იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 24 Aug 2019, 20:49

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 443 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 30  Next
Author Message
 Post subject: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:07 
Offline

Joined: 05 Dec 2007, 15:18
Posts: 429
Location: TBILISI
http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm
ეს არის კვირის პალიტრის მიერ შეგროვილი მასალა და ფაქტები, მცირე რაოდენობით, ჩვენი გარემოს დაცვის სამინისტრო კი არაფერს არ ცდილობს ამ პრობლემის არმოსაფხვრელად....
იქნებ ჩვენ მაინც გამოუბერტყოთ ყურები..

_________________
აქ რაღაც უნდა ეწეროს არა? :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:08 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
ნადირობა თუ დაშვებულია წავიდეთ რა და დავწყვიტოთ მაგათი დედაც... რა პრობლემაა? მონადირეები აღარ არიან საქართველოში?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:09 
Offline

Joined: 05 Dec 2007, 15:18
Posts: 429
Location: TBILISI
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არ განადირებენ, სანამ თავს არ დაგესხმევა მაქამდე....
თორე რო მოგვცენ უფლება 1 კვირაში მოყომარდება ეგ ამბავი....

_________________
აქ რაღაც უნდა ეწეროს არა? :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:11 
Offline

Joined: 05 Dec 2007, 15:18
Posts: 429
Location: TBILISI
ან მგელი შეგჭამთ, ან მგლისფერი ძაღლი

«თუ ნადირი თავს ესხმის სოფელს, ვისაც სანადირო თოფი აქვს, უფლებას ვაძლევთ მოიგერიოს მტაცებელი»


ცოტა ხნის წინ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მოსახლეობაზე მგლების თავდასხმა კინაღამ საბედისწეროდ დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30-მდე მტაცებელი სოფელში შეიჭრა და პირუტყვი დაგლიჯა. მგლები თავს დაესხნენ ქალს, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ყელის გამოღადვრას. დაკბენილი 15 წუთს ებრძოდა ნადირს, რომელიც ცოფიანი აღმოჩნდა. გლეხები მგლების მორიგი შემოტევის შიშით ღამეებს თეთრად ათენებენ. შესაძლოა, ეს ამბავი მალე სენსაციური აღმოჩენის საფუძველი გახდეს. გაჩნდა ეჭვი, რომ სოფელს მგლები კი არა, გაველურებული ძაღლები, ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარის - მგელძაღლის ხროვა დაესხა თავს.

«კვირის პალიტრა» ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების - ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული. არადა, მგლების მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი საგანგაშოა. ვანის რაიონის მხოლოდ 4 სოფელში მგლებმა 161 სული ძროხა, თხა და ღორი შეჭამეს. ასეთი ზარალის მიყენება ერთბაშად მხოლოდ ჭირს ან სხვა რაიმე საშიშ სენს თუ შეუძლია. 2004 წლის დეკემბერში დუშეთის რაიონის სოფელ გუდრუხში მგელმა რამდენიმე კაცი დაგლიჯა. 2005 წლის აგვისტოში მტაცებელს გრემისხეველი 12 წლის გიორგი ბადაგაძე ემსხვერპლა.

2007 წელს მგლებმა ქართლის პატარა სოფელ იმერხევის მცხოვრებლები დააწიოკეს. შარშან კი, სოფელ გვერძინეთში მინდორზე მობალახე პირუტყვისკენ არც გაუხედავს, ხის ძირში წამოწოლილ მწყემსს ეცა გაცოფებული მგელი და დაკბინა...

ტარიელ კაპანაძე: - ის, რაც ჩვენში მგელთან დაკავშირებით ხდება, გარემოს დაცვის სამინისტროს «დამსახურებაა». 2003 წლის იანვარში, გარემოს დაცვის მაშინდელ მინისტრს ნინო ჩხობაძეს გაეგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების საგანგებო კომისიის დასკვნა, სადაც დასაბუთებული იყო, რომ უნდა შექმნილიყო ბოლო ორ წელიწადში მგლის მიერ მიყენებული ზარალის, ასევე ჩლიქოსან გარეულ ცხოველთა და მგლის რიცხოვნობის დამდგენი კომისიები. დასაშვებ ფარგლებზე გადამეტების შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო მგლის რიცხოვნობის რეგულირება, გაუქმებულიყო მგლის მოკვლისთვის ნებართვის ლიცენზიის აღების აუცილებლობა, მისი უნებართვოდ მოკვლისთვის ჯარიმა და მოსახლეობისთვის სანადირო იარაღის ჩამორთმევა. მუშაობაში მონაწილებოდნენ აკადემიკოსები, მაგრამ ნინო ჩხობაძემ მათი მოთხოვნა აინუნშიც არ ჩააგდო. არასამთავრობო ორგანიზაცია «ნაკრესის» ხელმძღვანელები დაიყენა ექსპერტებად და მათი დასკვნების საფუძველზე ბრძოლა კი არ დაიწყო, არამედ ფაქტობრივად საგანგებო კონტროლზე აიყვანა მგლების დაცვა და ამით საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქონებას. უცნობია, რა ინტერესები ამოძრავებდათ შვეიცარიელებს, «ნაკრესის» მამოძრავებელი სტიმული კი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფული, რადგან საქართველოში ისედაც მომრავლებულ მგლებს იმ წლებში დასაცავი და გადასარჩენი არაფერი ჰქონდა.

ალექსი არაბული: - 2008 წლის 5 მარტს, როგორც იქნა, სამინისტრომ მიიღო ბრძანება ¹247, გარეულ ცხოველთა რიცხოვნობის რეგულირების შესახებ, მაგრამ დებულების თანახმად, შექმნილია მგლებთან ბრძოლის უკიდურესად ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც პრობლემას ვერ გადაჭრის.

სამინისტრო ფიქრობს, რომ თითო-ოროლა მგლის მოკვლით აღადგენს დარღვეულ ეკოლოგიურ წონასწორობას, რაც აბსურდია.

ოთარ ლომთაძე: - ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის მოადგილის გიორგი მამუკელაშვილის განცხადებით, გასულ ზამთარს, მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში მგლებმა შეჭამეს 145 ირემი და 28 შველი. ზარალი სინამდვილეში ერთიორად მეტია, რადგან მსხვერპლის აღრიცხვას ვახერხებთ მხოლოდ გზებსა და ბილიკებზე. ამასთან, ვერ აღვრიცხავთ გაზაფხულზე ნუკრების განადგურების ფაქტებს. თითო-ოროლა მგლის ლიკვიდაციით კი საქმეს არ ეშველება და იქამდე მივალთ, რომ მალე სასარგებლო გარეული ცხოველებიც აღარ გვეყოლება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეკოლოგიური წონასწორობის აღსადგენად და ხალხისთვის ხიფათის ასაცილებლად მინიმუმ ათასი მგელი მაინც უნდა გაანადგურონ.

ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროში კაპანაძის, არაბულის და ლომთაძის დასკვნას მიუღებლად აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ მათი მოწოდება მგლების დაუზოგავად დახოცვისკენ არის მიმართული.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ხელაია: - თუკი ნებისმიერი გარეული ცხოველი თავს ესხმის მოსახლეობას ან აზიანებს მათ ქონებას, ნებადართულია განხორციელდეს მისი გარემოდან ამოღება: ანუ ფაქტზე თუ წავასწრებთ მგელს, მაჩვს, დათვს ან სხვა მტაცებელს, უფლება გვაქვს, მოვკლათ. ბრაკონიერობის შემთხვევები რომ გამოირიცხოს, გლეხი ან ის, ვინც მტაცებელს ფაქტზე წაასწრებს და მოკლავს, უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვის ინსპექციას. წარმომადგენელი მოვა, ნახავს მოკლულ ცხოველს და შეადგენს აქტს, რის შემდეგაც ცხოველი უნდა განადგურდეს, დაიმარხოს ან დაიწვას. თუ გლეხი ვერ დაუკავშირდა გარემოს დაცვის ინსპექციას, მაშინ მიმართავს ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს და იქიდან შეატყობინებენ გარემოს დაცვის ინსპექციას.

- რა ვქნა, თუ მტაცებლის ფაქტზე დაჭერას ვერ ვახერხებ, არადა, ჩემი ფერმა გაანადგურა?

- მაშინ მიმართეთ გამგეობას, ის კი ჩვენს სამინისტროს მომართავს განცხადებით. შესაბამისად, შევარჩევთ ექსპერტს, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. იგი ჩავა შემთხვევის ადგილზე, შეისწავლის სიტუაციას, დაადგენს, რა ცხოველია მტაცებელი, როგორი რეგულირების ღონისძიებაა საჭირო. დასკვნას წარმოგვიდგენს, რის საფუძველზეც სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას და ხელშეკრულებას წარუდგენს გამგეობას, რათა მან განახორციელოს გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.

- რა დრო სჭირდება მთელ ამ პროცესს?

- საშუალოდ, ორი კვირა მაინც. ასეთი მექანიზმის განხორციელების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად როგორ ვიტყვით, რომელ მტაცებელთან გვაქვს საქმე? მგელია თუ სხვა. სოფელ ფიროსმანის შემთხვევაშიც ეჭვი გვაქვს, რომ თავდამსხმელი არ იყო მგელი და იყო გაველურებული ძაღლი ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარი. ეს უფრო ცუდია მოსახლეობისთვის, რადგან მათ ადამიანების არ ეშინიათ და იოლად ესხმიან თავს. თუ დამტკიცდება, რომ თავდამსხმელი მგელი კი არა, მგელძაღლი ან გაველურებული ძაღლია, მაშინ ჩასაფრებით უნდა დაიხოცონ ისინი.

- სანამ გამოიკვლევთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ქნას ხალხმა?

- ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამგეობასთან, სადაც უკვე იციან, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნებისმიერი ოდენობით შეუძლიათ დახოცონ მტაცებლები. მაგრამ იმის გამო, რომ მგელძაღლი ძალიან ჰგავს ძაღლს, მოსახლეობა ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ამიტომაც საჭიროა ექსპერტმა შეისწავლოს ეს საკითხი.

- ერთი ეგზემპლარი ხომ ამოიღეს ფიროსმანში, რომელიც ოფიციალური განცხადების თანახმად, ცოფიანი ყოფილა. მაშინ ვერ მიხვდნენ რა იყო, - მგელი თუ მგელძაღლი?

- სანამ ჩვენამდე წერილი მოვიდოდა და სამინისტრო გაიგებდა ამ ფაქტს, ლაბორატორიამ მანამდე დაადგინა ცოფის შემთხვევა და ის ეგზემპლარი გაანადგურეს. ახლა ჩვენი ექსპერტი ცდილობს, გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდეს იმ ეგზემპლარს და დადგინდეს, მართლა მგელი იყო თუ არა. ამისათვის უნდა ამოითხაროს განადგურებული ცხოველის ჩამარხული ნაწილი. ასეთია რეგულირების მექანიზმი. მანამდე კი მოსახლეობას სანადირო თოფები აქვს და არ გაუჭირდებათ მტაცებლის მოგერიება. ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ მათ, თუ ნადირი თავს ესხმის სოფელს.

- თუ ფიროსმანში მოკლული მხეცი ცოფიანი იყო, დანარჩენებიც ხომ ცოფიანები უნდა ყოფილიყო...

- ცოფიანი ნადირი ათ დღეში კვდება. ამიტომაც მტაცებლები უკვე უნდა დახოცილიყვნენ. გამგეობა გაფრთხილებული გვყავს, თუ სადმე დაცემულ ნადირს ნახავენ, აუცილებლად გამოდმოგვიგზავნონ ექსპერტიზისთვის.

- ბოლო დროს ხშირად მოგმართავთ მგლისგან შეწუხებული მოსახლეობა?

- ხშირია გამგეობებიდან მომართვები. ექსპერტიზის დასკვნებიც უკვე მიღებული გვაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც უნდა დახოცონ მგლები. ჩოხატაურში ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. დასახლებასთან ახლოს არის გაველურებული ჩაის პლანტაციები, რომელიც ტყეს ეკვრის. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ამ პლანტაციებში მგლებს გვირაბები აქვთ მოწყობილი. მგელი ძალზე ჭკვიანი ცხოველია. იოლად მოდის გვირაბების საშუალებით, უსაფრდება და თავს ესხმის შინაურ ცხოველებს. კი მივეცით 12 მგლის მოკვლის უფლება, მაგრამ ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად გადაჭრის ეს პროცესი პრობლემას. აუცილებელია, ჩაის პლანტაციაც გაიკაფოს.

პ.ს. ფაქტია, სანამ მგლებს მგლური კანონები გასდით, მგლობენ... ჩვენს ქვეყანაში მტაცებლის ეს სახეობა იმ იშვიათ ცოცხალ არსებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის «უფლებებიც» მყარად არის დაცული! იმდენად მყარად, რომ ადამიანებს შესაძლოა, შეგვშურდეს კიდეც მათი.

ეკა ლომიძე

აი ეს წერია ამ სტადიაში.....

_________________
აქ რაღაც უნდა ეწეროს არა? :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:16 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
SHOTA.03. wrote:
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არ განადირებენ, სანამ თავს არ დაგესხმევა მაქამდე....
თორე რო მოგვცენ უფლება 1 კვირაში მოყომარდება ეგ ამბავი....


ხო და აბა რა გინდათ... :mrgreen: ყველა პრეტენზიები გარემიოს დაცვის სამინისტროს..... დარწმუნებული ვარ მალე დაუშვებენ ნადირობას თუ აირებ ლიცენზიას ნებართვას 2234724425 ქვიტარს ბანკიდან და ითო მოკლულზე გადაიხდი გადასახადს და აქციზს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:16 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1305
Location: Tbilisi
საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მას შემდეგ რაც ერთი კვირის წინ მგლებმა ქალი შეჭამეს ადგილობრივმა გამგეობამ მგლის მოკვლაზე დააწესა 50 ლარი პრიზი,ანუ იმ კონკრეტულ რეგიონში ოფიციალურად დაშვებულია და შეგვიძლია ჩავატაროდ ჰუმანიტარული აქცია ფორუმის წევრებმა და წავიდეთ მათ დასახოცად,ეს რეალობაა და ამ საქმის ორგანიზების გაკეთება შეგვიძლია.

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:18 
Offline

Joined: 05 Dec 2007, 15:18
Posts: 429
Location: TBILISI
pxovela wrote:
საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მას შემდეგ რაც ერთი კვირის წინ მგლებმა ქალი შეჭამეს ადგილობრივმა გამგეობამ მგლის მოკვლაზე დააწესა 50 ლარი პრიზი,ანუ იმ კონკრეტულ რეგიონში ოფიციალურად დაშვებულია და შეგვიძლია ჩავატაროდ ჰუმანიტარული აქცია ფორუმის წევრებმა და წავიდეთ მათ დასახოცად,ეს რეალობაა და ამ საქმის ორგანიზების გაკეთება შეგვიძლია.


კაი აზრია... მაშინ მოვაბათ თავი და რაც მალე, მით უკეთესი....

_________________
აქ რაღაც უნდა ეწეროს არა? :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:19 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
pxovela wrote:
საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მას შემდეგ რაც ერთი კვირის წინ მგლებმა ქალი შეჭამეს ადგილობრივმა გამგეობამ მგლის მოკვლაზე დააწესა 50 ლარი პრიზი,ანუ იმ კონკრეტულ რეგიონში ოფიციალურად დაშვებულია და შეგვიძლია ჩავატაროდ ჰუმანიტარული აქცია ფორუმის წევრებმა და წავიდეთ მათ დასახოცად,ეს რეალობაა და ამ საქმის ორგანიზების გაკეთება შეგვიძლია.


მე მზად ვარ შევებრძოლო მგლებს ხელცართულში ჩემი ვინჩესტერის გამოყენებით ან დავეცე მათ ორი მანძილებიდან ახლო მდებარე სიმაღლეებიდან ჩემი ჩზ550 -ის გამოყენებით.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:20 
Offline

Joined: 05 Dec 2007, 15:18
Posts: 429
Location: TBILISI
მე და ჩემი ბებერი ტოზ-34- იც მზად ვართ სისხლის დასალევად!!!!!
მაგრამ ამის თაობაზე ვის დაუკავშირდეთ?
ისე ხო არ ჩავალთ, დაკვალიანების გარეშე?

_________________
აქ რაღაც უნდა ეწეროს არა? :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:26 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1305
Location: Tbilisi
მაგ სოფლის გამგებელს გივი(თუში) იცნობს კარგად,ჩემი აზრით მგელზე ნადირობის ორი ვარიანტია რეალური 1.სარეკის მოწყობა,2.ღამით სატყუარას დაგება ანუ მაგალითისთვის რაიმე შინაური ცხოველის დაბმა ტყესთან ახლოს(გალიის ტიპის სადგომი),გარშემო კარგი განათების მოწყობა და ჩასაფრება ამაღლებულ ადგილებში,აქ ყველა შემთხვევაში საჭიროა ოპტიკიანი იარაღის გამოყენება.

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:31 
Offline

Joined: 05 Dec 2007, 15:18
Posts: 429
Location: TBILISI
pxovela wrote:
მაგ სოფლის გამგებელს გივი(თუში) იცნობს კარგად,ჩემი აზრით მგელზე ნადირობის ორი ვარიანტია რეალური 1.სარეკის მოწყობა,2.ღამით სატყუარას დაგება ანუ მაგალითისთვის რაიმე შინაური ცხოველის დაბმა ტყესთან ახლოს(გალიის ტიპის სადგომი),გარშემო კარგი განათების მოწყობა და ჩასაფრება ამაღლებულ ადგილებში,აქ ყველა შემთხვევაში საჭიროა ოპტიკიანი იარაღის გამოყენება.

კი მართალია ნამდვილად...
მარა მე რო მაგდაგვარი იარაღი არ გამაჩნია?
მაშინ მომიწევს მე მერე კანტროლკების სროლა, თქვენ ნასროლზე :D

_________________
აქ რაღაც უნდა ეწეროს არა? :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:35 
Offline
User avatar

Joined: 22 Sep 2008, 09:29
Posts: 2449
მეც მზად ვარ, თუმცაღა ერთი ლუა მაქ მხოლოდ, მაგრამ გული მაქ იმხელა ბევრ "ლულებს" იტევს :twisted: დავერიოთ და მე და შოთა კანტროლკებზე ვიქნებით :mrgreen:

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:39 
Offline

Joined: 05 Dec 2007, 15:18
Posts: 429
Location: TBILISI
bardazan wrote:
მეც მზად ვარ, თუმცაღა ერთი ლუა მაქ მხოლოდ, მაგრამ გული მაქ იმხელა ბევრ "ლულებს" იტევს :twisted: დავერიოთ და მე და შოთა კანტროლკებზე ვიქნებით :mrgreen:

ხო სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, 1 სიტყვით ველით თუშის გამოჩენას....

_________________
აქ რაღაც უნდა ეწეროს არა? :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 20:42 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1305
Location: Tbilisi
ვნახოთ,შემოვლენ ბიჭები და შეიძლება მოლაპარაკება.

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მგლების შემოსევა კვლავ გრძელდება, რამე უნდა ვიღონოთ....
PostPosted: 22 Feb 2009, 21:05 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
ხვლა დავლრეკავ, გავარკვევს სიტუაციას და გეტყვით.

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 443 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 30  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge