იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 16 Jul 2019, 02:31

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 32 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next
Author Message
 Post subject: Bear Archery encounter
PostPosted: 29 Sep 2014, 23:38 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
მოგესალმებით მეგობრებო, რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე შემეძინა მშვილდი, რადგან არ მქონდა ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება და ვერც ვყიდულობდი, ამიტომ გასართობად უკეთეს საშუალებას ვერც ვნახავდი, მაღაზიაში გამყიდველმა ამ ფირმის მოდელი encounter-ი შემირჩია, რომელსაც რეგულირებადი მოწევის სიზლიერე გააჩნია 70 ფაუნდამდე, ყიდვისას გავტესტე , დაყენებული იყო 45 ფაუნდზე, სუსტი მეცჰვენა და 55 მდე გავაზრდევინე, ჯგუფები კარგი გააკეთა მშვილდმა და ყიდვა გადავწყვიტე, პირველმა გასროლებმა დამარწმუნა რომ ესაა არაჩვეულებრივი იარაღი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას განიჭებს სროლისას, ზღვა ადრენალინი და სიამოვნებაა მათთვისვინც იარაღზეა შეყვარებული. სტენდზე სიარული ზვირი ჯდებოდა, მანძილიც პატარა იყო და სახლის პირობებში ეზოში მოვაწყე ტირი, დანარჩენზე კი ვიდეოში ვისაუბრებ და სურათებზე გამოჩნდება შედეგი.

ხარისხისთვის ბოდიში იუთუბზე ატვირთვისას კარგავს:))) პირველი სერია

https://www.youtube.com/watch?v=fRfPzlnIY5g



მეორე სერია

https://www.youtube.com/watch?v=fzTl0qG1n00


_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 09:08 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
მაგარია, მეც მინდა ყიდვა კარგა ხანია
რომელ მაღაზიაში იყიდება?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 09:18 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10820
Location: თბილისი
სადაც ეგ არის, იქ ყველგან იყიდება : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 09:21 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
ბერო wrote:
სადაც ეგ არის, იქ ყველგან იყიდება : )

ეგ კარგისა კი თქვი აი ფრიდონას ვენაცვალე:)))
მე ჩემთან რაც ყველაზე ახლო იყო იმ მაღაზიაში ვიყიდე, არავინ იყიდოთ ბრმად, ეს იარაღი სერიოზულ მოპყრობას, მორგებასა და ტიუნინგს საჭიროებს რასაც არამგონია საქართველოში ვინმემ თავი გაართვას, შიშველი მშვილდის ყიდვა ერთია და სამიზნის და აქსესუარების დაყენება მეორე, არც ისე ადვილი პროცესია ცოდნა უნდა, რაც გამყიდველს და ხელოსანს ვუყურე კარგა ხანი იტანჯულეს რომ მომრგებოდა მშვილდი, მიზანიც გაასწორეს და ასე შემდეგ :D :D

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Last edited by HUNTER87 on 30 Sep 2014, 09:27, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 09:26 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
სურათები


Attachments:
20140901_153737.jpg
20140901_153737.jpg [ 279.13 KiB | Viewed 8926 times ]
20140901_153746.jpg
20140901_153746.jpg [ 199.7 KiB | Viewed 8926 times ]
20140901_155326.jpg
20140901_155326.jpg [ 211.14 KiB | Viewed 8926 times ]
20140901_155833.jpg
20140901_155833.jpg [ 188.73 KiB | Viewed 8926 times ]
20140901_160621.jpg
20140901_160621.jpg [ 225.93 KiB | Viewed 8926 times ]
20140901_164936_000.jpg
20140901_164936_000.jpg [ 217.48 KiB | Viewed 8926 times ]

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 09:28 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
ფრიდონ მადლობა კაი კაცი ხარ სურათებზე რომ დამეხმარე:))

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 09:44 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
ფიცარში ჩარჭობილი ისრების უკან ამორჭობა ძნელია? :D
არ ვხუმრობ მართლა მაინტერესებს : ))


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 10:16 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
rezident wrote:
ფიცარში ჩარჭობილი ისრების უკან ამორჭობა ძნელია? :D
არ ვხუმრობ მართლა მაინტერესებს : ))

:)) სრული სერიოზულობით გიპასუხებ რომ ეგ ისარი გადასაგდები იქნება, თანამედროვე ისრები მზადდება ალუმინის და ნარხშირბოჭკოვანი მასალისგან, ეგრეთწოდებული კარბონისგან, ალუმინი არ ვარგა და არავინ იყენებს სერიოზული მიზნებისათვის, კარბონს რაც შეეხება ეს ისრები თავისი წვერებით გათვლილია რბილ ქსოვილში მოხვედრაზე, რასაც ვიდეოში ხედავთ ეგ სავარჯიშო თავებია, სანადიროებს დავამატებ სურათებში და მერე თითონ გამოტანეთ დასკვნა რამდენად შეძლებთ ფიცრიდან მის გაცალკევებას:)
არსებობს რამდენიმე ტიპის ისრის თავები, არის ფიქსირებული, მექანიკური და რამდენიმე სხვა სახის, ფიქსირებული უძლებს კიდე მყარ საგნებზე მოხვედრას მარ ისარი დაზიანდება მაინც, ვინაიდან კარბონის კორპუსი ტყდება ძლიერ საგანზე მოხვედრისას, 1 კვირის წინ ვარჯიშისას შემთხვევით გავარტყი რკინის სადგარს რომელზეც სამიზნე მედგა და ისარს უკან ძუის ჩასასმელი კლიკი მოსძვრა, წვერი გაიღუნა და მეგონა გადასაგდები გახდებოდა. ფიცრიდან გეტყვი რომ ვერ ამოიღებ, იმხელაზე ხვრეტს და ისე ჯდება რომ ისრის გატეხვა მოგიწევს. ეს კი ნამეტანი ძვირადღირებული ზარალია, კარგი ისარი 7-8 და მეტი დოლარი ღირს, დაამატე თავის ღირებულება ეგეც იგივე ფასია რაც ისარი და პლუს აწყობის ხარჯი და ურტყავს 20 დოლარამდე:))

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 10:20 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10820
Location: თბილისი
ჰო, ასევე ზოგი თავი მსხვრევადია, ან კბილები აქვს რომ მოძრაობისას უფრო ღრმად შევიდეს ქსოვილებში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 10:28 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
ბერო wrote:
ჰო, ასევე ზოგი თავი მსხვრევადია, ან კბილები აქვს რომ მოძრაობისას უფრო ღრმად შევიდეს ქსოვილებში.

მაგათ მექანიკურებს ეძახიან, ასევე არის ფრინველზე სანადირო თავებიც სულ რამდენიმე ტიპის , ასევე განსხვავდება ჭრის დიამეტრის მიხედვითაც, ისრის თავზე სამართებლის პირების ოდენობითაც, მათი დიზაინის და რა კუთხეს ადგენს წვერთან მაგის მიხედვითაც, ბევრი მომენტია.

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 10:36 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
HUNTER87
რა მაგარ ადგილას ცხოვრობ თურმე , ბედნიერი კაცი ყოფილხარ :)

ისე გუშინ შევავსსე აპლიკაცია, ხოდა ვნახოთ :)


Last edited by kishinski on 30 Sep 2014, 11:31, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 10:39 
Offline
User avatar

Joined: 24 Dec 2009, 16:01
Posts: 1406
ძალიან მაგარია!!!

_________________
3ზნე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 11:42 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7167
სერიოზული იარაღია თავის გამოყენების სფეროში. სიჩუმესთან ერთად მაგარი ზუსტიც შეიძლება იყოს გამოცდილი მსროლელის ხელში, რაშიც ამ ვიდეობის ყურების შემდეგ ერთხელ კიდევ დავრწმუნდი.

პ.ს.
HUNTER87 შენ რამდენადაც მახსოვს სანადირო თოფი კი გქონდა. .თუ წასვლამდე გქონდა?

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 12:04 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2122
ვიდეოს რომ ვუყურე რობინ ჰუდი გამახსენდა რამოდენიმე ისარი ისე მიჯრით ჩაესო :D მშვიდობაში კარგი გასართობი შეგიძენია.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Bear Archery encounter
PostPosted: 30 Sep 2014, 18:39 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
kishinski wrote:
HUNTER87
რა მაგარ ადგილას ცხოვრობ თურმე , ბედნიერი კაცი ყოფილხარ :)

ისე გუშინ შევავსსე აპლიკაცია, ხოდა ვნახოთ :)

წარმატებას გისურვებ მალე მომელოცოს გრინკარტა:))
კახი wrote:
სერიოზული იარაღია თავის გამოყენების სფეროში. სიჩუმესთან ერთად მაგარი ზუსტიც შეიძლება იყოს გამოცდილი მსროლელის ხელში, რაშიც ამ ვიდეობის ყურების შემდეგ ერთხელ კიდევ დავრწმუნდი.

პ.ს.
HUNTER87 შენ რამდენადაც მახსოვს სანადირო თოფი კი გქონდა. .თუ წასვლამდე გქონდა?

კახის გაუმარჯოს, წასვლამდე 4 იარაღი მქონდა მანდ, აქ ჯერჯერობით 2 ზე ვჩერდები , მეტის საჭიროება ჯერ არ მაქვს, მთელ რიგ ადგილებში შაშხანით ნადირობა არ შეიძLება, მხოლოდ გლუვით ან გლუვლულიანის კალიბრის შაშხანისებური ლულებით, სხვანაირად ვერ ვთარგმნე ,,rifled barrel'', ლულაში რომ ჩაიხედავ თავიდან ბოლომდე ,,ნარეზი'' აქვს, თუმცა აქაური კლასიფიკაციით მგონი მაინც გლუვებში გადის. მათი სროლის მანძილი დიდი არაა და დამაკმაყოფილებელი სიზუსტე აქვთ, უამრავი სისტემის და სტილის გამოდის, შეიძლება ეგ ავიღო.

vaja74 wrote:
ვიდეოს რომ ვუყურე რობინ ჰუდი გამახსენდა რამოდენიმე ისარი ისე მიჯრით ჩაესო :D მშვიდობაში კარგი გასართობი შეგიძენია.


დიდი მადლობა შექებისათვის, რობინ ჰუდობამდე ბევრი მიკლია, მარა ჩემ ჭიას კი ვახარებ:))) მომავალ წელს მშვილდით ნადირობის ნებართვის აღებასაც ვგეგმავ თუ ღმერთმა მაცოცხლა და მერე კი რობინასაც დავტვირთავ:))

პ.ს. ისე კი ჩემი მცირე გამოცდილებით და მოკლე ჭკუით ვურჩევ მას ვისაც მშვილდის ყიდვა უნდა იაფიან ვარიანტებს ნუ დახარბდებით, დამიჯერეთ იაფიან გლუვლულიანსა და შაშხანას იმხელა სხვაობა არ აქვს ძვირიან მოდელებთან შედარებით ხარისხში ვიდრე მშვილდს, ესაა უსერიოზულესი აგრეგატი, რომელიც სათუთ მოპყრობას საჭიროებს. კარგი მშვილდი და ისიც მხოლოდ შიშველი კორპუსი 500 დან 700 დოლარამდე მაინც ღირს, პლიუს სტაბილიზატორი, სამიზნე, ისრის დამჭერ- გამშვები მექანიზმი და ხარისხის მიხედვით შეიძლება გადაააჭარბოს 1000 დოლარს.

ფირმები რომლებსაც შეიძლება ენდოთ ესააა Mathews (http://mathewsinc.com/), Hoyt Archery (http://www.hoyt.com/) BowTech ArcherY (http://www.bowtecharchery.com/#/home?r=-1&i=0) ეს ის ბრენდებია რომლებიც ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს უმზადებენ სპორტულ მშვილდებს, და დიდი მოწონებით სარგებლობენ მონადირეებს შორისაც, მე პირადად მეთიუსი და ჰოითი მომწონს გარკვეულ მოდელებში, სუფთა გემოვნების ამბავია და საჭიროების. თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ მშვილდით ნადირობა ესაა უმაღლესი პილოტაჟი, ლაპარაკია აფრიკულ საფარიზე, ჯიხვზე, ნიამორზე, პუმაზე და სხვა მრავალ ძნელად მოპოვებად ტროფეიზე. არავის ეგონოს მარტივი, ზოგიერთი კარგი მსროლელი 70-80 და 100 იარდამდეც ესვრის სამიზნეს, მოზიდვის ძალა კი 70 ფაუნდი და ხან 80 ია. ეს კი კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, პლიუს დიდ მანძილზე საშხანის მსროლელები გააძრობენ ბალისტიკურ კალკულატორს და ანგარიშობენ, აქ კი ბალისტიკური კალკულატორიც და ბალისტიკის ექსპერტიც შენ ხარ:)) შინაგანი ინტუიციით საზღვრი ყველაფერს ქარის მიმართულების სროლის კუთხის და ათასი სხვა რამის გათვალისწინებით აკეთებ გასროლას. ყველაფერს სიტყვებით ვერ ახსნი და აღწერ რასაც კარგად მორგებული და გასწორებული მშვილდი გჩუქნის თუნდაც უბრალო სამიზნეზე სროლისას, პლიუს ისფაქტი რომ ცხოველი წამებით არ კვდება, უბრალოდ სისხლისგან იცლება როგორც ვენებგადაწრილი ადამიანი, მოხვედრისას ჩხვლეტას გრძნობს და მერე კაიფში იპარება, ხორციც გაცილებით გემრიელია ვიდრე ცეცხლსასროლით მოკლულის, მოკლედ ბევრი ასპექტია იმისათვის რომ თუ მუღამისტი ხარ კაცი მშვილდს დაეუფლო. მგონი უნივერსიტეტშია მაგის სექცია, ჯავახიშვილში, რაღაც ფედერაციაცაა, გაიკითხეთ შეიძლება ვინმემ იცოდეს მშვილდის მორგება და შესაბამისი ხელსაწყოებიც ქონდეს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მსურველს

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 32 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge