ხშირად დასმული შეკითხვები
რომელი ქარხნები უშვებდნენ მაკაროვებს?
მაკაროვის რომელი მოდიფიკაციები გამოდის რუსეთში
იჟევსკის მექნიკური ქარხანა უვებს მაკაროვის გაზის მოდიფიკაციას ИЖ-79, ასევე ИЖ-71-ს კალიბრით .380, სექსპორტო მოდელს Байкал МР-442 (კალიბრი 9X18). იჟევსკის ახალი მაკაროვების მარკირება გაიშფრრენა შემდგე ნაირად ИЖ-70 იარაღოს მოდელი -18 ნიშნავს ვაზნის ტიპს ანუ 18 = 9ხ18-ს ხოლო 17 ნიშნავს 9X17 (.380) და ციფი A ნიშნავს სტანდარტულ ტევადობას (8 ვაზნა) და და H ნიშნავს გაზრდილ ტევადობას, ორ რიგიანი 12 ვაზნიანი მჭიდით. მაგალითად ИЖ-70-18H
რომელი ქვეყნები უშვებდნენ მაკაროვის სისტემის პისტოლეტებს?
ცნობილია, რომ მაკაროვის სიტემის პისტოლეტს უშვებდნენ რუსეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, აღმოსავლეთ გერმანია, გაერთიანებული გერმანია.
ბულგარული მაკაროვებს უშვებდა ქარხანა "არსენალი" და კომპანია "მილტექსი" (სპეციალური გამოშვება)
აღმოსავლეთ გერმანიაში მაკაროვის სიტემის პისტოლეტებს უშვებდა ერნსტ ტილემანის საწარმო
გაერთიანებულ გერმანოაში სიმსონ ზულის საწარმო
რა კალიბრებში გამოდიოდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტები?
მაკაროვი ძირითადი კალიბრი არის 9X18 მაკაროვი, ასევე ის გამოდიოდა .380ACP და 9X19 კალიბრებში. დიახ დიახ! არსებობდა მაკაროვები 9X19 პარაბელუმის ვაზნებზე. ასეთი ძლიერი ვაზნის გამოყენება დასაშვები გახდა სპეციალური კონსტრუქციის პატრონნიკის გამოყენებით. გამომდინარე იქიდან რომ ასეთი იარაღიდან სროლა არაკომფორტული და სახიფათოც იყო, ამ კალიბრის მაკაროვები მასიურად არ გამოდიოდა და საერთოდ უცნობია თუ ყოფილა გაყიდვაში.
გამოშვების თარიღის დადგენა
საბჭოთა მაკაროვებზე გამოშვების თარიღი წერია სერიული ნომერის და ქარხნის ნიშნის შემდეგ
გერმანულ მაკარობებზე გამოშვების წელი არის დატანილი რამაზე მარცხენა მხარეს გამოშვების წლის ბოლო ორი ციფრის სახით.
ბულგარულ მაკაროვებზე (2000 წლამდე გამოშვებულები) კოდი იკითხება შემდეგნაირად პირველი ორი ციფრი სერიის ნომერი, შემდეგი ორი ციფრი გამოშვების წლის კოდი, ბოლო ოთხი ციფრი ერთეულის ნომერი სერიაში. (იხილე ცხრილი)
არსებობს თუ არა პოლონური ან უნგრული მაკაროვები?
პოლონურ მაკაროვს ხშირად უწოდებენ რადომის ქარხნის მიერ გამოშვებულ პისტოლეტის მოდელებს P-64 და P-83 . ვიზუალურად ისინი გვანან, როგორც მაკაროვის სისტემის პისტოლეტს და იგივე კალიბრი გააჩნიათ, მაგრამ ისინი ნამდვილად არ წარმოადგენს მაკაროვის კოპიას და განსხვავდებიან მისგან, როგორც მოწყობით ასევე დამზადების ტექნოლოგიებით. დამატებითი ინფრომაცია ამ პისტოლეტებზე იხილე აქ
http://www.world.guns.ru/handguns/hg143-r.htm და აქ
http://www.world.guns.ru/handguns/hg142-r.htm
არსებობს ასევე უნგრული პისტოლეტი, რომელიც წააგავს მაკაროვს. მისი პირველი მოდიფიკაცია - მოდელი 48 შექმნილია 40-ნი წლების ბოლოს და წაროადგენს ვალტერ პპ-ს სისტემას უმნიშვნელო განსხვავებებით. მისი შემდეგ მოდიფიკაციას (გამოდის 50-ნი წლების ბოლოდან) ეწოდა PA-63. ის ვიზუალურად წააგავს მაკაროვის სიტემის პისტოლეტს, იგივე კალიბრისაა და აშშ-ში ის იყიდებოდა როგორც "PA-63 მაკაროვი". მაგრამ უნგრული პისტოლეტი განსხვავდება მაკაროვისგან, ასევე დამზადების ტექნოლოგიით და სხვა მცირე დეტალებით. დამატებითი ინფრომაცია ამ პისტოლეტზე იხილე აქ
http://en.wikipedia.org/wiki/FEG_PA-63
არსებობს თუ არა უკრაინული მაკაროვი?
საქართველოში იყიდება ე.წ. უკრაინული მაკაროვები. სავარაუდოთ ეს არის უკრაინაში საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი სათადარიგო ნაწილებისგან აწყობილი პისტოლეტები.
არის თუ არა მაკაროვი Walther PP-ს კოპია?
ყველაფერს რაც ეხლა მე აქ დავწერ წარმოადგენს მხოლოდ ჩემ აზრს. შეიძლება ის გაიზიარო და შეიძლება არა მაგრამ მე ვეცადე მხოლოდ ფაქტების გამოყენება.
ჩემი აზრით, მაკაროვი არ არის Walther PP-ს კოპია პირდაპირი გაგებით. განსხვავებები მაგათ მექანიზმში არის და თანაც ბევრი, მაგრამ მაკარიოვის კონცეფცია და იდეა მთლიანად მთლიანად იმეორებს Walther PP-ს კონცეფციას. მზგავსობები უფრო სწორედ იდენტურობა ვალტერსა და მაკაროვ შორის გამოიხატება შემდეგში:
1. ერთნაირი სისტემის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმები, ანუ ორმაგი მოქმედების, გარეთ განლაგებული დამრტყმელით.
2. რამაზე დამაგრებულ ლულას ზედ წამოცმული ზამბარით
3. ორივე ერთნაირად იშლება ანუ ზატვორი ერთნაირად მაგრდება რამაზე
4. დამცველის მექანიზმი განლაგებული ზატვორზე (ფუნქციონირებს განსხვავებულად)
5. ერთნაირი კალიბრი, თითქმის ერთნაირი ზომა წომა და დიზაინი.
ფაქტია, რომ მაკაროვმა აიღო Walther PP, როგორც საწყისი წერტილი თავის საკუთარ პისტოლეტის შექმნისას. შესაბამისად მაკაროვის სისტემის პისტოლეტი არ არის რაიმე უნიკალური, განსაკუთრებული და პრინციპიალურად ახალი სისტემა, როგორიცაა მაგალითად კოლტ-ბრაუნინგის სისტემა ან გლოკი ან თუნდაც ბრაუნინგ P35. თითოეული ეს პისტოლეტი იყო ინოვაციური და ატარებდა განსაკუთრებულ ნიშნებს, რაც აქმდე არც ერთ პისტოლეტში არ იყო ერთდროულად განხორციელებული/გამოყენებული.
მაკაროვი არის Walther PP გაუმჯობესებული კონცეფცია განხორციელებული ცოტა განსხვავებულათ (გამომდინარე იმ უნიკალური მოტხოვნებიდან, რომელბსაც აყენებდა კონკრეტული ვითარება და წარმოების დონე საბჭოთა კავშირში) ისევე როგორც ტტ-ს სიტემის პისტოელტი არის კოლტ-ბრაუნინგის სისტემა ადაფტირებული საბჭოტა კავშირისთვის. ამასთანავე მინდა ავღნიშნო, რომ უცნობია, რომელი პისტოლეტი უფრო ტექნოლოგიურა დამზადებაში, ვალტერი თუ მაკაროვი, დეტალების რაოდენობის სიმცრე სულაც არ უდრის წარმოებაზა დანახარჯების სიმცირეზე. ფაქტია, რომ მაკაროვმა შეამცირა დეტალების რაოდენობა მათი ფორმის გართულებით.
მაკაროვის უნიკალურობის მომხრეები ამტკიცებენ რომ ამ პისტოლეტში არსებობს დეტალი, რომელიც უნიკალურია, ეს არის საბრძოლო ზამბარა, რომელიც თურმე უნიკალური დეტალია და უამრავ ფუნქციას ატარებს. სინამდვილეში ასეთი ფორმის საბრძოლო ზამბარა უკვე ცნობილი იყო Vz.24-ის სიტემის პისტოლეტში, რომელიც მაკაროვზე გაცილებით ადრეა შექმნილი, 1924 წელს. (ამ ნახაზზე დეტალი ნომერი 017
http://www.gunsworld.com/cz/graphs/cz1927b.gif). რაში გამოიხატება მაკაროვის უპირატესობები? მაკაროვს უფრო ერგონომიული და დიდი სახელური აქვს, რომელიც გამორიცხავს მაჯის დაზიანებას ზატვორის მოძრაობისას. ზატვორის ჩამკეტით ოპერირება შესაძლებელია ერთი ხელით. გააჩნია ქრომირებული ლულა რაც სამხედრო იარაღისთვის ძალიან საჭირო რამეა. მაკაროვს გააჩნია სამხედრო პისტოლეტისთვის უფრო მისაღები (საკამათოა მაგრამ მაინც) მჭიდის ჩამკეტით, რომელიც გამორიცხავს მის შეცდომით გააქტიურებას. ასევე მაკაროვის მჭიდები უფრო მოსახერხებელია მომსახრებისათვის (გაწმენდა/დაშლა). ასევე უდაოდ მაკაროვის დამცველის მუშაობა უფრო მოსახერხებელია. მაკაროვის დამცველი ღიაა როდესაც ქვედა პოზიციაშია და დაკეტელია ზედა პოზიცაში, ვალტერში ეს პირიქითაა, რაც ნამდვილად არ არის მოსახერხებელი.
საინტერესოა, რომ დღეს, მიუხედავათ ამ გაუმჯობესებისა მაკაროვი აშკარად აგებს თავის კონკუერენტებთან შედარებაში. ეს განპირობებულია იმით, რომ ეს კლასი ამოვარდა სამხედრო იარაღის კატეგორიიდან ხოლო, როგორც თავდაცვის იარაღმა, დაუთმო პოზიციები კომპაქტურ და სუბ-კომპაქტურ მოდელებს უფრო ძლიერ კალიბრებზე. ამავე დროს პოტენციალური მყიდველისთვის, ვალტერის ბრენდი ან ის დადებითი მხარეები, რომლებიც გაჩნია სხვა ანალოგებს უფრო მისაღებია და სასურველი ვიდრე მაკაროვი, რომლის გაუმჯობესებებმა დღევანდელ პირობებში აზრი დაკარგეს. სამოქალაქო იარაღისთვის არაქრომირებული ლულა და გაძლიერებული კონსტრუქცია არც ისე მნიშვნელოვანია, ხოლო მოუხერხებელი მჭიდის ჩამკეტი, დიდი ზომა, მასა და რუდიენტარული სამიზნე მოწყობილობები მიუღებელიც აღმოჩნდა. ამას ემატება ახალი მაკაროვების ძალიან დაბალი დამზადების ხარსხიც და შედეგად გვაქვს ის რაც გვაქვს. კარგი ხარსხის "რესტაილინგ" გავლილი ბულგარული მაკაროვები, დომინირებენ იმ მცირე ბაზარზე რომელიც შემორჩა ამ კლასის იარაღისთვის. ასევე მინდა ავღნიშნო რომ ამ კალსისი იაფ ფასიან სეგმენტში არსებობენ ასევე სხვა ანალოგები, რომლებიც უკვე თავისი თვისებებით ბევრად ჯობნიან კლასიკურ მაკაროვს, ესენია პირველ რიგში შესანიშნავი ჩეხური CZ-83 ასევე არგენტინული Bersa Thunder .380 და სამხრეთ კორეული DH-380.
არსებობდა თუ არა მაკაროვი ალუმინის რამით?
საბჭოტა კავშირში ტარდებოდა ექსპერიმენტები ალუმინის რამკების გამოყენებით. როგორც ჩანს ასეთმა მოდიფიკაციებმა არ დააკმაყოფილეს მოთხოვნილებები და რამენადაც ცნობილია ალუმინის რამკიანი მაკაროვები არასდროს არ იწარმოებოდა.
რომელი მაკაროვია ყველაზე მაღალი ხარისხის?
ამ შეკითხვაზე პასუხი შესაძლებელია თუ თავიდან გავერკვევით რისთვის გჭირდებათ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. საქარტველოს შემთხვევაში კოლექციისთვის საუკეთესოა აღმოსავლეთ გერმანული (შემოდიოა 2001-2002 წლებში) ან ორიგინალური საბჭოთა მაკაროვი. როგორც პრაქტიკული იარაღი საუკეტესო ვარიანტია ბულგარული მაკაროვი. თავის ფასში თქვენ ღებულობთ მაღალი ხარსიხის საიმედო იარაღს, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ორიგინალურ საბჭოთა მაკაროვს, რომელიც ითვლება (მართალია მხოლოდ საქართველოში და რუსეთში) ამ სისტემის საუკეთესო პისტოლეტად. ზოგადად გამომდინარე ხარისხიდან, რესურსიდან და საიმედოობიდან საუკეთესო მაკაროვის სსიტემის პისტოლეტები გამოდიოდა აღმოსავლეთ გერმანიაში. საზღვარგარეთ აღმოსავლეთ გერმანული მაკაროვები სამჯერ-ოთხჯერ უფრო ძვირია ვიდრე საბჭოთა, რუსული და ბულგარული მაკაროვები.
რამდენად ზუსტია მაკაროვი?
მაკაროვი იმდენად ზუსტია რამდენადაც შეიძლება იყოს ანალოგიური ტიპის ნებიმიერი სხვა პისტოლეტი.
სხვა და სხვა მოდიფიკაციები (ერგონომიული ტარი, დახვეწილი სამიზნე მოწყობილობები კიდევ უფრო ზრდიან დამიზნების და სროლის კომფორტს და შესაბამისად მის სიზუსტეს).
განსაკუთრებული "ელიტარული" და "ბალტნოი" მაკაროვები საქართველოში
თავის დროზე და ალბათ ეხლაც საქართველოში არსებობდა მაკაროვის ელიტარული ვარიანტები, რომლის ფლობაც ითველებოდა განსაკუთრებულ პრივილეგიად და სტატუსის ნიშნად. ასეთი მაკაროვი რომელსაც გააჩნია მაყუჩის დაყენების საშუალება და პისტოლეტი, რომელსაც ასევე მაკაროვს ეძახდნენ და გააჩნდა ინტეგრირებული მაყუჩი. ლაპარაკია პისტოლეტ ПБ-ზე ანუ 6П9.
http://www.world.guns.ru/handguns/hg154-r.htm
გარკვეულ წრეებში პოპულარობით სარგებლობდნენ ასევე მაკაროვები მოოქროვილი დეტალებით.
მაკაროვი "ბანძი" იარაღია!? (დამატებულია 29.11.07)
არსებობს "სპეცილისტები" რომლებსაც აქვთ ორი დიამტრეა;ურად განსხვავებული "აზრი" მაკაროვის პისტოლეტებზე. ერთი ნაწილი თვლის რომ მაკაროვი სუპერ პისტოლეტია, მეორე რომ ის არის უვარგისი. მითს ემატება განცხადება რომ ნამდვილი სპეციალისტები ტტ-ს ამჯობინებენ მაკაოვს.
,აკაროვი ვერანაირად ვერ ჩაითვლება უვარგის იარაღად, მიუხედავათ იმისა რომ მას ჯობნიან თითქმის ყველა მისი კონკურენტები. ვერ ჩაითვლება იმიომ რომ მაკაროვი ნამდვილად ასრულებს თავის ფუნქციას. ის არის გამძლე და საიმედო იარაღი . შეიძლება ის ცოტა მძიმეა, მოუხერხებელია მაგრამ ის მუშაობს და მისი საიმედო ფუნქიონირებისათვის არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული ცოდნა და ხრიკები.
შენიშვნა: იგულისხმება მხოლოდ საბჭოთა და უცსოური წარმოების მაკაროვები. სამწუხაროდ თანამედროვე კომერციოულ რუსეთის წარმოებულ მკაროვებზე ინფორმაცია ძალიან არაზუსტია მაგრამ გამომდინარე ნეგატიური გამოხმაურებების სიმრავლიდან მე არავის არ ურჩევ რუსული კომერციული მაკაროვის შეძენას.
ტექნიკური საკითხები
როდის ისვრის მაკაროვი ავტომატურად?
განსაკუტრებულათ დაბინძურებული მაკროვები, მაშინ როდესააც ჭუჭყი კარგახანია იმყფება იარაღში, იგი ხდება საკმაოდ მკვრივი და არ აძლევს შეპტალოს საშუალებას დაიჭიროს დამრტყმელი, რის გამოც ზატვორს წინა პოზიციაში დაბრუნებისას ის დიდ ძალით ასკდება ნემსას რაც იწვევს გასროლას. იშვიათად მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება გახდეს შესაბამისი ნაწილების ფიზიკური ცვეთაც.
ჟანგის პრობლემა
ყველა მაკაროვი იჟანგება. განპირობებულია ეს იმით, რომ ყველა მაკაროვზე გამოიყენება არც თუ ისე ეფექტური ფდაფარვის ტექნნოლოგიები. მიაქციეთ ყურადღენას ტარის ქვეშ განლაგებულ რამკის მონაკვეთებს. იარაღს ტარებისას და ხმარებისას მანდ ხშირად ჩნდება ჟანგი. რეგულარული წმენდა ზეთით რეკოემნდირებულია.
ასევე მე გამიჩნდა პრობლემა სინთეტიკურ ბუდეებთამ. იარაღის ბუესტან კონტაქტის ადგილებში გაჩნდა კოროზია, რომელიც წააგავდა რაღაც ქიმიური ზემოქმედებისგან დარჩენილ კვალს.
თანამედროვე რუსული მაკაროვები
არ მქონია და არ მისვრია, მაგრამ ყველგან, მე ვიმეორებ ყველგან, საქართველოში, ტავად რუსეთში, ამერიკაში, ანუ სადაც კი შეაღწია ამ იარაღმა, ლაპარაკობენ მხოლოდ უარყოფით შრაბეჭდილებებზე. სავარაუდოთ ახალი იჟების და ბაიკალების ხარსხი არის ძალიან დაბალი, რაც განაპირობებს ნეგატიური გამოხმაურებების ასეთ დიდ რაოდენობას. ჩემი რეკომენდაციაა მოერიდოთ ასეთ იარაღს.
მაკაროვის "აფგრეიდი"
გაფრთხილება: თუ არ ხარ დარწმუნებული იმაში რასაც აკეთებ ჯობია რომ თავი შეიკავო!!!
ყველაზე იაფი აფგრეიდი გამოიხატება ტარის შეცვლაში უფრო ერგონომიული მოდელით და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის პოლირებით. ეს ყველაფერი საქართველოშიც სესაძლებელია. უფრო ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში შესაძლებელია უფრო სერიოზული ცვლილებების შეტანა, მაგრამ იქაც ეს არ არის გავრცელებული ვინაიდან ცოტა ვინმე ჩადებს დამატებით 200-300 დოლარს 150-დოლარიან იარაღში.