საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 28 Nov 2022, 07:56

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 
Author Message
 Post subject: ადამიანს უნდა ჰქონდეს თუ არა იარაღის ტარების უფლება?
PostPosted: 26 Sep 2022, 19:44 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7329
ჩემი აზრით, ამაზე ლაკონურად და დამაჯერებლად,
არავის არ გაუცია ამ კითხვაზე პასუხი.


_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ადამიანს უნდა ჰქონდეს თუ არა იარაღის ტარების უფლება?
PostPosted: 27 Sep 2022, 13:44 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3381
Location: Tbilisi
ვეთანხმები, მაგრამ მაინც ზოგადი პასუხია.
მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც სათავისოდ მოყავთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. ქვეყნები და საზოგადოებები ერთმანეთისგან განსხვავდება. მოკლელულიანი იარაღის ტარების უფლება ყველა ქვეყანაში/ საზოგადოებაში ერთნაირად ვერ იმუშავებს, ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, ერთერთი მთავარი რომელზეც არ საუბრობენ ხოლმე მომხრე- მოწინააღმდეგეები არის ქვეყანაში ცხოვრების და განათლების დონე. ჩვენ (ფორუმელებს + თანამოაზრეებს ვგულისხმობ) გვინდა რომ იარაღის ტარების უფლება გვქონდეს, მაგრამ არის ჩვენი საზოგადოება მზად თავისუფლად ატაროს იარაღი და ერთმანეთს არაფერი ავნოს? რისკებს უნდა ობიექტური შეფასება, თუ დადებითი იქნება პასუხი უნდა დავუშვათ, თუ უარყოფითი- რა უნდა გავაკეთეთ იმისთვის რომ მზად ვიყოთ.

_________________
Skill at arms is everybody's business. It is the proper concern of all free men. - Jeff Cooper.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ადამიანს უნდა ჰქონდეს თუ არა იარაღის ტარების უფლება?
PostPosted: 28 Sep 2022, 09:16 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11234
Location: თბილისი
იარაღის ტარების უფლება კიარა, 50 ვაზნაზე მეტი ვერ მიგიტანია.. ერთი კოლოფი (ორი ასანთისხელა კოლოფი) 22 ლრ....
შეჯიბრზე 200 ვაზნა იყო საჭირო,
რაც დრო გადის უფრო უჭერენ. პოლიტიკური საკითხია.
საერთოდ შესაცვლელია მიდგომები, მარტო ერთი ცვლილება კანონში, არაფერს ნიშნავს. კი ნახეთ რაც გააკეთეს, ტირში რომ მიიტანო მოკლელულიანი 1 საათით- 3 დღე უნდა...
ვითომ - გაბრაზებულზე რომ არ გაიტანო სახლიდან მაშინვე რომ არ გქონდეს გატანის საშუალება და სამი დღე უნდა ელოდო, გეგონება კრიმინალი, ან პოტენციური კრიმინალი იმაზე ფიქრობდეს - ამის მოსაკლავად მიმაქვს იარაღი და ახლა ცნობა მინდა, რომ არ დამიჭირონ..
იდიოტიზმი.

სმს, აპლიკაცია უნდა ყოფილიყო სწრაფი შეტყობინებისათვის და ეს სირობა გააკეთეს (7 დღე თუ გზაში ვარ, არ შეიძლება ჩემი იარაღი თანმქონდეს, თან ოკუპირებულ ქვეყანაში), და ეს ხალხი ქვეყანაზე ფიქრობს გგონიათ? მაგათ რომ ჰკითხო - იარაღს კი არა ხალხსაც აკრძალავდნენ - რაც ხდება კიდეც. დაცლილია ქვეყანა.
რელოადზე ასეთი საუბარი იყო - რატომ უნდა დავუშვათ რელოადი - რად გვინდა რომ ეს ხალხი უფრო ზუსტად ისროდესო.. ასეთი მიდგომებია.
როცა ჩვენ არ ვითხოვთ აქტიურად და "სამზარეულოს" საუბრებს არ სცდება ეს თემა - სულ ასე იქნება.
ჩვენზე ვამბობ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ადამიანს უნდა ჰქონდეს თუ არა იარაღის ტარების უფლება?
PostPosted: 28 Sep 2022, 10:39 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7329
ბერო, ზვიად
აქამდე რა რის და როგორ არის , ეგ ვიცით.
რატომ არის ესე, ამის მიზეზებიც ვიცით.

მოდი საკითხი დავსვათ სხვანაირად. დავუშვათ კანონმდებელს
სურვილი აქვს კანონი შეცვალოს და დაუშვას ტარება წესიერ და
კანონმორჩილ მოქალაქეებზე. რა მექანიზმები არსებობს იმის დასადგენად,
რომ მოქალაქე ნამდვილად წესიერი და კანონმორჩილია? რომ არ მოხდება
გარღვევა და ნებართვას არ აიღებს სხვა მიზნით შეპყრობილი ადამიანი?
აი ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი იმ კანონმდებლის ადგილზე,
როგორ მოვიქცეოდით?

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ადამიანს უნდა ჰქონდეს თუ არა იარაღის ტარების უფლება?
PostPosted: 28 Sep 2022, 11:51 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11234
Location: თბილისი
ამაზეც ბევრჯერ დამიწერია
განათლება სკოლიდანვე, განვითარება იარაღის ფლობის კუთხით.
ის გამოცდა რა ფუნქციას ატარებს...?
ან ის პუნქტები რის გამოც უმარტივესად დაგიჭერენ - რას ემსახურება გარდა იმისა რომ დაგიჭირონ..
იარაღს რომ გაყიდი და ვაზნა რომ გრჩება სახლში და კრიმინალი ხდები - ესეც მოქალაქის დადგენის პრობლემებია?

წესიერი, გონივრული კანონია საჭირო, ქვეყანას რომ გამოადგება, მოქალაქეს და დაცვას(თავის , საკუთრების, ქვეყნის).

მარტივის უფლებიდან იწყებ.
ასევე შენზე ყველა ინფორმაცია ცნობილია, როგორც მინიმუმ გისმენენ : )
ჰოდა რავი.
საქმე უნდა აკეთოს შსს-მ. კრიმინალი ყოველთვის იქნება და ამის გამო ნორმალურ მოქალაქეს არ უნდა უშლიდე ხელს.

როცა 5 წლი შაშხანა გაქვს - არ შეიძლება დამუხტვა დაიწყო?
ან სკოლა თუ იარსებიებს და გაივლი ამ სკოლას - არ შიეძლება მეტი უფლებები მიიღო?
ტარებაც ასეა. ახლა რა უშლის ხელს ადამიანს ატაროს - არაფერი გარდა საკუთარი თავისა,, თუ უნდა ატარებს და დაარღვევს კანონს.

სასროლეთი რომ არ გვაქვს - ესეც პიროვნების დადგენის პრობლემაა?

პრობლემა არის რომ ნება არ არსებობს რომ მოქალაქეს ჰქონდეს მეტი უფლებები და არა ის მიზეზი რომ კრიმინალი და ნორმალური როგორ გავარჩიო.

სახლში რომ შემოგივარდება და სროლაზე ჯერ უდნა დაფიქრდე - ოჯახი დაიცვა თუ არა - ესეც ნორმალურის და კრიმინალის გარჩევაა??
ტიპს ლოგინში მწოლიარეს დანა დაარტყა მეზობელმა და ამან ესროლა და კრიმინალი გახდა, რატომ?

ოკუპაციაა ქვეყანაში და შაშხანაზე ბოქლომის ტარება . ფიქტიურია ეგ ბოქლომიც,
მე შაშხანა და საკეთი ახლაც ცალკე დამაქვს, რომ ვიღაც იდიოტმა მანქნა არ გამიტეხოს და სროლა იქვე არ დაიწყოს. ბოქლომი უშველის საქმეს?

თითის ანაბეჭდებიანი ბოქლომებია, წამში იხსნება - ბოქლომმა ვითომ უცხოსგან უდნა დაიცვასიარღი ხომ? და მე თU გვერდით ვარ, მე უფორ დავიცავ იარაღს თუ ბოქლომი?

ნება. აზრი - არაფერი არ არდევს კანონში ამდაგვარი,
ემსახურება იმას რომ გქონდეს ბერკეტი ვინ როცა გინდა დაიჭირო,
მე რომ ნარკოტიკი ჩამიდო - არ დაიჯერებს ხალხი და 2 ვაზნა ვუპოვეთო რომ თქვან - ვინმეს გაუკვირდება?
ეგაა, მეტი არაფერი.


ნორმალურის და კრიმინალის გარჩევა - ეს არის რითაც იმართლებენ თავს და ყველას კრიმინალივით გვიყურებენ
ეს არაა მიზეზი, მართვის ბერკეტი და ის რომ თავი არ იტკიო,

საბუთიან შაშხანას რომ კრიმინალისტიკურ შემოწმებაზე აგზავნის პატრული - შემთხვევით ავტომატი ხომ არაა - ამას რა ჰქვია?
არ გაუვლია საცეცხლე მომზადება და ერთმანეთIსგან ვერ არჩევს?

მარაზმია.

მოკლელულიანის ტარების დაშვებამდე რამდენი საკითხია მოსაგვარებელი - რომელსაც პიროვნების შესწავლასთან კავშირი არ აქვს?



ყოველ წელს რომ ქონების გადასახადს ვიხდი - არ შეიძლება ჩემი ქონება იარაღით დავიცვა ხომ?
პიდბული რომ პატრულმა დაბრიდა ერთI კვირის წინ.. იქნებ ის სამი კაცი არ დაეგლიჯა და ერთI დაეგლიჯა მარტო ვინემს რომ იარაღი ჰქონოდა, მე მაალითად იქ რომ ვყოფილიყავი ნებისმიერი იარაღით - მოვკლავდი და კრიმინალი გავხდებოდი ასე გამოდის და რატომ???? ხომ გამოიყენა პატრულმაც იარაღი, დარატომ ჰგონია ვინმეს რომ მე ნაკლებად ვიცი სად რა სიტუაციაში დამჭირდება?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ადამიანს უნდა ჰქონდეს თუ არა იარაღის ტარების უფლება?
PostPosted: 28 Sep 2022, 12:08 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7329
ბერო wrote:
... ახლა რა უშლის ხელს ადამიანს ატაროს - არაფერი გარდა საკუთარი თავისა,, თუ უნდა ატარებს და დაარღვევს კანონს.

მეც სულ ამას ვამბობ.
ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ არ ატარებენ, ალბათ უამრავი ატარებს, მაგრამ არაფერი არ ხდება,
არავინ არაფერს არ ესვრის, გარდა კრიმინალისა.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ადამიანს უნდა ჰქონდეს თუ არა იარაღის ტარების უფლება?
PostPosted: 28 Sep 2022, 16:41 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3381
Location: Tbilisi
ცოტა სხვა კუთხით წავიდა საუბარი, მაგრამ რასაც ამბობთ გეთანხმებით, ბევრი საქმეა გასაკეთებელი. იარაღზე კარგი კანონი ჯანმრთელი სახელმწიფოს მანიშნებელია და ინდიკატორი პიროვნების თავისუფლების.

_________________
Skill at arms is everybody's business. It is the proper concern of all free men. - Jeff Cooper.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 7 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge