკატები მეტს კი არაფერს აკეთებენ სასამართლოში


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 59 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge