იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 06 Apr 2020, 18:26

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 132 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 9  Next
Author Message
 Post subject: მგელი
PostPosted: 16 Jun 2007, 18:49 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
მგელი (Canis lupus Linnaeus,1758)
ოჯახი ძაღლისებრთა - Canidae Cray, 1821. საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა C.l. cubanensis (Ognev ,1923).
მგლის არეალი საქართველოში მოიცავს კავკასიონის ქედს (სვანეთი, რაჭა, ცენტრალური კავკასიონი, ხევსურეთი, თუშეთი, კახეთი), თრიალეთის ქედს, ჯავახეთის ზეგანს, ბორჯომის ხეობას, ივრის ზეგანს, ალაზნის ველს, გარეჯის უდაბნოს. მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, ამჟამად განადგურებულია დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე.
მგელი ევრიტოპური სახეობაა. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე.


მგელი ყოველი ცხოველის და არსების უბოროტესი მტერია. ის დიდ ზიანს აყენებს ჩვენს მეცხოველეობას.
მგლები ასევე დიდ სამუშაოს ასრულებენ ტყის ეკოლოგიური კატასტროფისაგან დაცვისათვის.
მგელი ფართოდაა გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში. იგი ბინადრობს როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეებში, მთიან ზონაში, დაბლობში, ეკლიან შამბნარში კლდეებში, ლელიანებში და სხვა.
ბუნაგს მგელი აკეთებს განმარტოებულ, მყუდრო, დაჩრდილულ ადგილას. ბუნაგიდან ახლოს მდებარე წყლის ნაპირამდე მიემართება მგლების მიერ გატკეპნილი ბილიკი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო საშვალებაა მგლის ბუნაგის აღმოსაჩენად.
მგელს განსაკუთრებით აქვს განვითარებული სმენა და ყნოსვა.
ხვადი მგელი თავის ძუსადმი განსაკუთრებით ერთგულია. მგელი მძუნაობს დეკემბერ-იანვარში და 63 დღის მაკეობის შემდეგ იგი ყრის 6-9 უსინათლო ლეკვს, რომლებსაც მხოლოდ 12 დღის შემდეგ ეხილებათ თვალები. 2 თვემდე ლეკვები დედის რძით იკვებებიან, შემდეგ კი ხორცის ჭამას იწყებენ.
სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში მგლების მთელი ოჯახი ან ხროვა12 16 მგელი სანადიროდ ერთად გადის. ხროვად დიდ საშიშროებას წარმოადგენს, რადგან მას დიდი რაოდნობით ხორცი ესაჭიროება.


Image


Last edited by kishinski on 04 Feb 2009, 14:26, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 25 Mar 2008, 14:51 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
ოთო ეს ალბათ კომუნისტური ლიტერატურაა. ეგრე რომ ფიქრობდნენ და ანადგურებდნენ იმიტომ იყო მერე რო გადაშენების პირას მიიყვანეს პოპულაცია. შემდეგი ნაბიჯი ამაზე სულელური იყო, ადგნენ და ალპური მგელი შემოიყვანეს.
დღეს დღეობით მგელი საკმარისადაა საქართველოში.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 10:54 
Offline
User avatar

Joined: 21 Sep 2007, 22:38
Posts: 576
Location: Tbilisi
მდაა... მტერთან ბრძოლაში მაგრები იყვნენ კომუნისტები. წიგნებიც შესაბამისი ჰქონდათ.
აქ რაც წერია 50% არ შეეესაბამება სინამდვილეს.
მგლის რაციონის უმეტეს ნაწილს შეადგენს მღრღნელები და წვრილი ცხოველები. მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების პირობებში ესხმის თავს მსხვილ ცხოველს და თითქმის არასოდეს - ადამიანს.
სრული პასუხისმგებლობით (და სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით) ვაცხადებ რომ საქართველოში დაკვირვების ბოლო 50 წლის განმავლობაში არ იყო დაფიქსირებული (ოფიციალურად) ადამინის შეჭმის არ ერთი ფაქტი. ის რასაც სოფლელები ყვებიან (2 ლიტრა ღვინის მერე ძირითადად) "აი გაღმა სოფელში წითელმა მგელმა 3 კაცი მოკლა, ერთი ხეზე აძვრა და იქაც დაეწია" და ა. შ. არის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი ან და ხშირად ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულის (საქონლის გატაცება) დაფარვის მცდელობა.

_________________
Главная деталь любого оружия - голова его владельца


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 10:55 
Offline
User avatar

Joined: 21 Sep 2007, 22:38
Posts: 576
Location: Tbilisi
და მართლაც "აუნაზღაურებელია და დიდი ის ზარალი" რომელიც მსგავს პუბლიკაციებს მოჰქონდა და მოაქვს....

_________________
Главная деталь любого оружия - голова его владельца


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 10:59 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
ბოლო ხანებში მგელმა წარმატებით შეჭამა სოფ. ალვანში ვირი :)
ასევე პალიასტომის ტბის გარშემო გრანტების დახმარებით მოიმატა მგლების რაოდენობამ, ასევე ტურებისაც :)
მაგალითად: ერთი მოხუცი ქალი სახლიდან გამოვიდა, და იქვე კარებთან მჯდომ ტურებს უთხრა ”აქშა ძაღლოო”, რის პასუხადაც შუარაწყოფილმა ტურამ უკბინა.

შარშანდელი ამბავი - მცხეთის-მთიანეთის რეგიონში, ხალხი მგელს რომ დასდევდა.

ისე კი გაველურებული ძაღლებიც კარგა დიდი საშიშროებაა სოფლისთვის.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 11:35 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
არა საქონელსაც ჭამს და იშვიათად ადამიანზე თავდასხმის შემთხვევებიც არის, მარა რათქმა უნდა არ იმიტომ, რომ ადამიანის და ყოველნაირი ცოცხალი არსების დაუძინებელი მტერია და ღამღამობით ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ავრეცელებს. :)


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 11:36 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
ახალციხეში თავის ეზოში მოკლა ტიპმა მგელი. გასულ ზამთარს, როჯამ კარი გამოაღო და სახეზე ეცა მგელი მოაჭამა ნახევარი სახე და დუმა გამოაჭამა, შესინებულ ტიპს გული გაუსკდა. იავე ღამეს მეზობელ სოფელში სახლში მიმავალ კაცს დაეხა თავს მგელი და გასაზიზღრა,

რა შეხება გარეულ ძაღლებს ერთხელ ტყეში ბავშვებმა დავიჭირეტ გარეული ძაღლის ლეკვი ძალიან პატარა, რომლისთვისაც დიიიდი ძალისხმევა დავხარჯეთ. ამ ლეკვმ ყველა ისე დაგვკბინა, მგონი შინაური ძაღლი არ დაგკბენდა ისე. რა აცრები რის შრატები აზრადაც არ მოგვსვლია თავში. მაგარი საყვარელი როჟა ოიყო და ერთმა წაიყვანა სახში და მოიშინაურა.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Mar 2008, 12:09 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
არა რა კომუნისტების დედას შევახტი. თან საზიზღარი ცხოველია და თან თურმე უდიდეს როლს ასრულებს ტყის ეკოსისტემის შენარჩუნებაში.
რაციონს რაც შეეხება ეგ ყოველთვის მობინადრე ადგილას არსებული ბალახისმჭამელი და მღრღნელი ცხოველების პოპულაციაზეა დამოკიდებული.
მაგ. იელოსტოუნის ნაციონალურ პარკში(სადაც დედამიწაზე ყველაზე დიდი მგლები ბინადრობენ) მღრნელებს იშვიათად ჭამენ, რადგან ამ ადგილას თავს იყრის ლოსების, ირმების და ბიზონების დიდი ჯოგები.მგლებს კი საკმაოდ დიდი ხროვები აქვთ შექმნილი და შეუძლიათ ამხელა ცხოველის წაქცევა.


Top
 Profile  
 
 Post subject: ..........
PostPosted: 04 Dec 2009, 13:08 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
nikala wrote:
ეგ პროექტი ჯერ კიდევ შარშან იყო გეგმაში. ვნახოთ თუ გაამართლებს, მთავარია როგორი დაცულია მტაცებლებისგან ან რამხელაა ვოლიერი. ამ თემაში მიწერია სადღაც რომ წინა 12 შემოყვანილი ინდივიდიდან(რომლებიც თავისუფლად გაუშვეს) სუყველა მგლებმა ჩაიბარეს.



თემისგარეშე:

ხოდა ეგაა
კი ვიძახით რომ მგელი საჭიროა და ბუნების სანიტარიო და ასე შემდეგ მაგრამ ფოტოხაფანგები და სხვა დანარჩენი ფაქტორებიც იმისკენ მიუთითებენ რომ ძალიან ჭარბია მისი პოპულაცია და აშკარაა, რომ დროულად უნდა გატარდეს პრევენციული ზომები.

1990 წელს სპეციალისტები 2500 მგელს ანგარიშობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მაშინ როცა იმ დროისთვის მთელს დასავლეთ ევროპასჰი 200-250 მგელი იყო.
2000 წლისთვის კი უკვე 6000 მგელს ვარაუდობდნენ ჩვენთან და დღეიშთვის უკვე ეს ვარაუდი 10000 მდე არის ასული.
დათვლილია, რომ ამ რაოდენობის მგელის გამოსაკვებად 135200 შველი და ირემი არის საჭირო.

1990 წლამდე 2400 ირემს და 10800 შველს ითვლიდნენ საქართველოში და ეხლა გამოდი რომ ერთ მგელზე ერთI შველიც აღარ მოდის როცა პოლონეთში მაგალითად 1 მგელზე დღეს 2600 ჩლიქოსანი მოდის.


საერთოდ ევროპაში სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ მგელთან,
2000 წლის მონაცემებით გერმანიაში 5 დან 10 მგელამდე ითვლიდნენ, შვეიცარიაში 5, საფრანგეთში 30-40, ყოფილი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში კი სულ 80 ინდივიდი ჰყავთ. უნგერთი მგელი თითქმის არ ჰყავთ და სამონადირეო ბიზნესი ერთ ერთი ყველაზე მომგებიანია ამ ქვეყანაში და სერიოზულად ზრუნავს ქვეყანა ამ დარგზე და ძალიან განვითრებულიც არის.
შოტლანდიაში ბოლო მგელი 1743 წელს მოკლეს და საერთოდ დიდ ბრიტანეთში უზომოდ გამრავლებულ შველისა და ირემის პოპულაციის ბალანს თითონ მონადირეები არეგულირებენ და ბუნების დაცვის მიზნით იმდენ ირემს და შველს კლავენ რომ მთელი ინგლისის მოსახლეობა წლის განმავლობაში 3 თვის მანძილზე მხოლოს ნანადირევს ჭამს.

ჩემს ზემოთ დაწერილი აზრის მიმათ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი იტყვის, რომ მგელი რო დავხოცოტ ტურა და მელა გამრავლდებაო, მაგრამ იმ მელასაც როგორ ხოცავენ იგივე ინგლიში მემგონი ყველამ ვიცით.

რა ჯანდაბად გვინდა მგელი ამიხსნის ვინმე?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ჯეირანი (ქურციკი)
PostPosted: 04 Dec 2009, 14:58 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3731
kishinski wrote:
რა ჯანდაბად გვინდა მგელი ამიხსნის ვინმე?

აბა კაცო :D .
ვის უნდა უნდოდეს აბა, მაგას ვერავინ ვერ აგიხსნის.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re:
PostPosted: 04 Dec 2009, 16:11 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1307
Location: Tbilisi
kishinski wrote:
აუ ისე ერთიდავგეგმოთ და გავიდეთ ვაშლოვანშჳ და დავათვარიელოთ იქაურობა.
ძაან მაინტერესებს




:dance: :mrgreen:

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ჯეირანი (ქურციკი)
PostPosted: 04 Dec 2009, 17:34 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
გუსინ წავიკითხე
შვედეთში აპირებენ რომ დატოვონ 210 მგელი.
და 20-40-ის მოკვლის ნებართვა გაიცა.

ისე მანდ ძალიან საინტერესო წესები ჰქონიათ,
აუქციონზე იყიდება, შენი ლოსს იყიდი და ინადირებ :)
გეუბნევიან დროს რომ აქ გაივლის და დაჯდები და დაუცდი..
ამ დონეზე ჰყავთ.
ლოსიც შეგნებულია, იცის რომ შემოსული თანხა მოხმარდება მის ოჯახს და თავისით მიდის მონადირისკენ...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ჯეირანი (ქურციკი)
PostPosted: 09 Dec 2009, 23:02 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2377
Location: Tbilisi
ბერო wrote:
ლოსიც შეგნებულია, იცის რომ შემოსული თანხა მოხმარდება მის ოჯახს და თავისით მიდის მონადირისკენ...


იმედია სიკვდილის წინ 1 ღერ სიგარეტს აწევინებენ ან მინიმუმ თვალებს მაინც უხვევენ :think:

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re:
PostPosted: 10 Dec 2009, 23:22 
Offline
User avatar

Joined: 21 Mar 2009, 09:57
Posts: 684
Location: Tbilisi
nikala wrote:
ნებისმიერი შემთხვევა ნებისმიერ ქვეყანაში, როცა დაუშვეს მგლებზე ნადირობა და ყველას შეეძლო მისი მოკვლა დამთავრდა სავალალო შედეგით, რამაც ყველგან ჩლიქოსნების შემცირება გამოიწვია. .

რატომ, ხომ ვერ ამიხსნით :( ლოგიკა მგონი დაირღვა /თუ გაწყვიტეს უკვე მთავარი მტერი არავინ ჰყავთ ნორჩებს და მოზრდილებს, იქნებ ვინც დარჩა ,ტურა, მელა, დათვი ან ფოცხვერი, ამათმა ივაჟკაცეს? რატომ არ მოიმატა პოპულაციამ.
ამ ა[ოტა რიბალკის ყურებისას გულზე გასკდები კაცი იმდენი ნადირი ჰყავთ ,საინტერესოა როგორ ახერხებენ? :D

_________________
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.

იჟ–27 სასაჩუქრე ვერსია–16 კალ
ტოზ-ბმ სასაჩუქრე ვერსია-16 კალ
იჟ–18ე– 32კალ
ტოზ–8
კო–38
ტტ–33
მრ–512მ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Re:
PostPosted: 11 Dec 2009, 08:14 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3731
shalva-zimin wrote:
იქნებ ვინც დარჩა ,ტურა, მელა, დათვი ან ფოცხვერი, ამათმა ივაჟკაცეს? რატომ არ მოიმატა პოპულაციამ.
ამ ა[ოტა რიბალკის ყურებისას გულზე გასკდები კაცი იმდენი ნადირი ჰყავთ ,საინტერესოა როგორ ახერხებენ? :D

ეგრეა. მგელს მგლობა დაბრალდა და ტურამ ქვექანა ამოაგდოო.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 132 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 9  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge