ეხლახან ჩამომივიდა ეს ფინური დანა, ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა როგორი იყო, მოლოდინმა გაამართლა, მართლა კარგი დანაა, ხელიდან ვერ უშვებ. მოკლე აღწერას გავაკეთებ
Specs Metric Imperial Weight (knife only) 175 g 6.20 oz Total length 240 mm 9.4" Blade length 110 mm 4.3" Blade thickness 4.20 mm 0.17" Edge angle 23° Steel 80CrV2, 59 HRC
ამ დანაზე უამრავ რევიუს ნახავთ ინტერნეტში და მე ბევრს ვერაფერს დავამატებ, ვიტყვი მხოლოდ ერთი დანის არჩევის წინაშე რომ ვიდგე ერთერთ კანდიდატად ამ დანას დავასახელებდი. არის უბრალო ფორმის (კაცური : ) და შესაბამისი ხიბლის, ძალიან გამძლე, მოხერხებული, მჭრელი. გამოყენება - ნებისმიერი აქტივობა ბუნებაში, გადარჩენა, ბუშკრაFტი, დანა რომელიც ზურგჩანთაში გიგდია და ყველგან თან გახლავს (ასეთი დანიშნულების გერბერ სტრონგ არმ-ი მაქვს და ეხლა ეს შეცვლის), Terävä Jääkäripuukko ბევრი ფინელი ჯარისკაცის არჩევანია როგორც სამხედრო დანის. Terävä თურმე მჭრელს ნიშნავს, Jääkäri ეგერს/ მონადირეს, puukko - ვიცით რომ დანაა. არის ორი ზომის 110მმ და 140მმ პირის სიგრძის, ასევე უჟანგავი ფოლადის და CARBON STEEL. ჩემი 110 მმ/ კარბონისაა.
Users browsing this forum: No registered users and 2 guests
You cannot post new topics in this forum You cannot reply to topics in this forum You cannot edit your posts in this forum You cannot delete your posts in this forum You cannot post attachments in this forum