იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 20 Feb 2020, 10:00

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 75 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5  Next
Author Message
 Post subject: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 16:15 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
რატომ Stoeger?

მინდოდა გლუვლულიანი ნახევრად ავტომატი იხვზე. საერთოდაც ნახევრად ავტომატი არ მქონია არასოდეს და მაინტერესებდა

ჩვენში არსებულ ბაზარს რომ გადავხედოთ ევროპული მოდელების ფასი 3 ათასის მიდამოებში ტრიალებს თან 2 ჯერ და მეტჯერ უფრო ძვირია ვიდრე წარმოების ადგილზე. კაცი განვადებით მაგ თანხასაც გაქაჩავდა, მაგრამ გულს რაღაც ჭია ჭამს როცა იცი რომ ნივთში იმაზე ბევრად მეტი გაქ გადახდილი ვიდრე ის სინამდვილეში ღირს. თან ისეც არ მინდა რომ თოფი შალითიდან გასროლის წინ ამაოვიღო და მერე ისევ დავმალო, არიქა ეკალბარდმა არ გაფხაჭნოსო... მოკლედ გამოირიცხა :D

დარჩა რუსული და თურქული. ფასი შესადარი აქვთ, მაგრამ რუსული „მრ“ (მპ) ... არ მინდა რუსული! სსრკ რომ იყოს კიდე დავფიქრდებოდი, მაგრამ მადე ინ რუსსია - სორრი, არ მინდა! მითუმეტეს რომ ხარისხითაც არ გამოირჩევა.

თურქული თოფები ფართოდ არის წარმოდგენილი. სახელები ამერია ჰატსანიო, ჩიპსანიო, არმსანიო, ატაარმსი, არმტაკიო რავი კიდე რას წააწყდები... სტოგერი თითქოს ცალკე დგას ჟღერადობით მაინც 8) და უკვე დიდი ხანია ცნობილია ჩვენში.
ინტერნეტი დავჩხრიკე და წაავაწყდი შემდეგ ინფოს: "Stoeger 2000" გასაყიდად 2001 წელს გამოჩნდა, მწარმოებელი იყო კომპანია Stoger Silah Sanayi AS, რომლიც ბერეტას ჰოლდინგში შედის... ქარხანაში მუშაობს ბერეტას სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას უწევს თოფების წარმოების ხარისხს... Stoeger 2000 საფუძვლად უდევს ბენელი BENELLI M1 Super 90, მცირეოდენი ცვლილებით კერძოდ საკეტის ზამბარა გადატანილია ლულის ქვეშ და საკეტთან სპეციალური ჩარჩოთია დაკავშირებული ... თავად ბერეტა იყენებს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ლულებს შემდგომი დამუშავებით...
მოკლეთ ბევრი დადებითი მომენტი. ;)

რეალურად რა ხდება ახლა, Stoger Silah Sanayi AS ეს არის ყოფილი Vursan - საკმაოდ ცნობილი და ტრადიციების მქონე იარაღის მწარმოებელი თურქეთში, ამ მწარმოებლის თოფებიც შემოდიოდა თბილისში როგორც მახსოვს. როდესაც ბერეტამ გადაწყვიდა ბაზრის შედარებით დაბალ ფასიანი სეგმენტი აეთვისებინა, პროდუქციის თვითღირებულების ზრდის თავიდან აცილების მიზნით უარი თქვა იტალიაში წარმოებაზე და თურქეთში გადაიტანა. საბაზო მოდელი იყო Beretta 1201 F რომლიც იყენებდა ბენელის ინერციულ სისტემას.
Image
ეს მოდელი კარგა ხნის წინ ბერეტამ მოხსნა წარმოებიდან, რადგან კონკურენციას უქმნიდა ამავე კონცერნის მიერ წარმოებულ BENELLI M1-ს. ოდნავი გადახალისების შემდეგ ახლა უკვე ბერეტას კუთვნილმა Stoger Silah Sanayi AS ვურსანის ქარხანაში დაიწყო Stoeger 2000 წარმოება. ამით საკმაოდ კარგი სვლა გაკეთდა და დღეისათვის Beretta Holding Co გადატენვის ინერციული მექანიზმის მქონე სამი კლასის იაღაღს Benelli, Franchi და Stoger უშვებს.
რომელიღაც ამერიკულ ფორუმზე წავიკითხე, თუ გინდათ 1000 დოლარიანი ბენელი იყიდოთ ნახევარ ფასშიო, სტოგერი შეიძინეთო.

ზოგადათ გადატენვის ინერციული მექანიზმი გულისხმობს მოძრავი დეტალების მინიმუმს და წმენდის სიმარტივეს (ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია).
უპირატესობა კიდევ უფრო მეტია. თეორიულად ინერციული სისტემა საკეტს ხსნის მას მერე რაც ტყვია ლულიდან გასულია, განსხვავებით გაზგამყვანებისგან. გაზგამყვანები საკეტის გახსნას და გადატენვისათვის მოძრაობას წნევის ხარჯზე აკეთებენ, რომელიც მასრას და ტყვიას შორის წარმოიქმნება სანამ ტყვია ლულას დატოვებს. ინერციული მექანიზმი გაზგამყვანთან შედარებით, ლულის იგივე სიგრძის პირობებში, რამდენიმე პროცენტიან უპირატესობას ფლობს საწყის სიჩქარეში, რადგან მუხტის ნაწილი არ იხარჯება გადატენვისათვის აუცილებელ მოქმედებაზე... თუმცა სხვაობა მაინც უმნიშვნელოა.

_________________
Si vis pacem, para bellum!


Last edited by Irelly on 15 Feb 2011, 21:45, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 16:15 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
სიმართლე უნდა ითქვას რომ მივდიოდი ყველაზე იაფი მოდელის საყიდლად, სინთეტიკის კონდახით „სულ რაღაც 950 ლარი“ ღირდა, მაგრამ ადგილზე მისულებმა (კეშა მახლდა თან) აღმოვაჩინეთ რომ ეგ მოდელი ცოტა იყო დარჩენილი და ისიც ყველას ლულა, ჩოკის ჩახრახნის ადგილას ვერ იყო ბოლომდე ჯანზე... რეალურად იქ არსებული ლულებიდან უკეთესი ავირჩიეთ და მერე აღმოჩნდა რომ „კომბოსია“.

„ლუქსი“ და „კამო“ თავიდანვე არ განიხილებოდა ფასის და ფერის გამო.

მოკლედ გადაწყდა, 1300 ლარად ნახევრად ავტომატი, ორი ლულით, ერთი 30 ინჩიანი (76 სმ) ვენტილირებადი თამასით (პლანკით) , მეორე ე.წ. სლაგერი, 22 ინჩიანი ლულა შაშხანისებური სამიზნეთი.

ხელში კარგად ჯდება, საცდელი სროლებიც მოვაწყვე და კმაყოფილი ვარ. აი სურათებიც:


Attachments:
IMG_1742.JPG
IMG_1742.JPG [ 29.14 KiB | Viewed 8941 times ]
IMG_1744.JPG
IMG_1744.JPG [ 25.77 KiB | Viewed 8941 times ]
IMG_1750.JPG
IMG_1750.JPG [ 37.88 KiB | Viewed 8941 times ]
IMG_1763-1.jpg
IMG_1763-1.jpg [ 92.5 KiB | Viewed 8941 times ]

_________________
Si vis pacem, para bellum!


Last edited by Irelly on 16 Feb 2011, 23:51, edited 3 times in total.
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 16:32 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10926
Location: თბილისი
გილოცავ.
მეც მუდამ მინოდოდა ეს მოდელი და მაინტერესებს ახლა როგორია მოხმარებაში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 16:35 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1307
Location: Tbilisi
გილოცავ ირაკლი, მშვენიერია,დასველება უნდა მაგ საქმეს :mrgreen:

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 16:38 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2374
Location: Tbilisi
გილოცავ, შემდეგი მე ვიქნები ოღონდ MAX4 მინდა!!!

P.S. თუმცა ჩემ ტვინში ნაღდად ვერ შედის რანაირად ღირს 550 დოლარიანი თოფი 590 ჩვენთან

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 16:59 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3731
გილოცავ. ისე მეც მინდა რამე მსგავი მქონდეს ე.წ. "მორიგე" თოფი
Irelly wrote:
თეორიულად ინერციული სისტემა საკეტს ხსნის მას მერე რაც ტყვია ლულიდან გასულია, განსხვავებით გაზგამყვანებისგან. გაზგამყვანები საკეტის გახსნას და გადატენვისათვის მოძრაობას წნევის ხარჯზე აკეთებენ, რომელიც მასრას და ტყვიას შორის წარმოიქმნება სანამ ტყვია ლულას დატოვებს. ინერციული მექანიზმი გაზგამყვანთან შედარებით, ლულის იგივე სიგრძის პირობებში, რამდენიმე პროცენტიან უპირატესობას ფლობს საწყის სიჩქარეში, რადგან მუხტის ნაწილი არ იხარჯება გადატენვისათვის აუცილებელ მოქმედებაზე

რაც შენ დაწერე ზუსტად საპირისპიროდაა სინამდვილეში.


Last edited by rezident on 15 Feb 2011, 17:05, edited 2 times in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 17:03 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
გილოცავ.
სლაგერი რას იზავს საინტერესოა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 17:13 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
მადლობა, მეც მომელოცოს თქვენთვის.

_________________
Si vis pacem, para bellum!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 18:42 
Offline
User avatar

Joined: 22 Jan 2008, 10:00
Posts: 577
Location: თბილისი
Irelly გილოცავ კიდევ ბევრი შეგეძინოს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 19:14 
Offline
User avatar

Joined: 17 Sep 2009, 22:09
Posts: 620
გილოცავ. კარგი არჩევანია სამიზნიანი სტოგერი რო იყიდე..

ერთი კვირის წინ შევიძინე სტოგერი პომა და ხარისთით ძალიან კმაყოფილი ვარ, გარანტიაც მოყვა და ხარისხის კონტროლის მარკაც აქვს.

_________________
Meine Ehre heisst Treue


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 19:27 
Offline
User avatar

Joined: 11 May 2009, 12:09
Posts: 659
Location: tbilisi
ვა გილოცავ ირაკლი !
კომბო კაი რამეა :D ჩოკ გიუზელ ;)

_________________
give respect - take respect


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 21:15 
Offline
User avatar

Joined: 24 Mar 2009, 21:23
Posts: 396
უერთდები მილოცვებს :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 21:34 
Offline
User avatar

Joined: 31 Jul 2010, 19:32
Posts: 217
ვუერთდები მოლოცვებს :) უკეთესები და უკეთესები შეგეძინოს :)

მეც შტოგერზე ვარშჩერებული ალბათ მარტის ბოლოს ავიღებ :) ფასი ხარისხი კარგი არჩევანია ;)

_________________
<<ცაფურიზხმელეთზურმუხტო>>


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 15 Feb 2011, 23:33 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7193
ეხლა შემოვედი. მეც გილოცავ კიდევ ერთხელ, მშვიდობაში!

ეხლა შენიშვნები: ვიდეო ვნახე და "სტოიკაში" ორიანი :mrgreen: კაი სურათებია , მაგრამ ორი სურათი აკლია - მთლიანი აწყობილი თოფის, გრძელი ლულით და მოკლე ლულით.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: STOEGER 2000 combo
PostPosted: 16 Feb 2011, 00:00 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
კიდევ ერთხელ მადლობა ხალხნო, უკეთესები მომელოცოს თქვენთვის.

_________________
Si vis pacem, para bellum!


Last edited by Irelly on 16 Feb 2011, 23:51, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 75 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge