იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 20 Feb 2020, 10:01

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 17 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: Mossberg 930
PostPosted: 01 Jun 2016, 16:39 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
25 წლის მანძილზე მინადირია თითქმის ყველა კალიბრის და სისტემის თოფით, მაგრამ არასდროს არ მქონია ნახევრად ავტომატური გლუვლულიანი.
ამიტომაც არჩევანი შეჩერდა ამ სისტემის სანადირო თოფზე. არჩევანი კი შეჩერდა, მაგრამ რომელი ფირმის? რუსული ? ოქროსიც რო იყოს -არ მინდა
(მეყო რაც ვათრიე და ვხეხე რუსული რკინები :)) . უცხოურებისთვის კიდე ფინანსები არ მყოფნიდა. ამიტომ ძირითადად განიხილებოდა თურქულები
„ სტოგერი“, “ ვერნეი კარონე“ და „ვალტერი“. 1500 ლარად ამ სამიდან ნებისმიერს აიღებ თბილისის მაღაზიებში, თანაც კაი კომბინაციით - სათადარიგო
„სლაგ“ ლულით. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მართალია თურქულია, მაგრამ ბენელის ასლია და ბერეტა აწყობს ..და ა.შ. . . . არმსანები, ჩიპსანები და
ჰუგლუები შეიძლება კარგებია, მაგრამ სახელი მაინც სახელია - სად ვერნეი კარონე და სად ჰუგლუ :mrgreen:
ასე გავიდა 2 წელზე მეტი. ხან უფულობა, ხან შესაბამისი მოდელის უქონლობა მაღაზიაში. ზოგჯერ ფულიც იყო, მაგრამ ფეხი მაინც უკან მრჩებოდა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთხელაც გაისმა „ზარი ახლობლიდან - mymarket-ზე Mossberg-ი დევს კაი ფასშიო”. მეორე დღესვე სანებართვოში
ვიდექი იმ გრძელ რიგში, გამოცდების შემოღებამდე ერთი დღით ადრე :) გამოცდის კი არ მეშინოდა! უბრალოდ დაემთხვა.


Attachments:
mossberg 930.jpg
mossberg 930.jpg [ 40.95 KiB | Viewed 9600 times ]

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 01 Jun 2016, 16:42 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
Mossberg 930 turkey - ინდაურებზე სანადირო თოფი.
მე მგონი პირველია ამ ფორუმზე და ამიტომ მინდა პატარა მიმოხილვა დავწერო.
წინა მფლობელს მჭიდის ტევადობის შემზღუდველი არც კი ამოუცლია და მიმტკიცებდა 2+1 -იაო. მოვხსენი და გახდა 4+1 :)
სროლა არის ძალიან კომფორტული. საერთოდ ვერ გრძნობ უკუცემას. ასევე ლულა ზემოთ არა ხტუნაობს, რაც ამ ჭრილების დამსახურებაა.


Attachments:
mushka.jpg
mushka.jpg [ 50.39 KiB | Viewed 9599 times ]

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 01 Jun 2016, 16:44 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
იჟ-27 დან 15 -20 გასროლის შემდეგ თავი მტკივდებოდა. ამით ერთ საათში ერთი პატრონტაში დავცალე და თითქოს არაფერი.
ე.ი. თავს არა, მაგრამ ჯიბეს კი ურტყავს :)
დამცველი განლაგებულია ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელ ადგილას, ანუ როგორც ყველა ბოკფლინტზე. მუშაობს უხმაუროდ
წკაპუნის გარეშე, თითი არ ცურდება. ერთი სიტყვით კაია. სასხლეტის უკან დამცველებს რატომღაც ვერ ვეგუები.
სასხლეტის წინ არის ჩახმახის შეყენების მაჩვენებელი. საკმარისია თითის წინ გაწევა, რომ იგრძნო შეყენებულია თუ არა.


Attachments:
indikator.jpg
indikator.jpg [ 35.74 KiB | Viewed 9599 times ]

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 01 Jun 2016, 16:48 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
მთავარი უპირატესობა სხვა სისტემებთან არის ის, რომ ავტომატურია 5 და მეტი გასროლით გადატენვის გარეშე და ეს არის
ყველაზე დიდი პლიუსი. ნადირ-ფრინველისთვის შანსის მიცემაზე და ერთ ზუსტ გასროლაზე კაი ხანია დავივიწყე :) ნადირობა
უნდა იყოს შედეგიანი.
კიდე ძალიან მომწონს 60 სმ -იანი ლულა. ვერ ვიტან მეხამრიდებს 
მოჰყვა მარტო ერთი გაძლიერებული ჩოკი. ცილინდრი ბესომ მაჩუქა ტყვიისთვის და ეს კომპლექტი, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია.
სავაზნე - მაგნუმი, გადატენვის მექანიზმი - „გაზოატვოდი“ . ჯობდა ინერციული ყოფილიყო.
ფოსფორიანი სამიზნეები(оптоволоконная вставка ვერ გადავთარგმნე) - უკანას აქვს სამი მდგომარეობა და ტანსაცმელზე ან ხელით
შეხებისას ადვილად ხტება ფიქსატორიდან, რაც ცოტა არ იყოს ძაბავს სიტუაციას.


Attachments:
samizne.jpg
samizne.jpg [ 34.43 KiB | Viewed 9597 times ]

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 01 Jun 2016, 16:50 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
რესივერზე გათვალისწინებულია ხრახნები სამიზნე პლანკისთვის.


Attachments:
pikatini.jpg
pikatini.jpg [ 49.93 KiB | Viewed 9597 times ]

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 01 Jun 2016, 16:51 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
არ მოჰყვა ღვედის სამაგრი „ანტაბკები“.
სხვა, რა ვიცი, ხმარებაში გამოჩნდება . მთავარია, რომ ზამთრის სეზონზე 70 -ზე მეტი გასროლა გავაკეთე და არც ერთი შეფერხება.
ეს უკვე კაია.
მომავალში ვგეგმავ მჭიდის დამაგრძელებელს და ტევადობა გაიზრდება 10 ვაზნამდე.

პ.ს. დიდი მადლობა zviad FMJ -ს და ბესოს მხარდაჭერისთვის


Attachments:
Mossberg-930-.jpg
Mossberg-930-.jpg [ 19.42 KiB | Viewed 9597 times ]

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 02 Jun 2016, 22:33 
Offline

Joined: 24 Mar 2015, 09:18
Posts: 55
კარგი თოფი ჩანს. და რაც მთავარია თვითონ მოგწონთ.
თუ გატესტავდით და შედეგებს დადებდით კარგი იქნებოდა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 04 Jun 2016, 00:08 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
ვა მე არ ვიცოდი

მომილოცავს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 04 Jun 2016, 10:42 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2196
გილოცავ კიდევ ერთხელ. სულ მიზანში მოგერტყას :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 04 Jun 2016, 10:44 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
მადლობა
მეც მოსბერგიანებში გავწევრიანდი
:))

ტესტებს გავაკეთებ. ტყვიაზე მაინტერსებს განსაკუთრებით და დავდებ შედეგებს.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 05 Jun 2016, 01:43 
Offline
User avatar

Joined: 07 Apr 2009, 09:17
Posts: 1525
გაუმარჯოს!!!
დავით მჭიდის დამაგრძელებლით 10 მდე ვერ გაზრდი თუ ლულაზე გრძელი არ დააყენე, 7 ან მაქს. 8 საკმარისზე მეტია, თუ გახსოვს მე გავზარდე 10 მდე ჩემ ვინჩესტერზე და დანკრატი მჭირდებოდა ისე დაამძიმა , მერე 7 მდე დავამოკლე, სლაგისთვის კი ხრახნიან ლულას გირჩევ 150 $ დაგიჯდება და მაგრა იკაიფებ, მე მოსბეგი პომპა მქონდა და ჩემი ჩამოსხმული და დატენილი ლიი.ს 29 გრამიანი სლაგით 100 მეტზე 10 სმ ჯგუფი გააკეთა ერთხელ , გლუვით რაც ვცადე 50 მეტზე გამაგიჟა ისე ფანტავს მსუბუქსაც მძიმესაც და ყველაფერს

_________________
შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც, ორივეს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 05 Jun 2016, 14:07 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3249
Location: Tbilisi
აქაც გილოცავ დათო, ძაან კარგი არჩევანი გააკეთე, იარაღის არჩევასაც გემოვნება უნდა! სანადიროდ გლუვლულიან ნახევრადავტომატს სხვა სისტემები მირჩევნია, მაგრამ ეგ მართლა კარგი იარაღია, კარგი ზომის და რაც მთავარია ბრენდია. როგორც მანქანას არ ვიყიდი უცნობი ბრენდისას ისე ირაღს არ გავეკარები IMHO.
ბესო სწორს გეუბნება მჭიდის დაგრძელებაზე, არ ღირს მგონი, 5 სროლა საკმარისია, გრძელი მჭიდი ბალანს ძალიან დაარღვევს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 05 Jun 2016, 16:20 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
32 სმ-იანი ტრუბა უნდა და მოვა ზუსტად ლულის ზომაზე.
ბესო მართალია, +4 ემატება და გამოდის 4+4+1

ზვიად არავითარი საჭიროება არ არის 10 ვაზნის, მაგრამ კაცი რო ჩაიხვევს :mrgreen:


Attachments:
truba.JPG
truba.JPG [ 66.34 KiB | Viewed 9506 times ]

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 05 Jun 2016, 16:43 
Offline

Joined: 07 Apr 2009, 09:15
Posts: 151
კახი
კარგი რამე ჩანს. წარმატებულ ნადირობებში!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: Mossberg 930
PostPosted: 05 Jun 2016, 19:36 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
dutper
მადლობა.
კაი რამეა, კი. პომპას ვერ შევეწყვე და ორლულიანები კიდე მომბეზრდა.
:)

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 17 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge