http://forum.guns.ge/

ზურგჩანთა
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=44&t=2289
Page 7 of 9

Author:  pxovela [ 11 Nov 2009, 22:45 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

G.I.G.N. wrote:
EMILICHI wrote:
G.I.G.N. wrote:
დინამოსთან ელიტ ელექტრონიქსის გვერდით იყიდება ჩანთები. 80 ლიტრიანში 50 ლარი მივეცი.ზემოთ სურათზე როა თითქმის ეგეთია ოღონდ სხვა ფერის და ფირმის.საკმაოდ კარგი სახმარია.თუ ვინმეს გინდათ მიდით კიდევ ექნება სხვადასხვა ზომის

კამუფლირებულიც ხომ არ აქვთ??/



მე რომ ვიყავი მაგ დროს არ ჰქონდათ.მაგრამ მერე გავიარე და ვნახე კიდევ სხვები ჰქონდათ მოტანილი.შეიძლება კამუფლირებულიც მოიტანეს.არ ვიცი ზუსტად


ესეთია ოღონდ 80ლ. და შიგნიდან ორად იყოფა 20ლ და 60ლ-ად.

Image


ეს ფირმა ნორტფეისი არის ჩემი უსაყვარლესი ფირმა, ეგ რასაც უშვებს ყველაფერი უმაგრესია და შესაბამისად ეგ ჩანთაც ძაან მაგარია, მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ფირმაა სამოგზაურო ტანისამოსში და აქსესუარებში.

Author:  dutper [ 12 Nov 2009, 04:13 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

Guga wrote:
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/links/link.jsp?type=product&cmCat=Related_IPL_516775&id=0064262518789a

წავა? ფასაც არაუშავს და ჩანთასაც მგონი და და ვისაც ჩამოგიტანიათ იქნებ მითხრათ მიახლოებით რა დაჯდება ეს ჩანთა ჩამოტანიანა? :oops:


მაინც მე გირჩევ ნუ იჩქარებ. შეიძლება ეგ მართლაც იდეალური ჩანთაა, მარა ხო იცი სურათზე ყველაფერი კარგი ჩანს :D
ebay-ზეც გადახედე, და რევიუები ნახე ხოლმე აუცილებლად.
მსგავსი ზურგჩანთების მთავარი პრობლემაა პლასტმასის დეტალების არამდგრადობა. ცენტრალური ნაწილი რასაც ჩანთა უჭირავს არის ხოლმე მეტალის, და ჩანთის სხვა ნაწილები პლასტმასებითაა მიმაგრებული ამ მეტალზე. დაღლილი თუ ცოტა არასწორად გადაწექი ჩანთაზე, დიდი შანსია რომ გადაბმის ადგილებში პლასტმასი გატყდეს. თან უმეტესობა "ზაპლობკებითაა" და ნაწილი რომც იშოვო გადაბმა ერთი ხათაბალაა. რევიუბში ნახავ ამ თემაზე კვნესა-გნიასს, მათ შორის 500 დოლარიან ზურგჩანთებზეც...
მე მაქ გრეგორი პალიზადე (http://www.gregorypacks.com/products/me ... alisade-80), წელის ქამარზე გატეხილი პლასტმასების გამოცვლაზე ვეჩალიჩები გრეგორის, მარა აღმოჩნდა რომ მაგათ სარემონტოში დიდი რიგია :lol:

როგორც წესი, თუ ნორმალურ მაღაზიაში იყიდი (მე მგონი კაბელასშიც) უფასოდ არემონტებენ ხოლმე, მაგრამ საქართველოდან გაგზავნა-გამოგზავნის ხარჯები გასათვალისწინებელია.

ასევე გირჩევდი კიდე ცოტა დიდი იყიდო, 70 იდეალურია, 80-იც კარგია. შიპინგის გათვალისწინებით ფასში დიდი სხვაობა არ იქნება, მაგრამ ბევჯერ ნივთების ხელით ტარებას გადაგარჩენს, თან წონებსაც უკეთესად გადაანაწილებ.

და კიდე არ იფიქრო რომ ამერიკაში ნაყიდი თბილისში ნაყიდზე ბევრად უკეთესი იქნება. ყველაფერი ჩინეთში იწყობა...
50 ლარად 80 ლიტრიანი ღვთის წყალობაა :D

კახი
ეგ წელთან ზემოთა ნაწილისგან გამოყოფილია ხოლმე, ბადით ან რამე მატერიით; ვთვათ ზემოთ ტანსაცმელი და ქვემოთ საჭმელ-სასმელი რომ ჩადო - ნაკლები შანსია რამე დაიღვაროს და ტანსაცმელი დასვარო, და რაც დაგჭირდება თავისი ზმეიკიდან გამოიღებ ისე რომ მთელი ზემოთა ნაწილის ამოლაგება არ დაგჭირდეს. ალბათ სხვა დანიშნულებაც ააქვს, არ ვიცი. თუ გინდა ჩახსნი და გააერთიანებ.

Author:  G.I.G.N. [ 12 Nov 2009, 11:46 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

pxovela


მე მინდოდა მეთქვა ფორმითაა ეგეთი თქო.თორე ისე სხვა ფირმისაა.პიგეონი აწერია.

Author:  Guga [ 12 Nov 2009, 13:02 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

http://www.amazon.com/CUSCUS-4600ci-Int ... _sg_5_vari

dutper ამაზე რას იტყვი ვარგა?

Author:  dutper [ 12 Nov 2009, 20:40 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

Guga wrote:
http://www.amazon.com/CUSCUS-4600ci-Internal-Hiking-Backpack/dp/B0019NX7SE/ref=pd_sbs_sg_5_vari

dutper ამაზე რას იტყვი ვარგა?


კაი ჩანთაა კაი ფასში, თან საწვიმარიც მოყვება. ერთი ეგაა დიდი ჯიბეები არ უჩანს გარეგად, მოზდილი ფოტოაპარატი ან პატარა ბოთლით წყლის ჩასაგდებად. მარა უმაგისობაც შეიძლება.

მაგათ ოფიციალურ მაღაზიაშიც იგივე ღირს, ანუ ამაზონზეც მაგათი დისტრიბუტორი ყიდის. შიპინგიანად იქ უფრო იაფი გამოდის ისე - http://www.shopcuscus.com/servlet/the-1 ... rge/Detail

ოღონდ თუ ბარამს ან სხვა ეგეთ ფირმებს გამოყენებ ჩამოსატანათ, ყიდვის მერე მეილი მისწერე გამყიდველს, აუხსენი რომ გადამზიდველს იყენებ (international forwarder) და სთხოვე იქნება ცოტა პატარა ყუთში ჩადონ ქაღალდების გარეშე, ფულს დაზოგავ.

სხვებსაც გადახედე კიდე, დიდი არჩევანია...

Author:  WOLF [ 21 Dec 2009, 13:38 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

Guga wrote:
არ ვიცი კახი, ისე მე რისთვისაც მინდა სამ ოთხ დგიანი გასვლებისთვის ზუსტად მაგისთვისაა,
თუ ბოლომდე მივიყვანე საქმე გადავუღებ სურათებს და დავდებ

Guga,ხომ არ ჩამოგიტანია ეგ ზურგჩანთა.მაინტერესებს რამდენად კარგი ხარისხისაა.მეც მინდა ახალი შევიძინო და გავწამდი,ვერაფრით ვერ შევარჩიე :?

Author:  GUIDE [ 21 Dec 2009, 13:58 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

Guga wrote:
http://www.amazon.com/CUSCUS-4600ci-Internal-Hiking-Backpack/dp/B0019NX7SE/ref=pd_sbs_sg_5_vari

dutper ამაზე რას იტყვი ვარგა?


ნორმალური ჩანთაა კარგ ფასში

Author:  GUIDE [ 21 Dec 2009, 14:23 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

http://www.amazon.com/Teton-Sports-10L- ... m_sg_5_img


ხარისხი
ფუნქციონალურობა
ფასი ხომ იდეალური

ნახეთ აბა ვისაც გაინტერესებთ, ამ ფასში ასეთ ჩანთას ვერ იყიდით.

P.S. ფორუმზე ჩანთის დაინტერესებაა და იმიტომ დავწერე

Author:  WOLF [ 21 Dec 2009, 14:37 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

GUIDE wrote:
http://www.amazon.com/Teton-Sports-10L-Internal-Backpack/dp/B002C3ZNS2/ref=pd_sim_sg_5_img


ხარისხი
ფუნქციონალურობა
ფასი ხომ იდეალური

ნახეთ აბა ვისაც გაინტერესებთ, ამ ფასში ასეთ ჩანთას ვერ იყიდით.

P.S. ფორუმზე ჩანთის დაინტერესებაა და იმიტომ დავწერე

კი ასეა. :)
ეს ზურგჩანთაც მომეწონა,დილის მერე დავიტანჯე ამიჭრელდა თვალები.

Author:  ბერო [ 21 Dec 2009, 14:46 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

GUIDE
შენგან მოწონებულს წყალი არ გაუვა, ავიღებ :)

Author:  Guga [ 10 Mar 2010, 16:47 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

მაგარი ჩანთა დავითრიე, რაც ყველაზე მაგარია კომპლექტია თავისი პარალონით და სპალნიკით აი სურათიც ისე მაგარი ხარისხიანი ჩანს თან შიგნიდან ალუმინის ჩარჩო აქვს მოკლედ მაგარია რა ერთი კამუფლირება უტეხავს დანარჩენი ყველაფერი აქვს რაც მაღალი ხარისხის ჩანთებს აქვს :)

Attachments:
IMG_0917.jpg
IMG_0917.jpg [ 55.46 KiB | Viewed 5298 times ]

Author:  david-uru [ 12 Mar 2010, 19:20 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

Guga wrote:
მაგარი ჩანთა დავითრიე, რაც ყველაზე მაგარია კომპლექტია თავისი პარალონით და სპალნიკით აი სურათიც ისე მაგარი ხარისხიანი ჩანს თან შიგნიდან ალუმინის ჩარჩო აქვს მოკლედ მაგარია რა ერთი კამუფლირება უტეხავს დანარჩენი ყველაფერი აქვს რაც მაღალი ხარისხის ჩანთებს აქვს :)

ზუსტად ეგეთი მაქვს გუგა და მეც ძალიან კმაყოფილი ვარ....

Author:  კახი [ 30 Sep 2010, 22:19 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

http://www.amazon.com/High-Sierra-Summi ... 011&sr=8-1

აი ეს ჩამომივიდა :D ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა. საშუალო ზომის, 1,2,3 დღიანი გასვლებისთვის. მშვენიერი ხარისხია და კმაყოფილი ვარ.

დაჯდა 80 $ ჩამოტანით.

პ.ს.
http://www.amazon.com/CUSCUS-6200ci-Int ... m_sg_3_img ეს უნდა შემეკვეთა და კიშინსკიმ გადამაფიქრებინა.

Attachments:
rugzaki.jpg
rugzaki.jpg [ 19.83 KiB | Viewed 5069 times ]

Author:  Caucasus [ 30 Sep 2010, 22:28 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

აი ნამდვილად კარგი ზურგცანთა

http://www.cabelas.com/product/Eberlest ... berlestock

Image

Author:  Guga [ 30 Sep 2010, 23:28 ]
Post subject:  Re: ზურგჩანთა

კახი კმაყოფილი ხარ ხარისხით? და იქნებ შენის სურათებიც დადო მეც დამაინტერესა კარგი ჩანს :)

Page 7 of 9 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/