იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 23 Oct 2019, 13:56

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 443 posts ]  Go to page Previous  1 ... 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30  Next
Author Message
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 28 Feb 2011, 11:14 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7180
ბერო wrote:
ჩარევა არ მინდოდა, მაგრამ

მგლის რაოდენობის რეგულაცია პარტიზანული მეთოდებით არანაირ შედეგს არ გამოიწვევს,
თუ არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან გეგმიური მიდგომა ყველა რაიონის, ან რეგიონის მიხედვით, ისე ერთი მკვდარი მგლის ადგილას მეორე გადმოვა მეზობელი უბნიდან.

ამიტომ მოწოდებებს მგლის ხოცვაზე აზრი არ აქვს და ნაწილობრივ პროვოკაციულია, რადგან ეს კანონდაღრვევაა.

დარწმუნებული ვარ ვისაც შეგეჩეხებათ და ხვდებით რომ იმ მომენტში თქვენ ან მეგობრის სიცოცხელს საფრთხე ემუქრება (ან თუნდაც საქონელს) სულ ოდნავადაც - საკადრის რეაქცია იქნება.

+1

და კიშინსკისაც ვეთანხმები Fორუმ.გე -სთან დაკავშირებით. ზემოთაც ავღნიშნე.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 13:33 
Offline
User avatar

Joined: 25 Mar 2008, 15:12
Posts: 1036
მგონი რაღაც ძვრები არი. განსაკუთრებით ბოლო ფრაზებიდან ჩანს. :roll:
გაზეთი რეზონანსი, 16 მარტი 2011წ. :|


Attachments:
Rezonansi1.JPG
Rezonansi1.JPG [ 87.67 KiB | Viewed 4565 times ]

_________________
monadire tofs aigebs, cava tyeshi moklavs kurdgels,da am chiqit gaumarjos saqartvelos yvela kutxes.


Last edited by EMILICHI on 16 Mar 2011, 13:59, edited 1 time in total.
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 13:49 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10879
Location: თბილისი
EMILICHI
15-20 წელია გაზეთი არ მიყიდია.
რა წერია?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 14:01 
Offline
User avatar

Joined: 25 Mar 2008, 15:12
Posts: 1036
ბერო wrote:
EMILICHI
15-20 წელია გაზეთი არ მიყიდია.
რა წერია?

მაცალეთ ვასკანერებ. :mrgreen:
ბოდიშით პრესა დაგიგვიანეთ. :oops:

_________________
monadire tofs aigebs, cava tyeshi moklavs kurdgels,da am chiqit gaumarjos saqartvelos yvela kutxes.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 14:06 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
არ ვიცი კობა რომელ სტატიას გულისხმობს მაგრამ კვირის პალიტრის ერთი ძველი სტატია ვიპოვე

«კვირის პალიტრა» ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების - ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული.

ტარიელ კაპანაძე: - ის, რაც ჩვენში მგელთან დაკავშირებით ხდება, გარემოს დაცვის სამინისტროს «დამსახურებაა». 2003 წლის იანვარში, გარემოს დაცვის მაშინდელ მინისტრს ნინო ჩხობაძეს გაეგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების საგანგებო კომისიის დასკვნა, სადაც დასაბუთებული იყო, რომ უნდა შექმნილიყო ბოლო ორ წელიწადში მგლის მიერ მიყენებული ზარალის, ასევე ჩლიქოსან გარეულ ცხოველთა და მგლის რიცხოვნობის დამდგენი კომისიები. დასაშვებ ფარგლებზე გადამეტების შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო მგლის რიცხოვნობის რეგულირება, გაუქმებულიყო მგლის მოკვლისთვის ნებართვის ლიცენზიის აღების აუცილებლობა, მისი უნებართვოდ მოკვლისთვის ჯარიმა და მოსახლეობისთვის სანადირო იარაღის ჩამორთმევა. მუშაობაში მონაწილებოდნენ აკადემიკოსები, მაგრამ ნინო ჩხობაძემ მათი მოთხოვნა აინუნშიც არ ჩააგდო. არასამთავრობო ორგანიზაცია «ნაკრესის» ხელმძღვანელები დაიყენა ექსპერტებად და მათი დასკვნების საფუძველზე ბრძოლა კი არ დაიწყო, არამედ ფაქტობრივად საგანგებო კონტროლზე აიყვანა მგლების დაცვა და ამით საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქონებას. უცნობია, რა ინტერესები ამოძრავებდათ შვეიცარიელებს, «ნაკრესის» მამოძრავებელი სტიმული კი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფული, რადგან საქართველოში ისედაც მომრავლებულ მგლებს იმ წლებში დასაცავი და გადასარჩენი არაფერი ჰქონდა.

ალექსი არაბული: - 2008 წლის 5 მარტს, როგორც იქნა, სამინისტრომ მიიღო ბრძანება ¹247, გარეულ ცხოველთა რიცხოვნობის რეგულირების შესახებ, მაგრამ დებულების თანახმად, შექმნილია მგლებთან ბრძოლის უკიდურესად ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც პრობლემას ვერ გადაჭრის.

სამინისტრო ფიქრობს, რომ თითო-ოროლა მგლის მოკვლით აღადგენს დარღვეულ ეკოლოგიურ წონასწორობას, რაც აბსურდია.

ოთარ ლომთაძე: - ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის მოადგილის გიორგი მამუკელაშვილის განცხადებით, გასულ ზამთარს, მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში მგლებმა შეჭამეს 145 ირემი და 28 შველი. ზარალი სინამდვილეში ერთიორად მეტია, რადგან მსხვერპლის აღრიცხვას ვახერხებთ მხოლოდ გზებსა და ბილიკებზე. ამასთან, ვერ აღვრიცხავთ გაზაფხულზე ნუკრების განადგურების ფაქტებს. თითო-ოროლა მგლის ლიკვიდაციით კი საქმეს არ ეშველება და იქამდე მივალთ, რომ მალე სასარგებლო გარეული ცხოველებიც აღარ გვეყოლება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეკოლოგიური წონასწორობის აღსადგენად და ხალხისთვის ხიფათის ასაცილებლად მინიმუმ ათასი მგელი მაინც უნდა გაანადგურონ.

ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროში კაპანაძის, არაბულის და ლომთაძის დასკვნას მიუღებლად აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ მათი მოწოდება მგლების დაუზოგავად დახოცვისკენ არის მიმართული.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ხელაია: - თუკი ნებისმიერი გარეული ცხოველი თავს ესხმის მოსახლეობას ან აზიანებს მათ ქონებას, ნებადართულია განხორციელდეს მისი გარემოდან ამოღება: ანუ ფაქტზე თუ წავასწრებთ მგელს, მაჩვს, დათვს ან სხვა მტაცებელს, უფლება გვაქვს, მოვკლათ. ბრაკონიერობის შემთხვევები რომ გამოირიცხოს, გლეხი ან ის, ვინც მტაცებელს ფაქტზე წაასწრებს და მოკლავს, უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვის ინსპექციას. წარმომადგენელი მოვა, ნახავს მოკლულ ცხოველს და შეადგენს აქტს, რის შემდეგაც ცხოველი უნდა განადგურდეს, დაიმარხოს ან დაიწვას. თუ გლეხი ვერ დაუკავშირდა გარემოს დაცვის ინსპექციას, მაშინ მიმართავს ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს და იქიდან შეატყობინებენ გარემოს დაცვის ინსპექციას.

- რა ვქნა, თუ მტაცებლის ფაქტზე დაჭერას ვერ ვახერხებ, არადა, ჩემი ფერმა გაანადგურა?

- მაშინ მიმართეთ გამგეობას, ის კი ჩვენს სამინისტროს მომართავს განცხადებით. შესაბამისად, შევარჩევთ ექსპერტს, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. იგი ჩავა შემთხვევის ადგილზე, შეისწავლის სიტუაციას, დაადგენს, რა ცხოველია მტაცებელი, როგორი რეგულირების ღონისძიებაა საჭირო. დასკვნას წარმოგვიდგენს, რის საფუძველზეც სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას და ხელშეკრულებას წარუდგენს გამგეობას, რათა მან განახორციელოს გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.

- რა დრო სჭირდება მთელ ამ პროცესს?

- საშუალოდ, ორი კვირა მაინც. ასეთი მექანიზმის განხორციელების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად როგორ ვიტყვით, რომელ მტაცებელთან გვაქვს საქმე? მგელია თუ სხვა. სოფელ ფიროსმანის შემთხვევაშიც ეჭვი გვაქვს, რომ თავდამსხმელი არ იყო მგელი და იყო გაველურებული ძაღლი ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარი. ეს უფრო ცუდია მოსახლეობისთვის, რადგან მათ ადამიანების არ ეშინიათ და იოლად ესხმიან თავს. თუ დამტკიცდება, რომ თავდამსხმელი მგელი კი არა, მგელძაღლი ან გაველურებული ძაღლია, მაშინ ჩასაფრებით უნდა დაიხოცონ ისინი.

- სანამ გამოიკვლევთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ქნას ხალხმა?

- ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამგეობასთან, სადაც უკვე იციან, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნებისმიერი ოდენობით შეუძლიათ დახოცონ მტაცებლები. მაგრამ იმის გამო, რომ მგელძაღლი ძალიან ჰგავს ძაღლს, მოსახლეობა ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ამიტომაც საჭიროა ექსპერტმა შეისწავლოს ეს საკითხი.

- ერთი ეგზემპლარი ხომ ამოიღეს ფიროსმანში, რომელიც ოფიციალური განცხადების თანახმად, ცოფიანი ყოფილა. მაშინ ვერ მიხვდნენ რა იყო, - მგელი თუ მგელძაღლი?

- სანამ ჩვენამდე წერილი მოვიდოდა და სამინისტრო გაიგებდა ამ ფაქტს, ლაბორატორიამ მანამდე დაადგინა ცოფის შემთხვევა და ის ეგზემპლარი გაანადგურეს. ახლა ჩვენი ექსპერტი ცდილობს, გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდეს იმ ეგზემპლარს და დადგინდეს, მართლა მგელი იყო თუ არა. ამისათვის უნდა ამოითხაროს განადგურებული ცხოველის ჩამარხული ნაწილი. ასეთია რეგულირების მექანიზმი. მანამდე კი მოსახლეობას სანადირო თოფები აქვს და არ გაუჭირდებათ მტაცებლის მოგერიება. ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ მათ, თუ ნადირი თავს ესხმის სოფელს.

- თუ ფიროსმანში მოკლული მხეცი ცოფიანი იყო, დანარჩენებიც ხომ ცოფიანები უნდა ყოფილიყო...

- ცოფიანი ნადირი ათ დღეში კვდება. ამიტომაც მტაცებლები უკვე უნდა დახოცილიყვნენ. გამგეობა გაფრთხილებული გვყავს, თუ სადმე დაცემულ ნადირს ნახავენ, აუცილებლად გამოდმოგვიგზავნონ ექსპერტიზისთვის.

- ბოლო დროს ხშირად მოგმართავთ მგლისგან შეწუხებული მოსახლეობა?

- ხშირია გამგეობებიდან მომართვები. ექსპერტიზის დასკვნებიც უკვე მიღებული გვაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც უნდა დახოცონ მგლები. ჩოხატაურში ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. დასახლებასთან ახლოს არის გაველურებული ჩაის პლანტაციები, რომელიც ტყეს ეკვრის. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ამ პლანტაციებში მგლებს გვირაბები აქვთ მოწყობილი. მგელი ძალზე ჭკვიანი ცხოველია. იოლად მოდის გვირაბების საშუალებით, უსაფრდება და თავს ესხმის შინაურ ცხოველებს. კი მივეცით 12 მგლის მოკვლის უფლება, მაგრამ ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად გადაჭრის ეს პროცესი პრობლემას. აუცილებელია, ჩაის პლანტაციაც გაიკაფოს.

პ.ს. ფაქტია, სანამ მგლებს მგლური კანონები გასდით, მგლობენ... ჩვენს ქვეყანაში მტაცებლის ეს სახეობა იმ იშვიათ ცოცხალ არსებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის «უფლებებიც» მყარად არის დაცული! იმდენად მყარად, რომ ადამიანებს შესაძლოა, შეგვშურდეს კიდეც მათი. "

სხვა ყველაფერი თუ ტყუილი და ჟურნალისტური ბაქი-ბუქია თავიანთი გაზეთის ფურცლების შესავსებად ის მაინც ხომ ფაქტია ზემოთ რომელი ციტატაც გავამუქე.

მე პირადად 145 ირემი თუ მთლიანად იყო დარჩენილი ლაგოდეხის ნაკრძლის ტერიტორიაზე არც მეგონა .

მიუხედავად ამ ყველაფრისა ნაკრესი უარყოფს საქართველოში მგლების შემოყვანის ფაქტს მაგრამ ეს ბუნებრუვუცაა, თუ ვინმემ ამითი ფული იშოვნა რათქმაუნდა შეეცდება, რომ დანაშაული დამალოს

[url2]http://www.nacres.org/g_pos_state4.html[/url2]


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 14:14 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7180
ოთო იმ 145 ირემზე და 28 შველზე წყარო დადე რა

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 14:20 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
კახი wrote:
ოთო იმ 145 ირემზე და 28 შველზე წყარო დადე რა


ხო დავწერე კვილის პალიტრის რომელიღაც ნომერში იყო სტატია და იქედან არის ამოღებული


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 14:24 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7180
აა ოკ ვნახე

მე სხვადასხვა ინფო მეგონა

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 15:04 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
მგელი უნდა მოისპოს საქართველოში ნებისმიერი დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით. ასევე ტურაც.

ნაკრესს და მის მიმდევრებს კიდე შეუძლიათ ის ბუნების ფსევდო დამცველობითი მოწოდებები ამობეჭდონ, დაახვიონ და ერთ ადგილას გაიკეთონ. მაგათმა ჭკუა როგორ უნდა ასწავლონ ფერმერებს და მწყემსებს რომლებიც მუდმივად ტყეში და ველზე ხედავენ ფაქტებს და გამწარებულები არიან მგლებით. ეს ვითომ ბუნების დამცველები კიდე კაბინეტებში ზიან და გრანტების ჭამით არიან დაკავებულები და აგიტაციებს ავრცელებენ, რომ თითოეული შემთხვევა უნდა იქნეს შესწავლილი, რომ წითელი მგელი თურმე გადაშენების პირას არის და საქართველოში თურმე საერთოდ არ ბინადრობს და საქონელს თურმე მგლები კი არა ძაღლები იტაცებენ.
საიტერესოა მე რაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი იმას ჩემს არაფხიზელ მდგომარეობას დააბრალებენ თუ იმას რომ მგლის და ძაღლის გარჩევა არ შემიძლია.

მგელი რომ დარჩება საქართველოში იმდენი რამდენიც უნდა იყოს პირველი მე დავიწყებ მათ დაცვას, მაგრამ არა ამ შემთხვევაში როცა სოფლებიდან არათუ საქონელს არამედ ხალხსაც იტაცებენ


Attachments:
9ee18114cea775b6261fd9cdd1589278.jpg
9ee18114cea775b6261fd9cdd1589278.jpg [ 103 KiB | Viewed 4545 times ]
chokesprings006.jpg
chokesprings006.jpg [ 44.95 KiB | Viewed 4545 times ]
electronic-caller.jpg
electronic-caller.jpg [ 8.32 KiB | Viewed 4545 times ]
k13_16771339.jpg
k13_16771339.jpg [ 121.24 KiB | Viewed 4545 times ]
mb750a.jpg
mb750a.jpg [ 153.08 KiB | Viewed 4545 times ]
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 22:00 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2358
Location: Tbilisi
ვაა 145 ძალიან ბევრია მგონი, მათემატიკაში ცოტა მოვიკოჭლებ, ეხლა ვნახე და 24 000 ჰექტარი არისო ლაგოდეხი ნაკრძალიო http://www.lagodekhipa.ge/geo/home/ ეხლა ეგ კვადრატულ კილომეტრებში რო გადავიყვანოთ რამდენი გამოვა? 1 ჰექტარი არის 1000 კვ.მ ანუ მთლიანად რომ გავიგოთ 1000-ზე უნდა გავამრავლოთ ხო? და გამოდის 24 000 000??????? რაღაც არასწორეა 2 400 ჰექტარი ხომ არ უნდა ეწეროს? უბრალოდ ვცდილობ დავადგინო ირმის რაოდენობა 1 კვადრატულ კილომეტრზე, იქნებ დამეხმაროთ

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 22:08 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2358
Location: Tbilisi
მდას.. ვიპოვე http://www.ru.convert-me.com/ru/convert ... re.ru.html უნდა გამრავლდეს 0.01 გამოდის 240 კვ.კმ შესაბამისად გამოვიდა რომ თუ ზარალი 3 ჯერ მეტია + ამას ცოცხალიც ხომ დარჩა 1-2 ცალი, ხოდა გამოდის რომ ყოველ 500 კვადრატულ მეტრში 1 ირემი მოუკლავთ, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ კიდევ დარჩა, ან მე მატემატიკას უნდა შევეშვა ან ირემს წაუღია საქართველო და ვერ გაგვიგია, ან ნაკრძალის თანამშრომლები ვერ არიან მთლად ყოჩაღად, თუ რამე არასწორად ვიანგარიშე ძალიან გთხოვთ შემისწორეთ

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 22:17 
Offline

Joined: 09 Oct 2009, 12:09
Posts: 1159
1ჰა=10 000კვ.მ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 22:20 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2358
Location: Tbilisi
GIGA wrote:
1ჰა=10 000კვ.მ
გიგა ეგ კი ვიცი, ლინკიც დავდე კალკულატორის, მაგრამ ციფრი გამოვიდა არასერიოზული თან არ გავითვალისწინე შველი და ნუკრი + იმ ადგილების ფართობიც ხომ უნდა გამომეკლო, სადაც ხალხი აქტიურად დადის + ის ადგილები, სადაც ირემი საერთოდ არ გვხვდება+ის რომ ეს "ზარალი" მხოლოდ 1 წლის მონაცემებს ემყარება. მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა. ნაკრძალი კი არა მრავალსართულიანი ხრუშოვკა გამოვიდა :lol:

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 22:48 
Offline

Joined: 09 Oct 2009, 12:09
Posts: 1159
კაპ.ბუხოიძე wrote:
GIGA wrote:
1ჰა=10 000კვ.მ
გიგა ეგ კი ვიცი, ლინკიც დავდე კალკულატორის, მაგრამ ციფრი გამოვიდა არასერიოზული თან არ გავითვალისწინე შველი და ნუკრი + იმ ადგილების ფართობიც ხომ უნდა გამომეკლო, სადაც ხალხი აქტიურად დადის + ის ადგილები, სადაც ირემი საერთოდ არ გვხვდება+ის რომ ეს "ზარალი" მხოლოდ 1 წლის მონაცემებს ემყარება. მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა. ნაკრძალი კი არა მრავალსართულიანი ხრუშოვკა გამოვიდა :lol:

:) გეთანხმები,ბევრი რამეა გასათვალისწინებელი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 16 Mar 2011, 23:33 
Offline

Joined: 10 Feb 2011, 01:11
Posts: 53
kishinski wrote:
მგელი უნდა მოისპოს საქართველოში ნებისმიერი დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით. ასევე ტურაც.

ნაკრესს და მის მიმდევრებს კიდე შეუძლიათ ის ბუნების ფსევდო დამცველობითი მოწოდებები ამობეჭდონ, დაახვიონ და ერთ ადგილას გაიკეთონ. მაგათმა ჭკუა როგორ უნდა ასწავლონ ფერმერებს და მწყემსებს რომლებიც მუდმივად ტყეში და ველზე ხედავენ ფაქტებს და გამწარებულები არიან მგლებით. ეს ვითომ ბუნების დამცველები კიდე კაბინეტებში ზიან და გრანტების ჭამით არიან დაკავებულები და აგიტაციებს ავრცელებენ, რომ თითოეული შემთხვევა უნდა იქნეს შესწავლილი, რომ წითელი მგელი თურმე გადაშენების პირას არის და საქართველოში თურმე საერთოდ არ ბინადრობს და საქონელს თურმე მგლები კი არა ძაღლები იტაცებენ.
საიტერესოა მე რაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი იმას ჩემს არაფხიზელ მდგომარეობას დააბრალებენ თუ იმას რომ მგლის და ძაღლის გარჩევა არ შემიძლია.

მგელი რომ დარჩება საქართველოში იმდენი რამდენიც უნდა იყოს პირველი მე დავიწყებ მათ დაცვას, მაგრამ არა ამ შემთხვევაში როცა სოფლებიდან არათუ საქონელს არამედ ხალხსაც იტაცებენ


მართალია !

მიხარია, რომ მოსახლეობამაც ამოიღო ხმა და ხელი გამოიღო მგლების წინააღმდეგ, ძალიან მიხარია!


ახლა არითმეტიკა:
ლოსი, რომელიც ზამთარში ხის ქერქით იკვებება თურმე (და ჩვენს ირემზე 2-ჯერ დიდია-1ტონამდე აღწევს წონით) - 10 ჰექტარზე 1 სული იანგარიშება, არა მგონია ირემს მეტი ფართი სჭირდებოდეს, ასე რომ 145 ირემს 1 450 ჰექტარზე მეტი არ დასჭირდებოდა იმ 24 000 ჰექტარიდან, რაც ლაგოდეხის ნაკრძალს უკავია, ე.ი. 2 400 ირემს თავისუფლად დაიტევს და გამოკვებავს ეს ნაკრძალი.
შველი - 1ჰა-ზე 1ცალია ნავარაუდები.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 443 posts ]  Go to page Previous  1 ... 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge