სავარაუდოდ თემა ისევ გადაინაცვლებს

, მოკლელურლიანში თუ სანებართვოში ადმინ-ის გადასაწყვეტია.
აწ გარდაცვლილი ბაბუაჩემის სახლის დალაგებისას, სრულიად მოულოდნელად გადავაწყდით მის მიერ, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომიდან ჩამოტანილ "ნივთს". ჩადებულს "კაბურაში" სასხლეტთან და კიდევ რაღაც შპინგალეტთან ერთად (სურათი 1), რომელიც სასხლეტს კორპუსთან უნდა ამაგრებდეს მაგრამ არ / ვერ ამაგრებს. ძლივს დავშალე, საშინლად დაბინძურებული და დაჟანგული იყო, რამდენიმე საათიანი ზეთით წმენდის შემდეგ მიიღო შემდეგი სახე (ახლა ვნანობ, რომ თავიდან არ გადავუღე სურათი).
იარაღს ამ ნივთს ნამდვილად ვერ ვუწოდებ: მიუხედავად იმისა, ცალკეული დეტალები არ უნდა იყოს ცუდ მდგომარეობაში, უნდა ვივარაუდო, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ან აკლია ან დაზიანებულია. დამრტყმელი ნემსის ზამბარა იკუმშება, მაგრამ დაშვება (ჩადგმული სასხლეტითაც) არ ხდება. არის ასე მოჭიმული...
პროფესიული რჩევა მჭრდება: ასე, на вскидку:
ა) დავიტოვო როგორც არის, სათამაშოდ (მაგალითან კედელზე ჩამოვკიდო, ნოხზე, დამბაჩებსა და ხმლებს შორის

)
ბ) გავარემონტებინო - ღირს თუ არა? და გავიფორმო
გ) "ფანჯრიდან გადავაგდო"

(იხ. "ცისფერი მთები")