საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 20 Oct 2021, 10:43

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 29 posts ]  Go to page Previous  1, 2
Author Message
 Post subject: Re: ჩვენი იარაღი (სურათები დაყარეთ)
PostPosted: 26 Jul 2009, 09:49 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11175
Location: თბილისი
DavidS
საინტერესოა, ამიტომ ჯობდა აქ მარტო რამდენიმე სურათი დაგედო და ან ცალკე თემა გაგეხსნამ ან სკს-ში დაგემატეინა. ან მორგებაში.

------------------
მოდერებო, სოფელში ვარ, ცუდი კონექტია, და თემას ვერ გავყოფ... იქნებ მიხედოთ :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 26 Jul 2009, 14:54 
Offline
User avatar

Joined: 22 May 2009, 16:51
Posts: 104
Location: Tbilisi
ფრიდონ,

შენიშვნა მიღებულია...

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 27 Jul 2009, 12:17 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11175
Location: თბილისი
თავისთავად საინტერესოა.
პრაქტიკაში როგორია?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 27 Jul 2009, 16:11 
Offline
User avatar

Joined: 07 Nov 2008, 17:02
Posts: 205
საღოლ დავით მართლა საკაიფო გამოვიდა
რა ქენი გამოცადე???
და კიდე სალასკის ისტორია მაინტერესებს სად დაითრიე და ვინ დააყენა

_________________
საქართველოში იბადებოდნე და მერე მუდამ წუხდნენ ამაზე
ეჰ ბრაზილია ბრაზილია
العربية العربيةفارسیفارسی


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 30 Jul 2009, 00:11 
Offline
User avatar

Joined: 22 May 2009, 16:51
Posts: 104
Location: Tbilisi
ბოლო ორ კითხვაზე ერთად გიპასუხებთ - ჯერ არ გამომიცდია და აგვისტოს შვებულების დროს გამოვცდი, თან "სალასკა" წინა კვირას დავაყენებინე.

leqso, შენი ძალიან დიდი მადლობელი ვარ კოლიმატორის შერჩევისთვის და გაწეული დახმარებისთვის.

რაც შეეხება ვინ და სად დამიყენა "სალასკა", სპეციალურად ღია წერილში არ დავწერ ორი მიზეზის გამო: 1. რეკლამა და ანტირეკლამა, ორივე რეკლამაა და 2. ვიტოვებ იმედს, რომ მომსახურებით უკმაყოფილო მხოლოდ მე ვარ და ჩემი ამ ხელოსნის ან ოსტატის (როგორც უნდა, ისე დაირქვას) მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება, მხოლოდ მე გამიჩნდა და არ მინდა ვინმე ჩემგან განსხვავებით კმაყოფილ ადამიანს გული დავწყვიტო.

მის სახელს და კოორდინატებს სპეციალურად არ ვასახელებ, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში არაფერია გამორიცხული...

რელურად კი ყველაფერი ასე მოხდა:

ვინაც მიმასწავლა, მითხრა, რომ ცოტა "მძიმე" ხასიათი აქვსო, რაც თავიდან ვერ მივხვდი რა შუაში იყო. როცა პირადად ვნახე და ახსნა დავუწყე რა და როგორ მინდა მეთქი, ჯერ კულტურულად მეტყველებდა, ასე 2-3 წუთი, ხოლო მერე, მეტი დამაჯერებლობისთვის გინებით ლაპარაკი დაიწყო. აგინებდა ყველას (ხელოსნებს და ოსტატებს გულისხმობდა) და ყველაფერს...
ნუ კარგი, კაცები ვართ და ბოლო ბოლო, ხშირად გვესმის ასეთი ლექსიკა, მაგრამ თუ კაცი მართლა მასეთი მაგარი ხარ, შენმა საქმემ უნდა წარმოგაჩინოს მასეთად და არა სიტყვებმა.
ბოლოს როგორც იქნა ძირითადი მონახაზი გავაკეთეთ და საქმე მიდგა ფინანსურ მოლაპარაკებაზე - 100 ლარი მომთხოვა "სალასკის" დამზადებაში, დაყენება და გასწორებაში. "გინდა გადაიხადე არ გინდა - უშენოდაც უამრავი კლიენტი მყავს" (მისი სიტყვებია)!!! თითქოს მთელი ქვეყნის იარაღებს upgrade-ს თვითონ უკეთებს!!! და რაც ყველაზე მაგარია - "თანხა წინასწარ!" კარგი, გადავიხადე. ჩავდე იარაღი შალითაში და დავიწყე ოპტიკის და მისი სამაგრების ნაჭერში გახვევა, რომ შალითაში იარაღთან ერთად ჩამედო და რომ ერთმანეთი არ დაეკაწრათ - "რათ გინდა მაგის გახვევა, შენ იარაღი სანადიროდ გინდა თუ მუზეუმში გამოსაფენად", ესეც მისი სიტყვებია. რაღა უნდა მეთქვა? თუმცა, მაინც გავახვიე და ისე ჩავდე...
მუზეუმში გამოვფენ თუ სანადიროდ გამოვიყენებ და მაგ დროს დავკაწრავ, ჩემია და ჩემს იარაღს, როგორც მინდა ისე მოვუვლი, სხვა კი ვალდებულია სხვის ქონებას გაუფრთხილდეს!!! ხო, არ მითქვამს, რომ ჩვენი ეს საუბარი შუა ქალაქში, ქუჩაში ხდება, ჩემი მანქანის ახდილ საბარგულთან.
ბოლოს წაიღო და რომ არ მივწოლოდი, არც დროზე ჩამაბარებდა.
და ბოლოს, სამწუხაროდ უკვე სახლში აღმოვაჩინე, დაუზიანებია ალუმინის შავი ბედე, რომელიც ეხრახნება კოლიმატორს წინიდან კაშკაშა შუქის გარდატეხისთვის და კიდევ რეზინის სამაგრები იყო მოწყვეტილი, რომლებსაც უნდა დაეკავათ დოლურების ხუფები. რამოდენიმე ზემოთ ნაჩვენებ სურათში ჩანს ამოწეული მრგვალი რეზინის სამაგრი. ხოლო თვითონ "სალასკის" დამუშავების ხარისხზე სურათებიც მეტყველებენ.

შეიძლება ეს წერილი აქ არ უნდა დამეწერა და ჯობდა ხელოსნების განყოფილებაში ყოფილიყო და თუ მეტყვით, გადავიტან კიდევაც, უბრალოდ კითხვა იყო "სალასკაზე".

_________________
Image


Last edited by DavidS on 22 Oct 2010, 21:33, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 30 Jul 2009, 13:56 
Offline
User avatar

Joined: 25 Dec 2007, 21:06
Posts: 183
დავით რამდენი გიბაასია ხელოშანთან... :D ისე საერთოდ ვერ შევატყე მე ტუ რამე ქონდა დაზიანებული, მშვენივრად გამოიყურებოდა :wink:

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 30 Jul 2009, 21:59 
Offline
User avatar

Joined: 22 May 2009, 16:51
Posts: 104
Location: Tbilisi
დაჩი, მართალი ხარ. ვიზუალურად მართლა ვერაფერს შეატყობ. მით უმეტეს, ფუნქციურად არნაირი პრობლემა არ აქვს. უბრალოდ, რაც ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს, ეს სხვისი ქონების უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი დაზიანებაა. მე თუ დამიზიანდება, ჩემი ბრალი იქნება და ნერვებიც აღარ მომეშლება, სხვა კი ვალდებულია ყველა შემთხვევაში მოუფრთხილდეს სხვის ქონებას!

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 31 Jul 2009, 21:03 
Offline

Joined: 16 Jun 2009, 11:34
Posts: 56
მართალია მითუმეტეს მობარებულს და ნანდობს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 01 Aug 2009, 11:39 
Offline
User avatar

Joined: 05 Jan 2009, 12:49
Posts: 869
Location: თბილისი; საქართველო
მაგარი ნერვები გქონია. შენ ადგილას ალბათ ერთ ადგილა გაუკეთებდი იარაღს.

ჩემი აზრით უნდა დაწერო ვინაა, თუმცა ალბათ ეჭვები უკვე გაუჩდათ ფორუმელებს ვინ შეიძლება იყოს, რადგან მსგავსი სიტყვები სხვა თემებშიც წერია. ჩვენ მაინც უნდა ვიცოდეთ რომ თუ მაინდამაინ სხვა გზა არ იყო და მასთან მივიტანეთ იარაღი თავიდანვე მივაკაჩაოთ, რო ეგეთი რამე აღარ იკადროს.

მაგნუმის გამყიდველი ხო გამოვაჭენეთ თავისი ხასიათის და "სერვის +" გამო.

_________________
Skype Me™!

Remington 700 VTR - IJ 27 - TOZ 17 - IJ 58


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 03 Aug 2009, 17:50 
Offline
User avatar

Joined: 27 Feb 2009, 09:53
Posts: 93
DavidS wrote:
ბოლო ორ კითხვაზე ერთად გიპასუხებთ - ჯერ არ გამომიცდია და აგვისტოს შვებულების დროს გამოვცდი, თან "სალასკა" წინა კვირას დავაყენებინე.

leqso, შენი ძალიან დიდი მადლობელი ვარ კოლიმატორის შერჩევისთვის და გაწეული დახმარებისთვის.

რაც შეეხება ვინ და სად დამიყენა "სალასკა", სპეციალურად ღია წერილში არ დავწერ ორი მიზეზის გამო: 1. რეკლამა და ანტირეკლამა, ორივე რეკლამაა და 2. ვიტოვებ იმედს, რომ მომსახურებით უკმაყოფილო მხოლოდ მე ვარ და ჩემი ამ ხელოსნის ან ოსტატის (როგორც უნდა, ისე დაირქვას) მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მხოლოდ მე გამიჩნდა და არ მინდა ვინმე ჩემგან განსხვავებით კმაყოფილ ადამიანს გული დავწყვიტო.

მის სახელს და კოორდინატებს სპეციალურად არ ვასახელებ, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში არაფერია გამორიცხული...

რელურად კი ყველაფერი ასე მოხდა:

ვინაც მიმასწავლა, მითხრა, რომ ცოტა "მძიმე" ხასიათი აქვსო, რაც თავიდან ვერ გავიგე რა შუაში იყო. როცა პირადად ვნახე და ახსნა დავუწყე რა და როგორ მინდა მეთქი, ჯერ კულტურულად ლაპარაკობდა, ასე 3-5 წუთი, ხოლო მერე, მეტი დამაჯერებლობისთვის გინებაზე გადავიდა და აგინებდა ყველას (ხელოსნებს და ოსტატებს გულისხმობდა) და ყველაფერს, ნუ კარგი, კაცები ვართ და ბოლო ბოლო, გავიგებთ როგორმე, მაგრამ თუ კაცი მართლა მასეთი მაგარი ხარ, შენმა საქმემ უნდა წარმოგაჩინოს მასეთად და არა სიტყვებმა. ბოლოს როგორც იქნა ძირითადი მონახაზი გავაკეთეთ და საქმე მიდგა ფინანსურ მოლაპარაკებაზე - 100 ლარი "სალასკის" დამზადება, დაყენება და გასწორება. გინდა გადაიხადე არ გინდა - უშენოდაც უამრავი კლიენტი მყავს (მისი სიტყვებია)!!! თითქოს მთელი ქვეყნის იარაღებს upgrade-ს თვითონ უკეთებს!!! და რაც ყველაზე მაგარია - თანხა წინასწარ! კარგი, გადავიხადე. ჩავდე იარაღი შალითაში და მერე ერთიანად აწყობილი ოპტიკის გახვევა დავიწყე ნაჭერში, რომ შალითაში იარაღთან ერთად ჩამედო და რომ ერთმანეთი არ დაეკაწრათ - რათ გინდა მაგის გახვევა, შენ იარაღი სანადიროდ გინდა თუ მუზეუმში გამოსაფენად, ესეც მისი სიტყვებია. მუზეუმში გამოვფენ თუ სანადიროდ გამოვიყენებ და მაგ დროს დავკაწრავ, ჩემია და ჩემს იარაღს, როგორც მინდა ისე მოვუვლი, სხვა კი ვალდებულია სხვის ქონებას გაუფრთხილდეს!!! ხო, არ მითქვამს, რომ ჩვენი ეს საუბარი შუა ქალაქში, ქუჩაში ხდება ჩემი მანქანის ახდილ საბარგულთან. ბოლოს წაიღო და რომ არ მივწოლოდი, არც დროზე ჩამაბარებდა. და ბოლოს, სამწუხაროდ უკვე სახლში აღმოვაჩინე, დაუზიანებია ალუმინის შავი ბედე, რომელიც ეხრახნება კოლიმატორს წინიდან კაშკაშა შუქის გარდატეხისთვის და კიდევ რეზინის სამაგრები იყო მოწყვეტილი, რომლებსაც უნდა დაეკავათ დოლურების ხუფები. რამოდენიმე ზემოთ ნაჩვენებ სურათში ჩანს ამოწეული მრგვალი რეზინის სამგრი. ხოლო თვითონ "სალასკის" დამუშავების ხარისხზე სურათებიც მეტყველებენ.

შეიძლება ეს წერილი აქ არ უნდა დამეწერა და ჯობდა ხელოსნების განყოფილებაში ყოფილიყო და თუ მეტყვით, გადავიტან კიდევაც, უბრალოდ კითხვა იყო "სალასკაზე".


ეგ ხელოსანი მთელმა თბილისმა იცის რაცაა და ვინცაა,ყველას ნერვებს უშლის და ვხვდები ვიზე იქნება საუბარი მაგარი გასული აქ თავზე.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 11 Aug 2009, 13:57 
Offline
User avatar

Joined: 24 Mar 2009, 21:23
Posts: 397
მოგესალმებით ძმებო ყველას, გისურვებთ წარმატებულ ახალ სანადირო სეზონს :clap: :dance: :D

დღეს გავარკვიე რომ ათ დღეში ადგილზე მექნება ატის კონდახი ჩემი სკს-ისთვის,ჩამომაქვს ბარამით სულ მიჯდება 203ლ საიტზე ყიდვა და 28ლ ტრანსპორტირება,დიდი მადლობა ყველას ვინც დამეხმარა არჩევანში და დამაკვალიანა ჩამოტანისგზების მოძიებაში, სურათებიც იქნება მოგვიანებით აი ასეთი იქნება ჩემიც :D ოღონდ ჯერჯერობით ოპტიკის გარეშე


Attachments:
s7_230025_imageset_01.jpg
s7_230025_imageset_01.jpg [ 6.08 KiB | Viewed 8832 times ]
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 13 Aug 2009, 21:32 
Offline
User avatar

Joined: 05 Jan 2009, 12:49
Posts: 869
Location: თბილისი; საქართველო
Givargi wrote:
ოღონდ ჯერჯერობით ოპტიკის გარეშე


ნელ ნელა ყველაფერი იქნება :) , ჯერჯერობით კი ეგ კონდახიც დახატავს შენ სკს-ს, მერე კიდე აგერ ნათელი მაგალითი გაქ ამ თემის ავტორის სკს, თან პირდაპირ უწერია რა და როგორ დააყენა, ეცადე ცუდ ხელოსანს არ ჩაუგდო ხელში :))))) თუ ხელოსანი დაგჭირდა მე პირადად კაკოს გირჩევ თელავში.

_________________
Skype Me™!

Remington 700 VTR - IJ 27 - TOZ 17 - IJ 58


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 18 Aug 2009, 19:20 
Offline
User avatar

Joined: 05 Jan 2009, 20:28
Posts: 52
"ჩავაცვი" ჩემ სკს-ც ეს პლასმასის ფორმა, მაგრამ მგონი ყველაზე დიდი მინუსი გამძლეობაა,

ხეს განაახლებ, პლასმასს ვერა :(


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სკს-ის "ტიუნიგი"
PostPosted: 22 Aug 2009, 00:03 
Offline
User avatar

Joined: 11 Oct 2008, 15:04
Posts: 16
Location: Tbilisi
DavidS wrote:
Russian Tactical 1953 SKS 7.62x39
Stock: ATI
Magazine: Tapco 15RD
Foldable ForeGrip: Leapers Style: B
Receiver: Leapers AK Double Rail Side Mount
Flashlight: Leapers Flashlight with Pressure Pad and Mount
Steel Side Plate: Custom made
Optics: Aimpoint CompM4 & 3x Magnifier set w/FTS

ბოდიშს ვიხდი ინგლისურისთვის, უბრალოდ ვისაც სურვილი ექნება ინტერნეტში ადვილად იპოვის.

აი სურათებიც:

Image
By d3286s, shot with N95 8GB at 2009-07-25

Image
By d3286s, shot with N95 8GB at 2009-07-25

Image
By d3286s, shot with N95 8GB at 2009-07-25

Image
By d3286s, shot with N95 8GB at 2009-07-25

Image
By d3286s, shot with N95 8GB at 2009-07-25

Image
By d3286s, shot with N95 8GB at 2009-07-25

Image
By d3286s, shot with N95 8GB at 2009-07-25

Image
By d3286s, shot with N95 8GB at 2009-07-25

ეს კიდევ სრული ვერსია არ არის, კიდევ ველოდები პატარ-პატარა ნაწილებს და სრულად ალბათ სექტემბერში მექნება.



ეს ყველაფერი ამერიკიდან გამოაგზავნინეთ.

რომელ საიტზე იყიდეთ


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 29 posts ]  Go to page Previous  1, 2

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge