იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 26 Mar 2019, 02:04

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 20 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: სანადირო - გლუვლულიანი თოფის ბალისტიკა
PostPosted: 18 Feb 2008, 11:20 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ბალისტიკა არის მეცნიერება რომელიც სწავლობს ჭურვის მოძრაობას (ჭურვი შეიძლება იყოს საარტილერიო, ნაღმის, საფანტის, ტყვიის და ასე შემდეგ) მისი გასროლის მომენტიდან - მიზანში მოხვედრამდე ან ძირს დავარდნამდე. იგი შედგება ორი ნაწილისგან შიდა ანუ ლულის შიდა ბალისტიკა და გარე ბალისტიკა.
- შიდა ბალისტიკა სწავლობს ჭურვის მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს ლულაში
- ხოლო გარე ბალისტიკა კი სწავლობს ჭურვის მოძრაობას ჰაერში ლულიდან - გამოსვლის შემდეგ მიზანში მოხვედრამდე.

ბალისტიკის კანონების და მათ შორის სანადირო თოფის ბალისტიკის ცოდნა აუცილებელია ყველა მონადირისათვის და იარაღის ანუ თოფის სროლის მოყვარულთათვის. როგორ ავიცდინოთ არასრულფასოვანი და არასწორი გასროლა, როგორ მივახწიოთ ნასროლის მაქსიმალურ ქმედითუნარიანობას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვაზნების დატენვაშიც კი ბალისტიკისკანონების ცოდნა დაგვეხმარება.
როგორც ზემოთ ავღნიშნე სანადირო თოფის ბალისტიკა, ისე როგორც სხვა ნებისმიერ იარაღის ორ ნაწილად იყოფა შიდა ანუ ლულისშიდა ბალისტიკა და გარე ბალისტიკა.
თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ თოფის ლულა სავაზნე ნაწილით იწყება, რომლის შიდა დიამეტრიც განსხვავდება ლულის შიდა დიამეტრისგან. ეს განსხვავება ყველა ნორმალურ თოფში 1მმ-ს არ აღემატება. ვაზნის გარეთა დიამეტრიც ისეთი ზომისა უნდა იყოს, რომ იგი სავაზნეში თავისუფლად და ამავდროულად მჭიდროდ უნდა ჩადიოდეს. ეს სრულფასოვანი გასროლისთვის აუცილებელი პირობაა, რადგან ამ დიამეტრებს შორის დარჩენილ სიცარიელებში დენთის აფეთქებისას წარმოქმნილი გაზების მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება, რაც საგრძნობლად ამცირებს საფანტის საწყისს სიჩქარეს და მის გაჭრის ძალას. დენთის აფეთქების შემდეგ დიდი რაოდენობით გაზი წარმოიქმნება, რომელიც თოფის ლულაში უდიდეს წნევას ანვითარებს. წარმოქმნილი წნევა ლულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვანაირად ნაწილდება. ე.წ, წნევის პიკი სავაზნიდან რამდენიმე სანტიმეტრზე მოდის. საფანტის მოძრაობის დაწყების ხარჯზე წნევა თანდათანობით იკლებს და ლულის ბოლოსთვის საჭირო მიმიმუმამდე საშუალოდ 40-50 ატმოსფერომდე ეცემა. (ბევრად დიდია წნევის მინიმუმი მაგნუმის ვაზნების სროლისას) იქიდან გამომდინარე რომ სანადირო თოფის ლულას ერთი ღია ბოლო აქვს გაზიც მისკენ მიისწრაფის და თან თავის სიჩქარეს ჭურვს ანუ საფანტს გადასცემს. მისი ზემოქმედებით საფანტი ლულაში თანამიმდევრულად იკრეფს სიჩქარეს და თავის მაქსიმალურ სიჩქარეს ლულის ბოლოდან ჰაერში გასვლის მომენტში ანვითარებს. ლულა ამ მომენტში წარმოადგენს ერთგვარ არხს ან გზას რომელშიც მოძრაობს საფანტი. სწორედ ამ დროსაა მნიშვნელოვანი ლულის მდგომარეობა, რაც უფრო გლუვია და დაუზიანებელი თოფილ ლულა მით უფრო ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება საფანტს, ნაკლებად კარგავს სიჩქარეს და შესაბამისად ნაკლებ დეფორმაციას განიცდის.
იმისათვის, რომ ჩვენი ნასროლი იყოს წარმატებული და ქმედითუნარიანი სხვა მრავალ ფაქტორებთან ერთად საჭიროა არ მოხდეს საფანტის დეფორმირება ანუ შევინარჩუნოთ მისი პირველადი სფეროსებრი ფორმა. როგორც ზემოთ ავღნიშნე დენთის აფეთქების შემდეგ თოფის ლულაში წარმოიქმნება დიდი რაოდენობის გაზი, რომლის საწყისი სიჩქარეც თითქმის ბგერის (დახლოებით 360მ/წმ-ში) სიჩქარეს უახლოვდება. ამ მომენტში ჭურვი/საფანტი თავის თავზე იღებს ამ საწყისი სიჩქარით მიყენებულ უძლიერეს დარტყმას და იწყებს მყისიერ მოძრაობას ლულაში. მიყენებული დარტყმის მიერ ძლიერ დეფორმაციას განიცდის ვაზნაში უკანა პლანზე განლაგებული საფანტის მარცვლები (სურათი 1,)
ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დენთზე მთავარი საცობის ზემოთ დაიდოს რბილი საცობი, რომელიც შეასრულებს ე.წ. ამორტიზატორის როლს და შეამცირებს (რომელიც შეამცირებს და არ აღმოფხვრის) საფანტზე დარტყმას. ქარხნულ თანამედროვე ვაზნებში უკვე მოთავსებულია სპეციალური საცობი - ამორტიზატორი რომელიც პლასმასის ზამბარას მოგვაგონებს.
მაგრამ ამით არ მთავრდება ლულისშიდა ბალისტიკა. როგორც ზემოთ ავღნიშნე ლულის სავაზნე ნაწილის დიამეტრი თითქმის 1,0მმ-თ განსხვავხება ლულის შიდა დიამეტრისაგან. ამ თითქოსდა უმნიშვნელო განსხვავებას ვაზნის კედლის სისქე გადაფარავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც რჩება მცირე კონუსისებრი გადასვლა რომლის სიგრძე 70მმ-იანი სავაზნისათვის დაახლოებით 10-15მმ-ია. სწორედ ამ გარდამავალ ნაწილზე ხდება საფანტის გადაწყობა ლულის დიამეტრზე. აქ საფანტი კვლავ განიცდის დეფორმაციას და იწყებს ლულაში მოძრაობას. ლულის კედლებზე ხახუნის გამო საფანტის კონის გვერდითა ანუ პერიფერიული ნაწილები ძლიერ იხეხებიან და ჰაერში გასვლის შემდეგ პირველსავე 2-3 მეტრზე იკარგებიან. სიტუაციას კიდევ ერთხელ ართულებს ლულის დაბოლოებისას ე.წ. ჩოკში გასვლისას მიღებული დეფორმაციაც. ამ პროცესების წყალობით საბოლოო ჯამში ვაზნაში არსებული საფანტის თითქმის მეხუთედი უსარგებლოდ იკარგება. ამ არასასურველი შედეგის თავიდან ასაცილებლად ვაზნაში საფანტს სპეციალურ ამორტიზატორიან კონტეინერში ათავსებენ. კონტეინერი ჭურვს საიმედოდ იცავს საფანტს ლულაში დაზიანებისგან და დეფორმაციისგან. (სურათი 2,)

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო - გლუვლულიანი თოფის ბალისტიკა
PostPosted: 18 Feb 2008, 11:31 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
სურათი 1. ვაზნაში უკანა პლანზე განლაგებული დეფორმირებული საფანტის მარცვლები


Attachments:
01.jpg
01.jpg [ 99.39 KiB | Viewed 9838 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო - გლუვლულიანი თოფის ბალისტიკა
PostPosted: 18 Feb 2008, 11:32 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
სურათი 2.ლულაში კონტეინერში მოთავსებული საფანტის მოძრაობა.


Attachments:
02.jpg
02.jpg [ 73.88 KiB | Viewed 9848 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო - გლუვლულიანი თოფის ბალისტიკა
PostPosted: 18 Feb 2008, 11:39 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
უნდა აუცილებლად ავღნიშნო, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პირადად მე ე.წ. კონტეინერებიან ვაზნებს ვხმარობ და ძალიან კმაყოფილიც ვარ. კონტეინერი ვიხმარე წელს მწყერზე ნადირობისას და ის აზრი რომ კონტეინერი შორს იშლება და ნადავლის მოპოვების ნაკლების შანსი გაქვს, პირადად ჩემთვის გაბათილდა. (მე მგონის ამის მოწმე ჩვენი კლუბის ბევრი წევრიც არის.) გარდა იმისა, რომ კონტეინერი ხელს უწყობს საფანტის ხარისხის შენარჩუნებას, უმატებს მას დაჯგუფების სიმჭიდროვეს, არეგულირებს გაშლის სითანაბრეს და გაჭრის ძალას მისი წყალობით ბუნებრივია თოფის ლულებზე აღარ რჩება ე.წ. ტყვიის ფენა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ლულას ნადირობის დამთავრების შემდეგ. ხოლო თუ კი ვაზნებს სახლში ვტენით და არ გვაქვს საშუალება კონტეინერი ვიხმაროთ, მაშინ ამ ეფექტის შესაქმნელად და გასაძლიერებლად ზოგჯერ კარტოფილის ფქვილს (კრახმალს) ან და ტალკს აყრიან. ამ ფხვნილების საშუალებით ხდება საფანტს შორის დარჩენილი ადგილების - სიცარიელების შევსება. ამავე მიზანს ემასხურება საფანტის სხვადასხვა მკვრივი მეტალით დაფარვა.
აქვე დავამატებ, რომ ჩემი დაკვირვებით უმჯობესია 76 მმ-იანი სავაზნის მქონე ანუ მაგნუმების ლულებიანი თოფების მფლობელებმა, თუ კი ისინი ჩვეულებრივ ვაზნებს იყენებენ, ძირითადად კონტეინერებიანი ვაზნები იხმარონ.
აუცილებლად უნდა დავამატო, რომ სრულფასოვანი გასროლისათვის აუცილებელია და ძალზედ მნიშვნელოვანია საცობების სწორი შეჩევა, მისი დიამეტრი ლულის შიდა დიამეტრზე საშუალოდ 0,6-0,8 მმ-ით დიდი უნდა იყოს. ეს გაზის სრული ობტურაციისათვისაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ლულის კედლებას და საცობს შორის მოხდება გაზის უსარგებლოდ გადინება და საფანტის საწყისი სიჩქარის კლება.
დენთის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი გაზების ზემოქმედებით საფანტის ჯგუფი, კონა ლულიდან გარეთ გაიტყორცნება, აი ამ მომენტიდან იწყება ლულის გარეთა ანუ გარე ბალისტიკა, რომელიც უკვე ვახსენე ზემოთ. გაზი ლულიდან გამოსვლის შემდეგაც დაახლოებით 50-60 სანტიმეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს. იგი ამ მონაკვეთზე წინაც უსწრებს საფანტს და თან მიაქვს საცობები. (სურათები 3,4,5,6,) საფანტის მარცვლები დიდი სიჩქარით ფრენისას ერთმანეთს ეჯახებიან, გადაიხრებიან სწორხაზოვანი გეზიდან, შემდეგ კვლავ ერთმანეთს ეჯახებიან და ასე მიმდინარეობს საფანტის გაშლის პროცესი. საფანტის კონა გაშლასთან ერთად სიგრძეშიც იწელება და ლულიდან გამოსროლიდან დაახლოებით 20-25 მეტრზე პარაშუტის ფორმას იღებს. პარაშუტი მანძილის მატებასთან ერთად კიდევ უფრო ფართოვდება და გრძელდება. ამის ძირითადი მიზეზი შემდეგში მდგომარეობს. საფანტის ის ცალკეული მარცვლები, რომლებმაც ლულაში მოძრაობისას შეინარჩუნეს სფეროსებრი, მრგვალი ფორმა უფრო ადვილად სწლევენ ჰაერის წინააღმდეგობას და უფრო სწრაფად მიფრინავენ ამიტომ ისინი ყოველთვის პარაშუტის თავში აღმოჩდებიან ხოლმე. ხოლო მეტ-ნაკლებად დეფორმირებული მარცვლები მალე კარგავენ სიჩქარეს და პარაშუტის ბოლოდკენ ინაცვლებენ. ამით პარაშუტის ბოლო თანდათანობით იწელება. საბოლოოდ საფანტის უკანა მარცვლები ჩამოშორდებიან საფანტის ძირითად მასას და იწყებენ დავარდნას მიწაზე. ამას რა თქმა უნდა ხელს უწყობს დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომელიც სიჩქარე დაკარგულ საფანტის მარცვლებს უფრო მალე აკარგვინებს ისედაც დაკარგულ სიჩქარეს. მიზნისაკენ ფრენსა საფანტის დანარჩენი ნაწილი აგრძელებს, მანძილის მატებასტან ერთად სანანტის კონა კიდევ უფრო ფართოვდება იგი თანდათანობით კარგას სიჩქარეს და საბოლოოდ ქმედითუნარიანობის ზღვარს იქით სამინიზნის დაზიანებისთვის აღარც ძალა ენერგია ჰყოფნის და აღარც მარცვლების განლაგების სიმჭიდროვე. ე.წ. პარაშუტი გასროლიდან 35 მეტრზე დახლოებით 3,5 მეტრის სიგრძისაა და 50 მეტრზე კი მისი სიგრძე 10 მეტრამდე იწელება. პარაშუტი 35 მეტრზე, მასში საფანტის განაწილების მიხედვით სამ ძირითად ზონად იყოფა.
1. წინა ნაწილი ანუ თავი, სადაც საფანტის საერთო რაოდენობის 40-45% მოდის
2. მისი მერორე ანუ ცენტრალური ნაწილი, რომლის სიგრძეც საშუალოდ 50-70 სმ-ია დაახლოებით 35% საფანტის მარცვლები ლაგდება
3. ხოლო მისი ბოლო ნაწილში კუდში საფანტის რაოდენობის 20% თავსდება.
საფანტის ფრენის ტრაექტორია ძალიან წააგავს წყლის მილიდან გაშვებულ წყლის ჭავლს. თავიდან იგი სწორხაზოვნად მიდის, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ფართოვდება, შემდეგ ქვემოთ იხრება და საბოლოო ჯამში მიწაზე იყრება.


Attachments:
File comment: სურათი 1
11.jpg
11.jpg [ 7.37 KiB | Viewed 9838 times ]
File comment: სურათი 2
12.jpg
12.jpg [ 8.23 KiB | Viewed 9839 times ]
File comment: სურათი 3
13.jpg
13.jpg [ 8.09 KiB | Viewed 9846 times ]
File comment: სურათი 4
14.jpg
14.jpg [ 4.94 KiB | Viewed 9851 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Last edited by HUNTER on 18 Feb 2008, 12:22, edited 1 time in total.
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო - გლუვლულიანი თოფის ბალისტიკა
PostPosted: 18 Feb 2008, 11:43 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
გლუვლულიანი სანადირო თოფის ნაქსროლის სიზუსტეს და მის ავკარგიანობას მსროლელის გარდა სამი ძირითადი მახასიათებელი განსაზღვრავს. ეს არის: საფანტის სიჩქარე, საფანტის გაშლის ფართობი ანუ გაშლის წრე და ამ წრეში საფანტის განლაგების სითანაბრე. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ჩვენს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს. (სურათი 7)
საფანტის ენერგია ანუ მისი გაჭრის ძალა მის საწყსი სიჩქარეზეა დამოკიდებული. თანამედროვე ვაზნებში საფანტის საწყისი სიჩქარე 400-450მ/წმ-მდეა. ახლო მანძილზე სასროლ ვაზნებში რეკომენდირებულია საწყისი სიჩქარე იყოს 360-380მ/წმ-ში. საფანტის საწყისი სიჩქარის 450მ/წმ-ზე ზევით გაზრდა რეკომენდირებული არ არის რადგან ამ შემთხვევაში მკვეთრად იზრდება ლულაში წნევა და შესაბამისად მატულობს საფანტის დეფორმაციაც. 350მ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის მქონე ვაზნებით საშუალო და შორ მანძილებზე სროლა არა სასურველ შედეგს გვაძლევს. ასეთი ვაზნები მხოლოს 20-25 მეტრზე ინარჩუნებს სამიზნისთვის გასნაზრვრულ ენერგიას.
და ბოლოს დასკვნის სახით ვიტყვი რომ საფანტის ეფექტური მოქმედების მაქსიმალური მანძილი დამოკიდებულია ბევრ ფააქტორზე აქედან ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვანია ვაზნების დატენვის სპეციფიკა, საფანტის ხარისხი და თვით თოფის ლულების მდგომარეობა. კარგი ვაზნა და კარგად მდგომარეობაში მყოფი თოფი სამიზნის მაქსიმალურ მანძილზე საიმედოდ დაზიანების საშუალებას იძლევა. მანძილი კი საფანტის ზომის მიუხედავად დაახლოებით 45-50 მეტრს არ აღემატება.

სურათი 7. საფანტის გაშლის ფართობი ანუ გაშლის წრე


Attachments:
116.jpg
116.jpg [ 97.07 KiB | Viewed 9828 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!
Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 18 Feb 2008, 11:58 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10787
Location: თბილისი
კარგი თემაა, ლევანი არცევდა ასევე ”ბალისტიკას მოხვედრისას”, ანუ იარის ბალისტიკა.


Top
 Profile  
 
 Post subject: 2623
PostPosted: 18 Feb 2008, 12:16 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7159
კარგია და საინტერესო.

საფანტის ეფექტური მანძილია 35 მ. ჩვენ კიდე სროლისას ვჩქარობთ. გვინდა, რო 10 მ–ში ვესროლოთ. რა გვაჩქარებს?


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 18 Feb 2008, 12:19 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4577
მე მიყვარს როცა მწყერი წამოხტება და ეგრევე ვაცივებ:) ვესტერნის ფილმების გავლენაა:)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2623
PostPosted: 18 Feb 2008, 12:28 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
კახი wrote:
კარგია და საინტერესო.

საფანტის ეფექტური მანძილია 35 მ. ჩვენ კიდე სროლისას ვჩქარობთ. გვინდა, რო 10 მ–ში ვესროლოთ. რა გვაჩქარებს?


აბა შენ ეგ თქვი დავით! უნდა მწყერს 15-20 მეტრში ვესროლო ხოლმე!

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 18 Feb 2008, 12:46 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
ძაან მაგარი თემაა

საღოლ გიგა.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 18 Feb 2008, 12:51 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2286
Location: Tbilisi
კარგია :!:


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 18 Feb 2008, 13:39 
Offline
User avatar

Joined: 22 Jan 2008, 10:00
Posts: 577
Location: თბილისი
ძალიან საინტერესო თემაა


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 18 Feb 2008, 21:03 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
საჭირო თემაა
რაღაც მითებს ალბათ ეს თემაც დაანგრევს.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 18 Feb 2008, 21:42 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3226
Location: Tbilisi
ყოჩაღ, კარგია!


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 18 Feb 2008, 22:57 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
Zviad.FMJ wrote:
ყოჩაღ, კარგია!



გიგა ეს შენ თუ გადათარგმნე მენდალის ღირსი ხარ. :D

საღოლ მაგარი თემაა. და თუ შეიძლება მეც დავამატებ რაღაც რაღაცეებს. :)

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 20 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge