იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 17 Oct 2018, 06:49

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 35 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next
Author Message
 Post subject: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 15:45 
Offline
User avatar

Joined: 26 Dec 2008, 10:39
Posts: 93
მოკლედ ვემზადები PCP-ს შესაძენად, ნელნელა კითხვები უფრო მეტი მიჩნდება ვიდრე თავიდან მეგონა მჭირდება გარკვეული დახმარება.

მოკლედ ყველა საიტებზე იყიდება ნასოსები, ბალონები და ერთგან კომპრესორიც აღმოვაჩინე, ჩამოვყვები ყველა პლიუს მინუსს

ნასოსი
+ ყველაზე ხშირია ნასოსის გამოყენება, მარტივია, მსუბუქია, სადაც დაგჭირდება იქ წაიღებ და დაანასოსებრეზერვუარს.
- ბევრი ჩალიჩი უნდა რეზერვუარის დანასოსებას, ბრალს დებენ რომ შეუძლია ჰაერიდან ნესტი და მტვერი შეიწოვოს, შედეგად რეზერვუარი მალე გამოვა მწყობრიდან

ბალონი
+ დატუმბვა იაფი ღირსო (თუმცა ჩვენთან სად შეიძლება დატუმბვა არ ვიცი), არ გჭირდება დატენვისას ოფლის დაღვრა და ნასოსით მუსკულატურის დაკაჩავება, არ იწვევს ხელის გადაღლას, შედეგად მიზანში ამოღებისას ხელი არ დადის, აირი არის ნესტის გარეშე, შედეგად რეზერვუარი არ ფუჭდება. არის მრავალი მოცულობის, და ერთი ბალონი ყოფნის 7-დან 30 რეზერვუარის გავსებას
- მძიმეა ეს შობელძაღლი, ყველაზე მსუბუქი ინტერში რაც ვნახე ლამის 10 კილომდე ადის (დატუმბული), ამხელა რაღაცის ტარება ცოტა არ იყოს ძნელია, ნასოსზე ძვირი ღირს, სჭირდება დასატუმბად სპეციალური დანადგარი. სად შეიძლება დაიტუმბოს თბილისში მგონი არავინ იცის (მათ შორის მეც).

კომპრესორი
+ ბევრ ენერგიას არ ჭამს, ტუმბავს ოფლის გასვლის გარეშე 300 ატმოსფერომდე, გამოიყურება საშუალო ზომის გენერატორივით, არ ხმაურობს, ელ-ენერგიაზეა, ნაბისმიერ დროს დატუმბავ ნებისმიერ ბალონს, აქვს ნესტის ფილტრი
- ვაი ფასი აქვს ყველაზე მარტივსაც კი (მინიმალური ვნახე 1700$), იწონის 35-დან 55 კილომდე (დაკვეთისას ტრანსპორტირების საფასური უფრო გაგყიდის), სტაციონარულად ადგილზე დგას ვერსად წაიღებ.

მაინტერესებს ვის რა ინფორმაცია გაქვთ და რაზე ჯობია აქცენტირება. მესმის ნასოსი ყველაზე მარტივი გამოსავალია, მაგრამ საშუალოდ 50 გასროლის მერე ლამის 200 ჩაბუქვნის გაკეთება (თან კაი ძალის დაწოლით) რომ ერთი რეზერვუარი გაავსო, ყოველთვის სასიხარულო არ არის. ბალონი რომ ვიყიდო, მძიემეა, პლიუს სად უნდა დაატუმბინო.

მოკლედ ვის რა გამოცდილება გაქვთ თუ გაქვთ საერთოდ. ნასოსი და მისი ჯანი თუ.....


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 16:25 
Offline
User avatar

Joined: 22 Sep 2008, 09:29
Posts: 2449
გავკადნიერდები და მთელი ფორუმის სახელით ვიტყვი (იმედია არავის ეწყინება) წევრებს მაგ ამბავში გამოცდილება არ გვაქსვს, ისევ და ისევ ერთი გია იყო მარტო ვისაც pcp-სთან შეხება ქონდა და როგორც მახსოვს არც მან იცოდა სად შეიძლება ბალონის დატუმბვა და ისიც ნასოსით წვალობდა (ახლა არ ვიცი თუ რამე შეცვალა). სალუქვაძის ტირში მიდი და გაარკვიე თუ აქვთ დასატუმბ მოწყობილობა და თუ გასარგებლებენ თუნდაც გარკვეული თანხის გადახდით და მერე იფიქრე ბალონზე. ამ შემთხვევაში ნასოსი უფრო ხადავოი პონტია. ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია?!

კომპრესორს რაც შეეხება მისი ჩამოტანა კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული, თუ გიღირს რა თქმა უნდა უნდა ჩამოიტანო :wink: მაგრამ არ მგონია მასში რაიმე ისეთი სისტემა იყოს რასაც აქ ვერ იშოვი, ეს ჩემი აზრია. რაიმე კომპრესორი რომ იშოვო საქართველოში და შენით გაუკეთო მოდიფიკაციები? :think:

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 16:34 
Offline
User avatar

Joined: 05 Dec 2008, 21:20
Posts: 618
Location: თბილისი
მოლედ Ja-Ja დავიწყებ იქიდან რომ მეც ძალიან მინდა PCP-ის შეძენა თვალი დავადგი ამას
http://www.pyramydair.com/p/evanix-ar6-hunting-master-air-rifle.shtml

Image, ჰო გამოცდილება არ მაქვს მაგრამ მივყვეთ ლოგიკას, დავიტყოთ ნასოსით ყველაზე მარტივი სისტემაა, და მჩატე, თან სისტემა რაც მარტივი როგორც წესი უფრო გამძლეა (IMO) , კიდევ ერთი პლიუსია ის რომ იაფია, რაც შეეხება ბალონს, ჯერ ერთი მაგის დასატენად ცალკე უნდა ირბინო, მეორეც მაგხელა და მაგსიმძიმე ჯართის ტარება არც თუ ისე სასიამოვნო იქნება ჩემი აზრით :? :? , აი რაც შეეხება კომპრესორს ნეტა მაგის მყიდველის თავში ჩამახედა რა 500$ იან თოფს რომ იყიდის და 2000$ -იან დასატენს :D :D :D :D .
ეხლა მცირედ იმპროვიზაციასაც მივმართოდ და გავხნათ გონება ცოტა სხვა კუთხით, მემგონი თუ არ ვცდები ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილების საბურავებში არის 250 ბარი წნევა (თუ მეშლება შემისწორეთ ) ჰოდა მაგის დასატენად მამაჩემი იყენებს ( უფრო სწორედ იყენებდა მგონი ის კომპრესორი გაატანა თან ძველ მანქანას ) პატარა კომპრესორს , რომელიც დაახლოვებით არის 07X12X25 ანუ დაახლოვებით სტანდარტული აგურის ზომის, მჩატე (დაახ. 0.5 კგ) მუშაობს თორმეტ ვოლტზე (მანქანის სანთებელაში შასარჭობი შტეკერით), აქვს თავისი ბარომეტრი და მანქანის კამერას დაახლოვებით 10 წუთში ბერავს ისევ ვიმეორებ თუ არ ვცდები 250 ბარზე. სურათი არ მაქვს თორემ დავდებდი, თუ მოვიძიე სადმე დავდება , ჰო მართლა თუ არ ვცდები ფასი ვარირებს 50-70 ლარს შორის, ჰოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი, ხომ შეიძლება მანქანის ე.წ. "პიპკაზე" მოსარგები გადამყვანის ნაცვლად მივამაგროდ PCP რეზერვუარზე გადამყვანი დავტოვოთ ერთი 10 წუთი და ვუალია , რეზერვუარი მზადაა, მოვაშოროთ შლანგი და დავცხოთ სამიზნეებს ან მავნებლებს :) ( ვისტვის ფრინველია მავნებელი და ვისტვის ციყვი და ვირთხა :wink: :wink: :wink: )

ველოდები შენიშვნებს და სხვა მოსაზრებებს მსგავს ან იგივე საკითხზე :)
პატივისცემით Geojorjika (გიორგი მარგალიტაძე)

_________________
FAUSTI STEFANO ELEGANT ST 12/76
فورتونا أنه ليس من القضيب لأنه عقد في يدك


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 17:53 
Offline
User avatar

Joined: 26 Dec 2008, 10:39
Posts: 93
bardazan

სალუქვაძის ტირში ვიყავი მუსული ამასწინათ, ნასოსი აქვთ. დგანან და რეზერვუარებს ანასოსებენ. ასე რომ დავივიწყეთ მანდ კომპრესორის არსებობა.

ბალონი მიზიდავს, მაგრამ მართლა უბედური სათრევია, დატუმბვაზე არარაფერს ვამბობ. ისე ჩვენტან დაივერები არ არსებობენ? დაივერების ბალონები გამოიყენება PCP-ში რამდენადაც ვიცი. შესაბამისად მაგათი კლუბი ან რაიმე თუ არსებობს იქ იქნება ეგ საქმე გასარკვევი.

კომპრესორი პროსტა ვახსენე, მაგის ჩამომტანი მე არ ვარ :) მაგ ფასით მირჩევნია PCP თოფების მთელი კოლექცია შევიძინო


geojorjika

ჰოოო თოფს რაც შეეხება კაი რაღაცაა, ნანახი მაქვს მაგის ვიდეოები. 1 დუიმიანი ფიცარი 10 მეტრაზე გახვრიტა და უკანაც არ მოუხედია. 4.5-იან პნევმატიკას თუ მაგხელა ძალა ექნებოდა რას ვიფიქრებდი.

რაც შეეხება ნასოს-ბალონს. კი გეთანხმები მეც ძალაუნებურად ნასოსზე ვჩეხრები, მაგრამ შრომატევადია. გაფუჭებით კი უცხოურ საიტებზე მინაცია ნასოსების რეზინის რგოლები დახეული ხშირი ხმარებისგან. სამწუხაროდ ვერავის ვათქმევინე რამდენხნიანი მუშაობის მერე მოუვიდა ეგეთი კატასტროფა ნასოსს.

აი რაც შეეხება საბურავს და ფეხის ნასოს (გინდაც საბურავის ელექტრო ნასოსი) აქ უკვე ცდები.
საბურავში სულ არის 2-დან 2.5 ატმოსფერომდე (შეგიძლია მანომეტრით შეამოწმო ან ნებისმიერ ვუკლანიზაციაში იკითხე ან სთხოვე დატუმბვა და დააკვირდი რამდენზე ავა მანომეტრი). საბჭოთა კისლაროდნი ბალონები რომაა იმაშია მგონი 100 ატმოსფერო და ჩვენ ვსაუბრობთ 200-დან 250 მაქსიმუმ 300 ატმოსფერომდე (გააჩნია იარაღის მოდელს). აქ ვერანაირი ნასოს ვერ გაუძლებს, ჯერ ხომ რეზინის შლანგი გასკდება, მერე ღმერთმა დაგიფაროს და რომ მოახერხო ნასოსით თუმდაც 100 ატმოსფერომდე ასვლა და ნასოსზე ხელია თუ ფეხი რომ აგეშვას ჩათვალე გასროლილი ჭურვია.

PCP-სთვის გამოიყენება სპეციალური ნასოსები, ეძახიან სამ საფეხურიანს, ანუ ჩვეულებრივი ნასოსივით ერთი მილი კი არ არის და ბოლოში შარიკის კლაპანი, არამედ 3 სარქველია, პირველი ყველაზე დიდი (გარეგნულად რომ ხედავ), იმით იწნეხება ვთქვათ შუამდე რომ მიდიხარ რაღაც დონეზე ჰაერი, მერე იხსნება მეორე კლაპანი და მეორე სარქველში გადადის უკვე დაწნეხილი ჰაერი, ბოლო მესამედი-მეოთხედი გზის დროს, როდესაც მეორე სარქველშიც წნევა სასურველს აღწევს იხსნება მესამე სარქველი და იქ გადადის უკვე მაღალი წნევით შეკუმშული ჰაერი, მერე იცსიც იკუმშება და პატარა ცუილის ზომის ჰაერს უშვებს რეზერვუარში.

ეს რა თქმა უნდა ძალიან, ძალიან უხეში ახსნა და სრულად არ შეესაბამება ნამდვილ მუშაობას. რეალური ნასოსის მუშოაბა არ მინახია, მითუმეტეს არ დამიშლია :), მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამით ჩანს ის რომ პირდაპირი ერთ ცილინდრიანი ნასოსით მაღალი წნევის მიღება შეუძლებელია.

ერთერთ ამერიკულ ფორუმზე წავიკითხე umarex dominator 1250-ის მიმოხილვა. მაგ ფიშტოს ყველაზე დიდი რეზერვუარი აქვს, 300 ატმოსფერო ჩადის და სარეკლამოდ გამყიდვლის საიტზე წერია რომ მოყვება კომპლექტში ნასოს რომელიც 300 ატმოსფეროს სულ რაღაც 15-20 ჩაბუქვნაში დაგატენინებთო.
ტიპი ბოლო სიტყვებით იგიბნებოდა, მაგათ მინიმუმ ერთი ნოლიანი შეეშალათო, თან წნევა რეზერვუარში 230 ატმოსფეროზე რომ ადის, ხელით დატენვა შეუძლებელი ხდებაო. ტიპი ამბობდა რომ 80 კილოს იწონის და ლამის ნასოსზე იხტუნავა რომ 245 ატმოსფერომდე ასულიტო, შემდეგ, უკვე შემეძლო ნასოსზე ატჟიმანიების გაკეთება, მაგრამ ჰაერი რეზერვუარში აღარ შედიოდაო. შენ კიდევ ამბობ ხელის ნასოსიო :) შანსი არაა. ტყუილა არ ღირს ეგ ნასოსები მინიმუმ 150$ და მაქსიმუმ 400-500 ევრო.

რუსულ საიტებზე იყო მაგაზე ხოხმა, ტიპს ნიძლავი დაუდია ფეხსი ნასოსით 200 ატმოსფეროს დავტენიო, სასტავი დათანხმდა, მაგრამ 40 თუ 50 ატმოსფეროს ვერ ასცდა ტიპი, თან 120 კილო იყოო და ნასოსზე ზემოდან ხტებოდა ბოლოს და მაინც ვეღარ ბერავდაო, მერე ცოლი მოიყვანა და ერთად ხტომა ხტომით ძლივს 60 თუ 70 ატმოსფერომდე ავიდნენო (ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ 100 ატმოსფერო ხსენებაშიც არ იყო). ნორმალურ PCP-ში კი მინიმუმ 110 ატმოსფეროა საჭირო რომ გასროლა ნორმალური იყოს და ეს მხოლოდ 4.5 კალიბრისთვის, 5.5 კალიბრს უკვე 130 ატმოსფერო სჭირდება. მაგრამ ეს ერთი გასროლაა, ამის მერე ხომ ეცემა რეზერვუარში წნევა. ამიტომაცაა საჭირო 200 და 230 ატმოსფერო, რომ ნელნელა იკლებს და 110-130 ატმოსფერომდე ნორმალურად ისვრი, მაგის ქვემოთ უკვე ტყვიას სიჩქარე აღარ ყოფნის, ხოლო 50-70 ატმოსფეროზე, თოფი უაზროდ იფურთხება. ეს უკვე სროლა აღარაა.

ასე რომ სტანდარტული ნასოსები დაივიწყე.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 18:07 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10688
Location: თბილისი
Ja_Ja
დაივერები არსებობს და კომპრესორიც არაა პრობლემა იშოვნოს კაცმა.
ბოლო ბოლო 200-250 ატმ- ზე ტენიან მანქანის ბალონებს ავტოგაზში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 18:11 
Offline
User avatar

Joined: 22 Sep 2008, 09:29
Posts: 2449
მდააააა... :? მშვენიერია. (JA_JA codnaze vambob) :wink:

კომპრესორს და მის ფასებს რაც შეეხება მაგას მგონი ჯობია ისევ ნასოსი იყიდო რამენაირად ფილტრი დაუყენო და ერთი დიიიიიდი ბიძა დაიქირაო მაგის საკაჩავებლად, უფრო იაფი დაგიჯდება :mrgreen:

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 18:15 
Offline
User avatar

Joined: 05 Dec 2008, 21:20
Posts: 618
Location: თბილისი
მდაჰჰჰ, ძალიან ცუდი :( :( , ჰო მაშინ ადრეც ვთქვი ეს საიტი http://www.hilalav.com.tr/default.asp?git=17&altkategori1=245 აქ არის Hastan-ის ნასოსი რომელიც ღირს 183 თურქული ლირა ნუ 190 ლარი რა ,საიტი თურქულია ვისაც თუექეთში გიწევთ ჩასვლა შეგიძლიათ ჩამოიტანოთ არამგონია რაიმე პრობლემა იყოს საბაჟოზე

Image

მაგრამ გამძლეობაზე და ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი 200 ბარია მგონი მაგის ზღვარი ,
ჰო მაგრად მომწონს ეგ Evanix Hunting Master AR6 5.5mm , ძალიან ძლიერი იარაღია 0.22 კალიბრს აქვს 400მ/წ სიჩქარე , სანადიროდ და მიზანში სასროლად ძალიან მაგარი რამე იქნება მემგონი და ვინც პნევმატიკით ნადირობა აკრძალა იმის კუბო დავდგი მე :თავწაკრული დედაკაცის სმაილიკი: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

_________________
FAUSTI STEFANO ELEGANT ST 12/76
فورتونا أنه ليس من القضيب لأنه عقد في يدك


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 18:16 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10688
Location: თბილისი
ყველაზე კარგია, მიხვიდე რუსთავში, აავსებინო ერთი ბალონი ჰაერით და გადმოტენო მერე პატარა ბალონში ხოლმე.
დიდი ბალონი 20-30 ლარი დაგიჯდება სავარაუდოდ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 18:20 
Offline
User avatar

Joined: 05 Dec 2008, 21:20
Posts: 618
Location: თბილისი
კარგით რა ხალხნო, გინდაც ქონდეს სალუქვაძესთან კომპრესორი, რამდენი სროლა დამჭირდება ეხლა იმდენი სალუქვაძესთან უნდა ვირბინო? :D :D :D :D ან წავედი რაიონში და იქ მომინდა სროლა ან წავედი სანადიროდ თან წავიღე ეგ და სანამ მწვადები შეპუწკუნდება ნაკვერცხალზე მომინდა სროლა საიდან მოვიყვანო მანდ სალუქვაძე? :D :D :D კომპრესორი საერთოდ დაივიწყეთ მაგას ისევ ბალონი ჯობია ( მანქანით თუ ათრევ )

_________________
FAUSTI STEFANO ELEGANT ST 12/76
فورتونا أنه ليس من القضيب لأنه عقد في يدك


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 18:35 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10688
Location: თბილისი
ველოსიპედს ვიგონებთ.

არის ეს გადაწყვეტები მზა და არაა საფიქრი საერთოდ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 18:41 
Offline
User avatar

Joined: 05 Dec 2008, 21:20
Posts: 618
Location: თბილისი
ბერო wrote:
ველოსიპედს ვიგონებთ.

არის ეს გადაწყვეტები მზა და არაა საფიქრი საერთოდ.

+1 მაგრამ , ახლის გამოგონების მოტივაციია 1) სიძვირე 2) უბრალოდ მუღამი გაქვს რაღაც შენი გაკეთებული გქონდეს ისეთი რაც სხვას არა აქვს :) :)

_________________
FAUSTI STEFANO ELEGANT ST 12/76
فورتونا أنه ليس من القضيب لأنه عقد في يدك


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 18:52 
Offline
User avatar

Joined: 26 Dec 2008, 10:39
Posts: 93
ბერო

რუსთავში რომ ტენიან ნაღდად იცი?

და დიდის ფასი თუ 20-30 ლარია, პატარასი არ იცი შემთხვევით რამდენი იქნება? დიდის დათრევა ჯერ ძნელია, მერე მანქანა გინდა, თუ მანქანა გყავს ხომ მოსპობ მაგის თრევით სანამ ჩახვალ ჩამოხვალ რუსთავში.

მოკლედ თუ ეგ ამბავი არსებობს, მაშინ ღირს ბალონის დათრევაზე ფიქრიც. მარა მე ისე ვატყობ ვიყიდი ყველაფერს და თვთონ ფიშტო არ მექნება :)

ფიშტოც სასწრაფოდ შესარჩევი მაქვს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 19:28 
Offline
User avatar

Joined: 05 Dec 2008, 21:20
Posts: 618
Location: თბილისი
Ja_Ja wrote:
ბერო

რუსთავში რომ ტენიან ნაღდად იცი?

და დიდის ფასი თუ 20-30 ლარია, პატარასი არ იცი შემთხვევით რამდენი იქნება? დიდის დათრევა ჯერ ძნელია, მერე მანქანა გინდა, თუ მანქანა გყავს ხომ მოსპობ მაგის თრევით სანამ ჩახვალ ჩამოხვალ რუსთავში.

მოკლედ თუ ეგ ამბავი არსებობს, მაშინ ღირს ბალონის დათრევაზე ფიქრიც. მარა მე ისე ვატყობ ვიყიდი ყველაფერს და თვთონ ფიშტო არ მექნება :)

ფიშტოც სასწრაფოდ შესარჩევი მაქვს.

ისე რა ფასებში ეძებ და სად აპირებ ყიდვას? (აქ თუ უნდა ჩამოიტანო? )

_________________
FAUSTI STEFANO ELEGANT ST 12/76
فورتونا أنه ليس من القضيب لأنه عقد في يدك


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 20:11 
Offline

Joined: 25 Nov 2008, 20:34
Posts: 179
ხოო ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე როგორც ვატყობ, ისე ამისთანა წნევით დატენილი "ბომბის" შენახვა რამდენად უსაფრთხოა სახლში, მე როგორც ვატყობ ისევ კარაბინზე ვიფიქრო ის ჯობია!
კუსტარულად მაგის გაკეთება საკმაოდ დიდი რისკია და ასეთი სახის თემები მგონი მართლა არ ღირს ფორუმზე განხილვად, ან გარკვეული სახის "დოსტუპი" უნდა იყოს ასეთ თემაში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნასოსი, ბალონი თუ კომპრესორი
PostPosted: 08 Jan 2009, 23:58 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10688
Location: თბილისი
Ja_Ja

Jah-ის რჩევით, CZ-ს pcp ნახე.

ბალონები ბევრგან იტენება, შეიძლება თბილისშიც.

ავტოგენით შემდუღებლებს ეცოდინებათ აუცილებლად.
გავიკითხავ მეც.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 35 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge