იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 29 Mar 2020, 00:04

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 12 posts ] 
Author Message
 Post subject: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 15 Oct 2019, 11:01 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
შეხვედრა იყო პარასკევს შსს სამინისტროში.

წასვლამდე 2 საათით ადრე გავიგე და ამიტომ ისე მივედით ბევრი რამე არ ვიცოდით და არ გვესმოდა.

შეგვხვდნენ მგონი კრიმინალისტიკური დეპარტამენტისს ხელმძღვანელობა.
როგორც ვხვდები უნდათ სრულად მოიცვან ის პრობლემები რაც ახლა არსერბობს პნევმატიკის, ცივი, (არბალეტი, მშვილდი, დანა) ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ.

წინა დღეს როგროც ვიცი შეხვდნენ პნევმატიკოსებს. შეხვედრა ალბათ კიდევ იქნება ყველა ამ ჯგუფებთან
ძირითადი მიდგომებია:
1. სასროლეთის რეგულაციების შესწორება (ანუ არანაირი ქვის ღობე და ა.შ.). სასროლეთები იქნება სხვადასხვა კატეგორისს, დახურული ტირი, პირველი კატეგორია, მეორე კატეგორია. (ყველა ამას თავისი პირობები გააჩნია)
2. დამუხტვა/რელოადი - ოფიციალურად.
3. იარაღის კლასიფიკაცია. დეტალებზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ ასეთი მიდგომაა რომ მთელი იარაღის ზომის (მაგ: 50სმ) ქვემოთ - გადატანა გაფრთხილებით იქნება. ანუ აგზავნი შეტყობინებას ( დეტალები აქაც უცნობია, SMS, აპლიკაცია, my.gov.ge) და გადაგაქვს იარაღი სასროლეთზე, სხვა სახლში და ა.შ.
4. უნდა გაიმიჯნოს გადატანა და ტარება.

ეს ყველაფერი მოლაპარაკების ეტაპზეა. ყალიბდებიან თვითონაც.

ჩემი პირადი აზრი ასეთია:
ჩემდა გასაკვირად ყველა პრობლემა იციან. დამუხტვა, სასროლეთი, შემოტანა, აწყობა - ანუ მაქსიმალურად ცდილობენ ნელა ნელა ნორმალური კანონმდებლობა მივიღოთ.
მეორე მომენტია რომ ყველაფერი კარგად ჩაფიქრებული ცუდი არ გამოვიდეს. მაგალითად მხოლოდ სასროლეთზე არ იყოს იარაღის მიტანა.
ასევე ჩვენ დავაფიქსირეთ რომ არ გვაინტერესებს სანადირო სეზონი და მსგავსი შეზღუდვები, ან ანუ არ ვნადირობთ და სროალს ვუყურებთ როგორც სპორტს, ჰობის და ა.შ. ასევე სიფრთხილეა საჭირო რომ სასროლეთI ლიცენზიები და ა.შ. ჩვენი სახელოვანი ბიზნესმენების თოფაძე, მეორე ტყემალაძე და ა.შ. ბობოლა მჭამელები, არ მოაჯდნენ ამ საქმეს და მხოლოდ მაგათ სასროლეთზე არ გვახდევინონ ვაზნის ფასი თითო გასროლაში. ამაზე გამოვთვით ვარაუდი და ვნახოთ. თუ ამისკენ მიდის მოგვიწევს გამიჯვნა ამ პროცესიდან.


მოკლედ ბევრი საკითხია და მართლა გამიკვირდა, რომ იციან, რადგან მეგონა რომ იმიტომ არ წყდებოდა წლები რომ არ იცოდნენ... იციან.

ჯერჯერობით მეტის თქვა არ შემიძლია რადგან მეტი მეც არ ვიცი.
გვეთანხმებიან რომ პნევმატიკის, დანების, რელოადის, სასროლეთის ა.შ. უკუღმართობები შესასწორებელია
მათI ძირითადი სატკივარია მოკლე იარაღI რომელიც კარაბინის კლასში გადის, ამის გამო გილზოტეკც კი არ აქვთ მგონი და ხალხი მანქანით დაატარებს და მერე გარჩევებში იყნენებენო, .. არ ვიცი, ვნახოთ,


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 15 Oct 2019, 12:11 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2206
ერთხელაც იქნება ხომ უნდა გვეშველოს. იმედია ახლა დგება ეს დრო. იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 15 Oct 2019, 17:51 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2376
Location: Tbilisi
3. იარაღის კლასიფიკაცია. დეტალებზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ ასეთი მიდგომაა რომ მთელი იარაღის ზომის (მაგ: 50სმ) ქვემოთ - გადატანა გაფრთხილებით იქნება. ანუ აგზავნი შეტყობინებას ( დეტალები აქაც უცნობია, SMS, აპლიკაცია, my.gov.ge) და გადაგაქვს იარაღი სასროლეთზე, სხვა სახლში და ა.შ.

მშვენნიერია

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 17 Feb 2020, 16:06 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2376
Location: Tbilisi
ვებგვერდი, 13/02/2020
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016944

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №10
2020 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანების (http://www.matsne.gov.ge, 01.10.2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016465) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

დანართი №1

თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი

1. როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლის წარმოება
    ა. მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და აყვანილია მცველზე
    ბ. მაშინ, როდესაც ვაზნა მოთავსებულია ლულის სავაზნე არხში და იარაღი მოხსნილია მცველიდან.
2. მიზანშეწონილია თუ არა გაზის იარაღის გამოყენება შემხვედრი ქარისა და ჩაკეტილი სივრცის (ოთახი, ლიფტი და ა.შ.) შემთხვევაში
    ა. არ არის მიზანშეწონილი
    ბ. მიზანშეწონილია.
3. დასაშვებია თუ არა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თავდაცვის გარდა სხვა დანიშნულებით
    ა. დასაშვებია
    ბ. არა, არ არის დასაშვები
გ. დასაშვებია ნადირობისათვის.
4. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი არ არის სწორი
    ა. ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება, ატაროს რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
    ბ. თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირდება მხოლოდ შენახვის უფლებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
    გ. ფიზიკურ პირს უფლება არ აქვს, ატაროს (მასზე) რეგისტრირებული გაზის (აირის) იარაღი.

5. სად უნდა შეინახოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქემ მასზე რეგისტრირებული თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი
    ა. მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღის შენახვის წესების დაცვა
    ბ. სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახულ საცხოვრებელ ადგილას
    გ. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ორივე ადგილას.
6. თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი გადატანისას უნდა იყოს
ა. განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული
ბ. განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალასთან ერთად
გ. საბრძოლო მასალისგან განცალკევებული, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის.
7. აქვს თუ არა უფლება თავდაცვის მოკლელულიანი ან გაზის იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს
ა. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს
ბ. დიახ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება
გ. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს
დ. არა, არ აქვს.
8 . რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს პისტოლეტის შემოწმება (განმუხტვა)
ა. მოვხსნათ მჭიდი, გადავიყვანოთ საკეტი შემფერხებელზე და მოვახდინოთ სავაზნე არხის ვიზუალური დათვალიერება
ბ. გადავიყვანოთ საკეტი შემფერხებელზე, მოვხსნათ მჭიდი, სავაზნე არხის ვიზუალური დათვალიერება არ არის საჭირო
გ. გადავიყვანოთ საკეტი შემფერხებელზე, დავუშვათ შემფერხებლიდან, მოვხსნათ მჭიდი და გავაკეთოთ საკონტროლო დასხლეტა.
9. ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე
ა. აუცილებელია
ბ. არ არის აუცილებელი
გ. დამოკიდებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტიპზე.
10. უსაფრთხოების მიზნით, როგორ უნდა მოიქცეთ გაზის (აირის) იარაღიდან გასროლის წარმოების შემდეგ
ა. გასროლის შემდეგ გასროლის ადგილი უნდა დატოვოთ რამდენიმე მეტრის მანძილზე
ბ. უნდა დარჩეთ გასროლის ადგილზე
გ. განახორციელოთ ხელმეორედ გასროლა.
11. მიზანშეწონილია თუ არა იარაღის შენახვა ისეთ საცავში, სადაც საწვავი, ადვილადაალებადი და ქიმიური ნივთიერებები ინახება
ა. მიზანშეწონილია
ბ. არ არის მიზანშეწონილი
გ. მიზანშეწონილია მხოლოდ ისეთ შენობაში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება.
12. მცველი იცავს იარაღს
ა. დაზიანებისგან
ბ. უნებლიე გასროლისგან
გ. აკონტროლებს ვაზნების რაოდენობას მჭიდში.
13. ცეცხლსასროლი იარაღის შემოწმებისა და განმუხტვისას რა წესი უნდა დაიცვას მსროლელმა უპირველესად
ა. იარაღს ყოველთვის უნდა მოეპყროს როგორც დამუხტულს.
ბ. თუ იარაღში მჭიდი არ არის, უსაფრთხოების წესების დაცვა არ არის საჭირო
გ. იარაღს ყოველთვის უნდა მოეპყროს როგორც განმუხტულს.
14. სასხლეტზე თითის დადება მიზანშეწონილია
ა. ყოველთვის, როდესაც იარაღი ხელში გიჭირავთ
ბ. მხოლოდ მას შემდეგ, როცა სროლას გადაწყვეტთ.
15. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი
ა. სასხლეტს თითი დაადეთ მაშინ, როდესაც აპირებთ გასროლას
ბ. იარაღი ჩათვალეთ დამუხტულად, სანამ თვითონ არ შეამოწმებთ და განმუხტავთ მას
გ. იარაღი მიმართული უნდა იყოს უსაფრთხო ადგილისაკენ
დ. ამ ბილეთში აღნიშნული ყველა პასუხი სწორია.
ბილეთი№
სწორი პასუხი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15


















დანართი №2

სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი

1. დაშვებულია თუ არა ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში
ა. დაშვებულია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
ბ. დაშვებულია
გ. დაუშვებელია.
2 . სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს
ა. მხოლოდ ისეთ მდგომარეობაში/პირობაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება
ბ. მხოლოდ ისეთ პირობებში/მდგომარეობაში, სადაც გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა
გ. მხოლოდ ისეთ პირობებში/მდგომარეობაში, სადაც არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება
დ. ჩამოთვლილთაგან ყველა მდგომარეობაში.
3. დასაშვებია თუ არა და რა შემთხვევაში სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემა
ა. არა
ბ. დასაშვებია შეზღუდვის გარეშე
გ. დასაშვებია, თუკი იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ნადირობას ან ამ პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას, კუთვნილ რეგისტრირებულ იარაღს ნადირობისათვის დროებით გადასცემს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
4. სასხლეტზე თითის დადება მიზანშეწონილია
ა. ყოველთვის, როდესაც იარაღი ხელში გიჭირავთ
ბ . მხოლოდ მას შემდეგ, როცა სროლას გადაწყვეტთ.
5. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი
ა. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა
ბ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე არ არის ვალდებული იარაღის ტარებისას იქონიოს იარაღის რეგისტრაციის მოწმობა
გ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირთათვის აკრძალულია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული
ა. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს დამუხტულ მდგომარეობაში, გამორიცხული უნდა იყოს იარაღთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა
ბ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობაში/პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა
გ. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში და ოჯახის წევრთათვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის დროული გამოყენება.
7. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება
ა. არა, სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება აკრძალულია, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები)
ბ. დიახ, დასაშვებია ნებისმიერ ადგილას.

8. აქვს თუ არა უფლება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს
ა. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს
ბ. დიახ, მხოლოდ იმ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება
გ. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს
დ. არა, არ აქვს.
9. რა შემთხვევაშია დასაშვები თქვენს საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი შეინახოთ ისეთ ადგილას, სადაც ის გარეშე პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება
ა. არცერთ შემთხვევაში
ბ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამორიცხულია იარაღთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა
გ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღი ხელმისაწვდომია იმ პირისთვის, ვისაც აქვს იარაღის შენახვის ან/და ტარების უფლება.
10. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფის), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ა. დიახ
ბ. არა.
11. უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტულ მდგომარეობაში დატოვება დანიშნულებით გამოყენების შემდგომ
ა. დიახ
ბ. არა
გ. დიახ, თუკი იარაღს შევინახავთ საცავში.
12. როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლა
ა. მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და დგას მცველზე
ბ. მაშინ, როდესაც ვაზნა განთავსებულია ლულის სავაზნეში და იარაღი მოხსნილია მცველიდან.
13. რომელი ვაზნების გასროლაა დასაშვები სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან
ა. ნებისმიერი ვაზნის, რაც ჩაეტევა მჭიდში ან ლულაში
ბ. მხოლოდ შესაბამისი კალიბრის მქონე ვაზნის, რომლის მიხედვითაც აიგო იარაღი და რომელიც მითითებულია თავად იარაღზე
გ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
14. ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე
ა. აუცილებელია
ბ. არ არის აუცილებელი
გ. დამოკიდებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტიპზე.

15. უსაფრთხოა თუ არა იარაღის შენახვა ისეთ საცავში, სადაც საწვავი, ადვილად აალებადი და ქიმიური ნივთიერებები ინახება
ა. დიახ
ბ. არა
გ. უსაფრთხოა მხოლოდ ისეთ შენობაში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება.
ბილეთი №
სწორი პასუხი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15



















დანართი №3

სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი

1. როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლის წარმოება
ა. მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და აყვანილია მცველზე
ბ. მაშინ, როდესაც ვაზნა მოთავსებულია ლულის სავაზნე არხში და იარაღი მოხსნილია მცველიდან.
2. დასაშვებია თუ არა იარაღის ადამიანზე მიმართვა
ა. დაუშვებელია
ბ. დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღი დაუმუხტავია
გ. დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითი სასხლეტს გარეთაა.

3. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილია
ა. ფიზიკური პირის მიერ არჩეული ნებისმიერი ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღის შენახვის წესების დაცვა
ბ. სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საცხოვრებელი ადგილი
გ. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე ადგილი.
4. როგორ უნდა გადაიტანოს პირმა თავის საკუთრებაში არსებული სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი
ა. განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული; სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა; დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან
ბ. საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული; დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის
გ. საკუთარი სურვილისამებრ.
5. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული
ა. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს დამუხტულ მდგომარეობაში, გამორიცხული უნდა იყოს იარაღსა და საბრძოლო მასალასთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა
ბ. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობაში/პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა
გ. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში და ოჯახის წევრთათვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის დროული გამოყენება.
6. აქვს თუ არა უფლება სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს
ა. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს
ბ.დიახ, ნებისმიერ ნაცნობს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება
გ.დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს
დ. არა, არა აქვს.
7. უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტულ მდგომარებაში დატოვება დანიშნულებით გამოყენების შემდგომ
ა. დიახ
ბ. არა
გ. დიახ, თუკი იარაღს შევინახავთ საცავში.


8. ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე
ა. აუცილებელია
ბ. არ არის აუცილებელი
გ. დამოკიდებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტიპზე.
9. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი
ა. სასხლეტს თითი დაადეთ მაშინ, როდესაც აპირებთ გასროლას
ბ. იარაღი ჩათვალეთ დამუხტულად, სანამ თვითონ არ შეამოწმებთ და განმუხტავთ მას.
გ. იარაღი მიმართული უნდა იყოს უსაფრთხო ადგილისკენ
დ. ამ ბილეთში აღნიშნული ყველა პასუხი სწორია.
10. რომელი ვაზნების გასროლაა შესაძლებელი თქვენს კუთვნილებაში არსებული სპორტული ცეცხლსასროლი იარაღიდან
ა. ნებისმიერი ვაზნის, რაც ჩაეტევა მჭიდში ან ლულაში
ბ. მხოლოდ შესაბამისი კალიბრის მქონე ვაზნის, რომლის მიხედვითაც აიგო იარაღი და რომელიც მითითებულია თავად იარაღზე
გ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
11. თვითმტენი ცეცხლსასროლი პისტოლეტის შემთხვევაში მისი დამცველზე დაყენება არის თუ არა სრულად დაცვა და შესაძლებელია თუ არა იარაღის დაუდევრად მიმართვისას მოხდეს უცაბედი გასროლა
ა. შესაძლებელია გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდეს გასროლა, შესაბამისად, დამატებითი დაცვა თავად მსროლელია ყოველთვის
ბ. არა, გამორიცხულია მოხდეს გასროლა, ამ დროს შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებით იარაღის მიმართვა
გ. შესაძლებელია გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდეს გასროლა, შესაბამისად, დამატებითი დაცვა არ არსებობს.
12. უსაფრთხოა თუ არა დაზიანებული ვაზნების გამოყენება
ა. დიახ
ბ. არა
გ. უსაფრთხოა თუ ვაზნის მასრა დამზადებულია მუყაოსაგან.
13. მჭიდის ამოსაღები ღილაკი
ა. ყველა იარაღზე მოთავსებულია სახელურის მარჯვენა მხარეს
ბ. მოთავსებულია თვითონ მჭიდზე
გ. სხვადასხვა სახეობის იარაღზე მოთავსებულია განსხვავებულ ადგილებში.
14. მცველი იცავს იარაღს
ა. დაზიანებისგან
ბ. უნებლიე გასროლისაგან
გ. აკონტროლებს ვაზნების რაოდენობას მჭიდში.
15. სასხლეტზე თითის დადება მიზანშეწონილია
ა. ყოველთვის როდესაც იარაღი ხელში გიჭირავთ
ბ . მხოლოდ მას შემდეგ, როცა სროლას გადაწყვეტთ.
ბილეთი №
სწორი პასუხი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 17 Feb 2020, 17:08 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
როგორც უკვე ყველამ იცის - გამოცდებზე შემცირდა კითხვების ჩამნავალი საშუაოდ 150-იდან 15-ზე და ეს 15 კითხვა გამოვა გამოცდაზე, და 13-ს სწორედ უნდა უპასუხო.

ალბათ გამოცდის გაუქმება ორ რამეზეა ჩამოკიდებული და ამიტომ ფორმალურად დარჩა გამოცდა -
1. - შემოსავლის წყაროა.
2. - ცივილურ ქვეყნებში ასეა და გარეგნულად სახე შევინარჩუნეთ..


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 17 Feb 2020, 22:39 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2206
მე ასე გავიგე . 150 კითხვიდან აქამდე გამოცდაზე თუ გვხვდებოფა 20 კითხვა და 18 ზე მინიმუმ უნდა გაგვეცა სწორი პასუხი ახლა გვხვდება 15 და 13 მეტზე უნდა გავცეთ სწორი პასუხი. პროცენტულად შეცდომას მეტს გვპატიობენ მაგრამ დიდად არაფერს. თან ის 150 ბილეთი მაინც უნდა იცოდე. მე უკვე ჩაბარებული მაქვს მაგრამ ვიცი ასაკიანი ხალხი ვისაც ეშინია ამ გამოცდის და იარაღის გაფორმებისაგან თავს იკავებს. მათთვის დიდი არაფერი შეღავათია.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 17 Feb 2020, 22:40 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2206
ძირეულად არის მიდგომა შესაცვლელი. ასეთი რიცხვების თამაში საქმეს ვერ უშველის.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 18 Feb 2020, 09:48 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2376
Location: Tbilisi
vaja74 wrote:
მე ასე გავიგე . 150 კითხვიდან აქამდე გამოცდაზე თუ გვხვდებოფა 20 კითხვა და 18 ზე მინიმუმ უნდა გაგვეცა სწორი პასუხი ახლა გვხვდება 15 და 13 მეტზე უნდა გავცეთ სწორი პასუხი. პროცენტულად შეცდომას მეტს გვპატიობენ მაგრამ დიდად არაფერს. თან ის 150 ბილეთი მაინც უნდა იცოდე. მე უკვე ჩაბარებული მაქვს მაგრამ ვიცი ასაკიანი ხალხი ვისაც ეშინია ამ გამოცდის და იარაღის გაფორმებისაგან თავს იკავებს. მათთვის დიდი არაფერი შეღავათია.


არა ვაჟა, სულ 15 კითხვაა თითო კატეგორიაში და ზუსტად ეს 15 კითხვა მოდის. შეუძლებელია ვინმემ ვერ ჩააბაროს

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 18 Feb 2020, 13:28 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10940
Location: თბილისი
კაპიტან ცალკე თემაში გადაიტანე საკითხები გამოცდის და ნახე როგორ გავეფერადე...
თუ გინდა, შენც გააფერადე, გაერთობი :mrgreen: :mrgreen:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 18 Feb 2020, 14:03 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2206
კაპ.ბუხოიძე wrote:
vaja74 wrote:
მე ასე გავიგე . 150 კითხვიდან აქამდე გამოცდაზე თუ გვხვდებოფა 20 კითხვა და 18 ზე მინიმუმ უნდა გაგვეცა სწორი პასუხი ახლა გვხვდება 15 და 13 მეტზე უნდა გავცეთ სწორი პასუხი. პროცენტულად შეცდომას მეტს გვპატიობენ მაგრამ დიდად არაფერს. თან ის 150 ბილეთი მაინც უნდა იცოდე. მე უკვე ჩაბარებული მაქვს მაგრამ ვიცი ასაკიანი ხალხი ვისაც ეშინია ამ გამოცდის და იარაღის გაფორმებისაგან თავს იკავებს. მათთვის დიდი არაფერი შეღავათია.


არა ვაჟა, სულ 15 კითხვაა თითო კატეგორიაში და ზუსტად ეს 15 კითხვა მოდის. შეუძლებელია ვინმემ ვერ ჩააბაროს



ალბათ მაგასაც გააუქმებდნენ მაგრამ 20 ლარის დაკარგვა არ უნდათ და ვერ მოიფიქრეს სხვანაირად როგორ გადაახდევინონ. ის 150 ტესტი იყო არასაკმარისი და სრულად ვერ ასახავდა ამ სფეროს და ამ 15 კითხვის დატოვებაში მეტ აზრს ვერ ვხედავ გარდა 20 ლარიანი მოსაკრებლის აკრეფის.


Last edited by vaja74 on 18 Feb 2020, 15:01, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 18 Feb 2020, 15:00 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2376
Location: Tbilisi
ბერო wrote:
კაპიტან ცალკე თემაში გადაიტანე საკითხები გამოცდის და ნახე როგორ გავეფერადე...
თუ გინდა, შენც გააფერადე, გაერთობი :mrgreen: :mrgreen:


ოკ

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სიახლე კანონმდებლობაში, 2019.10.11
PostPosted: 18 Feb 2020, 15:03 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2376
Location: Tbilisi
კაპ.ბუხოიძე wrote:
ბერო wrote:
კაპიტან ცალკე თემაში გადაიტანე საკითხები გამოცდის და ნახე როგორ გავეფერადე...
თუ გინდა, შენც გააფერადე, გაერთობი :mrgreen: :mrgreen:


ოკ
მარა გაფერადებაზე ნერვები არ მყოფნის, აღარ ვარ ახალგაზრდა:))

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 12 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge