ასეთი ფაქტი მოხდა: (
მე არ მომსვლია, მომიყვნენ)
საბაჟომ 40 დოლარიანი Lee-ს Relaoder Kit გააჩერა, ოფიციალური ოქმით განადგურებაზე გაუშვა.
მიზეზი - კუთხვილულიანის ვაზნის დატენვა აკრძალულია კერძო პირისათვის და ეს მოწყობილობაც არ გეკუთვნითო.
რამდენად კანონიერია არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ასეთია.
რომ იცოდეთ რაზე ვამბობ განახებთ:

ეს არის პირველი ოფიციალური ფაქტი რომელიც მე გავიგე.
ადრე თუ გახსოვთ მე ტყვიის თავაკები ვიყიდე და გამიჩერეს, მერე გავარჩიეთ და მე მართალი ვიყავი და გამომატანეს. ახლა კი ეს მოხდა.
მოკლედ ისტორიას დავწერ. ძირითადი საკითხებია: დატენვა, სასროლეთი , დასამუხტი კომპონენტების ყიდვა.
3 წელია ამ საკითხს ვცდილობ გადავჭრა თქვენთან ერთად, გვქონდა შეხვედრა ოფიციალურ და არაოფიციალურ დონეზეც.
შედეგი არის ის რომ ერთი წლის წინანდელი შეხვედრებზე პროექტი გაკეთდა, სადაც წერია
- .(არის) საბროძოლო მასალის დამზდება აკრძალულია
- (პროექტი, უნდა იყოს) საბროძოლო მასალის დამზდება აკრძალულია გარდა საკუტრებაში არსებული იარაღისათვის გარკვეული ოდენობით.
ასევე მახსოვს პუნქტები იმ უაზრო 5 მეტრიანი ღობის შესახებ, და დამატებულია ბუნებრივი ზღუდეები დაშვება.
----------------
ფაქტი ისაა რომ შედეგი არაფერი არ გვაქვს. თუ შედეგი არ არის, არც იმ ძალისხმევას აქვს აზრი, და არც შემდგომს.
ამიტომ მე ამ ფორუმის აზრს ვეღარ ვხედავ თუ კი სროლის ამბავი არ გადაწყდება.
ახალი წლის მერეც ველოდები შეხვედრას და არაფერი არ კეთდება.
ჩემი ბოლო მცდელობაა რასაც ქვემოთ დავწერ:
ვაპირებ ამ საკითხების შესახებ შევადგინო რამე პროექტი, მოთხოვნა .
დეტალებში მოვიფიქრებ თქვენტან ერთად რა და როგორ, მაგრამ უნდა ვხვდებოდე, აზრი აქვს ამ აქტივობას თუ არა.
ანუ
ასეთი დოკუმენტი რომ შედგეს სადაც ვითხოვთ
ა - დატენვის ნებართვას,
ბ - სასროლეთის შესახებ პარამეტრების გამარტივებას
გ - კომპონენტების იმპორტის დაშვებას.
მიიღებთ ამ მოთხოვნების წამოყენებაში მონაწილოებას და ხელს მოაწერთ? ?
ამას აქ რომ ვიკითხავ ვეცდები და თქვენს აზრს გავიგებ, ვეცდები გავარკვიო რა სახის და რა მისამართის დოკუმენტი უნდა შედგეს.
ზოგადად ძალიან შორს ვარ ყოველივე ბიუროკრატიული სამსახურებისკან და ვინმე თუ განმიმარტავს ვის სახელზე უნდა გაკეთდეს - მადლობელი ვიქნები.
თუ აქ ჩვენთან ამ ყველაფერმა აჩვენა რომ მოძრაობას აზრი აქვს ვეცდები იგივე გამოკითხვა მეზობელ ფორუმებზეც ჩატარდეს. არამგონია ნაკლებად აწუხებდეთ.
ამ გამოკითხვას ორი კვირით ვხსნი (12-26 ივნისის ჩათვლი) მერე დავკეტავ და შედეგებს შევხედოთ ერთად.
მომწყინდა მარტო კაკაუნი. ან ვაკეთებთ საქმეს ან ვხურავ ამ ფორუმს განვითარების პესპექტივის უქონლობის გამო.
პატივისცემით.