იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 02 Oct 2014, 10:22

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 20 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 27 Dec 2008, 14:33 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 503
ნადირობას უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოს შექმნა, ნადირობის დროს აღმოაჩინა ფარნავაზმა აურაცხელი განძი, რომლითაც გააერთიანეს და აღჭურვეს ფარნავაზმა და ქუჯიმ ქართლის და ეგრისის ლაშქარი, შემოიერთეს ოსები და ლეკები და დაამარცხეს აზონი–ბერძენი მმართველი. ფარნავაზმა შექმნა სახელმწიფო და დამწერლობა...

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი – რომელმაც ნადირობის დროს აღმოაჩინა ცხელი წყლები, მან ბრძანა აშენებულიყო აქ ქალაქი. ააშენეს ქალაქი ტფილისი და სიკვდილის წინ დაჩის დაუბარა ტახტი ტფილისში გადაეტანა... წმინდა მეფე ვახტანგი და ასი ათასი მოწამე იყოს მფარველი თბილისისა.

აქ უამრავი ისტორიული ფაქტის თუ მხატვრული ნაწარმოებების მოყვანა შეიძლება, მაგრამ რაც ძირითადია დავწერ... თემის სათაურიდან გამომდინარე, მარტო სამონადირეო თემას არ ეხება. ვწერ იმ მწერლებს თუ პოეტებს, მათ ნაწარმოებებს, რომლის ცოდნა და გააზრება აუცილებელია ქართველი კაცისთვის.(ძირითადიდანაც აუცილებლად გამომჩება, რადგან უამრავი დიდი წინაპარი გვყავდა, აქედან გამომდინარე უამრავი სიბრძნე გვაქვს. ვეცადოთ რო დავამატოთ, ვინც რა ვიცით: ლექსები ნადირობაზე, პატრიოტიზმზე, სიყვარულზე, ვაჟ–კაცობაზე. ასევე ბრძნული გამონათვამები და ისტორიული თქმულებები, ლეგენდები...)



შოთა რუსთაველი – სიტყვები უძლურდებიან...
"ვეფხისტყაოსანი" – სიბრზნის კრებულია... ძალიან ბევრი თავია ნადირობსთან დაკავშირებით და უფრო მეტი, ნადირობის დროს შეხვდებიან ტარიელს, ნადირობის დროს ვითარდება ახალი, მნიშვნელოვანი თემები.


კონსტანტინე გამსახურდია – მაგარი მონადირე იყო და მაგრად იცოდა ბუნების, ფრინველების და ცხოველების შესახებ.
"დიდოსტატის მარჯვენა" – მაქ აღწერილი აქვს ნადირობის მომენტები და ასევე მიმინოების და მტაცებლების სახეობები, ასევე მათი წვრთნის და დაგეშვის ფრაგმენტები. უბრწყინვალესად უწერია ბუნების აღწერის ფრაგმენტები, ისე რო კაცს ყელში ბურთი გაგეჩხირება და ცრემლები მოგადგება, კაცური, ა დ ა მ ი ა ნ უ რ ი. დიდი სიბრძნე დევს, თავისთავად.
"დავით აღმაშენებელი" – აქაც ბევრი უწერია იგივე როგორც ლაშქრობებზე ასევე ფრაგმენტები ნადირობიდან. სიბრძნე ხო უხვადაა, ამას თქმაც არ უნდა.


მაგარი კაცია ჭაბუა ამირეჯიბი.
"დათა თუთაშხია" – მაგარი სიბრძნეა აქ.
"გორა მბორგალი" – ბრძოლა სიცოცხლისათვის, სიმართლისათვის ანუ კაცობისთვის.


წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) – უდიდესი პიროვნება, უდუდესი საქმეების და ჭეშმარიტების დამნერგავი.
"გლახის ნაამბობი" – "მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და მილეულის გულის-ცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის რაღაცა მოუწყინარი სიამოვნება ამ ხალისიან გართვაშია" – ეს ილიას სიტყვებია, ამის შემდეგ გრძელდება დიდი სიბრძნე, მაგრამ ილიას იმდენი სიბრძნე აქვს, ჩემი სიცოცხლე ვერ დავამთავრებ წერას... დაგვიფაროს და დაიფაროს წმინდა ილიამ ჩვენ და სრულიად საქართველო.
"სარჩობელაზედ" – გენიალურია...


ვაჟა–ფშაველა უდიდესი პიროვნებაა, ბუნების მოყვარული და ვაჟკაცობის ეტალონი. უამრავი ნაწარმოები აქვს ბუნებაზე, ნადირობზე, ვაჟკაცობაზე, მადილოსნის მიმართ დამოკიდებულებაზე...
"ალუდა ქეთელაური"
"ბახტრიონი"
"სტუმარ–მასპინძელი"


გოგლა ლეონიძე – ასევე უდიდესი ქართველი და ბუნების, ნადირობის, მანდილოსნის მოტფიალე...
"ყივჩაღის პაემანი"
"ღამე ივერიისა"
"ნინოწმინდის ღამე"
"სიმღერა პირველი თოვლისა"


ნოდარ დუმბაძე – ასევე უდიდესი პიროვნება, რომელმაც გული საქართველოს შესწირა და არა მარტო გული.
"სისხლი"
"ძაღლი"
"ჰელადოს"


ბუნების მოყვარულები და დიდი პატრიოტები იყვნენ:
ლევან გოთუა
მურმან ლებანიძე
მორის ფოცხიშვილი
გურამ თიკანაძე
გურამ რჩეულიშვილი
ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში.
უამრავი მოთხრობა, ჩანახატები და ლექსები აქვთ მიძღვნილი საქართველოზე, ბუნებაზე და საერთოდ ადამიანობაზე.

ნადირობა
მორის ფოცხიშვილი

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, _
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე, _
ავფრინდები და...
ფრრი...

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 28 Dec 2008, 00:23 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 2740
Location: Tbilisi
მაგარი კაცი ხარ! :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 28 Dec 2008, 13:15 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 503
Zviad.FMJ wrote:
მაგარი კაცი ხარ! :)



ზვიად გაიხარე.

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 28 Dec 2008, 13:27 
Offline

Joined: 15 Apr 2008, 09:33
Posts: 194
გაიხარეთ იხარეთ

_________________
Skype Me™! tula, ij-43, mp-153.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 29 Dec 2008, 02:19 
Offline
User avatar

Joined: 22 Jan 2008, 10:00
Posts: 577
Location: თბილისი
საღოლ მაგრა მომეწონა


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 29 Dec 2008, 09:25 
Offline
User avatar

Joined: 31 May 2007, 09:12
Posts: 425
Location: თბილისი
კარგია!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 29 Dec 2008, 15:59 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4353
უცნობი ახლოს მივიდა,

შორი-ახლოსა მდგომარე,

“გამარჯვებაო” მისძახა,

“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.

- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,

ჰხოცო ნადირი მხტომარე.

- აი, ნადირი, რას სჩივი? -

უჩვენა ჯიხვი რქიანი, -

მკვდარი, რქებ-გადაგდებული,

დადუმებული, ჭკვიანი

_________________
Vepr - 5,45X39, MR-153, Walther P.38 Spreewerk Two cyq.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 29 Dec 2008, 16:01 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4353
სამშობლო ხევსურისა
რაფიელ ერისთავი

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

_________________
Vepr - 5,45X39, MR-153, Walther P.38 Spreewerk Two cyq.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 29 Dec 2008, 16:01 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
tushi wrote:
უცნობი ახლოს მივიდა,

შორი-ახლოსა მდგომარე,

“გამარჯვებაო” მისძახა,

“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.

- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,

ჰხოცო ნადირი მხტომარე.

- აი, ნადირი, რას სჩივი? -

უჩვენა ჯიხვი რქიანი, -

მკვდარი, რქებ-გადაგდებული,

დადუმებული, ჭკვიანი


დედამიწაზე ვაჟაზე მაგარი პოეტი არ არსებობს. :clap:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 29 Dec 2008, 23:35 
Offline
User avatar

Joined: 22 Jan 2008, 10:00
Posts: 577
Location: თბილისი
nikala wrote:
tushi wrote:
უცნობი ახლოს მივიდა,

შორი-ახლოსა მდგომარე,

“გამარჯვებაო” მისძახა,

“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.

- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,

ჰხოცო ნადირი მხტომარე.

- აი, ნადირი, რას სჩივი? -

უჩვენა ჯიხვი რქიანი, -

მკვდარი, რქებ-გადაგდებული,

დადუმებული, ჭკვიანი


დედამიწაზე ვაჟაზე მაგარი პოეტი არ არსებობს. :clap:


გეთანხმები 100 %-ით


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 30 Dec 2008, 00:38 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 503
გაიხარეთ :clap: .

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 31 Dec 2008, 18:22 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 2740
Location: Tbilisi
nikala wrote:
tushi wrote:
უცნობი ახლოს მივიდა,

შორი-ახლოსა მდგომარე,

“გამარჯვებაო” მისძახა,

“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.

- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,

ჰხოცო ნადირი მხტომარე.

- აი, ნადირი, რას სჩივი? -

უჩვენა ჯიხვი რქიანი, -

მკვდარი, რქებ-გადაგდებული,

დადუმებული, ჭკვიანი


დედამიწაზე ვაჟაზე მაგარი პოეტი არ არსებობს. :clap:

შოთა და ვაჟა გაცილებით მეტნი არიან ვიდრე სიტყვა ''პოეტი'' იტევს!

''დიდსა ვერ მოჰკვლენ ხელად აქვთ ხოცვა ნადირთა მცირეთა...'' :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 31 Dec 2008, 19:46 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3613
გალაკტიონი?

_________________
შევშფოთდი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 01 Jan 2009, 22:15 
Offline
User avatar

Joined: 22 Jan 2008, 10:00
Posts: 577
Location: თბილისი
rezident wrote:
გალაკტიონი?


გალაკტიონი ჩემი აზრით სულ სხვა რაღაცაა :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ქართული სული, ნადირობა და სიბრძნე
PostPosted: 14 Jan 2009, 13:41 
Offline
User avatar

Joined: 18 Nov 2008, 16:06
Posts: 503
"შემოდიოდა ჩვენში კალანდა"
ანა კალანდაძე

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...

_________________
მართალი იყავ და სიმართლეს სდიე, გზა ყოველთვის ნათელი გექნება!


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 20 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: Majestic-12 [Bot] and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge