საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 01 Mar 2021, 01:22

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 24 posts ]  Go to page Previous  1, 2
Author Message
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 30 Mar 2015, 20:33 
Offline

Joined: 24 Mar 2015, 09:18
Posts: 55
კახი wrote:
ბერო wrote:
ლურსმნების დასაჭედებელი პნევმო ჩაქუჩებიც უნდა დარეგიტრირდეს?

ეგენი ცეცხლსასროლში გავა ალბათ, შენახვა-ტარების უფლებით.
:mrgreen:
Пистолет ПЦ-84 - однозарядный, самовзводный, ручной монтажный инструмент с поршневым принципом забивки дюбеля за счет использования энергии расширяющихся пороховых газов

მესამე დასავლურია, კოლიმატორით : )))


პრინციპში რატომაც არა?
Image
Image
აი, ასეთი რამის გაკეთება შეიძლება მსგავსი აგრეგატიდან.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 30 Mar 2015, 20:49 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7245
:)

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 30 Mar 2015, 21:30 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11124
Location: თბილისი
რეგისტრაციასა და აკრძალვას შორის დიდი სხვაობაა. 22-დან ზემოთ აიკრძალა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 18 Jan 2016, 14:41 
Offline
User avatar

Joined: 14 Mar 2009, 23:06
Posts: 522
Location: ხევსურეთი
N 223
2014 წლის 12 მარტი ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებისა და პროდუქტის უსაფრ-თხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე:
მუხლი
1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძი-რითადი ტექნიკური მახასიათებლები თანდართული რედაქციით (დანართე-ბი: №1, №2, №3, №4, №5).
მუხლი
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
2
დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2014 წლის 12 მარტის
№ 223 დადგენილებით
დანართი №1

ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ძირითადი დებულებები

მუხლი 1. ტექნიკური რეგულირების გამოყენების სფერო და ობიექ-ტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნ-ქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეს ტექნიკური რეგ-ლამენტი განსაზღვრავს:
ა) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
ბ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამო-ქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას;
გ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტა-რება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ში-
3
ნაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემ-დეგ;
დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონ-სტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალუ-ლია.
მუხლი 2. ძირითადი ცნებები და განმარტებები
ამ რეგლამენტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაო-ბას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
ბ) ჯოული – გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია.
მუხლი 3. პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები
პნევმატური იარაღი ბაზარზე განთავსდება შეზღუდვების გარეშე, გარ-და იმ პნევმატური იარაღისა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში.
მუხლი 4. მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ
მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ განისაზღვ-რება ამ დადგენილების №2 – №5 დანართებით.
მუხლი 5. შესაბამისობის შეფასების პროცედურები
შესაბამისობის შეფასება დგინდება პნევმატური იარაღის მწარმოებლის (ქარხანა-დამამზადებელი) დოკუმენტაციით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს პნევმატური იარაღის შესაბამისი შეფასება.
4
დანართი №2
იმ პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში
1. სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება ის პნევმატური იარაღი, რომ-ლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).
დანართი №3
ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას
ლულის სიგრძე
არა უმეტეს 50 სმ-ისა
50 სმ და მეტი
გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)
3-ზე მეტი ჯოული
4 ჯოული და მეტი
5
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
0.32 – 0.45 გრ
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის და გასროლილი ჭურვის საწ-ყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებლები.
2. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).
3. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.
დანართი №4
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ
ლულის სიგრძე
50 სმ და მეტი
6
გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)
5 ჯოული და მეტი
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
0.32 – 0.45 გრ
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის და გასროლილი ჭურვის საწ-ყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი.
2. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.
3. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).
დანართი №5
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლის ტარება აკრძალულია
7
ლულის სიგრძე
არა უმეტეს 50 სმ-ისა
გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარე (მ/წმ)
130 მ/წმ-ზე მეტი
გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)
3-ზე მეტი ჯოული
ჭურვის ტიპი
პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია
ჭურვის წონა
0.32 – 0.45 გრ
შენიშვნა:
1. პნევმატური იარაღის ტარება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქა-რის (მ/წმ) ან გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებ-ში) ტექნიკური მახასიათებელი.
2. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარე (მ/წმ) და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოუ-ლებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამი-სად.
8
3. ამ დანართით განსაზღვრული აკრძალვა არ ვრცელდება ელექტ-როპნევმატური იარაღის (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევ-მატური იარაღის (paint ball) ტარებაზე.

_________________
Feinwerkbau


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 18 Jan 2016, 15:05 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2279
დენთის წვით მიიღება ეგ გაზები. ცეცხლსასროლია შინაარსით.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 24 Jan 2016, 19:00 
Offline
User avatar

Joined: 21 Mar 2009, 09:57
Posts: 684
Location: Tbilisi
ე.ი. МР-512 რომლის ენერგია 7.5 ჯოულია უნდა დავარეგისტრირო ?
ამ ჩემისებს 512 3 ჯოულიანიც აქვთ გამოშვებული და პატრულმა ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს მინდორში ? :D

_________________
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.

იჟ–27 სასაჩუქრე ვერსია–16 კალ
ტოზ-ბმ სასაჩუქრე ვერსია-16 კალ
იჟ–18ე– 32კალ
ტოზ–8
კო–38
ტტ–33
მრ–512მ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 24 Jan 2016, 19:05 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11124
Location: თბილისი
უნდა გავიგოთ რომ ვის თავშიც ეს მომწიფდა და ვინც ხელი მოაწერა არცერთი არაა ხელისუფლებაში. მოვიდნენ მოისაქმეს და წავიდნენ.
ამიტომ არის იარაღის შესახებ კანონი ზეპარტიულ-პოლიტიკური.

ევროპასთან ასოცირება რას ამბობს.. ყალიბი 4.5 ის ზემოთ აკრძალეთო?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 19 Feb 2021, 13:07 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7245
აქა მშვიდობა

Hatsan 125 TH

კალიბრი 4,5
საწყისი სიჩქარე 380 მ/წმ
ჯოულებში არ ვიცი . ..

ამ პნევმატიკას სჭირდება გაფორმება/რეგისტრაცია?

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კანონი პნევმატიკასთან დაკავშირებით
PostPosted: 19 Feb 2021, 14:17 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11124
Location: თბილისი
მოცემულ მომენტში სიტუაცია ასეთია, ვერ გააფორმებ რადგან არ არსებობს ამათი ბალისტიკა.

მომავალში ასეთი მიდგომა იქნება
4.5-9მმ - დასაშვები ყალიბი.

7.5 ჯოული და ქვემოთ - არ დასჭირდება გაფორმება.
7.5 -ის ზემოთ - ისევე გაფორმდება როგორც ცეცხლსასროლი.

(დანა მივიღე :) , დაგბრიდავ რომ გნახავ :) )


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 24 posts ]  Go to page Previous  1, 2

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge