იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 26 Mar 2019, 02:07

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 10 posts ] 
Author Message
 Post subject: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 30 Sep 2014, 18:59 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით გადავწყვიტე შემეძინა ბენელის ეს საინტერესო მოდელი, თავიდან თურქული იფასიანი ბოკფლინტის შეძენას ვფიქრობდი, არჩევანი მქონდა შტოგერს, მოსბერგს და ჩეზეს შორის, შეგახსენებთ რომ თურქეთში იწყობა მოსბერგის ვერტიკალები და ჩეზესი, ჩეზეს აწყობს ჰუგლუს ფირმა, აი რაც შეეხება სტოგერს დათვალიერებისას აღმოვაჩინე წარწერა Made in Brasil , ფსევდო ამერიკულ იარაღს ვამჯობინე ორიგინალი და ზლიერი საიმედო იარაღის შეძენა, გამყიდველს ვთხოვე ეჩვენებინა ვინჩესტერის, მოსბერგის, რემინგტონის, შტოგერის და ბენელის პომპები, მოსბერგი ერგონომიული მორგებული და მსუბუქი მეჩვენა და სწორედ ამ უაზრო სიმსუბუქის გამო დავიწუნე, ვინაიდან ამერიკაში წყალმცურავებზე და ინდაურზე ნადირობისას იყენებენ მაგნუმებს და სუპერ მაგნუმებს, ზედმეტად მსუბუქი იარაღში ამ ვაზნების გამოყენება კი სისულელედ მიმაჩნია, დიდი უკუცემა დისკომფორტსა და დაჟეჟილ მხარს ჩუქნის მსროლელს, ვინჩესტერი არც კი ამიღია ხელში, ზედ ეწერა რომ თურქეთში იყო დამზადებული და არ გამომიჩენია დიდი ინტერესი, აი რაც სეეხება რემინგტონს კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მარა მთლად ჩემზე მორგებული არ იყო და გადავდე გვერდზე. დასასრულს კი მივადექი ბენელის, პირველი რაც მისი ხელში დაჭერისას ვიგრძენი ის იყო რომ ბალანსი მეტად ქონდა დარგვეული სხვებთან შედარებით, მარა სწრაფი მოგდებით მხარზე მოვიგდე თუ არა თოფი ესევე მივხვდი ჩემთვის იყო გაკეთებული, სიძიმეს ისედაც მიჩვეული ვიყავი საქართველოში, MP-153ს დავათრევდი წლები და ეგ არაა ჩემთვის პრობლემა newsmile05.gif) მთავარი რაც იყო ჩემთვის ყველაფერი ქონდა ბენელის, ერგონომიულობა, წონა, სწრაფად გადატენვადი მექანიზმი, და რაც მთავარია სავაზნე 89 და სუპერ მაგნუმის ლულა, რაც მაძლევს საშუალებას ვინადირო ყველაფერზე. რემინგტონზე კაიხანს ვიყოყმანე მარა, მაინც ბენელი ვარჩიე, ავიღე შავი პლასტიკის კონდახით და ვთვლი რომ ფასი ხარისხის შესაბამისობაში ამაზე უკეთეს არჩევანს ვერც გავაკეთებდი,
სახლში მოსვლისას დავშალე მოვაცილე საკონსერვაციო ზეთის ნარჩენები და საბოლოოდ დავათვალიერე ჩემი ახალი შენაძენი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გადაწყვეტილების სისწორეში, მოყვა 3 ჩოკი სრული, ნახევარი ჩოკი და 0,25 იანი შევიწროვებით. რაც სრულიად მაკმაყოფილებს, სამიზნე თამასა მოგდებისას ისე ჯდება რომ დამიზნება ტიტქმის არ მწირდება თოფი იდეალურად მომერგო, თუმცა რომც არ მომრგებოდა, მოყვა კონდახის მოსარგები პლასტმასის ჩასაფენები, რომელიც კონდახის გადახრის კუთხეს არეგულირებს, მექანიზმი საკმაოდ სწრაფად გადატენვის სასუალებას იძლევა, და ყველაზე მთავარი ესაა უკუცემის სემამცირებელი სისტემა, რომელიც პლასტიკის კონდახშია ჩამონტაჟებული და რომელიც არცერთ ზემოთ ხსენებულ მოდელს არ აქვს. გადავწყვიტე უკვე სტენდზე გამომეცადა
ესეც ჩემი ჩორნა:))

Image
how to do a screenshot on a pc

Image
image hoster

Image
free screenshot software

Image
image hosting free

Image
free image uploading

Image
free photo hosting

Image
image sharing sites

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 30 Sep 2014, 19:08 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
Image
capture screen

Image
free image uploading

Image
image ru

Image
images upload

Image
screen capture windows 7

Image
image url upload

Image
image hosting free no registration

Image
free picture upload

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 30 Sep 2014, 19:17 
Offline
User avatar

Joined: 24 Mar 2009, 21:23
Posts: 396
გილოცავ ნანადირევი არ მოკლებოდეს :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 30 Sep 2014, 19:38 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
Givargi wrote:
გილოცავ ნანადირევი არ მოკლებოდეს :D

მადლობა გაიხარე:))

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 30 Sep 2014, 23:29 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7159
HUNTER87 wrote:
... ფსევდო ამერიკულ იარაღს ვამჯობინე ორიგინალი და ზლიერი საიმედო იარაღის შეძენა

რა თქმა უნდა
HUNTER87 wrote:
მთავარი ესაა უკუცემის სემამცირებელი სისტემა, რომელიც პლასტიკის კონდახშია ჩამონტაჟებული

კომფორტეხის კონდახი არის ერთერთი დიდი მიღწევა საიარაღო საქმეში. ვერ ვიტან რეზინის ამორტიზატორებს კონდახის ბოლოში.

გილოცავ შენაძენს და მშვიდობაში მოიხმარე

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 01 Oct 2014, 06:46 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
კახი wrote:
HUNTER87 wrote:
... ფსევდო ამერიკულ იარაღს ვამჯობინე ორიგინალი და ძლიერი საიმედო იარაღის შეძენა

რა თქმა უნდა
HUNTER87 wrote:
მთავარი ესაა უკუცემის სემამცირებელი სისტემა, რომელიც პლასტიკის კონდახშია ჩამონტაჟებული

კომფორტეხის კონდახი არის ერთერთი დიდი მიღწევა საიარაღო საქმეში. ვერ ვიტან რეზინის ამორტიზატორებს კონდახის ბოლოში.

გილოცავ შენაძენს და მშვიდობაში მოიხმარე

გაიხარე მადლობა ძმაო, უკეთესები მომელოცოს. ერთი კია უკუცემა მაინც საგრძნობია, 31 გრამიანების სროლისას სტენდზე მხარი კარგად დამიჟეჟა, მართალია 150 ცალი და მეორე წასვლაზე 75 ვისროლე მარა არვიცი, ადრე MP-153 -ს და ჰასან ესკორტის პომპას რომ ვისროდი ასე არ მემართებოდა, ერთი კია ხან კარგად არ ვიგდებ მხარზე, სწრაფად ვესვრი და კარგად მიბჯენილი რომ არ მაქვს მხარზე იმიტომ დამანგრია:))

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 01 Oct 2014, 11:16 
Offline
User avatar

Joined: 24 Dec 2009, 16:01
Posts: 1403
გილოცავ, ძალიან მაგარი იარაღია!

_________________
3ზნე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 01 Oct 2014, 17:24 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
ganja1981 wrote:
გილოცავ, ძალიან მაგარი იარაღია!

გაიხარე ათასჯერ უკეთესები მომელოცოს:)

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 02 Oct 2014, 07:52 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3226
Location: Tbilisi
გილოცავ, პომპა ყველაზე სწორი არჩევანია გლუვლულიანებში, ბენელი კი სრულყოფილებაა! : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: BENELLI SUPER NOVA BLACK
PostPosted: 02 Oct 2014, 09:06 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
Zviad.FMJ wrote:
გილოცავ, პომპა ყველაზე სწორი არჩევანია გლუვლულიანებში, ბენელი კი სრულყოფილებაა! : )

მადლობა გაიხარე :) ბენელი მართლაც რომ ძალიან ძლიერია, ნახევრად ავტომატებს რომ ვიჭერ ხელში გაშვება აღარ მინდა. განსაკუთრებით ვინჩი და ახალი მოდელი ბენელი ითოსია ძალიან ერგონომიულები, მსუბუქი და ნახევრად ავტომატისთვის უჩვეულოდ დაბალანსებული, არ ვიცი რას უკეთებენ ამ თოფებს ეს ჩემისები მარა თითქოს გაჯადოვებს ხელში დაჭერისთანავე ბენელი, ასეთი შთაბეჭდილება ბერეტას ნახევრად ავტომატმა ნამდვილად ვერ დამიტოვა, სავარაუდოდ შემდეგი სამიზნე ან ვინჩი იქნება ან ითოსი, დალოცვილი ისე ისვრის თითქოს დამიზნება არც სჭირდებაო,არ ვიცი ეს პომპაა ჩემ ანატომიურ მონაცემებზე აწყობილი თუ რა ხდება მარა მოგდებისას ისე მაგრად მაჯდება მხარზე რომ დამიზნებაზე ჩალიჩი სულ არ მჭირდება, სამიზნე თავისით პოულობს მიზანს:)))) არადა ბალანსდარღვეული იაფასიანი იარაღია მაინც პომპა, მარა მაგარი პატივისცემა დაიმსახურა ბენელიმ მას შემდეგ რაც საქმეში გამოვცადე. სტენდზე ბოლო გასვლისას 25 დან 23 და 22 ქულა გავაკეთე, რასაც სხვა თოფით ვერ ვახერხებდი მანამდე. ეს კი მორგებული თოფის, ხარისხიანი ლულის და იარაღის დამსახურებაა, ეხლა მივხვდი ერთი გამოცდილი მცოდნე მონადირის ნათქვამს,,თოფს კი არ უნდა მოერგო, თოფი უნდა მოირგოვო'' შედეგიც სახეზეა

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 10 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge