იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 19 Jun 2019, 11:39

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 17 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 04 Nov 2014, 21:45 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
მოდით ჩვენით დავწეროთ საერთოდ რა გვინდა ამ იარაღთან დაკავშირებით.

1. რისთვის არის ცეცხლსასროლი იარაღი.

2. როგორი კლასიფიკაცია შეიძლება ჰქონდეს.

3. რა შეხება(დაშვების უფლება) უნდა ჰქონდეს მოქალქეს.

რაღაც ამდაგვარი დავწერე, მინდა, რომ თქვენი აზრიც მითხრათ.
თუ აქტივობა იქნება - და ნააზრევიც დაგროვდება იქნებ რამე დოკუმენტი შევქმნათ.

რაც მე დავდე არ არის აუცილებლი ყველაფერი ახლავე არსებობდეს -ეს არის ზოგადი კონცეფცია - რა გვექნება 20 წლის მერე და რა გვინდა რომ გვქონდეს ხვალვე ან რა არ გვექნება არასდროს.

----------------------


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 04 Nov 2014, 21:47 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
//--------------
1 ცეცხლსასროლი იარაღის (ც.ი.) დანიშნულება (რატომ უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ის საერთოდ, რისთვის უნდა იყენებდეს და ა.შ.)
2 ც.ი.-ის კლასიფიკაცია - დონეები.
3 ც.ი. ფლობის დონეები

//--------------ცეცხლსასროლი იარაღის (ც.ი.) დანიშნულება
1.1 ქვეყნის დაცვა
1.2 პირადი თავდაცვა
1.3 სპორტი
1.4 ნადირობა
1.5 გართობა
1.6 კოლექციონერობა/კომერცია
1.7 შენახვა (დროებითი შენახვა, მაგალითად გადაცემის მიზნით).


//----------------ც.ი.-ის კლასიფიკაცია - დონეები.
2.0 ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღი - ანუ ყველა ტიპის.
2.1 მოკლელულიანი
2.2 გლუვლულიანი
2.3 კუთხვილულიანი, შაშხანა/კარაბინი

შესაძლებელია ტყვიის ენერგიის მიხედვით კლასიფიკაციის დამატება.
ან მოქმედების ტიპის მიხედვით დაყოფაც. (პირიდან სატენი/ერთ ვაზნა, მჭიდე, ნახევარავტომატი და ა.შ.)

//-----------------ც.ი. ფლობის დონეები
3.1 შენახვა, გამოყენების უფლების გარეშე (პირდაპირი დანიშნულებით). (1.6, 1.7)
3.2 შენახვა, გამოყენების უფლებით. (1.2, 1.3, 1.5, 1.6)
3.3 შენახვა, მოძრაობა - სასროლეთზე, ტირში (1.3, 1.5, 1.7, 1.6)
3.4 შენახვა, მოძრაობა - ნადირობა (1.3, 1.4)
3.5 შენახვა, თავისუფალი მოძრაობა (1.2)
3.6 საბრძოლო მასალის აწყობა.
3.7 შენახვა, შეკეთება(საკუთარი ც.ი.) - I დონე
3.8 შენახვა, შეკეთება/აწყობა - II დონე (კონკრეტული ჯგუფის ც.ი აწყობა)
3.9 შენახვა, შეკეთება/აწყობა - III დონე (ხელოსნის სრული ლიცენზია)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 15:26 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7165
ძირითადად ეგ არი რაა, მშვენივრად გიწერია ყველაფერი(პნევმატური გამოგრჩა მარტო : )).

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 15:44 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2118
პნევმატური ალბათ ცალკე უნდა იყოს. თუ ცეცხლსასროლში უნდა გადიოდეს? :roll:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 16:19 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
პნევმატური, მშვილდისარი, შურდული და ა.შ. ყველანარი მოსაგვარებელია.



ამას ბევრი აკლია, მინდოდა მეჩვენებინა რა არის მოსაფიქრებელი, თორემ აქ თითო საკითხზე ჩამოსაყალიბებელია.
მაგალითად - შენახვა - იარაღი სახლში, სახლები ბევრი გაქვს, და ასევე შენს საკუთრებაში - ეზოში, მამულებში და თუნდაც მანქანაში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 16:37 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2118
ჩემი ბავშვები როცა ჯიუტობენ და რაიმეს არ მიჯერებენ უკუღმა ვეუბნები ხოლმე და ისე აკეთებენ როგორც მე მინდოდა. იავიცი იქნება აქაც ასეთი მიდგომა უნდა. მე კონცეფციის შექმნაში დიდად ვერ დაგეხმარებით რადგან არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში. ისე თქვენს გვერდით ვარ ხელმოწერა იქნება თუ შეკრება. :bow-yellow:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 18:11 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4577
ისე "საბრძოლო მასალის აწყობის" მაგივრად სხვასი ტერმინი რომ ვიხმაროთ ჯობია. "საკუთრებაში არსებული იარაღის ვაზნების გადატენვა" თუნდაც. რაც რეალურად გამოყობს კრიმინალისტურ ქმედებიის ჯგუფიდან სხვადასხვა ბომბეის ნა|ღმების და ასე შემდეგ აწყობისგან არაკრიმინალურ ქმედებას ტყვიის დატენვას

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 18:13 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
ამ მომენტში - საბრძოლო მასალა ჰქვია. და ბრძოლას ნამდვილად არ ნიშნავს.
სხვა რა სახელი უნდა იხმარო? ამუნიცია? ტყვია-წამალი?

დაწერე ვარიანტი, სიტყვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პრინციპებია მთავარი.

ეს რაც დავწერე მინიმუმ 50-100 გვერდამდე უნდა ავიდეს და სახელი როცა გვინდა, მაშინ შევცვლოთ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 18:15 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
აქ მთავარია მატრიცა შედგეს

დანიშნულება-გამოყენება, იარაღის კლასები, დაშვებები.

ანუ რა დანიშნულებით გაქვს , რა გაქვს და რა უფლებებს ფლობ.


ანუ გაქვს შაშხანა, სანადიროდ, შენახვა/ტარების უფლება + ვაზნებს ტენი.
ან გაქვს შაშხანა, სანადიროდ+სპორტული, შენახვა/ტარების უფლება + ვაზნებს ტენი+შეგიძლია ლულა ან ტრიგერი შეუცვალო. და ა.შ.

რომელიღაც უფლება თავასითავად მოიცავს მასზე დაბალ უფლებას.
კონკრეტული უფლებები გემატება ავტომატურად ფლობის ვადის ზრდასთან ერთად, რაღაცა უფლებები კი აუცილებლად მოითხოვს სასწავლო კურსს.
ასეთI რამე წარმოიდგინეთ.
თითქოს რთულია, მაგრამ ერთი თუ აეწყო - მერე იმუშავებს და ყველას ეცოდინება თუ აქვს პისტოლეტის სახლიდან სახლშიგადატანის უფლება (არადა რა სისულელეა ამის აკრძალვა), 1 წელში ექნება - ტირში მიტანის ნება. თუ ტირში 3 წელია დაქვს და პრობლემები არ ყოფილა - შეუძლია ატაროს ფარულად ისე რომ სხვა არ შეაწუხოს და ა.შ. - ეს მაგალითისათვის თორემ ისე ზღაპრის სფეროა ზოგი უფლება. : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 18:35 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3232
Location: Tbilisi
აუცილებელი თემაა, დაფიქრებაა საჭირო!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 21:35 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7165
tushi wrote:
ისე "საბრძოლო მასალის აწყობის" მაგივრად სხვასი ტერმინი რომ ვიხმაროთ ჯობია. ...

+1
მეც სულ მაგას ვამბობ, რომ ეს უადგილო ტერმინია და ძირშივე უარყოფით ასოციაციას იწვევს ისეთი მშვიდობიანი პროცესის მიმართ, რომელსაც სანადირო ვაზნების დატენვა ჰქვია.
ვაზნა მასალა კი არ არის, არამედ მასალებისგანაა აწყობილი.
ანუ დენთი, ფისტონი და ა.შ. არის მასალა.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 21:42 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
მანქანის "სავალი ნაწილი" ხომ იცი, ეგეც ეგრეა, "საბრძოლო მასალა" ჰქვია მთლიანად ვაზნას. ხოლო დენთს, მაინიცირებელ ნივთიერებას, მასრას, ჭურვს - კი კომპონენეტებს ეძახიან.

ჰო არ ჟღერს კარგად, მაგრამ არაა ეს არსებითი ახლა. პრინციპიებია მთავარი. ამ მომენტში ვაზნა ეწეროს თუ გინდათ - არ წყვეტს ეგ ამ თემის საკითხს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 05 Nov 2014, 21:49 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7165
ხო ამ შემთხვევაში ეგ არსებითი არ არის.

მაგრამ მაინც :) ცემენტი, აგური, ქვიშა ... სამშენებლო მასალები. მათგან აწყობილს ქვია კედელი.
არავინ არ ამბობს, რომ კედელი მასალააო :mrgreen:

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 07 Nov 2014, 16:33 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
1 ცეცხლსასროლი იარაღის (ც.ი.) დანიშნულება (რატომ უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ის საერთოდ, რისთვის უნდა იყენებდეს და ა.შ.)
2 ც.ი.-ის კლასიფიკაცია - დონეები.
3 ც.ი. ფლობის დონეები

//--------------ცეცხლსასროლი იარაღის (ც.ი.) დანიშნულება
1.1 ქვეყნის დაცვა ეს ვერ გავიგე,ანუ იგულისხმება იმ იარაღის გამოყენება საჭიროების შემთხვევაში რასაც ფლობ?
1.2 პირადი თავდაცვა
1.3 სპორტი
1.4 ნადირობა
1.5 გართობა ეს სპორტში გავიდეს ქვეპუნქტად,როგორც არაპროფესიონალი,თორე იარაღი და გართობა ცუდად ესმიტ :)
1.6 კოლექციონერობა/კომერცია კომერციას ლიმიტი მიეცეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში თორე შპს და ინდ მეწარმეზე ატყდება გნიასი
1.7 შენახვა (დროებითი შენახვა, მაგალითად გადაცემის მიზნით).ეს პუნქტი ალბათ საჩუქარ-სურპრიზს გულისხმობს თუ მე ვერ გავიგე სწორად


//----------------ც.ი.-ის კლასიფიკაცია - დონეები.
2.0 ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღი - ანუ ყველა ტიპის.
2.1 მოკლელულიანი
2.2 გლუვლულიანი აუცილებელია ტიპები,ერმუხტიანი,ორი, პომპა და ასე შემდეგ...
2.3 კუთხვილულიანი, შაშხანა/კარაბინი
2.4 კომბინირებული
2.5 პოლიგონალური
2.6 სამხედრო-საბრძოლო. ასე მგონია ცალკე უნდა იყოს

შესაძლებელია ტყვიის ენერგიის მიხედვით კლასიფიკაციის დამატება.ვაზნის ტიპიც (წრიული აალების,ცენტრალური,შავი დენტით......
ან მოქმედების ტიპის მიხედვით დაყოფაც. (პირიდან სატენი/ერთ ვაზნა, მჭიდე, ნახევარავტომატი და ა.შ.)

//-----------------ც.ი. ფლობის დონეები
3.1 შენახვა, გამოყენების უფლების გარეშე (პირდაპირი დანიშნულებით). (1.6, 1.7)1.6 რაც შეეხება,ანუ კოლექციაშია,მაგრამ არასაბრძოლო მდგომარეობაში,კედელზე ექსპონატად
3.2 შენახვა, გამოყენების უფლებით. (1.2, 1.3, 1.5, 1.6)აქაც 1.6
3.3 შენახვა, მოძრაობა - სასროლეთზე, ტირში (1.3, 1.5, 1.7, 1.6)
3.4 შენახვა, მოძრაობა - ნადირობა (1.3, 1.4)
3.5 შენახვა, თავისუფალი მოძრაობა (1.2)პირდაპირ ვამბობ ეს აიი,ძალიან მიუღებელია და თავიდანვე განწირული,ამიტომ იქნებ ამ კატეგორიაში ტარების მიზნით კონკრეტულად ტრავმატული იარაღი მიეთითოს
3.6 საბრძოლო მასალის აწყობა.ვაზნის დატენვა-გადატენა,შესაბამისი ხელსაწყოს შეძენის ნებართვა.
3.7 შენახვა, შეკეთება(საკუთარი ც.ი.) - I დონე
3.8 შენახვა, შეკეთება/აწყობა - II დონე (კონკრეტული ჯგუფის ც.ი აწყობა) აქ რომ დონეები პირიქით იყოს?:) ანუ უმაღლესი პირველი დონე
3.9 შენახვა, შეკეთება/აწყობა - III დონე (ხელოსნის სრული ლიცენზია)
ერთი დაემატოს,სამიზნე მოწყობილობები.ისევ საბაჟომ რომ არ მოგიწამლოს ხასიათი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ცეცხლსასროლი იარაღი, კონცეფცია.
PostPosted: 07 Nov 2014, 17:59 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
WOLF
გაქვს იარაღი, არის სიტუაცია, და არის შესაბამისი რეგულაცია.

1.1 ცხოვრობ პერევში და კანონის მიხედვით (რომელიც ახლა არ გვაქვს) თუ ვიღაცეებმა მავთულხლარტების გავლება დაიწყეს - შენს ეზოში - გადმოგაქვს იარაღი და ბრიდავ. - გამორიცხავ ასეთ ვარიანტს? შეიძლება კანონში წერია რომ არ უნდა დაბრიდო, მაშინ არ ბრიდავ, მაგრამ ბუნებაში არსებობს ადამიანი, რომელსაც (ქვეყანას არ დავწერ) სახლში უვარდებიან არა კრიმინალები, არამედ სალდატები - უნდა არსებობდეს რეგულაცია ასეთისათვის, თუნდაც ასეთი - იქ სადაც ასეთის ალბათობა დიდია - მოქალაქეებს ეკრძალებათ იარაღის ფლობა.... - არ გაგიკვირდეს ესეც იგივე წესში ჯდება.


1.5 გეთანხმები, თუმცა - არაა აუცილებელი სპორტკლუბის წევრი იყო და სასროლეთზე ისროლო გასართობად.
1.6 კიბატონო, ცალკე რეგულაციები, აქ მხოლოდ მიდგომაა რომ ასეთი რამე გვინდა.
1.7 - საჩუქარი არ მიფიქრია, მართალი ხარ, ვიფიქრე როდესაც იარაღის მფლობელი იღუპებად ა ოჯახის წევრი არის პასუხისმგებელი შენახვაზე, გამოყენების უფლებ არ აქვს, ამგრამ მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ინახავს.

კლასიფიკაციებზე გეთანხმები , საერთოდ ღია საკითხია.
3.5 - თვისუფალი მოძრაობა - ასე შეხედე, ძველ პოლიციელს, ნამსახურებ სამხედროს, ნინო სალუქვაძეს აქვს უფლება იაროს? მე მგონია რომ უნდა ჰქონდეს, არის რაღაც ეტაპები - და ატაროს. ანუ აკრძალული არ უდან იყოს, მაგრამ დაშვების დონე უდნა იყოს შეზღუდული.
3.6 დეტალი რასაც წერ თუმცა, საჭიროა ამის მოხსენებაც. - გამოცდას რომ ჩააბარებ დატენვაზე - გეძლევა უფლება დატენო და შეიძინომოწყობილეობები, შეიძინო, შეინახო კომპონენტები.

მართალი ხარ, თუ გაქვს უფლება შაშხანის ფლობის შესაბამისი სამიზნემოწყობილობის შემოტანის უფლებაც უნდა გქონდეს. და გაწერილიც უნდა იყოს,


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 17 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge