იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 18 Oct 2018, 04:38

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 47 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4  Next
Author Message
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 12 Apr 2017, 13:39 
Offline

Joined: 24 Feb 2017, 20:37
Posts: 238
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №199
2017 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე




„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, ნასამართლობის შესახებ ცნობის ბლანკის, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2008წ., №181, მუხ.1849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ) გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა (დანართი №2);“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) იარაღის რეგისტრაციის მოწმობით და სანებართვო მოწმობების ფორმებით მომარაგებას ახორციელებს დამოუკიდებლად.

2. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სანებართვო მოწმობების ფორმები გაიცემა მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე.

3. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სანებართვო მოწმობების ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი. მან ყველა მუშაკს, რომელსაც ევალება იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ დოკუმენტებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის.

4. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სანებართვო მოწმობების ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.

5. სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას.

6. სააგენტო პოლიგრაფიულ საწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებულ იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ნიმუშებს.

მუხლი 2

1. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №2) მიხედვით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის აქტში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

აქტი №

ქ. თბილისი

„––––“ „–––––––––––“ 20__ წელი

გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის შესახებ


საქმეთა დასახელება
რაოდენობა
ჩამოსაწერი დოკუმენტის ექსკლუზიური ნომერი
1
2
3
4
















ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი დოკუმენტის ჩამოწერის სისწორეს.

ჩამოსაწერი დოკუმენტის

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი /––––––––––/ “;

ე) „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №9 ამოღებულ იქნეს.
+
მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 12 Apr 2017, 13:58 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10688
Location: თბილისი
ეს შიდა მოხმარების დოკუმენტია ალბათ? ანუ მოქალაქეების ქმდებებისათვის არ არის.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 12 Apr 2017, 14:21 
Offline

Joined: 24 Feb 2017, 20:37
Posts: 238
ბერო wrote:
ეს შიდა მოხმარების დოკუმენტია ალბათ? ანუ მოქალაქეების ქმდებებისათვის არ არის.


2. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და სანებართვო მოწმობების ფორმები გაიცემა მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე.


ეს ეხება მხოლოდ მოქალაქეს და სათანადოდ გაფორმებული ნიშნავს ნოტარიული წესით. ანუ მძღოლს თუ აგზავნიდი ადრე გამოსატანად, ეხლა მინდობილობა უნდა გაატანო :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 12 Apr 2017, 14:52 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10688
Location: თბილისი
გასაგებია.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 29 Apr 2017, 21:32 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3203
Location: Tbilisi
საინტერესო სტატისტიკა:

....в год около 200 тыс. женщин успешно защищаются от насильников при помощи оружия. А им гораздо легче справиться с AR-15, чем с ружьем. В целом же, в США оружие в 80 раз чаще используется для того, чтобы спасти жизнь, чем забрать ее. В среднем, из 2,581,268 случаев применения оружия в год, только 30 тыс. случаев – это нападения на невинных людей, остальное – самооборона.

В США насчитывается 80 млн. владельцев оружия, которые в год ликвидируют полторы тысячи преступников. Полицейские, к слову убивают около 600 преступников в год....

http://zbroya.info/ru/blog/12679_zachem ... zbegutsia/

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 24 Jan 2018, 10:44 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2267
Location: Tbilisi
ცოტა დრო გამომიჩნდა და იარაღის შესახებ კანონს გადავხედე. ნელ ნელა დავდებ თუ კიდევ რამე ვნახე

მუხლი 25. იარაღის გამოყენება
1. იარაღის გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისა-თვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.

ისე ხომ ვამბობდი ჯერ კიდევ 1962 ში, არა ვიტყუები 1963-ში რომ ფორუმზე ერთი ორი მარკშეიდერი არადა პროკურატურის ან შსს წარმომადგენელი საჭიროა თქო, დამიჯერეთ ვინმემ? ხოდა ირბინეთ ახლა ყოველი სროლის მერე პროკურატურაში :)))

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 24 Jan 2018, 10:52 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10688
Location: თბილისი
როგორც ვიცი ახალი პრეზიდენტი ჰყავს სროლის ფედერაციას. ბრიტანეთის მოქალაქეა, ქართველი, და მგონი ასეთი რამე უთქვამს - დასავლური მოდელი უნდა გაკეთდეს იარაღის კანონისო.
ვნახოთ.


სიტუაცია ისეთია რომ სულ ახლახანს გავიგეთ რომ რუსთავის მკვლელობის საქმეზე ვიღაცაზე საქმე აღძრეს - გაყიდული იარაღის ტყვიები რატომ დაგრჩა სახლშიო...
ასე რომ ასეთი მუხლის გამოყენებაზეც არ იტყვიან უარს თუ უნდათ...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 24 Jan 2018, 10:56 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2267
Location: Tbilisi
ისე ბრიტანეთში როგორაა დატენვის ან თუნდაც საკუთარი პისტოლეტით ტირში წასვლის ამბავი?

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 24 Jan 2018, 13:17 
Offline
User avatar

Joined: 24 Dec 2009, 16:01
Posts: 1400
დატენვას თუ რამე ეშველება და აღარც მჯერა...!!! :(

_________________
3ზნე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 24 Jan 2018, 20:52 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3203
Location: Tbilisi
კაპ.ბუხოიძე wrote:
ისე ბრიტანეთში როგორაა დატენვის ან თუნდაც საკუთარი პისტოლეტით ტირში წასვლის ამბავი?


ბრიტანეთს მკაცრი კანონები აქვს, ამერიკული გვაწყობს.

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 24 Jan 2018, 21:54 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7123
http://alioni.info/military/misisipis-s ... eba-darto/
http://www.doctrina.ge/%E1%83%99%E1%83% ... %E1%83%9C/
http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=45511
http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=32112

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 24 Jan 2018, 21:58 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7123
Zviad.FMJ wrote:
ბრიტანეთს მკაცრი კანონები აქვს, ამერიკული გვაწყობს.

ვერმონტის შტატისა დაგვხატავდა :)

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 31 Jan 2018, 16:58 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2267
Location: Tbilisi
მესამე დღეა ვეძებ სად წერია, რომ ერთ ჯერზე მაღაზიას მხოლოდ 50 ცალი ხრახნილულიანის ვაზნის გაყიდვის უფლება აქვს. ბილეთებში წერია, რომ მე შემიძლია თან ვიქონიო ჩემზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები განუსაზღვრელი რაოდენობით. (37 - ე ბილეთი). რამე ცალკე ბრძანებაა?

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 31 Jan 2018, 17:36 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10688
Location: თბილისი
უაზრობაა ეგ, 3 კოლოფი რომ იყიდო ნებართვა გინდა... იდიოტიზმი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
PostPosted: 31 Jan 2018, 18:52 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2267
Location: Tbilisi
ხოდა არ წერია არსად. წერია მარტო 400 ცალზე მეტ რაოდენობაზე. ჭიკაიძის ბრძანება ვნახე.

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 47 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge