DAP 86 wrote:
კაპ.ბუხოიძე wrote:
მოკლედ დავადგინე მიზეზი, გავწმინდე იარაღი და სავაზნე ისეთი საშინელი "გასაპალიროვკებელია", რომ თვალითაც ეტყობა პირველივე შეხედვაზე. ვნახოთ თუ უშველა გაპრიალებამ. ცოტა დრო მქონდა და დავინტერესდი თუ რა პრობლემა შეიძლება ქონდეს ამ მოდელს, კონკრეტულად Mossberg 590A1 ვგულისხმობ, ანუ მილსპეკ გავლილ იარაღს. ხოდა აღმოჩნდა, რომ ყ ვ ე ლ ა პრობლემა, რაც შეიძლება ჭირდეს პომპიან სისტემას, ამ მოდელს აქვს. შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ. გამოდის, რომ ამერიკული წარმოების მილსპეკ იარაღი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ს ა ბ რ ძ ო ლ ო პომპა არის ლატარია...სამწუხაროდ ასეა...თუმცა ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პრობლემა ადვილად და იაფად გვარდება, მაგრამ Mossberg 590A1 ე.წ. "OUT OF THE BOX" იარაღი სამწუხაროდ არაა. ნამდვილად სამწუხაროა.
არ არის გამორიცხული ისევ ქართველი იმპორტიორის მიერ სპეციალურად ა.შ.შ-ში იაფად ნაყიდ იარაღთან გვქოდეს საქმე. როდესაც დამზადდა პარტია ყველა მწარმოებელი ატარებს ხარისხის კონტროლს. აღნიშნული ხარვეზებით დამზადებული თოფები შეიძლება იაფად გაიყიდა და ასევე მითითებულიც ექნებოდა მწარმოებელს აღნიშნული ხარვეზის შესახებ. იმიტომ რომ 2 მოსბერგი მქონდა 1 იყო 590 და მეორე 590ა1 ორივე მათქგანი იდეალური სავაზნით იყო. მახსოვს წლების წინ ერთ-ერთ მაგ დროისთვის პრესტიჟულმა მაღაზიამ ისეთი საშინელი ხარისხით გადატენილი ვაზნები შემოიტანა გასაყიდად რომ, მაგ ვაზნების გამოყენბა სერიოზული საფრთხეს უქმნიდა იარაღს და მსროლელს. საქართველოში მოქმედი მაღაზიების ნაწილი სამწუხაროდ არ გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. ცდილობენ რაც შეიძლება იაფად იყიდონ და მეტი მოუგონ იმპორტირებულ საქონელს. თოფი ახალი იყო ნაყიდი? იმიტომ რომ მაგ თოფებს არ აქვს ქრომირებული სავაზნე და ლულის არხი, ეგ დეფექტი შეიძლება წინა მფლობელის მიერ არასათანადო მოპყრობასაც კი გამოეწვია.
შეიძლება, მაგრამ ინტერნეტში რო მოვქექე ინფორმაცია, სავსეა საჩივრები კონკრეტულად ა1 ზე. ძალიან დაეცა ხარისხიო. 4 ცალი პომპა მქონდა, იჯ 81 (1999 ში), თურქული არმტაკი, მერე თურქული Winchester SXP Defender ახლა ეს, ამ 4 დან მარტო 2 აღმოჩნდა უპრობლემო, იჟი და ვინჩესტერი. ანუ ამ მოსბერგს რო შეხედავ, თვითონ მექანიზმიც ძალიან უხეში დამუშავებულია, გასაპრიალებელია ყველა მოძრავი ზედაპირი. ანუ ნახევარფაბრიკატის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ზედაპირების დამუშავების ბოლო ეტაპი საერთოდ არ აქვს გავლილი. კი, სულ ახალი იარაღი არის, ლულის შიდა ზედაპირი რაღაც უცნაური დაფარვაა, ქრომს არ გავს, მაგრამ არც "შავი" ლულა არაა, შეიძლება ამ მოდიფიკაციაზე (Marine) არი ეგრე მარტო, რაღაც ტეფლონის შთაბეჭდილებას ტოვებს და რაც მართალია, მართალია ძალიან ხარისხიანად გამოიყურება ლულა შიგნიდან. თვითონ გარეთა დაფარვაც მთლიანად იარაღზე იდეალური ხარისხია.
_________________
http://flyfishingchronicles.blogspot.com/100 მეტრის იქით არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ვინმე ჩაერევა ჩემ საქმეში.