http://forum.guns.ge/

TRUGLO Titan Adjustable Choke
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=2&t=4353
Page 1 of 2

Author:  Zviad.FMJ [ 31 Mar 2014, 20:48 ]
Post subject:  TRUGLO Titan Adjustable Choke

შევიძინე TRUGLO Titan Adjustable Choke, http://www.truglo.com/pc_product_detail ... 3901F388F2 ეს არის სარეგულირო ჩოკი რომელსაც აქვს 8 დანაყენი ცილინდრიდან XXჩოკამდე. დანაყენის შეცვლა Adjustable Choke-ის უბრალო გადატრიალებით ხდება. ჩოკის შევიწროებები მიახლოებითია. აქვს ასევე პორტები რომელიც კომპენსატორის როლს თამაშობს, ასევე "სასარგებლო" სიგრძე დაახ. 5,3 სმ ანუ ლულის სიგრძეს ემატება 5,3 სმ. გამოდის რომ TRUGLO-ს სარეგულირო ჩოკი ერთდროულად არის 8 ჩოკი + კომპენსატორი + 5.3 სმ დამატებული ლულის სიგრძეს. რადგან ჩემს რემ870-ს 20" (51 სმ) ლულა აქვს, დამატებითი 2"(5,3 სმ) ნამდვილად წაადგება მითუმეტეს ჩოკი ტიტანისაა და მსუბუქია. სროლით ჯერ არ მისვრია, გულდასმით მინდა გავტესტო.
Image

Image Image Image
Image
ამ სეზონზე მწყერზე ნადირობისას ქედნების ჯგუფს გადავაწყდით და რათქმა უნდა ცილინდრით ვერ მივწვდი. ამდაგვარ შემთხვევებში ეს ტრუგლო მისწრებაა, უცბად შეიძლება XX სრულ ჩოკზე გადასვლა და სროლა.

Author:  ganja1981 [ 31 Mar 2014, 21:34 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

მეც ზუსტად ეგეთი მაქ, ბრაუნინგზე, თავის დანიშნულებას მშვენივრად ართმევს თავს, ცოტა ბალანს არღვევს, მაგრამ არაუშავს :)

Author:  Zviad.FMJ [ 31 Mar 2014, 21:41 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

ჩემსას მოკლე ლულა რომ აქვს დიდი არაფერი ემჩნევა. ვნახოთ როგორ მოვიხმარ.

Author:  ganja1981 [ 31 Mar 2014, 21:47 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

Zviad.FMJ wrote:
ჩემსას მოკლე ლულა რომ აქვს დიდი არაფერი ემჩნევა. ვნახოთ როგორ მოვიხმარ.

ხო ეგეც მართალია, ჩემსას ისედაც 71სმ-იანი ლულა აქვს, მაგრამ ჩვეულებრივ ჩოკთან შედარებით უფრო მძიმეა და მაინც საგრძნობლად არღვევს ბალანს, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ერთი გადატრიალებით ცვლი შევიწროვებას...

Author:  Sikvdila [ 31 Mar 2014, 21:49 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

მშვიდობაში, ზვიად !

Author:  ბერო [ 31 Mar 2014, 21:51 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

სურათები დადეთ, უფრო შიგნიდან და თუ იშლება.
ცანგას (calliper) პრინციპზეა?

Author:  Zviad.FMJ [ 31 Mar 2014, 21:53 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

ბერო wrote:
ცანგას (calliper) პრინციპზეა?


კი, ცანგას პრინციპზეა. სურათი თუ გამოვა კარგი დავდებ.

Author:  Zviad.FMJ [ 31 Mar 2014, 21:54 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

Sikvdila wrote:
მშვიდობაში, ზვიად !


მადლობა გიო!

Author:  ბერო [ 31 Mar 2014, 21:56 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

მერე ცანგას ფრთები რაც აქვს, ის არ იტენება?
შეიძლება რომ ცილინდრის მდგომარეობიდან აღარ გადავიდეს ჩოკზე?

Author:  Zviad.FMJ [ 31 Mar 2014, 22:04 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

გაჭედვას შეამჩნევ- უბრალოდ ტრიალს შეწყვიტავს, მაგრამ არა მგონია რომ ასე ადვილად გაიჭედოს.

Author:  ბერო [ 31 Mar 2014, 22:39 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

იოლად არ გაიჭედება, ისე არ ივარგებდა საერთოდ,
მე კონსტრუქცია მაინტერესებს, მიკრომეტრული ხრახნი და ცანგა, ესაა სულ?

Author:  კახი [ 31 Mar 2014, 22:51 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

ganja1981 wrote:
.. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ერთი გადატრიალებით ცვლი შევიწროვებას...

არ უნდა ლაპარაკი, მაგარი პრაქტიკულია. ეს ცალკე ჩასახრახნი ჩოკები საერთოდ არ მომწონს.

Author:  Zviad.FMJ [ 01 Apr 2014, 00:08 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

ბერო wrote:
...
მე კონსტრუქცია მაინტერესებს, მიკრომეტრული ხრახნი და ცანგა, ესაა სულ?

კი, ხრახნი და ცანგაა მხოლოდ.

Author:  ბესო [ 01 Apr 2014, 00:16 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

მეც მაქ ზუსტად ეგეთი ჩემს ვინჩესტერზე მიყენია და ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია გაჭედვით არ იჭედება 200 მდე გასროლის მერე გავწმინდე და დაბინძურების ხარისხი არ იყო იმდენად დიდი რო შევიწრობებისას ხელი შეეშალა

Attachments:
1460115_720049671341379_1933998916_n.jpg
1460115_720049671341379_1933998916_n.jpg [ 96.34 KiB | Viewed 9263 times ]

Author:  ბესო [ 01 Apr 2014, 00:21 ]
Post subject:  Re: TRUGLO Titan Adjustable Choke

Zviad.FMJ wrote:
ბერო wrote:
...
მე კონსტრუქცია მაინტერესებს, მიკრომეტრული ხრახნი და ცანგა, ესაა სულ?

კი, ხრახნი და ცანგაა მხოლოდ.

მიკრომეტრიანის რა გითხრა კაი მსხვილი ხრახნიაქ დაახლოვებით 1/5 ბრუნი ჩირდება ერთი პოზიციის შეცვლას

Page 1 of 2 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/