იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 06 Apr 2020, 20:23

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 21 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: ხოხობი
PostPosted: 26 Feb 2007, 14:28 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
ხოხობი
ხოხობი საქართველოს ფაუნის ეს მშვენება ჩვენი მონადირეების საყვარელი სანადირო ფრინველია. საქართველოში ბინადარ ხოხობს ქართულ ანუ კოლხურ ხოხობს უწოდებენ. იგი მკვეთრად განსხვავდება ევროპული სანადირო, ანუ პარკის ხოხობისაგან, რომელიც მომცრო ტანისაა,ყელზე თეთრი საყელო და ფრთებზე თეთრი ლაქები აქვს, აგრეთვე თურქმანულის, ოქროსებრის, ვერცხლისებრისა და სხვათაგან. ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება.

საქართველოში ხოხობი მრავალ ადგილას გვხვდება- დასავლეთ საქართველოში: შავი ზღვის პირას, აფხაზეთში, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, ოზურგეთის, აბაშის რაიონებში; აღმოსავლეთ საქართველოში: კახეთში თითქმის ყველგან, განსაკუთრებით კი გურჯაანის,სიღნაღის, საგარეჯოს, წითელწყაროს, ყვარლისა და თელავის რაიონებში; ქართლში-გარდაბნის,მარნეულის, მცხეთისა და კასპის რაიონებში.
ხოხბის საბინადრო ადგილი მეჩხერი, კენკროვანი მცენარეებით დაფარული ტყისპირა ბუჩქნარია, სადაც ბლომადაა ქაცვი, ეკალღიჯი, მაყვალი, შინდი კუნელი, ზღმარტლი, ასკილი კვიდო. Aმ ადგილებში ბინადრობა და ბუდობა ხოხობს მით უმეტეს ემარჯვება თუ ამ ადგილებს გარს აკრავს პურის ყანები, მზესუმზირას პლანტაციები, სიმინდით და ფეტვით დაფარული ფართობები.

ხოხობი ჩვეულებრივად წელიწადში ერთხელ ბუდობს, ხოლო თუ რაიმე სტიქიური უბედურებით ან სხვა მიზეზით ბუდე მოესალა, ხელმეორედ დებს კვერცხებს და კრუხად ჯდება. ბუდეში რომელსაც ეკალ_ბარდში ჩაღრმავებულ ადგილზე იკეთებს, ხმელ ბალახს აფენს და შიგ 10-12 კვერცხს დებს. Dედალი კვერცხებზე 24-26 დღე ზის. Mამალი პოლიგმია და წიწილების გაზრდაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს. ხოხბის წიწილები პირველად მწერებით,მათი კვერცხებითა და ჭიაღუათი იკვებება, სემდეგ კი მცენარეულით, რომელთა მოსაპოვებლად დედალს ისინი ახლომდებარე ადგილებში გაჰყავს. Aგვისტოს დამლევსა და სექტემბერში დილით და საღამოთიდედასთან ერთად წიწილები გადიან მარცვლეულის ყანებში, სუადღისას და საღამოთი კი ბრუნდებიან საბინადრო ადგილზე.

ხოხობზე ჩვენში თავისუფალი და განუსაზღვრელი ნადირობა ნებადართული არ არის. ხოხბის მოპოვება შეიძლება მხოლოდ ერთდროული ნებართვით დ აიმ ორგანიზაციების დასტურით, რომელთა სანადირო სავარგულებშია გავრცელებული ეს ფრინველი.
ხოხობს მოიპოვებენ უმთავრესად თოფით, კარგად გაწვრთნილი და მუყაითი, ბუჩქებში კარგად შემსვლელი მეძებრის ან მდევრის დახმარებით.ყველაზე საინტერესო და სპორტული სიამოვნების მომგვრელია, როდესაც მეძებარი ძაღლი ტყის პირას ახლად მომკილ მაღალ ნაწვერალში ფართო პარალელებით ზებნის შედეგად სვლას შეაჩერებს, რამდენიმე ნაბიჯს წინ წადგამს, თითქოს რაღაც შეამჩნია დამ ას ეპარებაო, და მტლიცე ნაბულზე შეჩერდება. Mონადირე ამ დროს უახლოვდება ძაღლს, უბძანებს წინ წაწევას, ძარლიც რამოდენიმე ნაბიჯს გადადგამს და მაღლად აწვერილი ნამჯიდან გრძელკუდა ხოხობი მაშხალასავით ამოიჭრება, ჯერ სწორად ავა ჰაერში , სემდეგ კი ფრთებს გაშლის, გასწორდება და მონადირის პირდაპირ მიწის პარალელურად პლანერივით გაფრინდება.
http://monadire.ge/


Attachments:
xoxobi9.jpg
xoxobi9.jpg [ 27.26 KiB | Viewed 16418 times ]
xoxobi8.jpg
xoxobi8.jpg [ 12.67 KiB | Viewed 16410 times ]
xoxobi7.jpg
xoxobi7.jpg [ 19.92 KiB | Viewed 16409 times ]
xoxobi6.jpg
xoxobi6.jpg [ 14.64 KiB | Viewed 16404 times ]
xoxobi5.jpg
xoxobi5.jpg [ 31.26 KiB | Viewed 16397 times ]
xoxobi4.jpg
xoxobi4.jpg [ 21.15 KiB | Viewed 16413 times ]
xoxobi3.jpg
xoxobi3.jpg [ 29.47 KiB | Viewed 16403 times ]
xoxobi1.jpg
xoxobi1.jpg [ 9.79 KiB | Viewed 16392 times ]
xoxobi2.jpg
xoxobi2.jpg [ 11.87 KiB | Viewed 16391 times ]
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 06 Jun 2016, 14:56 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2207
განვახორციელე ხოხბების მოშენების პროექტი. დასაწყისისთვის ერთი წყვილი . დედალი ასაკით პატარა იყო და ამიტომ გვიან დაიწყო კვერცხის დება. მაისში დაიწყო და დღემდე დებს. 23 კვერცხი ავიღე უკვე. ინკუბატორშიც ჩავალაგე 27 კვერცხი და პატარებს 17-18 ივნისს ველოდები. მანამდე კი ამ სურათებს შემოგთავაზებთ.

Image

Image

კვერცხებს ბუდეში აგროვებდა , სავარაუდოდ კიდევაც დაჯდებოდა კრუხად მაგრამ ვერ გავრისკე. პერიოდულად ვაცლიდი კვერცხებს და ინკუბატორს მივანდე დასაწყისისთვის. მომავალში კვერცხებს აღარ ავაცლი და ვნახოთ თუ მოკრუხდება.
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 06 Jun 2016, 15:19 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
მაგარია.. ცოტა ბუდეშIც დაუტოვე, 4 მაინც : )

ბოლოს კამუფლირებულ კვერცხებს დადებს რომ ვერ დაინახო...: )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 06 Jun 2016, 15:32 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2207
ინკუბატორში ჩავდე 13 ჩემი ხოხბის. 5+11 მეგობრების ხოხბების კვერცხები. ამ 29 იდან 2 ცალს ბზარი ჰქონდა და სავარაუდოდ არ გაოიჩეკება. ასევე საეჭვოა 100 % გამოიჩეკოს დარჩენილი 27 კვერცხიდან.
დედალი ხოხობი ამ პერიოდისათვის ბუნებაში ძირითადად ცილოვანი საკვებით (მწერებით) იკვებება. ჩემს ხოხობს ცილოვან და კალციუმის დეფიციტს მოხარშული ქათმის კვერცხით ვუვსებ. მოხარშულ კვერცხს დავანაწევრებ რამოდენიმე ნაწილად და ნაჭუჭიანად ვაძლევს.
ამ პროექტის ამოცანაა არაც შეიძლება ბევრი ხოხბის გაზრდა (სასურველია მეტი მამალი). მიზანი კი შემდგომ მათზე ნადირობა. იმედია წელს ხოხობზე ფანტასტიური ნადირობები მელოდება. :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 06 Jun 2016, 16:08 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
მე როგორც ვიცი ხოხბის კვერცხი არის კარგი კვებითი თვისებების გამო.

შენ გაზრდას და გაშვებას აპირებ თუ იქვე სახოხობეში : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 06 Jun 2016, 16:46 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2207
ბერო wrote:

შენ გაზრდას და გაშვებას აპირებ თუ იქვე სახოხობეში : )



ღმერთმა დამიფაროს :D

შარშან მყავდა ფრანგი სტუმარი და ჩემივე გაშვებულ ხოხბებზე ვანადირე. მაგარი გამოვიდა ძალიან. მიუხედავად ვოლიერში გაზრდისა ველური ინსტიქტები შენარჩუნებული აქვს 100%. ორი ხოხობი მყავდა და გაშვებისთანავე გაფრინდა ორივე. შემდეგ შევედით ძაღლებით და შედგა ნადირობა. არც ისე ადვილი საპოვნი იყო მკერდამდე ბალახში. ამოფრენისას კი ველური ხოხობივით ყვირის მამალი და მიფრინავს. მოკლედ ყველაფერი ბუნებრივია, განსხვავება ველურ ხოხობზე ნადირობასთან მხოლოდ ისაა რომ იცი დაახლოებით სად ზის და რამდენი ზის.
2-3 ხოხობს წავიყვან ხოლმე მეგობრებთან ერთად, გავუშვებთ ლამაზ სანადირო ადგილას და შევეჯიბრებით ვისი ძაღლი იყოჩაღებს პოვნაში; და რომელი მონადირე იმარჯვებს სროლაში. გამარჯვებულს გადაეცემა თამადობა :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 06 Jun 2016, 18:20 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
ოო, შენ აღარ ხუმრობ. ძალიან მაგარ რამეს ამბობ..


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 06 Jun 2016, 18:26 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3255
Location: Tbilisi
ვაჟა, მაგარი საქმეა ნაღდად. ჩემმა ბიძაშვილმაც დაიწყო ხოხბის მოშენება პატარა მასშტაბით და რაღაც შედეგი აქვს, ველოდები როგორ განავითარებს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 06 Jun 2016, 22:36 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7197
ვაჟა
კირი(ცარცი), ქვიშა და ნიჟარის ფხვნილი უნდა დაუდგა. კალციუმი აუცილებელია. ქვიშის მარცვლები საჭმლის გადამუშავებაში ეხმარება, მაგათ კუჭი სხვნაირად აქვთ მოწყობილი .

კარგ გზაზე დგეხარ :)

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 20 Jun 2016, 10:53 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2207
ჩემი ხოხბის ლაპები და მათი დედინაცვალი. მშვენივრად უგებენ ერთმანეთს. უკვე ენაც კი ესმით . 27 კვერცხიდან 19 გამოიჩეკა ინკუბატორში.

Image

Image

Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 20 Jun 2016, 11:24 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
:) მაგარია
ზოლიანები


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 20 Jun 2016, 11:29 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7197
:)

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 20 Jun 2016, 13:26 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2207
დავაზუსტებ. 19 კი არა 21 გამოიჩეკა. 2 მა გამოტეხა ნაჭუჭი და ბოლომდე არ ეყოთ ძალა დამოუკიდებლად გამომძვრალიყვნენ. ხელით უნდოდათ დახმარება და ნაჭუჭში მოიგუდნენ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 20 Jun 2016, 13:32 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2207
პირველად რომ შევუსვი კრუხს ეტყობა მშივრები იყვნენ და საკვების ნაცვლად კრუხის ბიბილოებს დასწვდნენ. ეს პატარა არსებები კრუხის თავის სიმაღლემდე ხტებოდნენ და ბულტერიერივით (ისეთი მყარი ფიქსაცია პირით მხოლოდ ბულტერიერზე თუ მინახავს) ეკიდებოდნენ ბიბილოზე და ბუმბულით დაუფარავ ნაწილებზე (თვალის ქუთუთოებზეც). საკვები ეგონათ წითელი ფერი. მაგარი სასაცილო სანახაობა იყო ჰაერში დაკიდებული პატარები. კრუხი კი თავს იქნევდა რომ რამენაირად მოეშორებინა. უჟასი ფილმივით იყო. ვიფიქრე ხოხბის ნაცვლად არწივის ან ქორის შვილებს ხომ არ ვზრდი მეთქი. :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ხოხობი
PostPosted: 20 Jun 2016, 15:13 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
თუ ნაჭუჭს ვერ ამტვრეს ჯობია დატოვო ეგრე, რამდენსაც დავეხმარე და გამოვიყვნე, იმდენი მახინჯი და სუსტი გამოვიდა.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 21 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge